Just another WordPress.com site

დროის მკინძავი

მანანა ბერუაშვილს

სად იტალიის რომანტიკის მღვიმეებს იპყრობ,
სად ჰაეროვნად ნოსტალგია თავს დაგტრიალებს…
პირამიდებად მოგონებებს გუმანში იწყობ
და სითბო შენი, ალამივით, სხვაგან ფრიალებს!

არ არის ძნელი, თან ძნელია, შორეთში ვითომ?
მიღმისეული ტრამალების თაკარა მზეში…
ციურ მანანას ედარები, ქართულო მითო-
გაჰკივის გენი, ვით აფთარი, უცხოურ ტყეში!..

და ჩემგან განა, ეს სტროფები, ჰაერში წნულნი
გადმოაღწევენ, გადმოჰკვეთენ ვირტუალ-დარაბს…
ძვირფასო, ვაზნი და ატამნი, სათუთად სხლულნი
წარმოსახვებში გვირგვინებად, ნიადაგ გფარავს…

დაბრუნებისთვის, შეხვედრისთვის ნაწრთობი სიტყვა
დაგაქვს მკლავებით, წამწამებით, ღაწვებით-ქარში…
წმინდა თეონას წამებული სახელით ითქვა
რის თქმაც გვინდოდა, ჩვენ ორივეს, ხორციელ ქნარში!

ისევ მოგიხმობს, გადმოგყურებს თვალების მძივი
პატარა თითებს, ანგელოსთა ჟრიამულს ვადრი…
მანჩო, დაიკო, ამ ლექსიდან ნასროლო სხივით
მსურს მოგეხვიო, გაგიქარწყლო ტუსაღი დარდი..!

10.05.2011

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s