Just another WordPress.com site

პოეტ–მარიკა ჟორჟოლიანის ლექსები (ჩემი მეუღლის)

სიბრძნე

მთვარე გალუმპული ქუჩაში აგდია ,/ქალი და კაცი ჩახვეული, როგორც ლერწმის ღეროები, წყაროზე დარბიან, დადიან./და ელოდებიან ახალ მთვარეობას,/უფრო ბნელ სერობას, უსიზმრო ერთობას./აქ ბნელი კატები საზარლად ჩხავიან./ძაღლი გაყინული კანკალით მიძუგძუგებს/ძუძუებს უწოვენ პატარა ლეკვები,/და ლეკის ქალები კი ლეკურს უვლიან,/ლილეოს მღერიან ზამთარში მამები,/მზეები ცის უკან ნელ-ნელა ჩადიან,/ხეებში ჩრდილებიც ჩნდებიან , გადიან./გადია თმებს ვარცხნის პატარებს, დაშლილი,/ვაშლივით უელავთ წითელი ლოყები,/პომადაც წაშლილი./ქუჩა წაიშალა, საშლელმა ატარა./და ახლა უხდება ამ ლექსებს ტირილი,/ამბორი, შეხება და ისევ ჩახვევა,/წყაროზე ნამყოფი წყვილივით გარბენა;/ახალი ლერწმიდან ყლორტების ამოყრა,/და ძვლების ამოყრა მერე სამარიდან,/ნელ-ნელა დაცემა.ახლები უსმენენ ძველების სიმღერას,/აქ სველმა მთვარემაც ქუჩა გაიარა,/ღამეც მოინელა./ცელს უსმევს ბაბუა თივას,/სუსხიან ზამთარში ხეთაგან ფოთლები ცვივა./და ცივა აქ ისევ,/თავიდან დაიწყეთ სულ ყველას დაცინვა./მთვარე გალუმპული კვლავ კარგად გაწურეთ/და თოკზე გაკიდეთ,/და მერე ისწავლეთ ნათების გაყიდვაც,/და ჩამოვარდნილი სხივების აზიდვა.!..

* * *

ქვიშა აფრიკის სიმარტოვეში./გადაკარგული სამოთხე დახეთქილ ტუჩებში./პირიდან გამოსული სიტყვები/ მზეში ჩაძირული და დაოთხილი ადამიანი / ადამიანი აფრიკის./ის სულ სხვაა. შენნაირია და მაინც სულ სხვაა. მე ის მიყვარს -აფრიკის ადამიანი.

ლურჯი სხეული

როგორღაც ღამე მეალერსება,/ვწევარ შიშველი. შეშლილ ყვავილებს დახატავს ყვავი,/რომელიც ჩხავის როგორღაც ხეზე./მეც ვწევარ ველზე და ველოდები განმარტოვებას,/და ველოდები შიშველ სხეულში,ჩემს გაშიშვლების დაკანონებას!/როგორც შიმშილი, ვაცლი ბუმბულებს,/და უხეშ სხივებს სხვენებს, აივნებს/მოაქვთ ქარების უზადო წყება,/და საშინელი უმანკო წყენა,/თავდაყირა დგას ფრინველთა ფრენა,/ბავშვების ენა!/ტიტლიკანები ჭყუმპალაობენ-აუზში, ბაღში, ვაზაში, ჯამში,/ხვრეპენ მერე ბორშს,ეძებენ ბავშვებს,/მათსავე მსგავსებს, საოცრად ნაზებს,/როგორღაც ვწევარ, ვხატავ ნახაზებს,/შიშველ ქალაქში რომ იბადება./ჩამოხეული უმანკოება,სანთლების წვეთი წუთებს გაყვება/და გაყვითლდება, როგორღაც ჩემი, სხეული ლურჯი./სულ მთლად შიშველი, როგორც შეშლილი,/როგორც შიმშილი, ვწოვ მე ნიადაგს…/ჩვილი ხელებით უმწეოდ დაღრღნილს,/და ბავშვებისგან უმიზნოდ გასვრილს.

* * *

შენ მე დამწერე, გადამწერე/და მერე დაფაზე მიმაკარი/ შავი, დაჟანგული ჭიკარტით./ო, რარიგ უხდებათ ლურსმნებსაც ეს ჟანგისფერი და/ო, რარიგ შვენის ჟარგონები შენს გამოთქმებს./დაჟანგულ კლიტეს რომ აჩხაკუნებდი,/და თვალებს რომ მიჟუჟუნებდი/მეგონა წვიმა გადმოასხამდა (თუ გადმოაფსამდა)/ ციდან- ჟუჟუნა./ჩემი მეზობელივით,/რომელიც ასევე ჟუჟუნაა/ და ჟარგონის მაგივრად ყოველ დილით”მაწონი”-ს გაიძახის./შენ მე გადამწერე კედელზე,/ჯერ სახელით, მერე გვარით, /მერე მისამართით/და ბოლოს ტელეფონის ნომრით./და ახლა მე იქ ვცხოვრობ.

ზარია

ტელეფონის მონატრებები…/და მერე მოღამება და შემოღამება,/პირის შეღება და შედარება,/ბაღში დასველებულ დღეების,/მზისგან დადნობის მონატრება…/კნავიან ჩემი ტუჩებიდა ყეფენ ძაღლები ბედნიერებას!../ბუდიდან ჩიტების ჩამოვარდნას,/და ბუდიდან თვალების გადმოვარდნას -ბუდასი./შენს ფერებას და დაკარგვას ფერების;/ტელეფონის “სერი” ფერების;/კატების, ჩხავილის ფერების./ყეფენ გვიანდელ გაზაფხულს./სკამზე ჩამოჯდომას და გაუთავებელ ლაპარაკს,/ლოგოპედის დახმარებით სიტყვების გატანას,/გამოთქმას, რომლითაც ჩამოხმა ბებერი ხეები./ჩახიეთ სკამები, ბგერები, დღეები…/და დაელოდეთ ახალ ტელეფონს,/მოლოდინის გაუფერულებით…

* * *

აქ დედამიწას აუტყდა გახდა საღამოსი, და სამოსი მისი, ვარდისფერი შესამოსი/ფარფატა იყო ვით სპილოს ხორცი./ფერადი ფუნჯებით, ნახატ ადამივით,/ადამიანები უღელში შებმული /და დედამიწასთან კვლავ შეუღლებული/ისე, ვით ხარები ცოხნიდნენ ამ მიწას…/ისევ სპილოები სრესენ ღამით, ქალს./გაჭყლეტილ პლანეტას გახდა აუტყდება,/შიშისგან თეთრ ბავშვებს ქოთნები ჩაუტყდებათ,/რიყეზე აფსამენ სიცხისგან დაღლილნი./და ახლა თვალებში ჩადგება აპრილი./სიცხის საოცრება, სიო და ოცნება,/ზღვა და დედამიწა -ერთი გაოცება./ოც წეროს ცაში და მიწაზე გაფრენილს/ტაში და ღრიალი უხდებათ ამდენი,/დამდნარი თოვლისგან გადნება ტალახი,/მოზილეთ ახალი ბავშვური არაკი!../დახატეთ მზის ჩასვლა, სპილოს სანაპირო,/გაჭყლიტეთ ფურცელი კაცის- უნაპირო./წამოდით სუყველა, სულ სხვა სამყაროში,/ გახდილ დედამიწას უნდა დასვენება, ჭუჭყიან ჭაობში…/ჩააწყვეთ შიშველი ბავშვები სამოსელში./უხდებათ ბოსელში დაკარგულ ოცნებებს/ ისევ დაბადება,და მიწას ფეხებში ნელ-ნელა გადნობა,/და ცას გაშავება.

* * *

მაზრიალებს, მაკანკალებს,მაზრიალებს, /როგორც ზრიალებს ტელეფონის ზარი /და სკოლის ზარი ტაშტის ხმას მაგონებს /ფეხებს რომ მბანდა მასში დედა,/ვიხევი ირიბად,ვიფხრიწები, როგორც ქაღალდი -ყვირილისაგან/ და ყელი მეხლიჩება,როგორც იხლიჩება კვახი./გაფუჭებულ კვერცხებში და გაკეთებულ კვერცხებში /(სახლში რომ ვძერწავდით პლასტელინისგან, ისეთებში)/და სააღდგომოებშიც ასევე,(წითლად რომ ვღებავდით ინით)/იმავე საღებავით თმებს შევიღებავთ მერე./დიდი დარბაზი, დარბაზობა და ოინბაზობა/დაემსგავსება ბაზრობას და იქ გავყიდით საკუთარ გამონათქვამებს-ბოზობით!/ისევ გაიზრიალებს ზარი, და ამჯერად უკვე სკოლის,/და ამჯერად უკვე სხვათა შორის /მოსიარულე არსება, სხვათაშორის, /ჩვენში დარჩენილ ჩვეულ გაკვეთილს (არა გაჭრილს შუაზე ვაშლივით),/ არამედ გაკვეთილს -გამოუშვებს./პროდუქტი უმაღლესი – “ხარისხი მოდიდან არ გადადის!” (“Bata”)…

* * *

გადაწოლილი ჩუმად ჩრდილში,/ჩადრს შეფარებული, როგორც ტოლობა/ შეფარდებული შენს ნამატ სხეულს,/როგორც ტოროლა, შრიალით გაადვილებულ ხეებთან ადვილად ადის/ და ჩამოდის წვერზე, გადაწოლილი შენც წვერს მოუშვებ…/გადაწერ ჩემს ჩრდილს, ერთ დროს რომ მიალურსმნე კედელს/ ისეთს.და დაწვება ხეები, დაიწვება მზეები,/ჩქარი ცის სარტყელები სარტყელად შემოგეჭდობიან კეფაზე/და ადგომას მოგთხოვენ.და შენ დაწვები, /არ დაიწვები ფერფლად და ფერდობზე ახალ ყვავილების მოღრუბლულ ფერებს დაელოდები./რომლებიც ჩაიხდიან ხეების ქვეშ, დარცხვენილ შვილებს გამოაჩენენ და ფართოდ ჩახევენ მიწის პირს.

* * *

ცოტა პრიმიტივიზმი და ბევრი ცხელი ორთქლი,/მატარებლებში გასული ოცდა-მერამდენე საუკუნე,/უკუნეთი სიბნელე და კატის თვლემა რელსებზე,/მერე ჭყლატ და სიკვდილი! ცოტა პრიმიტივიზმი დიდ ჩემოდანში ჩალაგებული ტანსაცმელივით,/ბევრი ტაში, ტუშიც ბევრი,დაღვრილი მელანი /და უფერო ფანქრით წერა,შენი სულის დაფაზე თავიდან გადაწერა/შენივე შექმნილის; ქმნილების ქცევა /და მისი გაქცევა მერე ახალი მატარებლისაკენ./ცოტა პრიმიტივიზმია შენს ლექსებში და ბევრი პრიმიტივიზმია შენს ჩემოდანში … /თოჯინების, პლასტელინების და დასვრილი თითების მისგან,/ მაისისგან! მის თვალებს პრიმიტიული უხდება პალიტრა./ელვარება. ელვამ იქუხა, ელვა-შესაკრავი გამეხსნა, /ელვარებს შენი სახე და ელის ახალ მატარებელს ისევ. ელიტა კი ტაშს უკრავს ამას..!
———————————————————————

კვალი სიცივეში

ჩავიხუთე, ჩავწექი თბილ ნაყარში
და ავყარე მერე ყვირილით ხრამი,
ხევში გადაშვება მინდოდა რადგან…
და სილა დადგა.
გადავცურე მერე ხრამი, და მოვრთე აივანი,
და წაიშალა კვალი.
და თქეში გათოშილი,
და თმებში გაწოლილი – აიწეწა.
და წოვა, დაწოლილმა წოვა
და გამოწოვა
მან გემო.
ჩავიდა ხევში და დაიბერა.
ჩავიხუთე ისევ. ჩავბნელდი მყისვე,
მყესები გამისკდა და მყვირალა ლივლივმა მომყინა.
შევედი.
შერიგება მკლავს და მკლავები მესხმება.
წყალი მესხმება და ღვინოც ასევე – ეშვება.
ვეშვები, დავასველე
დასვრილი სისველე.
ღამე მოვარდნილი სიცილი ისვენებს.

სიახლე

წიგნს დაეწერა სიახლე
და ახლოს მდგომმა გვერდებიდან წამოსულმა ფურცლებმა
ახალი ფრაზები მოითხოვეს ზეიმით.
სხივმა დააკერა ფარდას მოაჯირი
და კიდე შეუცვალა სტრიქონს კიდევ.
კიდევ კიდია სურნელი ჩამიჩის
და ჩამიჩუმი ისმის მახლობელი მხრიდან.
თითების თამაშით დაიწერა ნოტები
და დაიკრა პიანო დაბალი ხმით,
პინოქიოს ხის ხარისხით.
ხარბად გამოწოვეთ კლავიშები,
კმარა ილუზია, დავიშლებით!
დამთხვევა დასრულდა, დამხაზველთა
ფანქრები გავცვალეთ წითელ ფერთან…
და დავასრულეთ!
მერე ასრულდა კიდე ერთი
ასროლილი ლულის ზეიმი
და მომკლა დამოკლებულმა კაბის ილუზიამ.
ილუზიონი მომენატრა
და იუთუბიზე გავაზიარე მუზიკა მიუზიკლის.
ისევ პიანინო გამახსენა და
ისევ პინოქიოს წაკითხვა მომინდა
და ისევ ვერ ვიპოვნე გასასვლელი
და ისევ ჩაიარა სიტყვამ სველი
ენიდან…
ღამე თხელი რვეული ამოვიღე
და თხელი საბანი ჩავხიე
ჩავიხვიე….

წიგნის კითხვისას

სარჭი, რომელიც მიჭერს
მოუჭრელი ყველი და მოჭერილი ხელი _
ნაცარქექიასი.
დანაცრული ხის, მტვერის.
მტევნის მოგლეჯა და დამარცვლა,
როგორც სიტყვების _ ანბანური თანმიმდევრობით.
თანამდევის ჩამოშორება და მოშორება ზედმეტი სიტყვისა საშლელით
გაშლილი კვირტი და მოკვნეტილი ტუჩები.
უთქმელი მანიკენები და სილუეტივით მოხაზული
მანიფესტების მარტოობა.
ისევ გადათვლა სიტყვების, ტყვეების, ტყვიების,
გატყავებული საქონლის ფესტივალი
და აღწერა მიღებული ინვენტარის.
ვენტილატორის მოტეხილი ფრთა და
ფრთამოტეხილი ანგელოზი ჭერზე,
რომელიც ბუზებს იჭერს და ჭამს, ღრღნის.
ღრიჭოებიდან კი შიშველი ასოები იყურებიან.

* * *

ჩ-ი-ტ-ი, თ-ი-თ-ი, ს-ა-ა-თ-ი,
ტაკ-ტაკი, ტიკ-ტიკი, ხით-ხითი, ხმაური,
დაძაბეთ ნერვები, გახსენით რვეული –
ჩვიდმეტხაზიანი…
დახატეთ ჟირაფი –
ჟრიამულს უხდება მიწაში დამალვა
და ისევ დაიწყებს პატარა თითები სიტყვების გადათვლას.
საშურველი პატარაობა თმაგაწეწილი ოინბაზის
ჯამბაზის სტვენა და დაღლილი ლოგინის თვლემა
თეთრი ფისოს დანახვა და აღარ …
და აღებული თეფში, ზედ პურის ნაფჩხვენებით,
გამოჩხრეკილი და გამოჩეკილი წიწილას დაბადება
და გადაგდება რელსებიდან წამოსული თოვლის…
თვალს ახელს ხმაური,
ხურდება ფესვები,
ხეს აწვდა პატარა
ხელებით ხმელებით
ჩ-ი-ტ-ი, ს-ა-ა-თ-ი,
მინდა გადავყარო წამოსული მიწა,
მოსული მერემდენედ უხმაუროდ მიწვა,
მოწამლა წმინდა დაწოლილი ფერები,
ფესვები.
ეფერები სიტყვებს უხმაუროდ,
მარცვალს მიწაში აგდებ,
წამოსული ხორბლისგან კი ისევ დამარცვლას იწყებ:
თი-თი, ჩი-ტი, სა-ათ-ი.
ათამდე დათვალე, თვალთვალით დაიღალე,
დაღებული პირი და თვალები დახარე
შეგრცხვა და გაჩუმდი – და მერე დაწექი,
_ გეძინებოდა რადგან…
_ შენს თვალებში ხვალის მოლოდინი ჩანდა…
მერე წიგნების გადათვლა დაიწყება…
გაფრენა დამთავრდა!
ჩ-ი-ტ-ი.

ზურგისაკენ

ღამე ჩახუტებული
მატარებლების ძაფები და
გადაბმული ქარიშხლები და
გათხუპნული ზღაპრები _
შენი ბავშვისთვის მოყოლილი,
თავმომწონედ რომ ცდილობენ
აგაცილონ ილუზიას და
მოგაწონონ ილუზიონი,
ან თუნდაც წითელი ზონა.
უადრესატო ქალწულების ბიკინებში _
ესაა ღამე.
და დღე? ეშმაკის აგონია,
მონაგონია გოგო, როგორც
ოდეკოლონის სუნი
და სიდამპლის სუნი _
დაგააგდეთ სული. სულ ხითხითებს.
უკანასკნელად, უკანმოუხედავად,
უკანგაუხედავად მოგსდევს _
ბურ-ბურ-ატ-ატ-ინო!
და შენ ანელებ ნორმალურ სვლას მარცხნისკენ და
ზურგისაკენ ბრუნდები.

პარიკი

დაფერფლილი საწოლები
აწეული ბალიშები და გადავარდნილი ბუმბულები,
ღამის ბულბულები და ჩამოძონძილი თვალები.
თვალებდათხრილი ველური ზოოლოგია და ზოოპარკი,
როგორც პარიკი
თმები აილეწა სულ.
მიყვარხარ!
მიყვარს დაღარული შენი ტუჩები.
ხელს მარტყამ და მიყვარხარ სულ!
პარიკი…
კაკ-კაკ, კაკ-კუკ, კუკუდამალობანას მეთამაშებოდი,
სულშეხუთული პოეზია გადამაძვრე
სულ ბუმბულებიც გადამაძვრე და
მიყვარს შენი სვლა,
დაცვენილი თმა.
უკან დაგდებული ჩამოგრჩი,
მორჩი ხეტიალს!
მორჩილი ხეივანში მობობღავს
და ხვეტავს მეიდანს ერთიანს.
მოედანზე კი უამრავი ხალხი შეკრებილა და
გადაშლილი საწოლები
გადაფურჩქნილ ყვავილებს ემსგავსებიან…

* * *

„კლოუნი“_ თვალდახუჭული არარაობა.
„არენა“_ შუაზე გაჭრილი საზამთროსავით
უკურკო კაკალი და
გაუთავებელი კაკანი _ სასკოლო კარნახივით _ მეზობლის.
„მიაგკი ზნაკ“, გამოტოვებული ზანზალაკი და
„Я“, ია _ მინდვრის ყვავილი, ოღონდ.
კაკაო, ყავისფერი უფერულება და ვიტ-ამინი.
ამინ! დაიწეროს პირტიტველა და ტიტველა ხელებით…
ეძებეთ ძღომისგან დაღლილი თაობა
და თავზეგასული სუსხი და სხვაობა
ამ დღესა და სხვა დღეს შორის ჩამდგარი.
კაკლები გამსკდარი _ ჩვენი თვალების …
გამტყდარი, თავსდამტყდარი უხეში ხე,
საშიში სიხშირით.
გინდა გადავფურცლოთ უკუღმა რვეული,
დაღლილი ხელისგან თვლემს ღამის ყვავილი
ფქვავს საფქვავი ფქვილივით ფიქრებს
და ფრენისგან გაფითრებული სიმარტოვე გვითრევს

სახრჩობელა

ისევ ვფიქრობ
წებოსგან დასვრილი ხელების ჰარმონიაზე
და ჰაერი მახრჩობს და მახარებს სახრჩობელა,
როგორც დაბურვა მზიანი დღეების და
გაბერვა ცეცხლწაკიდებული მთვარეების.
მთვრალივით გდია გარუჯული, ღამენათევი სახრჩობელა _
როგორც პეპელა
და ელის გულის ამოცლის შველას.
… ამის მერე უნდა დავწერო სიცილაკი …
მე მოვდიოდი შენთან ტალახიანი ფეხებით,
და თმებიდან ობიექტური მიზეზით
მცვიოდა ფერფლი,
რადგან მზეზე ვიყავი წინა ღამეს დარჩენილი.
… სიცილაკი _ ორი წერტილი და ფრჩხილის დახურვა,
რადგან ფრჩხილების მოჭრა დღეს ისევ დამავიწყდა …
გამიწყდა ნერვების ძაფები და
ვკერე, დავკერე კაკლებად დაყრილი უცხიმო თვალები,
ალები და დალალები _
გაშლილი, ღრუბელი აშლილი.
სადღაც ვიღაცას ძინავს,
ძონძებად ყრია ღამე
და ნაფლეთები მცვივა
და მტკივა _
სახრჩობელაზე დაკიდებული ფეხების ხიბლი.

ისევ კატებზე

ბედნიერება გვერდზე გაქონდათ საღამოს კვამლი აგორდა… რა ფონია _ კამერები იღებენ კაკაფონიას ­_ შენი! ოცნებების მოლოდინში გაიჭედა დედამიწა _ ჩვენი. თავისი ნაგლეჯები ამოყარა და ძუძუები ამოყარა _ პოეტის ლექსში, ქებაში, მზეში. იწყება თქეში _ შეჩერდით! ხედი გაჩხაკუნდა და ხელი აკაკუნდა, კარი გაიბზარა და მერე დაირაზა, და რაზმი წამოვიდა ოცნებების თავზე _ ყირაზე, ზღვაზე _ მოსესავით. იხსნა მან დუნია. ისევ ფხაკუნია კარზე _ საუბრობენ კატების ხმაზე. მოდის ორკარიანი შემკეთებელი მანქანით, შეკეთებული ბაქანით
და ტარება, გატარება დროის, მასზე. გათელილი ჩექმების გადაღება — უფერული ლაქით მყისვე. სამყარო იხსენ! სახლი უცებ დაგორდა და ღამე შეაკეთა ხელოსანმა და მიაჭედა გატეხილი ჩაქუჩით ცივ ხმებს _

ტაკ-ტაკ-ტაკ-ტაკ _ გაყუჩდით

გათავდეს ლხენა. იარებს სიამის ცხოველთა კნავილი გიამებთ _ კაკუნში. იარეთ!

ჩვენ

გავწელავ კლასიკური მონატრების დღეებს,
როგორც გაწელავდი შენ პლასტელინის თოჯინებს
და თავებს დააყრევინებდი.
დავყრი დაღლილ ფეხებს და დავიყვირებ უაზროდ
და ზრდილობას მოვითხოვ შენგან!
გადმოვაწყობ რითმებს თაროების მიღმა,
დაედება მტვერი წვიმით ნაბან თვალებს,
და თივებში წვება გაწურული წყება,
წყვილებიდან მოდის ლურჯი, სუსტი ვნება.
ხო, ასე გაწელილი, ვერბალურ-ორალური მორალით
(გუშინ რომ მორიელმა ჩაირბინა და გაწელა გზა,
ზუსტად ისეთით), გაიბზარება ხმა,
და თეფში მომხვდება კეფაში,
და ჩამოხდება თქეში ცას,
და ციმციმს დაიწყებს შენი თითები მასში სათითაოდ.
თუ გინდა იყოს ყოფიერების უაზრო მონატრება
და ოჯახური იდილიის შეფარდება ტოლი,
თუ გინდა ჯერჯერობით დაიწუროს მაწონი და
ამ ოჯახში რეკდეს კვლავაც ფაეტონი.
ჰეი, ჰეი, ჰეი, მოეფერე ვნებებს!
კოშკურაში დაწვი, დაუწექი გვერდზე,
დაურწიე წამით უწვრილეს დღის კამკამს. _
ამას ჰქვია თმების თამაში
მარტორქასავით ხრიოკში გავლილი აფრიკის გზა
და ქარების დაულეველი მონატრება თეფშით…
თმებში იკლაკნება უსასრულო დღე.

წიგნის კითხვისას

სარჭი, რომელიც მიჭერს
მოუჭრელი ყველი და მოჭერილი ხელი _
ნაცარქექიასი.
დანაცრული ხის, მტვერის.
მტევნის მოგლეჯა და დამარცვლა,
როგორც სიტყვების _ ანბანური თანმიმდევრობით.
თანამდევის ჩამოშორება და მოშორება ზედმეტი სიტყვისა საშლელით
გაშლილი კვირტი და მოკვნეტილი ტუჩები.
უთქმელი მანიკენები და სილუეტივით მოხაზული
მანიფესტების მარტოობა.
ისევ გადათვლა სიტყვების, ტყვეების, ტყვიების,
გატყავებული საქონლის ფესტივალი
და აღწერა მიღებული ინვენტარის.
ვენტილატორის მოტეხილი ფრთა და
ფრთამოტეხილი ანგელოზი ჭერზე,
რომელიც ბუზებს იჭერს და ჭამს, ღრღნის.
ღრიჭოებიდან კი შიშველი ასოები იყურებიან.

წიგნის კითხვისას

სარჭი, რომელიც მიჭერს
მოუჭრელი ყველი და მოჭერილი ხელი _
ნაცარქექიასი.
დანაცრული ხის, მტვერის.
მტევნის მოგლეჯა და დამარცვლა,
როგორც სიტყვების _ ანბანური თანმიმდევრობით.
თანამდევის ჩამოშორება და მოშორება ზედმეტი სიტყვისა საშლელით
გაშლილი კვირტი და მოკვნეტილი ტუჩები.
უთქმელი მანიკენები და სილუეტივით მოხაზული
მანიფესტების მარტოობა.
ისევ გადათვლა სიტყვების, ტყვეების, ტყვიების,
გატყავებული საქონლის ფესტივალი
და აღწერა მიღებული ინვენტარის.
ვენტილატორის მოტეხილი ფრთა და
ფრთამოტეხილი ანგელოზი ჭერზე,
რომელიც ბუზებს იჭერს და ჭამს, ღრღნის.
ღრიჭოებიდან კი შიშველი ასოები იყურებიან.

სიცარიე­ლე

შიში, კანკალი და თრთოლა, ორთა ბრძოლა და გაძღოლა წინ. აწეწილ ქუჩე­ბში დალაგე­ბა სახლე­ბის, ასე­ვე სახე­ე­ბის _ დომინოსავით. ცარიელი ხე­ლე­ბი და გულე­ბი, სისხლიანი, თავმოჭრილი ხე­ე­ბი და ფუ­ლე­ბი, უღარიბ­ესი სიკე­თე, როგორც ცარიელი სითეთ­რე-­-თე­ფშის. ფშვინვა შენში. შიში, კანკალი და თრთოლა, მე­რე ფრთხილი გადადგომა სახლე­ბის და თამაშის ახალი კომბინაციის მოწონე­ბა, როგორც მოწე­ბ­ე­ბა დედ­აზე _ ჩვილის, და მოწოდე­ბა ჩივილის. დარდისაგან გაწელილი თითე­ბი ხელის, და გზე­ბი ჩვენი _ ჩაწოლილი გრძელი. დნე­ბი, როგორც თოვლის ბაბუა და დედამიწა წვავს სახე­ე­ბს, როგორც სასახლე­ე­ბს _ შემწვარი ამინდი!

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s