Just another WordPress.com site

მულტი-მედია არტ ჯგუფი -”STIGMAT”-ი და მისი ”დაბალი რეზოლუციის ვიდეო” მინი არტ- ფილმები (კინო-პოეზია; FILM-POETRY)

 

მულტი-მედია არტ ჯგუფი -”STIGMAT”-ი და მისი ”დაბალი რეზოლუციის ვიდეო” მინი არტ- ფილმები (კინო-პოეზია; FILM-POETRY)

მულტი-მედია შემოქმედებითი არტ ჯგუფი ”სტიგმატი”, ჯგუფის ფორმით ჩამოყალიბდა 2006 წელს. მასში პოეტები და არტისტები გაერთიანდნენ.
ჯგუფი ჩამოაყალიბა პოეტმა, მულტი-მედია არტისტმა–გიორგი ბუნდოვანმა.
ამჟამად ჯგუფის ძირითად შემადგენლობაში არიან არტისტები: გიორგი ბუნდოვანი, მიხეილ გისტი, მარიკა ჟორჟოლიანი, ალფრედ კარკლინისი, მანანა დარსალია.
2006 წელს ჯგუფურ გადაღებებში ასევე მონაწილეობდნენ : ყოფილი ბალერინა და ამჟამად ფოტოარტისტი-ირინა ხუციშვილი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი–ელიზბარ ელიზბარაშვილი, პოეტი-რობინზონ კახიძე, ლიტერატორი–მარსიანი და მადლენა კობახიძე.
გიორგი ბუნდოვანის, ელიზბარ ელიზბარაშვილის და მიხეილ გისტის, როგორც ჯგუფის ძირითადი მამოძრავებელი ძალის არტისტების ერთობლივი ძალისხმევით, თანაავტორობითა და იდეური ურთიერთთანამშრომლობით, 2006 წელს შეიქმნა 22 მინი-არტ ფილმი, რომლების შემდგომი ბედი გახლდათ 4 წელი თაროზე დება.
ჯგუფი ფაქტიურად დაიშალა ამ წლების მანძილზე და 2010 წელს მოხდა ჯგუფის რეანიმირება გ.ბუნდოვანისა და მ.გისტის მიერ და მწერალ და მხატვარ – გიორგი ბენიძესთან ერთად, სახელის – ”STIGMAT”-ის შერჩევაც.
ფილმების გადაღება და მონტაჟი ხდებოდა და ხდება, გამიზნულად, დაბალი ტექნოლოგიით, ანუ დაბალი ხარისხით და კუსტარული ტექნიკით, რაც ნამუშევრებს მატებს თავისებურ ეფექტსა და ხიბლს. ამგვარი ტექნოლოგიით გადაღებულ ფილმებს–”დაბალი რეზოლუციის ვიდეოს” უწოდებენ. (გადაღება ხდება მობილური ტელეფონებით, დაბალი პიქსელიზაციის ციფრული ფოტო-აპარატებით, სამოყვარულო მინი-დივი-კამერებით და ზოგჯერ ძველი 8 მილიმეტრიანი კინო აპარატის გამოყენებით. გ.ბუნდოვანმა ძველი ფილმების დიდი ნაწილი გადაამუშავა და დახვეწა და უკვე არაერთი ახალიც გადაიღო. პირველი პრეზენტაცია მინი კინო-ნიმუშებისა შედგა 8.04.10, რუსთაველის 28-ში მდებარე ”როკ-კლუბში” ლიტერატურული საიტის–lib.ge -ს დამაარსებლისა და ხელმძღვანელის, პოეტ-გიორგი კეკელიძის და როკ კლუბის დირექტორის –ეკატერინე ლემონჯავას დახმარებით, ასევე 21.05.10-ში შედგა მეორე პრეზენტაცია და ჩვენება -”ნიუ არტ კაфეში”, ორბელიანის 31-ში, კაფეს მფლობელისა და ხელოვნებათმცოდნე-რუსუდან ოატის დახმარებითა და ხელშეწყობით. ასევე, 1-2-3.07.10. გ.ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში, ერთობლივ არტისტულ „ვორქშოპში-”სიტყვები-WORDS”, შედგა ჯგუფ-”STIGMAT”-ის ფილმების მესამე პრეზენტაცია.
ამ მინი-არტ ფილმების კონცეპციას წარმოადგენს სრული იმპროვიზაცია და სპონტანურობა! ფილმები იქმნება ყოველგვარი წინასწარ დაწერილი სცენარების გარეშე, გამომდინარე გადაღებების ადგილმდებარეობიდან, ბუნებრივი ურბანული ლანდშაფტიდან და არტისტების შინაგანი განწყობიდან,
მხოლოდ მ.გისტისა და გ. ბუნდოვანის მოკლე-მოკლე არტისტული მითითებებისა და არტ-იდეების, ზოგჯერ, გათვალისწინებით. ასევე სხვა არტისტების იდეებისაც. ჯგუფში მუშაობა ხდებოდა და ამჟამადაც ხდება კრეატიულ ბაზისზე ძრითადად! თუმცა დღემდე ყოველგვარი დაფინანსებისა და დასპონსორების გარეშე–ანუ სრულ ენთუზიაზმზე!
20.07.10 კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ–”კავკასიურ სახლში” მოეწყო ჯგუფ-”STIGMAT”-ის მინი არტ-ფილმების მე-4, მორიგი პრეზენტაცია-განხილვა. ამ კინო-მიმდინარეობას გ.ბუნდოვანმა უწოდა-“კინო-პოეზია–“FILM- POETRY”!.. გ.ბუნდოვანისათვის, როგორც პოეტისათვის, პირველ რიგში, ეს არის, ასე ვთქვათ, პოეტური ფილმები. მათში ავტორი ცდილობს ჩადოს ის გრძნობა და მისტერია, რაც ლექსებში ვერ გამოხატა აქამდე… მით უფრო, რომ 27.03.09-ში, პერფორმანსის — ”გამომშვიდობება მკვდარპოეზიასთან–პოეზიის პანაშვიდი!”–ს შემდეგ, რომელიც ასევე ”კავკასიურ სახლში” ჩაატარა გ.ბუნდოვანმა, იგი ლექსებს თითქმის აღარ წერს და მთელს თავის შემოქმედებითსა თუ ინტელექტუალურ პოტენციალს ახმარს ამ ფილმების შექმნას! –“ამ ფილმების მაყურებელი ყველანაირი წრისა და ფენის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. ყოველგვარი, მათ მიერ მიღებული და გამოთქმული შთაბეჭდილება, ჩემთვის, როგორც ამ ფილმების რეჟისორისათვის, საინტერესო და მისაღებია. მიზნად მქონდა დამერღვია ყოველგვარი არსებული კინო-სტანდარტი, კლიშეები და სტილისტიკა. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ავანგარდისტული კინონიმუშები! ეს არაა–ვიდეო-არტი, რაშიც ხშირად ერევათ ჩემი ფილმები, ესაა – კინო-პოეზია!…”. ”ეს ფილმები, ასეთად მყოფნი და არსებულნი, ერთგვარად ფსიქოთერაპიულ ეფექტსაც ახდენს მაყურებლზე, ზუსტად ამ, თავისი გაუწონასწორებლობის და ეკლექტიზმის გამო” –განაცხადა არტისტმა და სიურეალისტმა მხატვარმა-დავით მეტრეველმა, ბოლო ჩვენებისას. — “მე მიზნად მქონდა, ადამიანებს ამ ფილმებში დაენახათ თავიანთი ბუნების ფარული მხარეები, რომლებიც თითქმის ყოველ ჩენთაგანშია, ეცნოთ თავისი იდუმალი და მიმალული მე” – განაგრძობს გ.ბუნდოვანი. –“უკომპლექსოდ დაეტოვებინათ დარბაზი, ერთგვარ ტრანსულ მდგომარეობაში, ტრანსულ და ამავე დროს მედიტაციურ განწყობაზე”- ეს კი ისევ დავით მეტრეველის სიტყვებია. მან პირველმა განაცხადა, ჯგუ–”STIGMAT”-ის მე-2 ჩვენებაზე, ”ნიუ არტ კაფეში”, რომ ტრანსი განიცადა ამ ფილმების ყურებით და სხვათაშორის სურვილიც გამოთქვა გადაღებებში მონაწილეობის მიღებისა. ხოლო თანამედროვე ქართველმა მხატვარმა და არტისტმა–ოლეგ ტიმჩენკომ, ასევე კავკასიურ სახლში, მე-4 ჩვენებაზე, , განხილვისას დასძინა, რომ მისთვის კი ძალზედ ძნელია, ასე უცბად შთაბეჭდილებების გამოთქმა, მაგრამ ის კი დააზუსტა–რომ ფილმებში აბსოლუტურად ზუსტად იყო, აქცენტები დასმული. აღნიშნა წამყვანი არტისტის–მიხეილ გისტის საოცარი მონუმენტალურობა, რაც ამ არტისტის თამაშს ძალიან შთამბეჭდავს ხდის!.. ოლეგ ტიმჩენკომ ასევე განაცხადა, რომ მუსიკა ძალიან კარგადაა შერჩეული ამ მინი-ფილმებში. ასევე, მხატვარმა, თემო ჯავახიშვილმა, დასვა რამოდენიმე შეკითხვაც, იმის შესახებ, თუ გ. ბუნდოვანს, როგორც რეჟისორს, რისი თქმა და გამოხატვა სურდა ამ ფილმებით, რა პირადი განწყობა, თუ აზრი ამოძრავებდა მათი შექმნისას? რაზეც გ. ბუნდოვანმა განუცხადა, რომ–ყოველ კონკრეტულ ნამუშევარს თავისი ინდივიდუალური განწყობითა და მიდგომით იღებდა, რომ თითქმის 90%-ით, ამ ფილმებში არის იმპროვიზაცია, გამომდინარე იმ მომენტში არტისტების განწყობიდან და შინაგან სულიერი მდგომარეობიდან, რომ ამ ფილმებით, მისთვის უმთავრესი იყო, გადმოეცა წმინდა ადამიანური, თანაც არაადექვატური და არაორდინალური მისტერია, რომელიც ყველა ჩვენთაგანშია მიმალული და გარეთ გამოღწევას ლამობს. ხოლო საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა და პარიზის ხელოვნების აკადემიის მუდმივმა წევრმა საქართველოდან– რევაზ ადამიამ, განხილვისას დასძინა: –როდესაც ყოველწლიური მიწვევებით იმყოფება ხოლმე პარიზში, პომპიდუს ხელოვნების ცენტრში და იქ თვეობით მუშაობს, ხშირად უჩვენებენ აკადემიის წევრებს, სხვადასხვა კინო-ექსპერიმენტებს და არაერთი ექსპერიმენტი უნახავს იქ, მაგრამ ასეთი ღრმა შთაბეჭდილება მასზე, როგორც ხელოვან ადამიანზე, ჯერ არცერთს არ მოუხდენია, როგორიც ჯგუფ-”STIGMAT”-ის ფილმებს!.. — “ესაა წმინდა წყლის კინო ექსპერიმენტი, თანაც საკმაოდ წარმატებული და ღრმა!” — განაცხადა რეზო ადამიამ.
2010 წლის 2-10 ოქტომბრის ჩათვლით, მულტიმედია არტ-ჯგუფმა-“STIGMAT” -მა მონაწილეობა მიიღო თბილისში, ქარვასლაში, მესამე საერთაშორისო არტ-ფესტივალში–“ARTISTERIUM-2010”, სადაც წარმოადგინა 14 მინი-არტ ფილმი, აქედან 9 სრულიად ახალი და საგანგებოდ ამ ფესტივალისათვის შექმნილი, ფესტივალის თემაზე-“წარმოიდგინე მომავალი”… “STIGMAT”-ი 2 გვერდით შესულია “ARTISTERIUM-2010”-ის კატალოგში.
30.10.010-ში, “ROCK CLUB”-ში შედგა მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის და ყაზახეთიდან არტ-დუეტ “ZITABL”-ის მინი ფილმების ერთობლივი ჩვენება-პრეზენტაცია. წარმოდგენილი იყო ამ ორი შემოქმედებითი ჯგუფის 5-5 ფილმი, რის შემდეგაც, ჯგუფმა-“STIGMAT”-მა წარმოადგინა ახალი ცოცხალი პერфორმანსი-“A MONUMENTAL FETISH”. ამ საღამოს ორგანიზატორი იყო არტისტი-გიორგი ბუნდოვანი, რომელსაც უკვე მეორედ მხარში დაუდგა “როკ კლუბი” და ლიტერატურული პორტალი–“lib.ge”…
13.12.2010-ში, კინოთეატრ- ”ამირანის” ლიტერატურული კაფეს კინო დარბაზში შედგა ჯგუფ ”STIGMAT”-ის 8 ფილმის მორიგი ჩვენება, რაზეც საგანგებო მადლობა ქალბატ. ნინო ჟვანიას!…

გ.ბუნდოვანი, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი და რეჟისორი, ამატებს — “ჯგუფი ”STIGMAT” -ი არ გაჩერდება, მიუხედავად მუდმივი და მზარდი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემებისა, მიუხედავად დასის არამდგრადობისა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამედროვე მინი-კინოს (მოკლემეტრაჟიანი ავანგარდისტული ფილმები-„კინო-პოეზია“) სფეროში აქტიურ მუშაობას და სულ მალე ახალ ფილმებსა და მათ პრეზენტაციებს შევთავაზებთ ფართო საზოგადოებას…”
როგორც თავად ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი და რეჟისორი–ამ არაორდინალურ არტ-სფეროში ყოფნა, მისი მუდმივი და ჩვეული სტიქიაა, როგორც თევზისთვის — წყალი! აქედან გამომდინარე, ეს ფილმები მისთვის, ზუსტად იმის გადმოცემის კარგი საშუალებაა, რასაც იგი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა, ზოგადად, ხელოვნებაში!
01.05.2011-ში, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ არხზე გავიდა გადაცემა-“პილოტი”, რომელშიც ახალბედა ჟურნალისტების გუნდმა–“პარაშუტი” წარმოადგინა 15 წუთიანი საკონკურსო სიუჟეტი, თემაზე-“ინდივიდი და საზოგადოება”, რომელშიც არტ-ჯგუფ- “STIGMAT”-ს დაეთმო მნიშვნელოვანი ადგილი… ასევე, 2011 წლის მაისში გამოვიდა ჟურნალ-“დრო მშვიდობისა”-ს მესამე ნომერი, რომელშიც გამოქვეყნდა წერილი “STIGMAT”-ზე, სათაურით–“451 გრადუსი ფარენჰეიტით”! ამ ორ, ჯგუფისათვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდ-“პარაშუტს” და “დრო მშვიდობისას” რედაქტორს-ალექსანდრე ლორთქიფანიძეს და ჟურნალისტ–თამარ ფოლადაშვილს!
9.06.2011-ში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საჯაროში) შედგა არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის უახლესი ფილმების პრეზენტაცია, რომელიც გააპიარა, გახსნა და საზოგადოებას წარუდგინა, ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ–lib.ge-მ! ჩვენებას დაესწრო მინიმუმ 70 ადამიანი…
(2011 წლის 28 მაისს და 5-დან 19 ივნისის ჩათვლით…) მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის ფილმები ნაჩვენები იყო ყაზახეთში, კერძოდ – ალმაატაში, არტ ფესტივალ “ARTBATFEST-2011” – ზე, ანუ ფესტივალის გახსნაზეც, მსვლელობისას და დახურვაზეც!! ამისათვის მადლობას ვუხდით, არტ-დუეტ “ZITABL”-ს ყაზახეთიდან!! ამ ფესტივალის კატალოგიც უკვე ჩამოუვიდა ჯგუფს, მასში ”STIGMAT“-ია მოხსენიებული, ვიდეო-არტის განყოფილებაში, როგორც ფესტივალის მონაწილე არტ-ჯგუფი საქართველოდან!
22.07.2011-ში, წიგნის მაღაზია “დიოგენე”-ში შედგა მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ის მორიგი ჩვენება-პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნა 4 სრულიად ახალი მინი-არტ ფილმი და 2 შედარებით ახალიც… სოციალურ ქსელებში ღონისძიება დააანონსა და გახსნა ელექტრონული ბიბლიოთეკა – lib.ge- ს დამფუძნებელმა, გიორგი კეკელიძემ, რომელმაც ისაუბრა ჯგუფზე და მის მუშაობაზე… ღონისძიებამ ჩაიარა ანშლაგით, გაშუქებულ იქნა რადიო–“პიკის საათში” და ტელევიზია – “მაესტროში”.

2011 წლის ივნისში, ლიტერატურულ ჟურნალ – ”ქართული მწერლობის” მე-6 ნომერში გამოქვეყნდა BATON ოქტაი ქაზუმოვის წერილი, სათაურით – ”ჯგუფ-სტიგმატის პოეტური ფილმები”, რაზეც დიდ მადლობას ვუხდით ბატონებს – ლევან ბრეგაძესა და ოქტაი ქაზუმოვს!

2011 წლის 13 მაისს გაფორმდა შეთანხმება ელექტრონულ ბიბლიოთეკა– lib.ge – სა დამულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT”-ს შორის:

“მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT” სა და ელექტრონულ ბიბლიოთეკა– lib.ge-ს შორისგაფორმდა შემდეგი შეთანხმება:
ელექტრონულ ბიბლიოთეკა– lib.ge ხდება მულტიმედია არტ-ჯგუფ „STIGMAT”-ის პრომოუტერი!ჯგუფი „STIGMAT”-ი იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოსlib.ge-ს მიერ დაგეგმილ არტ-ღონისძიებებში და კულტურის სფეროში აქტიურადითანამშრომლოს მასთან.
პორტალ Lib.ge-ზე მალე გაიხსნება „STIGMAT”-ის კუთვნილი გვერდი-ბმული, ინტერნეტტელევიზიით.“

25.09.2011 არტ-ჯგუფი ” STIGMAT”-ი მიწვეული იყო საერთაშორისო არტ-ფესტივალზე”ფესტინოვა-2011/FEST I NOVA-2011”-გარიყულაში, სადაც წარსდგა ახალი ფილმებითა და ახალი პერფორმანსით-“კონსერვაცია/KONSERVATION”! 31-12.11.2011 ასევე, ჯგუფი კვლავ მიწვეული იყო საერთაშორისოარტ-ფესტივალზე ”არტისტერიუმი-2011”, სადაც წარსდგა 12 უახლესი მინი არტ-ფილმით (FILM-POETRY), რომელთაგან 3 შექმნილი გახლდათ საგანგებოდ ფესტივალის თემაზე “თავისუფალი ვარდნა/FREE FALL” და ასევე ცოცხალი პერФორმენსით – “DE-Фორმაცია” …
3.12.2011-ში, “სტიგმატი” მიწვეული გახლდათ რადიო-“ქალაქის” ერთსაათიან, პირდაპირ დილის ეთერში, ალეკო გრიგალაშვილთან…
22.12.2011 ში, არტ-ჯგუფი ” STIGMAT”-მა გამართა რიგით მე-4 ჩვენება თბილისის “როკ კლუბში”.

15.01.2012-ში, არტ-ჯგუფი ” STIGMAT”-ი მიწვეულ იქნა ინტერნეტ-ტელევიზია “მედია კავშირ-ობიექტივში” და დაეთმო 1 საათიანი გადაცემა!..

12.02.2012 ში “კინოს სახლის” მე 2 სართულზე, სინთეზურ არტ საღამოზე, ნაჩვენები იქნა ერთობლივი ჩვენებით, ” STIGMAT”-ის 1 და არტისტ ნინო ლომაძის 2 მინი-არტ ფილმი…

ასევე ” STIGMAT”-ის გვერდი გაიხსნა ახალ, ამიერკავკასიის არტ პორტალზე: – http://caucasusartmag.com/Artists/Multimedia%20group%20Stigmat/Multimedia%20group%20Stigmat.html#

2.10.2011 “სტიგმატის” მინი-არტ ფილმის “თუჯის მისტერია” ჩვენება წარმატებით გაიმართაერთდღიან პროექტ-ფესტივალზე”არტ-ზონა”, მტკვრის სანაპიროს ჭალაში. ფილმმა დაიმსახურა ქართველი და უცხოელი არტისტების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები!…

P.S. 15.06.2012. დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის – ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი დიდი, გაფართოებული სინთეზური ხელოვნების საღამო, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოწყობილი და ორგანიზებული გიორგი ბუნდოვანის მიერ!…

5.10.2012 – 15.10.2012.  არტ-ჯგუფი “STIGMAT”-ი , 5 ახალი მინი-არტ ფილმით (კინო-პოეზია) მესამედ მონაწილეობს საერთაშორისო არტ-ფესტივალ “არტისტერიუმ-2012″ში!..

12.02.2012 ში “კინოს სახლის” მე 2 სართულზე, სინთეზურ არტ საღამოზე, ნაჩვენები იქნა ერთობლივი ჩვენებით, ” STIGMAT”-ის 1 და არტისტ ნინო ლომაძის 2 მინი-არტ ფილმი…

26.01.2013. ”STIGMAT”-ი მონაწილეობდა ათავისი ხალი 4 მინი-არტ ფილმით (პრემიერა), გიორგი ბუნდოვანისა და მაკა მიქელაძის სინთეზურ, ლიტერატურულ-არტ საღამოზე ”წიგნის სახლი ბახტრიონზე”-ში…

25.06.2013. არტ–ჯგუფ “”STIGMAT”–ის 4 მინი–არტ ფილმის ჩვენება და 1 პრემიერა “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიურ სახლში”…

— ჯგუფ–”სტიგმატის” ხელმძღვანელი და რეჟისორ ოპერატორი, მულტი-მედია არტისტი, გიორგი კახიძე (ბუნდოვანი)
იწვევს, გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად, ნებისმიერ ენთუზიასტ ადამიანს და სიამოვნებით სთავაზობს მათ შემოქმედებით თანამშრომლობას…

gbundovani@yahoo.com sveshat@meta.ua http://art.gov.ge/funds.php?lang=Ge&organization=707 Facebook — Гоша Туманный

2010-2011

gbundovani@yahoo.com sveshat@meta.ua Facebook — Гоша Туманный

http://art.gov.ge/funds.php?lang=Ge&organization=707

2010-2011

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s