Just another WordPress.com site

”ანტიყოფის მანიФესტი” – 2009 წელი (ლექსების კრებული)

გიორგი ბუნდოვანი
ანტიყოფის მანიФესტი (პირველი ნაწილი !!!)
კავკასიური სახლი
თბილისი

2009

ავტორი მადლობას უხდის ნაირა გელაშვილს და `კავკასიურ სახლს”
წიგნის გამოსაცემად გაწეული დახმარებისათვის

ფოტოები – მიხეილ გისტის და გიორგი ბუნდოვანის

რედაქტორი და წინათქმის ავტორი – რუსუდან კაიშაური

დამკაბადონებელი – ნიკა გელაშვილი. ოპერატორი – ნინო პიპინაშვილი

წინათქმა

როცა ყოფას-ანტიყოფას არქმევ, ასე გინდა შური იძიო იმაზე, ვინც ძალიან გსურდა და დღემდე ძალიან გიყვარს.
ეს ისეთი შემთხვევა როდია, როგორზეც დიდი პოეტი წერდა:
–“არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე,
შენ გაიარე სიცოცხლის ახლოს…”
უფრო პირიქით არის: აქ იყო, მის შუაგულში ტრიალებდა, მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა პოეზიის ორდენი ,,ქრონო-ფაგები”. ერთად იბეჭდებოდნენ იმდროინდელ პეროდიკაში. “ანომალიურ პოეზიაშიც” მოსინჯა ძალები.…აწყობდნენ უამრავ პოეტურ საღამოს, აქციასა და გამოფენას, ბევრი მულტიმედია პროექტის თანამონაწილე და ორგანიზატორიც იყო. ასევე ორი პოეტური კრებულის ავტორიცაა: “სიწყნარის დაკანონება” და “ათვლის წერტილი” (მეუღლესთან, პოეტ მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად) ასევე ორი კრებულის თანაავტორიც იყო _ “ქრონოფაგები” და “ანომალიური პოეზია” 1991-93 წწ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი საქმიანობა ტერენტი გრანელის საფლავის შესანარჩუნებლად. როცა ყოველდღე და ღამითაც რჩებოდა იქ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, რათა გრანელის სამარე არ დაკარგულიყო. განა ერთმანეთის მოიმედე ხალხის იმედით არ გაქრა ერთი და ორი დიდი ადამიანის საფლავი?
არის რაღაც სიღრმისეული მსგავსება ბუნდოვანისა და გრანელის ბედისწერას შორის და ეს კარგად ჩანს გიორგის ლექსებზე დაკვირვებისას. ტერენტი გრანელის აჩრდილი მოუშორებლად თან სდევს მის პოეზიას, მიუხედავად ამისა, მაინც განსხვავებულია მათი სევდის მიზეზები. გრანელის ლექსი მწუხრებაში შედის და სევდას იქ აიკრავს, გიორგისგან სევდა გამოდის – სამზეოზე სიხარულის საძებნელად. ბუნდოვანთან ყოფა უცებ გამკაცრდა და მოსისხლე მტერივით დააყარა მას მოწამლული ისრები. ჩია და მოქნილი რომ იყოს, მარჯვედ აარიდებდა თავს ამ საფრთხეს.
“მაჩუქე რეზინის კდემა და კაუჩუკის სათნოება,
კვლავ მარად მორგებადი ჩემთვის,
მაჩუქე უთავბოლოდ მსრბოლი სიჩქარე,
მოლეკულური ურთიერთშერწყმით რომ დასრულდება უთუოდ…
მიწილადე რეზინის სიყვარულის პრელუდია,
როგორც სიზმარი,
უფორმოვ, ჩემო…”
(,,რეზინის სიყვარული”)
ამ ლექსების გაცნობა არის მოგზაურობა მწუხარებიდან სიხარულისაკენ.
“მიმყევით მასთან, ვინც სისხლიდან გამოხდის ღვინოს,
ვინც წყალს ამრიტად გადააქცევს ერთი შეხებით,
მიმყევით მასთან, ვინც სამყაროს თავიდან შეჰქმნის,
ვინც ოკეანეს გადალახავს ოქროს ფეხებით!
(,,ღაღადისი”)
წიგნი იწყება ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ლექსებით. ძალიან ადრე, ვიდრე გ. ბუნდოვანი ანტიყოფაში გადაინაცვლებდა, ტერენტი გრანელი უკვე მისი რჩეული პოეტი და მეგობარი იყო.
“-ამჟამად გრანელს, ჩემს ხედვაში, სხვა ადგილს ვუთმობ.
იგრძნობა რადგან, მის სტროფიდან ნისლოვანება,
რადგან მის გუმანს ვერ ჩასწვდება ვერვინ ბოლომდე,
მხოლოდ ჩემშია ამ შეცნობის უმეტესობა…
ზაფხულის ბოლო იწურება ჰავერდულ ფითრით,
მისი ხელყოფა ნასამარევს გაადიადებს
და ჩემი ლექსიც მოედება ერთგვარ ქაოსად.
კვლავ სულის უკუნს მივუძღვნი მას, მრავალგვარ გრძნობით,
კვლავ ჩემი სახე მის პროфილში გადაიზრდება.”
(“ორთა მეგობარი სასაფლაო”)
შავი ფერითა და სასოწარკვეთით გაჯერებულ ყოფაში ნაგვით გატენილია სივრცე. პოეტის, თავისებურად, მონიშნულ ლიტერატურულ ავტონომიაში ვირთხები დარბიან და ყვავი დაფრინავს. აქ გიტარაც შავი კნუტებითაა სავსე და არის ამბოხიც – განუყოფელი ნაწილი ამ ,,დაკანონებული სიწყნარისა”. მასში პოეტს საგულდაგულოდ აქვს დამალული ის უცნაური სიხარული, რომელიც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მის ანტიყოფას დაუთმობელ ყოფად გადააქცევს (ანტიყოფა ამბოხია ყოფაში!)
“მე მიყვარს ვირთხა, ეს ნაგავი, მიყვარხარ ისევ,
მე მიყვარს ჩემი უკურნელი ავადმყოფობა,
მიცურავს გემი ჩემს ვენებში, როგორც ობობა
ისე ამომწოვს მთელ სიგიჟეს დღე დღევანდელი.
ვაფურთხებ ირგვლივ, შარდით ვზომავ ავტონომიას,
ასკეტურ ველებს, ხეებს, კლდეებს შევეზარდები,
ინაწილებენ ჩემს წვალებას რუმი მაგები,
გამოსათხოვარ ღრიალითურთ ვაცბუნებ ყველას.”
(,,ნახევრადგადამწვარი ნათურა”)
სიწყვდიადეში თუ ამობრუნებულ სინათლეში ჩანს გიორგი ბუნდოვანის მკითხველი თუ მიჯნური (ისინი ერთნი არიან) ნახევრად გადამწვარი ნათურის შუქზე. აი, ასეთია იგი:
“შემოვალ შიგნით, ვამაყობ იმით,
რომ არ მოგბეზრდა ჩემი ლაყაფი…
დაგხატავ უცებ საკუთარ სისხლით,
სისხლი ჟანგია, შენ კი _ სადაფი…”
(,,გავდივარ გარეთ, სად არის მთვარე?”)
მაგრამ შიგნით შემოსვლა ისე, რომ გარეთ ყოფნას ვერც ასწრებს, დაუსრულებლად შემოსვლა ,,შიგნით”, რომელიც იგივე ღამეა _ გულისხმობს, რომ კმარა შავი ფერი და ახლა ,,დღეში” გასვლაა საჭირო. ეს კი ასე მოხერხდება: ღამეში ჰკიდია მთვარე, როგორც ,,დღეში” გადასასვლელი სარკმელი. ჩანს, რომ გიორგი ბუნდოვანიც ასევე ფიქრობს. თავის ერთ-ერთ ლექსში კითხულობს: “გავდივარ გარეთ, სად არის მთვარე? “
მაგრამ მთვარის მოძებნაც არ არის ძნელი.
,,ივარაუდე”, რომ ის ღამეში უნდა მოძებნო.
ყველაზე კარგად რჩევებს საკუთარ თავს ჩვენ თვითონ ვაძლევთ ხოლმე.
ბესიკ ხარანაულის აზრითაც ,,ადამიანს ძალა კი არ სჭირდება, არამედ სურვილი”.
მე ჩემს თავს მივეცი უფლება, მეგზურობა გამეწია გიორგი ბუნდოვანის პოეზიაში. საზოგადოდ, ყოველი შემოქმედება ბუნდოვანია და მკითხველს შეაქვს ხოლმე მასში სიცხადე. ამ წიგნის, რომელშიაც თავმოყრილია გიორგი ბუნდოვანის, თითქმის 20 წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები, პირველი მკითხველი მე ვარ და კარგია, თუ ეს შევძელი და სხვა მკითხველიც ავიყოლიე საამისოდ.

რუსუდან კაიშაური

გამოთხოვების ნაცვლად…
(ტერენტი გრანელს)

კორიანტელი ქაოსურად შენში მოექცა,
მიმოასხურე მთელ სამყაროს განცდის წვეთები.
ამ წუთისოფლად დამშვიდება ვერსად მოგეცა
და სულში ჩაგყვა სისხლიანი ტრიოლეტები!
ნატრობდი იმას, რასაც თვითონ ვერც კი ახსნიდი,
იების ფერი ცივ თვალებში გეფინებოდა
ვიცი, რომ სხვაზე წყეულ თბილისს შენ არ გაცვლიდი,
აქ შენი სახე ღვთის წინაშე იფერფლებოდა!
არღვევდი სივრცეს მონაჩვენებ საცოდაობით,
ვერ გამოსტყუე დახმარება ვერავის ქვეყნად…
მხოლოდ ლექსების სიდიადით შენთვის ხარობდი,
შენთვის გაღმერთდი პოეზიის ტატნობზე, კენტად!
კორიანტელი ბობოქრობით შენში მოექცა,
მიმოასხურე სააქაოს განცდის წვეთები…
ამ წუთისოფლად დაწყნარება არსად მოგეცა
და სულში ჩაგყვა ცრემლიანი ტრიოლეტები!
1987

ორთა მეგობარი სასაფლაო
(ტერენტი გრანელს)

წლებში გაბნეული უთვალავი ფიქრების მოზაიკა,
დღეს აქ ვარ სხვამხრივ, გონებაში სკდება სიმსივნე _
განწყობაც სხვაა, მაგრამ სიწყნარე იგივე სუფევს:
შორ საყვირების პოეტური გამოჟღერებით…
სულის გრგვინვაში ვეღარავინ შესცილებია!
ღამის დებოშებს ანაზებდა წაბლისფერ თმებით
და ცისფერ თვალთა სიღრმისეულ უფსკეროობით!
_ ამჟამად გრანელს, ჩემს ხედვაში, სხვა ადგილს ვუთმობ.
იგრძნობა რადგან, მის სტროფიდან ნისლოვანება,
რადგან მის გუმანს ვერ ჩაწვდება ვერვინ ბოლომდე,
მხოლოდ ჩემშია ამ შეცნობის უმეტესობა…
ზაფხულის ბოლო იწურება ხავერდულ ფითრით,
მისი ხელყოფა ნასამარევს გაადიადებს
და ჩემი ლექსიც მოედება ერთგვარ ქაოსად.
კვლავ სულის უკუნს მივუძღვნი მას, მრავალგვარ გრძნობით,
კვლავ ჩემი სახე მის პროфილში გადაიზრდება.
ცივი ქვებიდან სისხლიანი ამოვა გვამი,
პოეტის სიკვდილს გააქარწყლებს მწველი სიცხადით.
დამრჩება ხსოვნის ერთ კუნჭულში, ტერენტის მზერა,
გარდაიცვლება მოგონების შლეგი სტიქია…
წლებში შერეულ, უთვალავი დარდების წყებით!
1987

თუ მოგმართეს _ `ძაღლო!~ _ მადლობა უთხარი

ჩემს გვერდზე, ჩემი ერთგული ძაღლი,
მე შემომცქერის ბრძნული თვალებით…
მას ვაცქერდები და მასში ვხედავ _
გადუხდელობას, ბევრი ვალების!
ძაღლის თვალებში ვიკითხავ ყოფას,
მთელი სიმძაფრე მათში დაგროვდა!
_ ვამჩნევ სრულყოფას, მსოფლიო ხედვის,
ჩემი ხედვა კი _ ნამდვილს დაშორდა!
უცებ აყეფდა მწუხარე ძაღლი,
_ რა გაახსენდა, ნეტავი, მივხვდე?..
იქნებ აჯობებს, რომ მეც, მასსავით
ცარიელ ჯამთან უჩუმრად მივჯდე.
_ ძაღლს ესმის თურმე ქვეყნის ავ-კარგი,
ვერ მოატყუებ მურას ან ცუგრას…
ადამიანი _ მხეცთ შორის მხეცი _
ცოდვების ზღვაში დამხრჩვალი ცურავს.
ბევრმა დაწერა ძაღლებზე სიტყვა,
ჩემს ძაღლზე ვწერო მწადია, მე _კი…
დიდმა გრანელმაც ერთხელ დაწერა:
_ `როს დაღამდება, მოხუცი ჯეკი…~
მე ერთგულება ძაღლისგან ვიგრძენ,
ძაღლს სიყვარული დიდი სცოდნია!
_ ღმერთო! როგორ ვთქვა, რომ ადამიანს
ძაღლი ათასჯერ უფრო ჯობია?!
_ ჯობია! ალბათ, ვერა ვთქვი კარგად,
არც შეედრება, სულაც, არაფრით!
და დღეს მივდივარ, მას ვტოვებ მარტოდ,
მივალ განცდების დიდი ამალით!
განგებამ უწყის ჩემს ძაღლის ფიქრი,
მაგრამ ვსაუბრობ, უსიტყვოდ, მასთან…
_ როცა არა ვარ, ცოტა ხნით სახლში
ძაღლი არ მივა არაფრით სხვასთან!
ასეა რწმენა, ჩემი და სხვათა,
ვინც ამ ცხოვრების აზრი გაიგო:
თურმე ბუნებამ, ძაღლიდან მხოლოდ _
სიტყვის უფლება უღვთოდ წაიღო!
_ გვერდზე ჩათვლიმა ერთგულმა ძაღლმა
სიზმრადაც ნახა თავის პატრონი…
1988

ღამის უჩვეულო სტუმარი!

ვით გროშები _ მასხარას, ღმერთმა შვება მახარა
და ჩავები ფერხულში, მე, სტიქიურ ქარებთან!..
შვება რატომ მაკადრა, უსევდობამ დამკაწრა,
გადავფრინდი უმიზნოდ, განშორებულ ღამესთან.
რად ვესტუმრე უეცრად, შემეგება უხეშად,
პირი უცებ ვიბრუნე, წავიდოდი მეგონა…
მიყურებდა უკმეხად, უაზროდ და უტეხად
ნეტავ ნავსაყუდელი სულ სხვა მხარეს მეპოვნა.
გამაყრუა ღრიალმა, დამაფეთა ტიალმა,
მიხვდა ალბათ, რომ ჩუმად განშორება მინდოდა…
აღსასრულის ნიავმა და პირადმა მისანმა
მაგრძნობინა დაღუპვა, როცა სული მიკრთოდა!
შევაღწიე ჯურღმულში, ჩავიჩეხე უფსკრულში,
ქალა, ჩემი თავისა, გადამსდარა შუაზე…
აჩრდილების ჩურჩულში, გავეხვიე ქურთუკში
და ხელიც ავიფარე, სახის მფარავ ვუალზე.
როგორც ვინმე მურდალი, თავის ჭირისუფალი,
მე მივჯექი უთავოდ, სიმარტოვის ზარებთან.
_ ვიყავ ღამის სტუმარი, ღმერთს მადლობა ვუთხარი
და ასე გავემართე საიქიოს კარებთან.
ვით ხარხარი _ მასხარას, ზეცამ შვება მახარა,
შევაღწიე ქროლვაში, გაგიჟებულ ქარებთან!..
შვება რისთვის მაკადრა?! _ უდარდობამ დამკაწრა
და გავფრინდი ისევე მიტოვებულ ღამესთან…
1989

მისტიკა აზროვნების გზაჯვარედინზე!

წვეთ-წვეთად იწურება ღვთაება,
ხელიდან მისხლტება ძაფი.
ზრახვების ზღვაში ვეშვები _
ცოდვათა ბატისკაфით.
მიდგას სხეული თვალწინ _
სიცარიელის სიმბოლო!..
ამ უაზრობის ტვირთი _
რომ უფსკრულეთში ვისროლო.
სისხლად იხრწნება ნაღვაწი,
ხელიდან გასხლტა ძაფი!..
მცდელობის ზღვაში ჩავეშვი _
ცოდვების ბატისკაфით!
1989

გონების განშტოება

ჩემი ცხოვრების ნაწილ-ნაწილ ნოველირება
და ყრუ ჰანგების ჟღერადობა უსიერ სულში…
სარკოфაგული მდუმარება მოედინება _
აზრებიც მოსდევს _ განწმენდილი, ასევე მრუში!
განხეთქილების შემაზრზენი დაორსულება,
და შეტაკების უეცრობით, ვლენილი პირმშო…
სიმწრით დაცლილი სისასტიკის თეთრი ცდუნება,
არ მოვყვე მათში, განვერიდო! _ ამაზე ვშიშობ.
სენმოდებული, ავადმყოფი ფერების შეხლა
და აგონიით, ბნედიანი გარდასახვები…
ფსიქიკის რღვევამ, შეუცნობლად, საკმაოდ შემძრა
იმ უწყლო ზღვებთან, შლეგიანი ნატვრის მსგავსებით!
დამტვრეულ ძვლებად განფენილი სხეულთა ხროვა,
და დედააზრის გაყალბების კეთრომანია…
საკუთარ თავში , ნუთუ ვინმემ, რაღაცა ჰპოვა?!
ნუთუ ვიღაცამ ცას შებღალვლა კვდომის არია.
ჩემი ცხოვრების აბზაცებად ნოველირება,
და ყრუ გამების ხმაურ-წყვეტა, უსიერ სულში!
1990

სულის კათარზისი

ჩემში, როგორც მარადისი
_ იბადება ღვთაება…
მემართება კათარზისი,
სიღრმეების განღება!
კატასტროфა ხდება გონში,
იწურება აზრები…
მეპარება რისხვა, ტონში
იძულებით განგების.
განაწირი ბედისწერა
ჩემს ჩარჩოში მოძვრება;
აღსასრულის უფრო მჯერა,
რომ უთუოდ მოხდება!
დამფრთხალია გრძნობის ძალა,
ირევიან წამები…
არსებობამ გადამღალა,
_ ეკლის ქსელში გავები.
_ ჩემში, როგორც მარადისი,
იბადება ღვთაება…
მემართება კათარზისი
_ სიღრმეების განღება!
1990

დაურწმუნებლობა და შიში!

მორჩენილი ამბების ცვენა თავის ქალაზე,
დასასრულის ჰიმნებში იძირება მიგნება…
ირეკლება სარკეში ნოსტალგიურ ფიქრებად,
და სამიზნე სიმაღლეს ვეღარასდროს მისწვდება.
მილასლასებს ბილიკზე მოქანცული სხეული,
იქ, მთვარიან ღამეში ვამპირები სცოდავენ…
უნამუსო აჩრდილნი, სხვა სინდისზე ბოდავენ,
ცეცხლში შთება ყოველი, ნაღვერდლებად ქცეული!
_ განმაწამებ ერთობას _ ეულობას ვამჯობებ,
სულმიხრწნილი ოხვრებით, სიცოცხლეც იწურება.
აღარა მსურს პირბასრი გილიოტინის ყურება,
მსოფლმხედველურ მანძილის, ხანგრძლივობას ვამოკლებ!
_ ჰამლეტისეულ სიტყვებს, სიმარტივე ეტყობა,
გინდ არც იყავ, სხვა მაინც, ხომ შენს მერე გაჩნდება…
მისთვისაც ეს სამხეცე, ხომ წამება გახდება,
_ ჰამლეტისეულ ფრაზებს სიმარტივე ეტყობა!!!
მყრალი კეთროვანება სიტყვებშიაც იგრძნობა,
გასარჩევად არ რჩება უმცირესი ფაქტორიც…
ხორცში შიში იჭრება, ძვლებამდეც კი გამჭოლი
და ეს ტვინი, წყეული, ორ ნახევრად იპობა!
_ მორჩენილი ამბების დამცინავი თამაში,
_ აღსასრულის ჰიმნების მიმწუხრებულ გამაში!
1990

აზრობრივი გენთა-ხოცვა

სხეულში კვდება უხერხული ფიქრთა ორგია,
გადამსკდარ ფსკერზე დახეთქილა წარბების წყება…
მოდის, ვით ბინდი, სულიერი მრწამსის ბურუსი _
მივარდნილ ვნებით არ დასუსტდეს ჩემი მანია!
გადალეწილი ურდოების გრუხუნით, ჩეხვით,
თან იბადება დამშვიდების ცხელი ოცნება!
რა ტრილოგია გამოტეხავს სამივე ეტაპს?!
რა ხარვეზებით ჩაიჭრება ნორჩი არსება?!
(ქარის კლანჭები დასერავენ მის გათოშილ მკერდს…)
და გაპარებულ თვალებიდან წასკდება შფოთი.
როცა სახლიდან ვერ გამოვა ჩემი მიზანი.
ამოლუმპული ამ ჰაერის მძიმე ტალახში _
მისი უკეთილშობილესობა _ გრძნობა!!!
გაქცევა სხვათა, ინტერესით არც კი მოცული,
რადგანაც აქვე მემართება იგივე დრამა.
მარადიული გალაქტიკის შუქფერ ხვეულში…
სველ და ნესტიან პრობლემების გაყინვა ცრემლით.
ტანის კედლებზე, თუ შიგნიდან, პორტრეტებია!
როს მისტერია ისტერიით აიკლებს წამებს.
გადავგვარდები, ვით უმსგავსო, მიუღებელი…
ლტოლვით დაცლილი, მხოლოდ კანი დარჩება ჩემგან.
უმრუმეს აზრით გადაგლეჯილ ტვინის აპკიდან _
ჩასივებული ჩაქცევები უმალ გაივლის…
უმალ მივხვდები კამათლების ქალადან ცვენას
და დღეთა ქსელი გადახლართAავს ვინმეს არეალს…
_ როცა მოკვდება უხერხული, სხეულში კრთომა!
1990

საწყისის აღდგენა

დაბადებიდან უძინარი, სიკვდილში ვიღვიძებ,
ცხოვრების კადრები წარსულის წუმპეში დაცურავენ _
როგორც უთვალავი მალარიები…
_ წაგებული დუელები ბევრია!
ვით ეჟვანით, პირს ამიკრავენ ფიქრები, სიღრმით _
პირველყოფილის ანაბეჭდი, ქვის გაყინული რომანი!
გადატეხილი ხერხემლით ცის გულისკენ მიიწევს ჩემი შეშუპებული ტანი!
სახლთა ჩალეწილი მინებიდან ორთქლდება სიცარიელე,
კედლებზე გაგლესილი სიმრუშე წვეთავს, ვით ფერთა, უკეთური პალიტრა!
ღამის პეპლებით ირთვება სულის უკუნი.
შორ გზების უსასრულობა ჩემში შემოდის,
და სინანულის მისტერია იკლებს გარემოს.
_ მე არ მტკენია დაბადების არც ერთი წუთი!
1990

სიმძაფრის ბნელი გრავიურა

დაძაბულ ღამიდან სულიერი დრამების სპექტაკლი იწყება,
ჩუმი სიშავე მელანივით თრგუნავს ჰარის უფეროობას.
ელექტრობოძზე ნათურას ეხვევიან დაბნედილი პეპლები.
და მათი ხოცვა ნაწვიმარ ასфალტზე ტრაфარეტდება _
როგორც მრავალფეროვანი გრიმი მასხარას, იძულებით ღიმილზე…
მასხარას ღიმილში შორი ციალის სხივები კრთება
შუაღამისას, რახანია, აღსრულდა დაკრძალვა,
ჭირისუფალთაგან, მხოლოდ მე და ხის ძირას მიყრილი ნაგავი აღმოვჩნდით.
მეგობრის სახლში საშინელი სიცარიელე მკვიდრდება,
მეგობარი სხვა განზომილებაშია, სარკეთა მიღმა,
მორჩილი ფრაზები იბადებიან ამ უშედეგო სისავსიდან,
ქუჩის კლანჭებში მოქცეულა ჩემი დიდრონი სახლიც.
მე მშურს მიკრობის, რომელიც ცის სიღრმეშია, სადღაც
და მიყრუებული ჰარმონიით მინაზებს სმენას!
ვისი სუნთქვა ამძიმებს ღამის ავადმყოფ ატმოსфეროს?!
გვერდით ოთახში მოხუცმა საზარლად ამოიხვნეშა _
ლექსის აღრევა ტვინიდან მონაჟონ სისხლთან,
ლექსის აღრევა ჩემს ძარღვებთან!
ვიღაც საიდუმლო ქალმა გაიარა სარკმლის წინ,
მის ფეხთა რიტმული ჟღერა საოცარ გამას ჰქმნის,
მე უკვე თითქმის მძინავს,
გარეთ ისევ ის ლამპა კრთის.
და სულის დრამა ეპილოგით აღიკვეთება!
1990

* * *

ხეიბარი პროპელერი ასუფთავებს ჩემს ოთახში შმორიან ჰაერს,
ამ ლექსის დაბადებას მუზებით გატენილი ჯიქანი მონატრებია…
სული ღამურასავით კიდია სხვენში!
და აკრობატი ხასიათი დახტის `კანატზე~ _
ვარ ოთახში, მაგრამ მინდა ვაგონში ყოფნა, კუპეების სიცარიელით,
ჭუჭყიანი და ბნელი ვაგონი _ ჩემთვის სამოთხეა!
იქნებ ამ მძიმე სახლმაც ბორბლები გამოიბას?!
რელსების მაგივრობას _ დაკლაკნილი აზრები გაწევენ…
_ ცას გადაეხსნა ძილის არტერია, წვიმს ალისფრად.
ხმაჩალეწილი, ძველი ავტოს ხრინწი ჰკვეთს საღამოს,
(მე მიტევება არ მჩვევია! გამეცალეთ…)
ფილტვებიდან ბრონქიტი იფურჩქნება, ვით ქალის საშო
და ძველ სავარძელზე დაბრძანდება გმირი _ იუდა!
შეშინებული სინატიფე დახარვეზდება…
ტყის სველ ნიადაგიდან ამოვალ, ვით შხამიანი სოკო,
ო, ალისფერ წვიმას რახანია გადაუღია…
მჭკნარ ფოთლებიდან იმზირება ხარბი მზე
ამ სისულელეს ის გაათბობს _ უმნიშვნელობით!..
1990

სიტყვაზრეული უფრაზობის ორგია!

თეთრი ზღურბლის ზღუდე ზღუდავს ზესკნელს,
პირგათლილი პერგამენტის სპარტანული პროლოგი…
დაღარული აღრევა ღრიანცელის _ ღრეობასთან,
უხარვეზო ხმოვანებით იხვითქება სხარტი ხილვა,
დაგლეჯილი დაგოგმანებს უდგრომელი დიდი გენი!
მლაშე მილში მოშუშხუნებს მრუში _ ქუში!
ჰაეროვან რგოლთა რბევა რიდეების როკვით,
მწკლარტე წვენის მწოველ მწირის უმწეობა…
სისხლიანი ნასისხლარით ისისხლება ჩასივება _
კუტი _ კენტი, კეტით კოდავს კარტებს,
თვინიერი თვითმპყრობელი უთავბოლოდ ისევ თვრება,
ლოყის ლოდინს ლიანების ლაღ ალერსით…
ქალთა ქროლვის დაქუფრული ქრის ქიმერა;
ტიკის ტვინი ტორტმანებს და ტოკავს მტვერში,
ცხარე სცენის საცოდავი ცეცხლის ცვარში
ნაოხრალი ნახატების ნაღვლიანი ნიაღვარით,
იფერფლება თლილი ფარჩით ფიქრთა ფესვი
და ნოტიო ნიუტონის _ ნირობს ტონი!
ლამაზების ლაზარეთში ლაზღანდარობს ლაბზის ლამპა,
აბნევს ბურში გადაბნედილ ბირთვებს _ ბრაზით;
კარადების უკედლობის კადრთა კვდომა!
ჭაობებში ჭრის ჭიპლარებს ჭლექის ჭია,
ჯუჯა ჯავრით ჯოხს აჯახებს კეთროვანთა,
საუკუნის საკითხავი მიკისკისებს საკაცეში,
გვამთა გმული უგუმანო _ გამზირებით.
_ ჩემში ჩმახავს ჩახლეჩილი სულში _ ჩიხი,
მკერდში მკვიდრობს უკაცური მიკრო-კუბო!
1990

”ცოდნის ტაძარში”

რუხ ინსტიტუტში, რა ლექტორი, ლექციას ჩმახავს,
მანდილოსნები მას უსმენენ ცრუ მოწიწებით…
გარეთ კი ქარი, ამოუცნობ სივრცეებს ხაზავს,
ვზივარ და ვხარშავ შთაგონებას _ გაფაციცებით.
მეტად მსუბუქად თაAვს შევიგრძნობ დღევანდელ წამში.
უმძიმეს მესას, ვით განაჩენს, ვერ ვურიგდები;
ივლის სიცივე, ჩემს კეთროვან, საზარელ კანში,
და როგორც ქვიშა, მოგონების წლებში ვიფშხვნები.
ნაცნობის ცოლმა, მკვდარი შობა, მარტივი პირმშო,
მესმის ამ `ხალხთაA~ უნიათო შეძახილები…
სისხლიან თვალზე დასველებულ წამწამებს ვიშრობ,
(ოთახში ყრია უარსებო უტოპიზმები!)
მტარვალურ შურში ითქვიფება დროების ცილა,
ტვინის გაჩენით იბზარება ქალას ნაჭუჭი…
სულში ისევე, უადგილოდ და მძაფრად გრილა,
სიცარიელით დაიტბორა გულის პარკუჭი!
ბრმა თვალთახედვით მოიხაზა სამყროს კულტი,
ტიტანი ზეცა დაიპენტა მკვდარი ღრუბლებით…
ავირტყი შუბლზე დაძარღვული, წითელი მუშტი,
ნერვების ხლეჩვით ვიმოსები, მიხურს მუხლები;
ცივ ირონიით ზედ ვაფურთხებ ამომპალ ქალაქს,
_ `თვალის წყვდიადი~ იპარება _ `სულის უკუნში~…
ვით პროსპექტებზე, ჰაერებზე სიდინჯით დავალ,
თვით დედამიწაც, როსკიპია, შიშველი, მრუში!
გათოკილ ვნებას უმოძრაო შეჰყრია სენი _
მზის აორტაში მიიღვრება მდუღარე სუნთქვა…
აღარ შევყურებ, მოვლინებას, უაზრო წყენით,
და მაკროარსში მემართება გიგანტი სრულქმნა!
უტაქტო კაკუნს აჰყოლია ფლოქვების რემა,
მოხუც-პეგასმა, უსასრულო ჭიხვინი მორთო…
ჩემში იწყება აზროვნების გამცემი გვემა,
უსიერ სულშიც სულ უეცრად, ნოტიოდ მოთოვს.
_ კვლავ ინსტიტუტში, რა _ ლექტორი, ასრულებს ჩმახვას,
მანდილოსნებსაც ამოევსოთ თმენის ნიჟარა!
1990

გრძნობების წაგებული ვიქტორია!

გადაშლილი სივრცეა, ვით ბუნების პროфილი,
მშვიდ დროების იგრძნობა წამიერი მილევა…
კლდეთა მკაცრი მიმიკა საუცხოოდ იღვრება,
ზედ მიბნეულ სახლებში _ სიმარტივე მბრძანებლობს.
მესმის რაღაც ფრინველის უეცარი ძახილი,
მწერთა მთელი ორკესტრი ბალახებში ზეიმობს.
გონებაში ირევა ათასგვარი ნიუანსი…
უარს ვერ ვეუბნები ფიქრის თავისუფლებას _
ცის სიღრმეში ძერა კრთის, ვით გუგაში _ სისველე.
ხევში ჩაიძირება ჩემი ტანის სიმძიმე _
გადალღვება აზრებში მიკარგული თარეში,
ვიმედოვნებ _ ბავშვები, რომ ბადებენ სიახლეს,
მაგრამ იმედოვნებაც სამწუხაროდ მცდარია…
ოდნავ თვალებს შევასმევ ამ სიწყნარის ელექსირს,
კრედო ჩემი სულისა, ღამის ქარმა წაიღო,
მარტოსულმა ლანდებმა სიმწვანეში იძინეს,
ამ წყეული ბუნების მხოლოდ მესმის მისტიკა!
სხვა მე არცრა მაღელვებს, გარდა პირად განგების.
ეგოისტურ მანერის სქელ ტყავებში ჩავძვრები.
ეს ცხედრული სიჩუმე ლექსით დაისერება…
გარდაუვალ განცდათა დამასკდება ღვარცოფი,
თან კვლავ ეს სილამაზე დამადუმებს უეცრად
გააფთრებულ ხასიათს ეწირება გენები,
და ტრაфარეტულ ფონის მწველი უაღრესობა!
კონфლიქტური შეხვედრა ჩემს ავადმყოფ ხედვასთან,
_ ერთი განწყობილება _ მეორეში გადადის!
ცვალებადობს აღქმების მტკივნეული ორგანო,
ბნელ ქარვაში სიყვითლე იბზარება სიზანტით.
მოშვებული, დაღლილი ჩემი მიმტევებლობა!
განსწავლული გუმანი იტბორება ვნებებით
და ნელ-ნელა ვთავსდები მოხერხებულ ფორმაში!
_ კვლავ ბუნების სივრცეთა პროфილური გადაშლა,
კვლავ მილეულ სიმშვიდის წამიერი ეфექტი!..
1990

სულის წყვდიადი

სათაყვანო ოცნება _ ცეცხლით შეიმოსება,
დასრულდება წუთების ყალბი შეტაკებანი…
სულში დავა მორჩება, ტრაგედია მოხდება,
გონში კვლავ აღმიდგება აზრთა შენაცვლებანი.
უარყოფილ მრწამსების _ გაისმება ბასები,
შინაგანი არსების გახშირდება ღელვები…
ირაზება კარები, ილუზიურ ზმანების,
და ვით წვიმა წამოვა _ ლორწოვანი გველები!
მოზღვავდება ჰაერის უხილავი მანერი,
ჩავარდება წუმპეში გუშინდელი გრიგალი _
გაყინული კამერის, მარტოობით დავთვერი,
შემომერტყა საღამო, როგორც მკაცრი ვუალი.
დასივებულ თვალების იბზარება ნალები,
სისხლოვანი ცრემლების ნიაღვარში ვიხრჩობი _
უთავბოლო წვალების მტრული რიტუალებით
გავსებული პირთამდე, ორ ნახევრად ვიპობი!
საუცხოო მირაჟებს ვერასოდეს მიაგნებს _
სულიერი განთიშვის ინდივიდუალობა _
უაზრობა იმძაფრებს ლუციфერი მიმათრევს,
და ღამეულ ჩონჩხებთან შევუდგები გართობს!
შეწყალებას არ ელის, ჩემი ავი სახელი,
იკარგება ხსოვნაში უძველესი რითმები _
მეკიდება სასმელი, ჭიქის კორიანტელით
მიზანტებულ გარებით და საოცარ სიზმრებით!..
_ სანეტარო ოცნება ცეცხლით შეიმოსება,
გათავდება დღეების საშინელი ორგია!
1990

მისის-უარსებობა

მოგონების ზეწრებში გახვეული ქალწული
ხსოვნის მძიმე დატბორვა მისი მწუხრი თვალებით,
ის ქალწული _ ცისაა, ერთადერთი ასული,
იმზირება ღიმილის მწყრალი იდუმალებით.
შევეშვები განცდებში აზვირთებულ განწყობებს,
შორ ქალწულის სურნელი ღამით დამესიზმრება!..
შინაგანი ქარები _ ყინულივით მასწორებს,
და ყინულის სითეთრე, წითლად დამესისხლება!
მთელი მძლავრი ბუნებით ვეხეთქები ოთახებს _
ამ ცარიელ ოთახთა საშინელი სიფითრე…
ქუჩაში კი სახეთა უმეტყველო ოვალებს!
ლექსთა ცვენა სეტყვაში მკვდარ ვარდებად წამოვა,
დაიწყება ტკივილთა სულიერი გადახსნა…
ო, ქალწულო ნეტარო, დღეს მე ისევ არ მოვალ,
ჩემი შეუცნობლობა ჯოჯოხეთში გადახტა.
ქედმაღალი მიმიკა გეფურჩქნება ბაგეზე,
მაგ ტუჩების კანკალი _ სიგიჟეში ჩამახრჩობს…
ვზივარ ასეთ ფიქრებით და ვოცნებობ ღამეზე _
ღამემ უნდა ცხოველად, სისაზარლედ გამხადოს!
შენს რხევაში გაისმის სხვა ჰაერთა გრაცია,
შენში ყველა წერტილი მაღალფარდოვანია!
შენ ნაწვიმარ აჩრდილთა სამოსელი გაცვია,
და ზაფხულის წუთები შენთა ცრემლთა მგვანია!
ამგვარ ხედვით ვბერდები, ვით ტუსაღის იღბალი,
საოცარო, ვიღაცის ხელებში ხარ ამ წუთას…
ხარ ლანდების მადონა, ხარ წყეული სიზმარი,
ვერ გიწოდებ ვერასდროს ერთადერთს და საკუთარს!
_ მოგონების ხავსებში ჩამალულო ქალწულო,
ხსოვნა დაიტბორება შენი მწუხრი თვალებით…
1990

Dიალოგუს ცუმ დიაბოლო (დიალოგი ეშმაკთან!)

ლურჯად დაძარღვული, დასიცხული თვალების შესივებით,
სისხლით გავსებული ხახიდან, ნთხევით
გადარეული, სადისტური ღრიალით შემეჩეხა _
ანარეკლი ჩემი, ნაშობი წვიმოვანი ლანდებიდან!
ანარეკლი იმიტირებას ახდენს ჩემი არსის განუმეორებლობის.
ორეული სხვაა, ანარეკლი სხვა…
მყიფდება გამოსახულების პროфილაციით შემოტრიალებული ანфასი _
ანфასი მედუზის, თვით გორგონა, გველთა ჯარებით.
კარგავენ თვალნი სივრცეების დროებით აღქმას,
გრაფიკულ პორტრეტს ენაცვლება აუხსნელი, მკაცრი ნიღაბი.
სულთახუთვაში ამძაფრდება ნაღველის ტბორი.
კრუნჩხვა აიკლებს ანარეკლის წყლიან მიმიკას,
მძიმე ჰაერში სიგარეტის ფერფლიდან ხრჩოლავს _
პირბასრი მზერა!
და გადაგლეჯილ აორტიდან მოწყდება თქეში!
დაიხუნძლება მრავალ ლანძღვით ვიღაცის ხვედრი,
როგორც ხანდაზმულ განგებაში, ჩონჩხის ჩალეწვა!
_ წამებულ ოხვრით აორთქლდება ის ანარეკლი _
სისხლიან სარკეს, მყრალ ბაგიდან გადააფურთხებს!
1990

* * *

გადატეხილი ძვლის ტკივილი მშრალ და უსულო ტანში,
გამოხედვა, მივარდნილი უსასრულობაში და შორს…
შემაძრწუნებელი კვნესა, მოსხლეტილი ლურჯი ბაგეებიდან
და სისხლის მყრალი გუბე, ჯოჯოხეთის გზებიდან.
ხელისგულის ანაბეჭდი ევგონას ნაზ ლოყაზე _
მფრთხალი აზრები და უძილობა მთვრალი ღამით.
მიყვარდა ქუჩათა ამბოხი და მსუსხავი მტვერი,
და ფანჯრიდან სამგლოვიარო მუსიკა _ ნელი!
მაძღარი შიში, ნასუქები ეგოისტი არყოფნით,
მოკრძალებული და ჩუმი სუნთქვა ბნელიდან…
ევკალიპტთა სურნელი, მსუყე რტოების შრიალი,
გადავარდნილი ლექსი, მგოსნის მქრალი ხელიდან.
ურწმუნობის თავსატეხი ნაძარცვი фრესკის მახლობლად,
კანდელთა ციალი, ჩაქრობის სიახლოვით და ღვენთით…
მამაოს ვითომ-ლოცვა, ვითომ სიწმინდის გუმბათები,
და დაცლილი, სულ ამაოდ და ტყუილად-გუმანები!
სანჩოს როლებში გახვეული მარტივთ ნეგატივი,
დაუცხრომელი სიხარბის პარპაში ჩვენს ირგვლივ.
ძაღლის მჟრჟოლავი ყმუილი, მსოფლიო გვამის თავთან,
ჩემი აჩრდილიც, საცოდავად ატუზული ჩემსავე სახლთან!
ქაოსში ჩნდება ოცნების უხილავი ბზარი,
კვლავ მგლოვიარე გამების ღვარცოფი ასკდება სმენას,
გარიყვის მანია იპყრობს ფსიქიურ ლტოლვას _
ამით ვიხშობ და ვანადგურებ საზიზღარ ბოღმას!
არსებობიდან მხოლოდ კვარცხლბეკი დარჩება მალე,
ედემშიც _ დემონი ნაწოვარ სისხლით გაიბადრება…
არ ქრება ეშმა, მისი ხელების ჯარით და რისხვით,
ასე იზრდება და მრავლდება განცდების შავი რიცხვი!
დარჩენილ წამებს ეწურებათ ბოლო წვეთების გროვა,
სქელი ღრუბლების დამახრჩობი ნისლები შთება…
და იმართება შენიღბული იუმორესკები…
(ისევ სტირიან, ხსენებული ზემოთ, განძარცული фრესკები.)
დაუკეტავი კლიტის ღრჭიალი ყოფილ ნასამარევთან,
მავნე და ცუდი შთაგონების მწარე ნაყოფი.
აწ დაკონკილი ნაგლეჯები სულთა სამოსის
უაზროობა, უაზროობა და შეგუება!

წითელი სიშავე

ღამის დღეობა-უდღეურთა უკუნ ფიქრებში,
მგლების ყმუილი უერთდება ციურ სიბნელეს.
სისხლის და ხორცის ღვარ-ნაგლეჯნი საფლავთა შორის;
აღმდგარ გვამების გადახსნილი პროфილირება…
და სულთახუთვის საშინელი შეჩვენებანი!
_ მოისმის ქშენა, ამოოხვრა მძიმე ფილტვების.
ნისლიან ორთქლში იძირება აკლდამის კარი…
ჩუმი კაკუნით, მის შიგნიდან, ბადებს სიცივეს;
იქ ქსელთა ბადე და სიკვდილის მდარე ფერია.
ამოწყდა ყოფა უგუნურთა მღვრიე ფიქრებში.
ჩამსხვრეულ ეშვებს სისხლნაწოვი ფორმა ეტყობა.
შემაზრზენ სახეს, სიდამპლისგან არარა შერჩა,
ნახევრად ჩონჩხი იღიმება შთენილ ბაგიდან.
_ მე ამას ვგრძნობდი, ყოველ ღამით, სიმშვიდის ხელში,
მე ამას დღესაც, წარმოსახვით, გუგებში ვხედავ,
მე ამის გამო, საერთოდაც არ მეშინია!
_ არ ველტვი სადიზმს, არც ავსულთა ჩემში შემოსვლას,
არა მძაგს არსი, თუკი მასში გდია `მიზანი~!..
მაგრამ მე მაინც `იმ სამყაროს~ შევყურებ ნატვრით,
ამასაც მიტომ ვწერ და თანაც ძალით ვიგონებ,
და ისევ ღამით, მარტოდ მყოფი, სივრცეს გავცქერი.
ო, ჩემში ჩუმად, კვლავ იღვიძებს `მონსტრთა~ კულტურა.
სიზმრებშიც ხშირად მესტუმრება მგელკაცთა ხროვა,
მყრალი სხეულის სისხლოვანი ლურჯი ლაქებით.
კვლისა და ჟლეტვის გვამოვანი შეჯამებები:
ორსული ჭვრეტის ცოფიანი გაორმაგება.
ჭლექის და ჭირის უახლესი გარდასახვები.
_ მინდება ძლიერ, ყოველივე შევისისხლხორცო,
_ მინდება, თავად გავცხედარდე ყინულისდარად
და რაღა მიღრღნის ფანტაზიის უდიდეს ნაყოფს?!
სამარის კართან, ამ ჩვენებას, რად ჩაეძინა?!
_ მოხუცდა ფიქრი და სიბერემ ღამეც შეჭამა.
ისევ სიჩუმეს, მწარედ ხეთქავს კეთროვნის კვნესა.
მოველი არვის; მარტოდმარტო არ ვითრგუნები,
ცხოველურ ინსტინქტს ვეღარავინ განერიდება!..

1990

ღამეული დაჭლექიანება

მოიკლაკნება უდრტვინველობა სულის ჩარჩოდან.
მისავათებულ სიმфონიას უსმენს მადონა _
მავნე ზრახვების ნაცარტუტარ მიკრობებს ლოკავს
დიდი პედანტი. მრუში და ცრუ არსი!
ხველებადამსკდარ თავისქალის ბზარი იზრდება,
ღამურის თვალში, სისხლნარევი, დუღდება `ბორშჩი~.
ფრთის ბრჭყალთა კაწვრას ემუქრება საღამოს ფითრი,
განუკურნელი კეთროორგია ამშრალებს ღაწვებს,
ექიმის ბურღი გადაცვეთილ კბილებში იბრძვის _
ღრიალი ისმის პალატების თეთრი ზღაპრიდან.
ჩუმად ილესავს ბლაგვ ბუსუსებს წიაღის მატლი;
ტკეპნის ქვესკნელში მოლანდებებს, მწყრალი მასხარა.
აქ არის კვნესა და ტკივილი, უეცარ ბინდის!
მალარიების ცენტრალურ ხაზებს იპყრობს ჭაობი,
_ აღარ მაციებს დაწერილის უაზრო ყინვა,
ან გრადაციის საბოლოო ნისლოვანება!

1990

ნეკრომისტიკა

გასაღების ღრიჭოდან გამომძვრალა გენია,
უწმინდურთა მანერის ავხორცობა მაწუხებს…
დამაშვრალთა ფიქრების ეშვოვანი გრაცია,
უარსებო მოდელთა ვტკეპნი სივრცობრიობას,
სერენადებს მომიძღვნის ის პირქუში ოლეგრა!
და სიგლუვის პირებზე ილესება განგება.
მარადიულ фორტუნას განრისხება სჩვევია,
ბნელ სცენიდან `ორქესტრა~ გადახეთქავს სიჩუმეს
მიმტევებლურ თვალებით ვაცქერდები მუმიას,
ათასწლოვან ძარღვებში გაყინულა ღვთაება,
გაცვეთილა ეპოსის უხერხული დედანი!
მე გადავდგი ნაბიჯი იმქვეყნიურ მხარეში!
მომწყდარია ბაგედან ერთადერთი ამბორი;
მეც ამცდება უთუოდ საოცნებო სინაზე!
ჩამოძენძილ ტყავების გამტანჯველი სიმსივნე.
როცა მძულდა დარდების დამქანცველი გუგუნი!
მილურსმული ხავსებზე ჩემი უსინდისობა.
მოკვდა, გარდაიცვალა უელფერო ნატურა _
ლტოლვა მისი ვნებების მიილურსმა აგრეთვე.
კუდაბზეკილ სიყალბეს ვერ გაექცა დროება,
მყარ მირაჟულ სერიას ელანდება ჰომოსი.
და მოქუფრულ ცხედართა დგება `ესკადრილია~,
კონტრასტური ხილვების უებარი წამლობა.
მისტერიულ დებოშის ღამეული ღრეობა.
მე მომბეზრდა ამდაგვარ ცრუ ფრაზების მიმოცვლა,
გავხევდები უზომოდ აქ მივარდნილ ქროლვაში,
წამიერი სიწმინდის, კვლავ დამჯაბნის ხატება.
უარყოფით ყოველის, ჩავვარდები წარსულში,
და დამგესლავს გველივით მძიმე უჰაერობა!
_ გასაღების ღრიჭოდან იმზირება გენია,
უწმინდურთა ქცევების, მეც, ფერხულში ჩავები!

1990

მიამიტური აუხსნადობა

ბნელი სფერო თავისქალის ოვალზე ბობოქარია,
არსი იღვრება ამომშრალი სულის კუნძულზე;
გამაყრუები სისინი კაწრავს სივრცეს.
_ (მინდა შენს მზერაში, ტანშიშველმა ვიბანავო…)
და დახშულია ურწმუნოების მძიმე საიდუმლო.
მოკრძალებულ ირონიას ვაფრქვევ ჰაერთა მასებს,
ყოფის კოდექსი ჩაიწერა აღთქმების წიგნში;
ნაკლულ ვნებაში აიღრევა უსაზრისობა!..
_ (მე ვიტკენ სახეს, უსასრულოდ შენგან ამბორით!)
არ მივაწყდები გადარჩენას მუხლებზე ჩოქვით _
მხოლოდ გუმანში დავაჩოქებ ტვინის ნაოჭებს.
და მკვდარი ბავშვი გამოჩნდება დედის საშოდან…
პირადი რწმენა აწარმოებს ჩემ სულის აბორტს!
მიკარგულ ფაქტთა, შეუძლებლად ცრუ სიმфონიით.
_ ვარსობ, თან ვამხობ შთაგონების გაუთლელ მწვერვალს,
რად ვარ უტაქტო, იშვიათად შთენილ დღეებში?!
რკინის ძარღვებში _ ნავთიანი სისხლი მოშხუის,
სახსრების ხრჭიალს ყავარჯნებით აწყობილ ტანში!..
ნიავთან ერთად მოვარდნილი მძორის `სურნელი~,
_ (და ისევ მისი ნაღვლიანი თვალის სიწითლე!) _
ვაფურთხებ ზეცას, გალაქტიკის უკიდობნიდან,
თვითგაორებულ პერსონაჟთა სულთა საყუდელს.
ხეზე მიჭედილ ჯვარცმაშია ეს მთელი ცოდვა…
რადგანაც ქუჩას შეღამების ეტყობა ბინდი,
რადგანც უკვე წარსულია დღევანდელობაც!
რისხვის მანტია დამაფარეს იქეთურ არსთა.
_ დამწვარ სიზმრებში მოვლენილი გარდასახვების!
აგორებული წლების ბოლქვი დროის მთებიდან _
რომ მიისწრაფვის აწყვეტილი, ვინმეს ხსოვნისკენ!
გაყრილი არ ვარ ჩემს საკუთარ ინდივიდისგან _
განვერიდები, თუმცა კია, მასთანვე კამათს
და შრება ფიქრი აზროვნების მოჭიმულ თოკზე.
მკრთალ სისველიდან იწურება გრძნობების ლორწო,
სრულ-უსრულობის სასრულობა გასრულქმნილდება,
გაუკვდავება უკვდავობის მარტივი მრწამსი!
_ მე ისევ ვავსებ ამ გარემოს, ჩემივე მასით,
მე ისევ მზარავს ყოფიერთა გადმობირება,
თუმცაღა მათთან, არასოდეს გავვიგივდები!
_ (ამგვარად გიხმობ, სევდიანო, წყლიან გუგებით,
ამგვარად გელი, როს კარებთან დგახარ ეული!.._
_ ბნელი სფეროა თავისქალის ოვალზე დიდი,
არსი დაღვარეს გაძარცული სულის კუნძულზე!

1990

ტრავმირებული ტრიტონის ტურნე _ შიგთავსში!

ვგრძნობ სხეულის ლპობას, თანდათანობით
აშკარად ვხედავ ჩემს შინაგან ორგანოებს…
მათში გამომწყვდეულ სულს, სულს წყვდიადურს!
ვგრძნობ, რომ მალე სასრულს ვიგემებ,
_ მასვე ვეთაყვანები და მასვე ვემონები…
სასრული ჩემი _ უსასრულობის გვირგვინია!
სასრული ჩემი _ სიდიადის ფენომენია!
თვით მე ვარ, ჩემივე სასრული და უსასრულობაც!
სიკვდილი დაფართხალებს ჩემს კუტ ოთახში,
მას მშრალი და კოჟრიანი ფრთები დაჰბზარვია,
მას სურს ჩემს ლორწოვან სირბილეში გაჯდომა,
მაგრამ აზროვნების გამგებელი _ გონება,
ჯერჯერობით ეწინააღმდეგება _ `შეჩერდი, არ გასწირო!..~
მაგრამ ვის ესმის გონების ძახილი სხეულსა და ძვლებსა შინა?!
იქნებ საკუთარმა სისხლმა მიშველოს ოდნავ მაინც?!
მაშ, შევსვამ ძარღვებიდან მჩქეფარე სისხლის პორციას!
მაშ, გავუკაცურდები, პირად ტყავში ბოდიალით…
მე უკანასკნელ ჟამსაც დავწერ, თუნდ არაისეთს…
_ პოეზია ყოველ სენთა მირაჟული აბია,
ხელოვნება კი _ არსის თერმომეტრია, გაჩხერილი სამყაროს იღლიაში!
მე მტკივა, მტკივა მთელი ხორცი, ამჟამად ვწუხვარ.
ვწევარ და ვდგები, ვდგები და ისევ ვწევარ _
ეს წოლა იგივე უწონადობაა!
რაოდენ შთამბეჭდავია ეს `ფერადი სამყარო~ _
სამყარო, მძორის გირლიანდებით დახუნძლული.
დახუნძლული და დატბორილი მდუმარების ექოთი…
ასე ყრუ-ემოციურ მისტერიით ვახრჩოლებ
ჩემს მოშხამულ სულს თეთრ ფურცელზე
და უნიათოდ ვიღიმები!
სხეული იხრწნება,
მე ვიფიტები…
1990

დასველებული ლტოლვის პრეპარირება

კარები ტვინის შიგთავსში ამოვჭერი,
აზროვნების ცხრაკლიტულში დამწყვდეულია _
კიმ ვაილდის ულამაზესი ტანის რონინი…
ბლაგვ ბგერებს ისვრის ათრთოლებული ტუჩთა კრთომა…
თავისქალის ლაბირინთი ყურებიდან ამოიხსნება.
_ უკვე გავსასიზღრდი და უკვე ვისვრი რისხვას:
ხარბი შთაგონების სიშლეგე მგესლავს უკბილოდ,
თან ხომ მოზვავდა მტკივნეული, მძაფრი სურვილი.
ო, კიმ ვაილდ, ვის ვეთაყვანო შენს თვალთა გარდა?!
როდესაც აფრქვევ, ვით ოპიუმს, შენს სურნელებას _
და ცივ ეკრანში ისახები, როგორც ლეგენდა.
რა ცრუ იდეებს ეწირება ფიქრის მისტიკა,
რა მავნე ზრახვებს ვერ იშორებს პირადი ხედვა?!
კვლავ ის კარები, ძარღვთა ურდოს ჩაურაზია.
ღრმა ნაოჭების, მას დაიცავს _ კავალერია…
ჩემს თვალებიდან მის თვალებში ვაგზავნი მუზას,
თოვლივით თეთრზე, წითელ ამბორს ტუჩებით ანთებს,
ვნების ჭიები ულოკავენ ნაშიშვლ ძუძუებს _
როს მის ხერხემალს აუყვება მშვიდი კანკალი!
და გარდასახავს უკვდავებას, მუსიკის ნოტით!
კარები ტვინის ჯურღმულში ვეღარ გავაღე,
ისევ გონების კამერაში ზის კიმ ვაილდი,
დემონურ თარსვას მოავლინებს რონინი ტანის…

1990

თვითზეაღსვლითი მიღწევადობის განდიდებადი მიუსვლადობა!

სულში ამაღლდა მძლავრი გენია,
გრძნობამ უარყო მკვეთრი ქმედება…
ჩემს აღმაფრენას რაც კი ეხება _
მთელი პლანეტის შენაძენია!

პარადოქსებით გაჭედილ ტვინში,
გადაისერა მწუხრის ბოჰემა…
წყვდიადში მესმის გულების ცემა,
როს გარდაქცევის, მეწყება შიში!

ვერ აიხსნება ჩვეული ენით,
თუ რა დიდია პოეტის არსი…
ჩემი ნატურის, არ არის მსგავსი _
ვერ დამეწევა, ვერავინ დევნით!

ჩაილეწება ქარებში ბოღმა,
ვის რა შევუნდო, ან და კი რისთვის?!
შლეგი აზრები სივრცეში იწვის,
და არაფერში არ ვიცი `ნორმა~!

როცა მძაფრდება აღქმების სენი
ყოველთვის ვტოვებ საკუთარ `фუტლიარს~ _
სული მოითხოვს გენიოს მკურნალს,
_ (ღამის მორევში აჩრდილებს ვტენი!) _

_ სულში აზვირთდა ურჩი გენია,
გრძნობამ განაგდო სხარტი ქმედება!..
ჩემს გადარევას რაც კი ეხება _
მთელი სამყაროს შენაძენია! _

1990

ტრაфარეტი _ უტვინობიდან _ თავისქალისკენ!

ჩამოცვენილ ნაოჭებს ვკრიფავ სულის კეფიდან,
საგანგაშო იდეებს გონში გაიმპროვიზებ;
სამყაროთა ასლები სივრცეებზე ეკიდა,
მთელს სივრცეებს, თამამად, ფეხების ქვეშ მოვიგდებ!

გამონაწურ მრწამსებში ნოსტალგია მყიფდება,
საზიზღარი მანია მწყრალად გაოხშივარდა…
ჩვენს შიგნითა კედლებზე _ კეთროვნება მწიფდება,
თვალებიდან გვამური მზერა გადმოგვივარდა!

ისტერიის მოდელმა წამიერად მიმონა,
კატასტროфამ იფეთქა შეჯახებულ აზრებში…
ხასიათის სირთულემ ვერაფერი იღონა,
შემოჟონა სიყვითლემ აკივლებულ სახსრებში!

ჩამოგლეჯილ მანტიას შემოიცლის ნატურა…
განწონილმა ფრაზებმა შეარხია ვნებები.
მისტიკურმა გუმანმა _ აზროვნება დახურა
და დაიმსხვრა უეცარდ შთაგონების კერპები!

ამონაბოლქვ კვამლებში აიბლანდა ტევრები,
სისხლიანი ღაწვები მშრალად აცრემლიანდა…
დაიტკეპნა პოლუსი დემონების ტერფებით,
ჩემს შიგნეულ ინტიმში შესვლა დამაგვიანდა!
_ ჩამონაყარ ნაოჭებს ვაბნევ სულის კეფიდან,
და საზარელ იდეალს ტვინში ვაიმპროვიზებ…

1990

* * *

მარათონს მოსწყდა იმ აშარი ვნებიდან _ ხაზი,
სართულთა შორის, რად იელვა სივრცობრიობამ?!
ჩასახლდა სულში უბოროტეს სიკეთის მადლი _
ნიადაგიდან აორთქლილა ძვლების სერობა…
მოვარდა რუხი სკანდალების მყინავი შფოთი.
გრძნობის ჯუნგლებში გადაცვივდა ჰავის სინესტე.
რად მაკლდა ოდეს, შეძენილი სიმძიმე თვალთა?
ტვინიდან გასულ არტერიებს აშრობდა მზერა.
_ არსიდან წუთმაც, ვერ აღიქვა მრგვალი კვადრატი!
და მტკივან ტანზე ჩაიტვიფრა ნატერფალები.
ამოიოხრა სულისფერთა რბილმა სისველემ,
ვით ქალის კოცნა, ბაგეებზე შემაშრა ღელვა…
გაქონდა ზარი და კივილი ალერსის ბახუსს.
მე მთელი გონით ამოვთხარე მსოფლმხედველობა…
მოგონებიდან ვინ კაწრავდა მძაფრ-ბედ რომანებს?!
გადაგლეჯილი და გართხმული წინიდან _ უკან.
სულთა კარდინალს დაეთხოვა ჩემი ინტიმი,
და იგრძნო აზრმა საშინელი უმაქნისობა _
რომელსაც სევდა და სიმძაფრე შემოჩვევია!
_ რად იკბინება, იშხამება ვნების ორგია,
როცა სიხშირით ესეტყვება ნალექი აზრი.
ვით კარდინალი, აღჭურვილი წითელ მანტიით _
მრავლდება ხელში ჩამოყრილი კრიალოსანი _
უეცარ მსხვრევით…
ო, შინაგანად გარდატეხილ სიმხეცეს ველტვი
და ყბათახლეჩვით დასივებულ უმსგავსოებას!
_ ვიშორებ ფორმას და ვჭამ დროებას!..

1991

* * *

განდევნილი ლტოლვა უკუიქცევა
დაიხავსა სულის ეპიტაфია…
საოცრების მონუმენტი იმსხვრევა,
და ეს მსხვრევა _ სიცოცხლეზე სწრაფია.

მოიდრიკა სიმახინჯემ ფერდები _
სხვას დანებდა სკანდალების მწვერვალი…
უსასრულო გალაქტიკას ვერწყმები,
ცის პალიტრა ილაბზება _ ფერვალი!

საუკუნის იღუშება ანфასი,
ვნების ქერქი შემოახმა სილუეტს…
ცეცხლი ფეთქავს უხილავი, ათასი,
და სამყარო ისმენს მწუხრის მინუეტს!
_ განკიცხული ლტოლვა უკუიქცევა,
დაიტბორა სულის ეპიტაфია!

1991

* * *

იზრდება თვალთა არსში
წიაღების რთული გამა…
და უკუნის კატეხიზისს
ეხეთქება ტვინთა მასა;
მოვარდნილი და ნაგვემი
ავბედითი მწველი ტრავმა _
ან ადამის მახინჯ ფიქრით
დატვირთული თეთრი რასა!

რას იზიდავს, განკუთვნილი,
გვამთა რისხვის უმწეობა?!
სხვა მკრეხელი და სხვა მრუში
გაყალბდება მირაჟებში…
მე საკუთარ ინდივიდთან მაკავშირებს
მხოლოდ მტრობა _
დატეხილი მუქ მინებად: მისაგნები _ მიუგნებში!..

სხარტ ქმედებას ეტმასნება ეს ბეხლეწი სიბინძურე,
фანტასტური შთაგონების კუნჭულშია
მკრთალი ვნება…
სააქაო, ვით სისავსე, აბსურდულად ამოვწურე _
მისტიური ეიфორია ქაოტურად მეჯახება!

1991

* * *

მოწამლულ ჰაერს უერთდება რონოდის შმორი,
გრგვინავს ვოკალი, უსასრულო გარდასახვების;
გამტანჯველ ტკივილს აეკივლა ხორცის სიმსივნე,
მირაჟთა წყება დაიტბორა სივრცის მანტიით.
გაკრთება სადღაც, უხერხული სულთა ორგია,
შემრისხავს უმალ, მოშიშარი, აშარი შტრიხი…
უენო ლაყაფს გაექცევა ყრონტის დაძაბვა _
და გადასკდება ხელისგულზე სამყაროს ლანდი;
მისტიურ მანდილს ემსგავსება ხმა _ სასწაული,
როს გვამთა გუმანს დალპობისკენ წასვლია ფერი:
მივარდნილ მტევანს ეკაწრება ძარღვების მასა!
გადაქუფრული ნოსტალგია გადაიხრწნება
და შემაჟრჟოლებს ცივ კანკალით, ვნებათა ტევრი.
_ კვდება მეასედ, მოვლენილი ორჭოფი აზრი,
ტვინში სივდება პედანტური წარმოსახვები.
ფარსია ყველგან, სიუხვეში ჩაიმსხვრა წამი _
მოაწყდა ბაგეს ათასგვარი, სხვა უტოპია.
_ მოვედ და წარვედ! _ გავიარე `ფიქრის პროსპექტი~!,
ხედვათა არსი, თვალბუდეთა განზომილებით, _
შეუფარებლად გაშიფრავდა ვიღაცის სხეულს!
აუტანელი ლტოლვებიდან გამოპარული
და განძარცული შთაგონების მცირე ნიუანსი.
ქანაობს ეტლი! თუ რონოდის ირწევა რკინა?
სად მისრიალებს ჩემი გარსი, სხვებთან ნარევი?!
იწყება კვლევა, შინაგანი პარადოქსების,
გონის სიმძაფრით აიხსნება ჩემი პროფილი:
_ ვხდები მორჩილი, ვინანიებ სიმრუშის წვეთებს
და წამლავს ჰაერს შელახული _ მენსტრო-გრაცია…

1991

* * *

სულში ამძაფრდა სტიქიონი მსუსხავ გრძნობების,
ტრიუმфალურად ზეაღვმართე ტვინის სფერონი…
გამდოიღვარა თვალებიდან სიშლეგის თქეში
და ვნების ცეცხლმა სინატიფე დაანახშირა!
ვიკივლე წყლის ქვეშ, ლაყუჩები ამევსო ნესტით,
მოვიმიზეზე უხერხული დეგრადაცია _
როდესაც მიკვირს: _ სად წარვმართო რუხი დუმილი?!
გავანადგურებ უხალისოდ, მარტივ სიუჟEეტებს;
კოორდინაცია ამერევა ძარღვთა `ტრასებზე~,
დავიშანთები და მოვრჩები უგუნურ სევდას,
დავამსხვრევ მინებს, აცრემლებულთ, წვიმის წვეთებით,
და მკვდრეთით აღმსდგარ ნოსტალგიას გავითავისებ…
_ მტკივა სხეული, როგორც სენი _ მჭამს შთაგონება,
არსის ტიპაჟი გაეხვია სივრცის ფარდებში,
გადაიკარგა _ უხსენებელ წარსულში _ წამი,
წამი _ სინაზის, სიფერმკრთალის ეული გამა!
_ არ დამრჩენია მძიმე ვალად ჭყლეტა გონების,
პარადოქსების ბაზრობაა _ ჩამდგარი აზრში.
დაიბადება და უმალვე გადაიხრწნება _ ლტოლვა ხორცისკენ
_ როგორც სიძვისკენ, ნათახსირი სიამოვნება.
ასე `უმწიკვლოდ~ დაეთრევა მიწაზე კაცი,
კაცი ათასი, მილიარდი, ნაგვის მპყრობელი,
ამოსალპობი საცხედრეში, მრავალი ლეში,
ლეში ცოცხალი, უსუნთქველი, ღირსი ყოველის!..
აღარ მსურს გვემა, თუ თვითგვემა, ეს სულერთია,
ეს `სულერთობაც~ _ `უსულერთეს~ ვაკუუმს მიქმნის,
მე შიგ ვიხრჩობი, გაყალბებულ სუნთქვისგან მკვდარი
და სისხლით _ ყანწი, ალავერდით ჩემსკენ მოიწევს.
არის სერობა, სიწმინდეში ერევა მრუშიც.
გაუფილტრავი ფრაზებისგან სკდება ყურები _
შემომიძვრება შემაზრზენი, კეთრის ბაცილა,
დამაგდებს უმალ უტიფარი ანტიპათია!
_ პირად მესადმი; საკუთარი თავის და მიმართ!
_ კვლავ გახშირდება სტიქიონი, მძაფრი გრძნებების,
ტრიუმфალურად ზეშთავავლენ ტვინის სფეროებს!

1991

აზროვნების მეტასტაზები

დავეძებ გუმანს მოძალადე, მტარვალი მზერით,
მძვინვარე პათოსს შემოვახევ ვნების მანტიას…
თვალთა ღრმულები იჟღინთება რუხი ქსოვილით;
მათ მაგივრობას გამიწევენ მკვდარი ნისლები.
_ ვუხმობ მარათონს, ინდივიდი რბევისგან ცვდება.
ხერხემლის არხში შეცურდება ფიქრის მუხრუჭი.
დაკოჟრილ ენას, თავმოწყვეტით, უკან ჩავყლაპავ
ამიდუღდება ბოღმის სფერო ყელის საყვირში
და ამოვანთხევ გაგიჟებით საზარელ ხრიალს!..
_ გარემო ჰყივის, სივრცეებით მძიმდება ზეცა,
არ წვეთავს ჩირქი, არც ნაღველი, გვამთა რკალიდან;
სულის საცხედრეს ემსგავსება განცდების მორგი…
უკიდეგანოდ თვალთწარმტაცი იშვა სიცივე.
ლანძღვის ფორმულით შეურაცხვყოფ _ აბსურდებს ტვინთა,
შევახლი მიწას აზვირთებულ გრძნობის ფენომენს _
გაუაზრებლად, მე დავხეთქავ ტკივილის მითებს,
ვით შორ ლეგენდებს, მიძინებულთ მრუმე ხსოვნაში.
_ გავაპობ გუმანს შეუპოვარს, სასტიკი მზერით,
მჭექარე პათოსს შემოვამსხვრევ ნიღბებს სარკისას!!!

1991

დაღონება – შეღამებით

სანუკვარ შტორმში აირია ჩემი ღაწვები,
მოაწყდა სხეულს, უკითხავად, მწყრალი გენია;
ღამით _ ნაგლეჯი, ჩახლეწილი ხმებით დავწვები,
სიზმარი ჩემი _ გალაქტიკის შენაძენია!

თრთის, ვით ნახმარი, შელანძღული, აზრთა პათოსი
მოზვავდა მძაფრად გაქანების მჩატე წყურვილი…
ტანზე მეკვრება ასხლეტილი ტვინის სამოსი
მკერდზე მასკდება ქიმერების რუხი მუნდირი!

ვიზიდავ ზეცას, დედამიწას დავალბობ ფურთხით,
მანტიის ფარჩა იხლართება მდუღარ ნერვებში…
გავხედავ სივრცეს, გავიხსენებ გარდასულს წუთით
და კვლავ გავქრები, ჩემს სევდიან ჩანაწერებში!..

1991

* * *

განრისხდა ზეცა, შემზარავად იჭექა წვიმამ!
სხეულის სამოსს უსირცხვილოდ გავეპარები…
შინაგან წვდომით საოცრებებს წავეტანები,
რომ არ გამთელოს, საშინელმა წყვდიადის ხილვამ!

ცხედრისფერ დილებს დავუხვდები ნაგვამურევი,
ქარებში წანწალს ერიდება სულის პათოსი…
თენდება მძიმედ, გარდაცვლილი დგება ტაროსი,
სახლდება არსში აუხსნელი, განცდა _ უტევი…

მოვედი მკრთალად, განმერიდა ქუჩის ამბოხი,
გამტვრიანებულ ლაზარეთებს ვერ უძლებს ტანი…
არის ჩვენება უკიდურეს წამების მგვანი _
და აწარმოებს შთაგონება _ ტვინის მაზოხიზმს!

გადასკდა ზეცა, ამაზრზენად იფეთქა წვიმამ,
შემოხრწნილ სამოსს დარცხვენილად გავეპარები…
კანკალის კეთრით სასწაულებს წავეტანები,
რომ არ მიმსხვერპლოს, საშინელმა, უკუნის ხილვამ.

1991


გვიანი გაშმაგება

ღამის фანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,
ბნელი სივრციდან წამოიჭრა მიცვლილი ვალსი…
სიცარიელე, მეჩხერ თმებით, წვება კედლებზე.
შმორით ივსება უძილობის სენთა კოდექსი!
და ფანტაზია _ ვარსკვლავების, სახლდება სულში.
_ სდუმს ვლენა!
იზარდება ყოფის წვდომა განუკითხავ სიმრუშეში;
მჩატედ ტორტმანობს წამთაღრიცხვის რუხი გრავიურა.
ცივი მარსიდან საუცხოოდ წვეთავს სიმშვდიე,
_ თეთრია არსთა ფანდი!
მთვრალი პეპლებით იპენტება მინის სიგლუვე.
ვით მკვდარი ნესტი, ძირჩამპალი ხეების ქერქში…
მოულოდნელი კონტრასტების, უმეცარი წყდება პარპაში.
_ ვინ ითვლის ჩუმად, აუწონად, უსაგნო მცნებებს?
_ ვინ აიძაღლებს გადაგლეჯილ ანфასთა ნიღაბს?
როცა უგნურად, სიმპათია მისავათდება…
გრძნობა სუსტია, მით უფრო…
რა დამღუპველად საამოა ფიქრის სინდრომი,
_ მით უფრო, უმეტესად ნოტიო ღამით!
თვალთაგან მომწყდარ დაღლილობას შეასკდა ფითრი,
მტარვალ სიგიჟის უცოდველი გადახრწნილობით!
უმიზნოდ შთენის, ნიუანსთა მარტივი კრედო.
მოჩვენებებში გაერია _ `დრტვინვის დუეტი~!..
მფრთხალ კაბადონზე აიშხლართა სხივთა კანკალი,
_ არ ნიშნავს დილის, უთავბოლო სიმრავლის, ნაწილს.
გაკრთება სადღაც, უხილავში, ბგერათა გამა
და ზესაზრისი გაეხვევა სიზმრის ბუდეში!
_ ღამის фანტომებს დაუკრძალავთ ქუჩაზე მთვარე,
მთვლემარე სივრცეს აუკვამლდა მიცვლილი ვალსი!..

1991

წუთწამიერი უსაშველობით

ჩაიწრიტება მოლოდინი გადამწვარ მრწამსში,
მძაფრი შეგრძნება ხასიათში ჩაიტვიფრება.
ტვინის კორძები გადახარშავს სულის სიგნალებს _
ამომქრალ სივრცეს გადაყლაპავს ქუთუთოს ლორწო
და მკვდარი სუნთქვა ამოავსებს დღეთა ვაკუუმს!
_ გამიხშირდება ბაგაბუგით, ნერვების სკდომა,
ლურჯ კაპილართა, მომედება ქსელი _ სახეზე!
იმძლავრებს ხველა, ხმის იოგებს შემუსრავს ჭირი,
მსუსხავი ტკენა ყრუ კივილით გამომაშტერებს,
ო, ძალზედ ნელა, უჩქარებლად გავთახსირდები!..
ტერფის ნაოჭში ჩასახლდება მანძილთა რიცხვი,
დამარტყამს ზურგზე სველ კიდურებს არსთა სიმრუდე _
განწონილ სიტყვებს გაიმეტებს სევდის ქურუმი!
მოვხვეტავ თმებით, სხეულიდან, უჯრედთა მასებს,
მაკროსამყარო მილიარდჯერ შემიმცირდება;
მლიქვნელ მიმიკას შემახვედრებს თვალთა ფართხალი,
შემეშინდება საკუთარი ბიოგრაფიის, როგორც სიგიჟის!..
_ ჩაშხრიალდება მოლოდინი მრწამსის მილებში,
მძაფრი შეხება, ზეგუმანთან, გამითავისებს!.

1991

შემეცნების მოდიфიკაცია

სიშიშვლის ტკივილს მიეტმასნა სხეულის ძაბვა,
ვერ მოვთავსდები გაურკვეველ ნატურალიზმში!..
ავტეხავ განგაშს, დავაჭედებ სივრცეზე _ სკანდალს,
ვით ტრაგედიის უმიზეზო ერთფეროვნებას!
გავწყვიტე თავთან, ინტიმურად ხარბი კავშირი,
სისხლისფერ გრძნობას შეუერთდა მრწამსის კრიზისი.
გუმანის სიძვას, ნახმარსა და ნათრევს _ აზრებით _
გადაეღობა ენერგიის მრისხანე ჟღერა…
(დამწიფდა მკერდი, ვნებიანად იფეთქა კოცნამ!)
ჩავრთე ეს ფრაზა, ვით ბორდელში, ქალწული ევა,
და ჩემმა `სულმა~ აღზევება ვერ მოინელა!
ცივ ფანტაზიით, შთაგონება შემუსრავს კერპებს,
ჩირქიან კორძებს ამოიგდებს ენა _ საზარი;
სამაყროს ვეტრფი, დამღუპველად შევწირავ აზრებს,
რადგანაც არსში ითქვიფება სხარტი დროება!
_ არ დავიბნევი, არც დავკარგავ კოორდინაციას.
მიზეზებს მრავალთ მივაწოდებ უგუნურ პრიმატს;
მე-სთან დუეტში გამოვჩნდები უზომოდ წრფელი
და, როგორც ჭიას, მე გავსრისავ ერთფეროვნებას!
უმწეო რხევას, ქარიშხლები ახევენ წუთში,
კორტეჟს სიზმრების გადარევა შეეპარება…
მოვახდენ ნგრევას, მე ავლაგმავ ყველა მოვლენას,
ამაოებით გაბზარული _ გასკდება ქალა,
_ წუთიც და მერე, ყველაფერი განმეორდება!
კანკალებს ძარღვი, დაბერილი ნერვების დენთი,
მიმზადებს კვდომას თვითშერყვნილი ეიфორია,
სისინებს ქარი, სასწაული ნამდვილად არის _
ნეტარ სიჭარბეს ერკინება მელანქოლია!
იქ ისმის ხმები, გაურკვევლად წყვეტავენ ფრაზებს,
ოფლის ატომებს შეისრუტავს კანის პერანგი.
ხერხავენ თაAვებს, სისხლიანი ვენები ყრია,
გადახლართულნი ამოუხსნელ კონვულსიებით!
ამეწვა მძორი, უკუვაგდე ლპობის გენია,
_ მიირთვით `ლექსი~, მშობიარობს პოეტი სტროფებს,
_ არ არის `ლექსი~, ეს მარტოდენ ბოდვის ტემბრია,
რომელიც გლიჯავს, ჩემს შიგნიდან, კუნთების ბადეს;
და გავიტაცებ არაფრობას _ ზესაზრისებში!!!
_ სიშიშვლის წუხილს შეუთავსდა სხეულის ძაბვა,
ვეღარ ვეტევი მიუღებად ნატურალიზმში!

1991

მაკროუტოპია

გაოგნებული სივრცის პარაბოლები
ერთვის ტვინის გაშტერებულ ღერძს _
გაყინულ პროфილში შემოტევით შემოდის სიცხის წითელი წვეთი!
ტერფებგადაგლეჯილ სამყაროს მირაჟს ბადებს აღქმების პულსი _
სიტუაცია ვერ ფლობს გარემოს რხევებს,
ზეცის თაღზე აღიბეჭდება `ნოსტრადამუსის~ მჭლე ინфორმაცია!
წრეხაზს შემოფარგლავს სეტყვის დაკლაკნილი კარდიოგრამა
_ ელვის გარიყული პირმშო.
თვალს სცილდება აპკი და გუგა _ სველი, იჭრება ზემოთ,
_ იქ განუსაზღვრელობაა.
და გრანდიოზულობის დაპატიმრებული პრიმატი ეძებს კუთვნილ
_ ნავსაყუდელს.
იკივლა ვარსკვლავთა ორკესტრმა და ჩვენს სუნთქვაში სევდამ
_ დაისადგურა!..
სევდა სხვისია, მაგრამ მით უფრო მძიმე და ჰაეროვანიც!
დაქსაქსულ ჰუმანოიდებს, გაფანტულთ უსასრულობის კამარაზე
ელოდებათ დიდი გუმანის ხომალდი _ თვით ჰუმანოიდთა მრუმე
_ ელფერის მატარებელი, მაგრამ უჩვეულო!
ვით `კლეპტომანთა~ პათოლოგიური კასტა და შარდში ამოლუმპული
_ ქუჩის კატა!
გაწელილი წამების საუკუნეებს მარხავს მარმარილოს ცივი მონუმენტალიზმი.
რისხვამ გახეთქა შუბლის ხრტილები და ცეცხლოვან შადრევნად
ქცეული, გამოიდევნა გარეთ.
თეთრი კარტებით შემოსა დარცხვენილი სხეული,
ზემკვდარმა დრამატიზმმა _ გადაიკარგა!
ვირტუოზი ვირუსი _ ვით სახადი კაცთა _ `შხამიანი წითელი სოკო~!
_ დავიღუპოთ? დავიღუპოთ?!!
_ შემდეგ? _ შემდეგ ისევ განუსაზღვრელობის ამოუხსნადი
საიდუმლო და ტვინების უცხოპლანეტისეული კატასტროфა!
_ შეჯახება და ყრუ ღრიალი!
სკდება ცოდვილი მიწის ნაოჭები _ უძირო უფსკრულებად და
ცვივა შიგ მიცვალებულთა გარდასული ძვლების სერობა!
_ მოგესალმებათ ახალი ერა და ეპოქა!

1992

ფიქრის დისჰარმონია

თოვლი ალაგ-ალაგ შარდისფერია, ალაგ-ალაგ იისფერი, ძოწის წვეთებით
მოოჭვილი და ნამის კრისტალებად დაღვრილი.
დილის фანტაზია შლის თავის მიძინებულ გამებს!
სუსხი, ვით გაყინული, გაშეშებული მუტანტი, უაზრო სახეებში
ასკდება ცოცხალ გვამთა სერიას.
მეჩხერ ჰაერში იბლანდება უაზრობის თეთრი კულმინაცია, მისი
მიზნობრივი უბადრუკობა მიილტვის ჰავერდოვანი გრაციით, ზესაზრისისაკენ!
გველის თვალივით ჭრელია ცა _ გვადგას თავზე უსასრულობის გვირგვინად.
ტაროსი ნესტიანია და ორთქლის ოხშივარი ასდის მელოტ სახლებს _ კრამიტი
თმასავით გასცვენიათ. მინები _ ნაინфარქტალი გულებივით დამსკდარა
და ონკანებში ჟანგიანი წყლის წვეთები, ვით გახეთქილი
კაპილარებიდან გამონაჟონი, ბლანტი პლაზმა.
ანალიტიკურ უნარით დაჯილდოებული სენტიმენტალიზმი დრამატულად
განიცდის ზამთრის გამართლებას! სწორუპოვარ პიროვნებათა აღსასრულში
ვლინდება იმქვეყნიური წარმოსახვების მისტიკა!
გადასვლა გრძელდება _ სიცივე იკლებს, ხოლო გარდასახვების, დაწყებული
ურთულესი პროცესი, გენეტიკურ მატერიებში იჭრება.
_ სახე დუმს!
გუმანი ხარშავს ათასგვარ ინфორმაციას და ხსოვნა, ვით გამტარი
აზრთა, იტევს უსაზღვრო ტერმინებსა თუ აურაცხელ სიგნალებს.
მლაშე თოვლია, არ არის მლაშე, მხოლოდ A_ სისხლი!
_ სისხლი წითლოვნად ტკბილია!
გუგუნით მოიწევს მოულოდნელი ნოსტალგია და გზად ყოველივეს
დაუნდობლად ანადგურებს. ასфალტზე შავ ლაქებად რჩება თებერვლის
ბოროტი სისველე და სტიქიურ ზრახვებად აფეთქებული ეგოიზმი ებრძვის
ჩვეულ фალშირებას.
წუხს ხასიათის მდარე ელფერი და მტკნარი ღამე უმსგავსოდ
აფურთხებს წყვდიადს.
იწერება უკანასკნელი წერილი, სამძიმარი და მილოცვა.
დაკრძალვის ორკესტრი ვირტუოზულად ცრის მგლოვიარე ბგერებს.
დაწყებული _ ატომებიდან, დამთავრებული ციურ მნათობებით _ ვით
მატერიალურ წერტილამდე, ყოველივე ონანიზმია და გამათხოვრებული
მაზოხიზმი!
_ თოვლი, ალაგ-ალაგ შარდისფერია, ალაგ-ალაგ კი…

1992

დადა-მეფის არჩევნები _ 1993. ვარიანტი I

სადაც კი არის დადა _
იქ ფიქსირდება მადა,
სადაც გაქრება მადა
ანულირდება დადა.
ო, მშვენიერო ნატა,
ნატა, სინათლე გაკრთა,
შენ უკუაგდე დადა,
შენ შეიყვარე მადა…
ნატა _ სიბნელეც გაკრთა,
სად არის შავი კატა?
ვიზუალური კატა,
კატას გაუქრა მადა,
თაგვებს არ იჭერს კატა,
უქნარა გახდა კატა.
კატაკლიზმები _ დადა,
კატაკლიზმებში _ ნატა,
როგორ გიხდება фატა,
რომელიც არის სადა!
შენ გეცინება ნატა,
რომ გაგეპარა კატა;
ვიზუალურმა კატამ _
გაითავისა დადა.
პორნოგრაфია _ ნატა,
ტრანსსექსუალი _ ნატა,
ყველაფერია _ ნატა,
რომელიც სხვისი გახდა…
და სადაც ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა _
დაკავშირების მადა,
გადახლართვების მადა,
გადაფურთხების მადა…
ქრება უეცრად დადა,
რომელსაც მიჰყავს ნატა,
რომელსაც არ ჰყავს კატა _
სახელად _ არამზადა!..

1993

დადა-მეფის არჩევნები _ 1993. ვარიანტი II

სადაც კი ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა…
სადაც გაქრება მადა,
ანულირდება დადა.
_ ო, მშვენიერო ნატა,
ნატა, სინათლე გაკრთა,
შენ უკუაგდე დადა,
შენ შეიყვარე მადა;
_ ნატა, სიბნელეც გაკრთა,
სად არის შავი კატა?
_ ვიზუალური კატა,
_ დადასტრალური კატა?..
კატას გაუქრა მადა,
თაგვებს არ იჭერს კატა,
უქნარა გახდა კატა,
რომელიც შენ გყავს _ ნატა!
კატაკლიზმები _ დადა,
კატაკლიზმებში _ ნატა;
როგორ გიხდება фატა,
фატა თეთრი და სადა.
შენ გეცინება ნატა,
რომ გაგეპარა კატა,
ვიზუალურმა კატამ,
გაითავისა დადა!
_ პორნოგრაфია _ ნატა;
_ ტრანსსექსუალი _ ნატა;
_ აბსტრაქციული _ ნატა…
ყველაფერია ნატა,
რომელიც სხვისი გახდა.
და სადაც ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა!
_ დაკავშირების მადა,
_ გადახლართვების მადა,
_ გადაფურთხების მადა
ქრება უეცრად _ დადა,
რომელსაც მიჰყავს ნატა.
ნატას გაექცა კატა,
სახელად _ არამზადა!
არამზადაა _ კატა,
კატა _ ნატაში გაკრთა,
ნატა _ კატაში გაკრთა…
და ერთმანეთში კრთომით
გახდა ორივე დადა!

1993

სეისმური ლექსი

ნამიწისძვრალი შემეფეთა სახლების რიგი,
გახეთქილ ბზარებს _ ქალწულებად გადაფურჩქნიან…
ზანზარით როკავს, ხრინწიანი, თბილისის ქარი,
სადარბაზოებს პასეანსი გადაუშლიათ.
ხარაჩოების ეგზოტიკა ამოკლებს დღეებს,
გაპარტახებულ სარდაფებში მიძვრება ვიღაც;
კვამლიან სხვენთან ლიტურგიას აღავლენს წვიმა,
ყველგან სუსხია, განძარცული, გარეთ და შინაც.
მშიერ ყრონტების რექვიემი ნარნარად ისმის,
კომის ხროტინში _ იავნანა, სიზმრად გვერევა…
წელში გაწყვეტა, ქანცის გაწყვეტა, გამოშტერება _
მზე ჩაიფერფლა, დავიწრიტეთ, თავბრუ გვეხვევა.
ნოსტალგიური კონфორტების ზღაპრულ სერიებს,
ვით კინოფირებს, ვატრიალებთ ყუთებში, ხელით _
ვქექავთ ნივთებში, ვთესავთ ნაგავში და ველოდებით
საპარლამენტოდ გამოწყობილ, ფონდის ფერიებს!
_ ქალაქი მოკვდა! რახანია მკვდარი ვარ თავად,
მთვარის პანაშვიდს ემატება ღამის წლისთავი…
ქვის კიდურებით დავადგები კეთროვან მარშრუტს,
არც ბეღურა ჩანს, აღარც ყვავი, აღარც მქირდავი!..
თვალები ყრია, ამომძვრალნი დაუკითხავად,
სუნთქვები ისმის, უფილტვებოდ ამოპარული…
და ჩვენი ნება, წართმეული, ტაბუნადები,
და ჩვენი ხსოვნა, სივრცეებში ამოქარგული!
ჭუჭყიან ზეწრებს აუკლიათ ნაპირნი გზების,
დამსხვრეულ ძვლების კონტურებით წვება ამინდი;
ვასრულებ ფეთქვას, გაბრძოლებას, აწევას წნევის _
არც მიხარია, არც მაწუხებს, აღარც განვიცდი!
ნაგრუხუნევი შემომასკდა კედლების წყება,
დაფხრეწილ ნერვებს ქალწულებად ხევენ ფიქრები…
უჩუმრად ბოდავს, დაკარგული თბილისის ქარი,
ქუჩებში ყრია არნახული ჩვენი სიზმრები.

2003

დემოგრაფიული ლექსი

დღეს უნაყოფო მამებისთვის გავიღებ ნუგეშს,
ხვალ გზააცდენილ დედებისთვის აღვავლენ ლოცვებს…
გავუზიარებ, მათ განცდების დიეტას _ უხეშს,
მათთვის მოვიგებ ვირტუალურ თუ ნამდვილ ომებს!
მათთვის მწადია გამოვიღო მოჭრილი ფესვი,
რომ გზააბნეულთ, ჩაჭიდების შანსი მიეცეთ _
სადღაც მარხია სინანულის უზადო ეჭვი,
იქ, სადაც ყველა-ქარიშხლებად გადავიელვებთ!
ავადმყოფ ყრმათა ქვითინისგან გალღვება სმენა,
ხეიბარ სულთა კასტრაციით _ ზეცა იქუხებს;
სხვათა ცოდვებში _ საკუთარის მომიწევს ძებნა _
და სუსტი რწმენა, უსათუოდ, ისევ მიმუხთლებს!
შორ ჰორიზონტზე ამაღლდება ციური სვეტი,
ზედ დავანარცხებ უმწეობას აქაურ მოდგმის…
თავს დამეხვევა გაშმაგებით _ სიმდაბლის რეტი,
ჩემს ჩასათრევად, საუკუნის სიბერწე მოდის!
დამადგით მძიმედ, დამაბიჯეთ სახეზე ფეხი,
გამთელეთ, როგორც საკუთარი უნამუსობა…
ირაზმებიან დღეს მამები _ ჯვრებით და კვერთხით,
რომ ხვალ დედების მოიძიონ _ უგზოუკვლობა!..

2003

აღმოცენება

მე ამოვედი მიწიდან, როგორც ნერგი,
მე მიხაროდა სუნთქვა, რადგანაც დამრგეს…
ვიცი, მიმიზნებს მზერას ვიღაცის თვალი _
თვალი, რომელშიც სვეტი _ სიცოცხლის, დადგეს!
კუდში დამყვება ექო, ნასროლი სიტყვის,
იქ, სადაც წყდება აზრის ჩვეული წყება…
სივრცეში ვდგავარ, პლანეტას ვზომავ სიგრძით,
პლანეტას, რომლის ბირთვიც _ გულივით სკდება!
ვარჩევ ლოცვებში ბგერებს სისხლიან მრევლის.
იქ, კელიაში ვინმე იტყავებს მუხლებს…
ჯვრებზე დააგეს მცნება ღმერთების ნების,
მცნება, გატეხვას, რბევას, რომელიც უძლებს!
გადამეღობოს ნისლი, მაცდური გზების,
დაკარგულ რწმენის კვალიც გამიქრეს, თუნდაც…
მსურს შემოვარტყა მიწას ყვავილთა ჯარი _
თან დავუბრუნო მთესველს _ სიცოცხლის ხურდა!

2003

ღაღადისი

მაჩუქეთ ღმერთი, დამწყვდეული ამ ხატებს მიღმა,
მაჩუქეთ ხათრი, სათნოება, ჩუმი სიმშვიდე…
მასწავლეთ ფიქრის შეჩერება, გაუცხოება,
მიჩვენეთ ის გზა, თქვენ რომელსაც მუდმივად ეძებთ,
ვერსად პოულობთ, როცა ებრძვით განმარტოებას!

გააღეთ კარი, შემოგინგრევთ შტურმით სარკმელებს,
მიბოძეთ აღთქმა, ვით მირონი ცინცხალი რწმენის…
მიმიღეთ, როგორც დაკარგული უმანკოება _
მე ვარ ამბოხი, თქვენ რომელსაც ნიადაგ დევნით!

მესროლეთ, როცა ღამ-ღამობით დავკეცავ აფრებს,
როცა არსენალს შევინახავ გულის სიღრმეში.
მომაძებნინეთ, რომელ ფრთის ქვეშ დავიდო ბინა,
რომელ დამცველებს ვეთაყვანო ციკლურ სივრცეში!

მიმყევით მასთან, ვინც სისხლიდან გამოხდის ღვინოს,
ვინც წყალს ამრიტად გადააქცევს ერთი შეხებით,
მიმყევით მასთან, ვინც სამყაროს თავიდან შეჰქმნის,
ვინც ოკეანეს გადალახავს ოქროს ფეხებით!

მასწავლეთ სუნთქვა!

მაცალეთ სუნთქვა, ეს ჰაერი არ მყოფნის მაინც,
მომეცით ხელი, ანდა თუნდაც გამომიწოდეთ…
სად ქრება ღმერთი, რომელ ციურ კასკადებს მიღმა,
სად უპასუხოდ იკარგება შემოვედრება?!

ვიკადრო თქვენთვის პირობითი პატიოსნება,
როცა სახეზე გაწერიათ ისევ ცინიზმი.
ვიტვირთო თქვენი ჩადენილი მძიმე ცოდვები:
_ სხვების მაგივრად დამემართოს ქენჯნის ბოდვები!

ტოვებთ სხეულებს, ვით შავ ლაქებს სამყაროს გულში,
აძლევთ იმედებს, მათ, ვისთვისაც არ კვდება რწმენა…
როცა გიყურებთ, მე მაციებს და ყურთასმენას
ხეთქავს გრიგალი, მოვარდნილი, უმსგავსოების!..

აღარ მწამს ნდობის, პატიების, განმარტოების,
რომელსაც ვიცი, უპირობოდ შემომთავაზებთ,
მე კი გაგიღებთ ჩაჟანგებულ სულის დარაბებს
ნაცვლად ვიღაცის უმეცრების, ან სათნოების.

დაუშვით ჩემთვის არსებობის პირადი საშვი,
ჩამჭიდეთ ხელი, თუნდაც მხარში ამომიდექით…
ჯართის თავლაში იბადება ღვთიური ბავშვი,
ღვთიური ნების შეუცნობელ ძალის მიხედვით!

მასწავლეთ სუნთქვა, მაპოვნინეთ “სამშობლოს ხიბლი”,
მინდა დავთრგუნო უსასრულო ამპარტავნება.
ვატარო ნებით საშინელი გადაგვარება
და არ მჯეროდეს უსაფუძვლოდ ნათელი იღბლის!

ნუ მიხშობთ აზრებს, რომ მიჩნდება სანაცვლოდ _ სიტყვის,
მე ვდგავარ ქარში და წვიმებში, ვალმოუხდელი…
ნუ მიჭრით ნერვებს, ნეირონებს, უსისხლო ძარღვებს,
მინდა მეორედ დავიბადო _ გამოუცდელი!

გთხოვ, ამომიცნო

დამიმახსოვრე, მე ყოველდღე გარეკანს ვიცვლი,
ვიცვლი ხასიათს და განწყობებს, ვითარცა წინდებს…
შენს ნაკვალევზე, ვით საზღვარზე, სიფრთხილით ვივლი,
შეურიგებლად დავისახავ ათასგვარ მიზნებს!

გთხოვ შეეცადო, გაიმეტო უვადო განცდა,
უზომო ტკივილს ჩავანაცვლებ გამჭოლი მზერით…
გთხოვ შეაერთო, თუკი ისევ ჩვენს შორის გაწყდა,
ყველა კავშირი, მწვერვალების სუსხი და მტვერი!

გათოშილ ხელებს გამოგიწვდი, როდესაც ვიგრძნობ
სამყაროს თაღზე, ატომივით, შენს აფეთქებას…
ყველა ღმერთებში უშეცდომოდ, უმალვე გიცნობ
და სულის შტორმით გამოვხატავ მძლავრ აღელვებას!

მოდი, ავიღოთ ხელი თავზე, გავტეხოთ ნავსი,
მოდი, სიგიჟეს ავაწყვიტოთ ყველა ქამრები…
ქვეყნად არავინ იბადება ჩვენივე მსგავსი,
არსად არავინ გამოჩნდება ჩვენი გამგები!

მსურს შეგახსენო, რომ მე ხვალაც შევიცვლი იერს,
ნირს, გენეტიკას გამოვიცვლი, ვითარცა საცვლებს;
ვეღარ მიხილავ ჰორიზონტზე _ დამფრთხალს და მშიერს,
შეურიგებლად გადმოვლახავ შენამდე საზღვრებს!

თავდასხმა

მინდა გიხელთო, უმალ შეგიპყრო,
შემოგეტმასნო ტყავის ქამრებად,
ყელზე დაგადგე, ხელში შეგიკლა,
თავზე დაგატყდე მძიმე გვალვებად!

მინდა იცნობდე ჩემს გენეტიკას,
მცნობდე შორიდან პულსის ხმაურით…
ქვეცნობიერით ვფლობდე ტექნიკას, _
შეერთებების აურზაურით!

გიხმობ სკანდალით, ცივ ეშაфოტზე _
ზეაღსვლა შენგან _ კომპრომისია…
დგახარ წყვდიადში _ გვემის სადგომზე,
რომ აღასრულო უფლის მისია!

და როცა ფეთქვა უცებ გაგყინავს
კვდომ-არსებობის ფაქიზ საზღვარზე,
დედამიწის გულს, როგორც ვაგინას, _
დაიტან ტვინის ციფრულ ნახაზზე!

დაიკარგება ამდენ ტკივილში
ჩვენი შეხების ჩუმი ბგერები…
იქ, პლანეტების გამჭოლ ლივლივში,
კომეტებს წვიმად მოეფერები!

ზოდიაქოში ჭუპრად იქცევი,
რომ აღმოცენდე მიუწვდომ სხივად;
ამ მოლოდინში ვშთები, ვილევი,
სიგიჟის პირას დაშლილი მივალ!

მინდა მოგისწრო, მოგინადირო,
გამოგამწყვდიო ნეტარ საკანში…
გულზე დაგადგე, სიმწრით გატირო
და გამოგჭედო რკინის მადანში!

* * * (ნათიას)

გავდივარ გარეთ, სად არის მთვარე?
სად არის სიცხე, როგორც სასჯელი?
სკანდალი სულის გავრიყე მწარედ,
განვაგდე აზრიც _ ვნების გამთლელი!

გავდივარ ღამით და მგონი წამით _
სულ მხოლოდ წამით წარმომიდგები;
თავს რომ გაბეზრებ იმით და ამით…
როგორც კავშირი ღმერთთან _ მიწყდები.

მიწყდები შიგნით, ფიქრებიც მიჯრით,
მოწოლით, რისხვით _ შენსკენ მოჰქრიან _
ორივემ ვიცით, რაც ხდება _ ვიცით,
კონვულსიები _ შველად მოდიან!

მაკლიხარ რადგან, გაგარჩევ მათგან,
ვინც ამოვშალე მკრთალი სიიდან;
სიგიჟეს ვხარშავ უსაზღვრო დარდთან,
როცა მიღიმი თეთრი წიგნიდან.

როცა სილუეტს, როგორც პირუეტს
დავაბზრიალებ მე ჩემს გუმანში,
ბგერები შენი სმენას მიყრუებს
და შევბრუნდები ისევ უმალ შინ!

ავაწყობ რითმას _ ვითარცა სიზმარს,
მოგიძღვნი ჩუმად უკუნ სტრიქონებს…
მოველი დილას, ცივსა და სისხამს,
ეს გადარევა კვლავაც გიგონებს!

გაცვდება განცდა, დავრჩები სახტად _
როცა შემთხვევით სადმე დაგლანდავ…
მგონიხარ სადღაც და თანაც არსად _
არსად ყოფნაში ჯაჭვით დაგაბამ!

გინდა გაფრინდე, გასცდე ამინდებს,
გასცდე ჰორიზონტს, როგორც фანტომი _
დევნა შენამდე მომსპობს, ამიკლებს _
მე ვერ მოგწვდები ერთი ნახტომით!

განწმენდა სულის არ არის რთული,
როცა მეექვსე გრძნობა ანთია…
ენერგეტიკა ვიღაცის _ მტრული,
განადგურდება შენით _ ნათია!

სულ წაიშლება შავ-თეთრ ზვირთებად,
ფერად ნივთებად ღიმილის სითბო _
მიუწვდომელში რჩები მიგნებად,
გაურკვეველში შეგნატრი, გიხმობ.

ამ წუთას გძინავს და როგორც მინას _
სახეზე გეკვრის ღამის სისველე,
ილუზიებით გავცდები მიწას _
შენ დამაბრუნე, შენვე მიშველე!

რომ არ გავთავდე, არ გადავგვარდე,
არ დავიშალო ათას სიყალბედ…
მსურს რომ მთვარეზე დღეს გადავსახლდე,
ამიტომ ლექსად მე ეს გიამბე.

შემოვალ შიგნით, ვამაყობ იმით,
რომ არ მოგბეზრდა ჩემი ლაყაფი…
დაგხატავ უცებ საკუთარ სისხლით,
სისხლი _ ჟანგია, შენ კი _ სადაფი;

შევდივარ ბნელში და მხოლოდ ჩემში _
და მხოლოდ ჩემში თეთრად ტივტივებ…
გასკდება ტრომბი ავადმყოფ მკერდში,
როცა ზეცაზე გაილივლივებ!

შავ ოჯახობას

(ეძღვნება საქართველოს დამსახურებულ ორნიტოლოგს _
მალხაზ სიხარულიძეს (ლუკიჩს) )

შენ ხარ ვით ყვავი _ მონაცრისფროდ ერთფეროვანი,
ბლაგვი, ვით ტვინი _ ნისკარტული ძებნა _ მირაჟი…
თბილი სანაგვე და ბინძური ლოთი _ მხცოვანი,
მწველი ყრანტალი ათქვეფილი წვიმის სილაში.

შენ ხარ ყორანი, პერსონაჟი შავი ოჯახის,
თვითმყოფადობას გაასესხებ მზარდი პროცენტით…
და მინდა მყავდე, ვით მეუღლე, შავბნელ ოთახში,
რომ განათლება მოგანიჭო თუნდაც დოცენტის.

შენ ხარ ჭილყვავი, თეთრი ყვავი, ფერით _ შოშია,
ვოცნებობ მგელზე, როგორც შენზე, მისტიკის პირმშოვ;
შენთვის საჭმელი ობიანი ცივი ბორშია,
მე შენზედ ფიქრებს ატკივებულ გუმანში ვიქსოვ!

შენ ხარ ამაყი, სატანური არა ხარ სულაც,
შენი სიშავე _ სიბრძნის მზისკენ ეშაфოტია,
და როგორც ეშმას, შემოგწირავ ავადმყოფ სულსაც,
გამჭოლი მზერა _ მეომარი, შენი კოდია.

ჩვენ ამ დროს ხიდზე, მე და მახო, როგორც ყოვები
შენს ბუდეს ვუმზერთ, თუნდ არა ვართ არც ერთი ბუდა,
მაგრამ ნამდვილად შავები ვართ, შენებრ _ მძორები,
თანაც გვწყურია ერთგულება, თქვენებრი თუნდაც!

თუნდაც ვერ ვჩხავით, ვერც კი დავქრით ლაღად და ტლანქად,
ჩვენი ტკივილი ხომ დაფრინავს არანაკლებად…
ძვირფასო ყვავო, მარტოდ რომ გვჭვრეტ მაღლიდან, ზანტად,
შენ გვეხატები სამყაროში ღვთიურ განგებად!

იქნება!

დამარტყი მძიმედ, შემაწმინდე ფეხი სახეზე,
ქუჩის ურნები ამაყობენ შენ საქციელით,
თუ მოგინდება _ შეგიძლია შემომაფურთხო,
გინდაც უეცრად სუყველას წინ გამათახსირო
და არ გეგონოს, რომ მოგიშვერ მარჯვენა ლოყას,
ანდა მარცხენას _ ამბიცია არა მჭამს სულაც…
გადამიმტვრიე ყველა ძვალი, დამასახიჩრე,
ამხადე სკალპი, გადამტეხე თუნდ ხერხემალში,
თუნდაც მკარი და ცათმბჯენიდან გადამისროლე,
მე მიხარია, წეროები რომ მიფრინავენ,
მე გული მტკივა, რომ შენ არ ხარ ერთ-ერთი წერო,
და რომ ნისკარტი შენ არა გაქვს ასეთი გრძელი _
რომ შენ ხარ სველი, ვით მოლუსკი, და ლორწოვანი,
როგორც მიდია-მარგალიტი, სადაფი თეთრი,
მიკბინე ყელზე, ვით ვამპირმა დაუნდობელმა
და სისხლის ნაცვლად ამომწოვე მთელი სიგიჟე.
შენ არ განცვიფრდე, სიგიჟესაც თუ ვერ იპოვი,
შენ არ გაოგნდე, თუ შიგთავსი დამიშვრა უკვე.
ცვრიან ფოთლებზე ჯვარდებიან ლოკოკინები,
მათ შერწყმაში ხარ ჩაძირული უმწეო ფიქრით,
იხლართებიან ერთმანეთში ოჩოპინტრები,
ვურდალაკები გვიმღერიან ავ იავნანას,
მე და შენ ერთად და უსაფრთხოდ ვერთიანდებით,
თეთრ წრეში ვდგავარ და კვლავ მირტყამ ხაოან ენას,
როგორც მათრახი, ის მისერავს ოფლიან ფერდებს…
დამარტყი კიდევ, არ გეგონო არც მაზოხისტი,
არც ავადმყოფი, ნორმალურიც არა ვარ კიდევ,
არც გავჩენილვარ, არც მოვმკვდარვარ, არც არაფერი,
შენს ზღვისფერ ქროლვას მოაქვს ჟინი გადმონაფერი
და არ ხარ წერო, არც ბაყაყი, აღარც ნამქერი…
ტკივილის შტორმით ამოჭერი ჩემში კრატერი,
მოკალი აზრი, ჰაბიტუსი გამიპე ისევ _
მე ვარ ადამი, შენ კი ჩემი ხორცის ნაჭერი,
ათას ნაწილად, მილიარდჯერ _ სხივით გამჭერი,
თან მაპატიე, რომ არ ვგევარ არვის მანერით,
გიხმარ და დაგშლი ამონასუნთქ მძიმე ჰაერით,
მასწავლე ენა, ლაპარაკი და ცემინება,
მასწავლე უფლის ამ კოშმარში ჩქარი მიგნება,
ღალატი ჩვენი, ქრისტეს, ბუდას, კრიშნას მისწვდება,
ამ სამყაროში ყველაფერი გარდაიქმნება
და ყველაფერი კვლავ თავიდან წარმოიქმნება.
_ იქნება!

სიყვარულის ჰიმნი (მარიკა ჟორჟოლიანს)

_ ავივსე შენით!
სანაპირო კენჭების ფერი…
ტალღების ჯერი,
მოვარდნილი ღელვების შთენით.
_ სავსე ვარ შენით!..
გაშმაგდება ქარების ექო,
ეხეთქება ციცაბო ბექობს.
ნაღვლიან ფრენით…
_ პირთამდე შენით,
გადაივსო გრძნობების მუხტი.
გამოგონილ მომავალს ვუცდი,
დავიღალე უმწეო დევნით.
_ შევივსე შენით!..
კვლავ საოცრად შევივსე შენით.
კანიონებში კლდეების ნგრევით _
მშთანთქავს მიწისძვრა,
მისკდება მიწა,
მომტეხავს მკლავებს
სიცივე შენი.
მოვიყინები დამზრალი ძვლებით,
_ დავანთებ ხანძარს,
უფსკრული მიცავს.
_ სავსე ვარ შენით!
ილევა წუთი მარადისობის,
რადგანაც ვწუხდი.
დაიდებ ჩემში ბინას,
ნავსაყუდელში გძინავს,
მასში კი ყინავს _
ჩემი სუნთქვისგან.
_ შემმოსე ფერით,
შენი სინაზის ფერით…
სად ნიჟარების ხმებში,
გადათეთრებულ თმებში,
უქმად გახარჯულ წლებში
_ ვივსები შენით…
დასუსტებული გადარევის ნეტარი სენით!

* * * (მარიკა ჟორჟოლიანს)

დაგლეჯილ ფანჯრებში ჩამდნარი მინები,
ცეცხლის სისველემ ალეწა ღრუბლები…
ვარდები ზემოდან, განცდების დინებით,
სუნთქვაც გეკვრება მუნჯი საუბრებით!
შენშია დაკარგვა დამფრთხალი ფიქრების.
გეგონა კედლები _ `фუტლიარი~ სხეულის _
სკდებიან ნერვები, ცოცხალი რითმების
ტკივილით ირთვება ყვითელი რვეული.
და როცა თავდება სკანდალის თარეში
ივსება სირცხვილით, შენში, გაოცება…
გაკრთები უეცრად მიკარგულ მხარეში,
შეიგრძნობ უეცრად ვნების საოცრებას.
ნისლიან მზერაში იხრჩობა დუმილი
ასტრალში მოელი სიზმრების აჩრდილებს;
ნაზად გეფერება ღამიდან _ ყმუილი _
უკუნის მირაჟთა მოგიძღვნი მანდილებს.
მიხრწნილი გონების კაზუსებს გასცდები
ნამიან გრძნობებში კანკალებს ბუნება…
შინაგან განგაშით პრობლემებს ასცდები
ქალური სამყარო სულ სხვას გეუბნება!
დაბზარულ სახეზე ისვენებს ღიმილი
მე შენში რას ვხედავ, არ ვიცი სრულიად?!
მინდა რომ ავტეხოთ მსხვრევა და წივილი,
პოეტურ სიგიჟეს სად აღარ უვლია!
და ისევ ფანჯრებში წაშლილი მინები,
და ცეცხლის ენებიც რაოდენ სველია…
ზემოდან ვარდები _ შავი ყვავილებით,
ჩუმი საუბრები უსიტყვოდ გრძელია!

მართლწერა (მარიკა ჟორჟოლიანს)

და დადგა დღე, როგორც წინა ღამე, ისეთი ცხელი,
და ჩვენ წავედით სასეირნოდ ჭუჭყიან ბაღებს მიღმა,
სადაც ჩვეულებრივი ამბავია, იხილო ხეები, რძიანი ბალახი, ჯართი და ექსკრემენტები.
სადაც დაგვჩხავის ყვავი, რომელიც უთუოდ გვიცნობს და რახანია გველოდება,
სადაც გრანდიოზულია ყოველდღიური ნაგვის არქიტექტურა.
მე შენ გკოცნი, უთვალავჯერ გიხსნი სიყვარულს და
მიგანიშნებ იმ ინვალიდ სკამისაკენ, რომელზეც არაერთხელ ვმსხდარვართ…
და გასეირნება მეორდება, თან ფეხს წამოვკრავთ სველ ქვებს და ვბორძიკობთ.
გახვრეტილ მუყაოს ყუთში ჭყავიან გადაყრილი, გამხდარი კნუტები, ერთი
უკვე _ სულს ღაფავს და ჩვენი არსებები ივსება თანაგრძნობითა და სიყვარულის ნექტრით.
ამ ნექტარს ვუსხამთ კნუტებს, რძის ნაცვლად, იმიტომ რომ რძიან
ბალახს კნუტები ვერ ჭამენ.
350ც-ით ვსუნთქავთ ზანტად და დაზარებით!
ჩუმად ვზივართ, ხანდახან თვალს თვალში ვუყრით ერთმანეთს, თან
ჩვენი ხელებიც იხლართებიან.
ყვავი ისევ გვიძახის ზემოდან და მე ხელს ვუწევ.
_ სად არის არარსებული ნოსტალგია, დანგრეული ქუჩების და სახლების
ქვის ცრემლები, სად არის ბავშვობა და ერთგულება, ჩვენი სიყრმის?
_ როგორც მართლწერა!
მე ვუმზერ შენს ტუჩებს, რომ აღარ მცხელოდეს.
გამოდის შენობიდან დარაჯისმაგვარი ადამიანი, გვიჯდება გვერდით.
ჩვენ ვდგებით. მე ვიფურთხები, ხვდება შარვალს. შენ გვერდზე იწევი და იცინი.
ჩვენი ტრაექტორია ხან ირღვევა, ხან კი სწორდება.
გარდასული სასიხარულო фეირვერკების фანტომები ჩნდება,
როგორც ჩნდებიან შვიდთვიანი ბავშვები და პურის ნაგლეჯები
ჩვენს ირგვლივ. მიწიდან ამოდიან მიცვალებულთა სიზმრები.
და პური აღარ არის გემრიელი, და სიზმრები _ საინტერესო, არც წყალი,
რომელსაც ვსვამთ უხალისოდ. თან გვახსენდება წუთისწინანდელი ემოცია
და ლტოლვა მშვენიერებისაკენ, როგორც _ ილუზიისაკენ!
_ მე გიყრი მკლავს, თან მიგანიშნებ გრძელი, ცარიელი
პროსპექტისაკენ, სადაც ერთი და იგივე ავტომობილები დააქროლებენ
სხვადასხვა ჯურის ადამიანებს და მათ არაერთგვაროვან ფიქრებს!..

ამბოხის კოდი

მესმის ძახილი, დანგრეული სხვენების ექო,
მესმის ვედრება სნებოვანი ქვეყნის გრიგალში,
ავირტყამ შუბლზე წარმოსახვას, რომელიც მერგო
ამ კეთროვანი სინამდვილის _ ღვთიურ ხილვაში!

მარწმუნებს ვიღაც, მერამდენედ გავტეხო ფიცი,
მაქეზებს ვინმე, წამოვიწყო სკანდალი მყისვე…
გავანგრევ ღობეს _ აკრძალული ზონიდან _ სივრცის,
რომელშიც ძალმიძს, გადარევას სტროფებით მივყვე!

დავკარგავ ნამუსს, რომლიდანაც იწყება რწმენა,
იქ, სადაც ნერვებს შევაწებებ უმწეო სისხლით _
იწყება ისევ დეპრესიით, წუთების დევნა,
ფინალურ სუნთქვას ვეპარები ფარული ფიქრით!

იქუხებს ჩემში გამოცდილი ამბოხის კოდი,
მინების მსხვრევით მიპასუხებს ქალაქის გენი;
მე მეტკინება, თუ კი სხეულს, ღრიალით მოვწყდი,
თუ მატერიას ეშმაკივით გამოვიდევნი!

გარიჟრაჟება

თავბრუნახვევი და გასიპული
დილის სიზანტე იწყებს თენებას.
ბინდი, სიზმრებით ამოტვიფრული,
გაღვიძებულებს უწყებს ფერებას.
ღამის фანტომებს ძალა ელევათ
და იწურება წუთი სიბნელის.
ღვთისგან სამყაროს შანსი ეძლევა,
ახლად ბადების, ახალ სიმრთელის.
ისმის სიოში იავნანების
ყოველდღიური ღამის სერია.
და ნაზმანები იალქანების
ჰაერი სევდის სამოსელია.
სახლთა დუმილი ფანტავს ჩვენებებს,
სადარბაზოთა ისმის ფუსფუსი.
ალიონებად აგებს შეგრძნებებს
ჩემი განცდების ცივი ბურუსი.
ცისარტყელებად სივრცეს ეკვრება
აურაცხელთა ფერთა ნალები.
ძილქუში მიწას შემოეცლება
მემილიარდე გარდაცვალებით.
რიჟრაჟის დენთი ირგვლივ ფეთქდება,
სიახლის დგება უცხო სურნელი.
ეს განთიადიც შეუერთდება
აღქმას, ვით კალამს თეთრი ფურცელი.
თავრეტდასხმული და გაყინული
დილა გარითმავს გამოთენებას.
ნისლი, სიზმრებად ამოტვიფრული,
გაღვიძებულებს ჩუქნის ფერებას.

პოეტური ექსტრიმი

მომწყვიტეთ სხეულს, ატომებად დამაქუცმაცეთ,
გამჭერით მკერდზე, ამომგლიჯეთ შუბლიდან _ ძარღვი;
ჩემი სხეული სამსხვერპლოზე დაადუღაბეთ,
ყელზე გამხლიჩეთ, მე ამჯერად სასტიკად ვბღავი!

ფილტვების ბერვით დავაგროვებ სამყაროს ცოდვებს,
ღმერთების რისხვას აირეკლავს ბნელი თვალები…
დაასვით დამღა არსებობის სკანდალურ ოქმებს,
როდესაც თქვენში ავირევი დავიკარგები!

მსხვრევად რითმებში გავაცოცხლებ ფერმკრთალ ბუნებას,
თქვენ ისევ მებრძვით, ჭუჭყიანი ხელების ქნევით…
ვერ გაექცევით მორჩილების მდარე ცდუნებას,
ვერ დაეწევით პილიგრიმებს უხამსი ქცევით!

ნაკაწრი სახით, დახვრეტილი ხერხემლით ზურგში,
შეკოწიწებით აღდგენილი ჩონჩხის ამარად _
დავარღვევ ნორმებს, საუკუნის უმცირეს წუთში
და კბილებივით დამცვივდება წლების ჭაღარა!

მარხილით მომაქვს განძარცული, ურჩი სხეული
_ დამინაწილეთ ასო-ასოდ და ნამცეც-ნამცეც…
ვერდაოკების შეგრძნებიდან ამორღვეული,
მინდა გონება _ ნიაღვრებად მიწაზე დავცე!

სუნთქვის მოძახილი

თავდაყირა დგება რუხი წლების ნუსხა
მე კალენდარს ვფურცლავ _ უსაფუძვლო დღეთა…
სისხლით ნაზავ სასმისს, თანაზიართ ვუსხამ,
ნაზიარევთ, სულის მარტოობა ჰკვეთავს!

სიმახინჯის მორევს დაუპყრია არე
მწყობრ ნაბიჯით _ ელდა, პერიმეტრზე წვება…
მივადგები შუბლით, აჭედებულ კარებს,
განკვეთილი სუნთქვის მოძახილი წყდება!

დაღუპული ქვეყნის ტრაგედია მტანჯავს,
შინაგანი ბუნტის, ისმის ჩემგან ჟღერა;
უსამშობლო პოეტს _ მარცვალივით მკარგავს
ეს სამყარო, რადგან აღარაფრის მჯერა!

აქ არ არის მშვიდი, სანუკვარი მხარე,
აქ როგორც კი ვიშვი _ ჯოჯოხეთში ვშთები…
აქ არა მცნობს დედა, ნათესავიც გარე
აქ აღგვილა ჩემთვის, გასაყოლი გზები!

უსამართლო ყოფის ზეიმია მარად,
ბოროტების ტრიუმфს ემონვიან, ღიად…
მლიქვნელობა, ღვარძლი ავიფარეთ ფარად,
სინდისი და კდემა _ ნაგავივით ყრია!

ნაგვისფასად `ფასობს~ _ პატიოსანთ გული,
მაზოხისტი, მრუში და სადისტი თუ ხარ…
ასეთად თუ გიცნეს _ მოგრჩენია წყლული,
ასეთი თუ გახდი _ არავისზე სწუხხარ!

თუ კი ვინმე გიყვარს ამ `დალოცვილ მხარეს~,
თავში ლახვარს ჩაგცემს _ კაცუნების ხროვა…
ყველაფერი მათთვის! _ შენთვის მიწაც ყარეს,
ყველაფერი სხვისთვის! _ შენთვის ნაცრის გროვა!

უნდა გახდე მხეცი, ნადირი და მკვლელი,
_ პატივი და ძალა თუ გწადია ნახო…
უნდა იყო ყალბი, ნაძირალა, გველი
ანდა მართალ კაცად სულ არ ჩაისახო!

ცხოვრებაა ბრძოლა უთანასწორთ შორის,
გაგსრისავენ, როგორც ჭიასა და ღუას;
ნაბიჯები საღვთო აქ არ არის სწორი
მიშვერა კი ლოყის, უმეცრება _ თუა!

მომებეზრა თავი, გამაჩინეს რადგან _
ამ უსახურ მხარეს და უკუღმართ დროში…
არსებობამ _ გვემა მომაყენა კართან
ამიტომაც მისი ფასი არის გროში!

მე არ მინდა ვიყო მედროვე და მონა,
საკუთარი აზრი _ იარაღად მქონდეს…
რომ გამაჩნდეს ქვეყნად, მეც, ხვედრითი წონა,
რომ გატანა სიტყვის, უპრობლემოდ მოხდეს!

იკვეთება, რადგან, რეალობა მწარე
და არ ვგუობ რადგან, მანკიერთა ლაგამს…
არ გავურბი ტკივილს, არ დავირტყამ ნალებს,
გადავთელავ ირგვლივ დახვავებულ ნაგავს!

იმედებით ვხურავ ცრუ დღეების ნუსხას,
რუხ კალენდარს დავხევ, შერიგება არ მსურს!..
შეგუების ნექტარს აღარავის ვუსხამ,
მივაფურთხებ _ აწმყოს, მომავალს და წარსულს!

* * *

შეეკედლები, მოქანცული, უმოქმედობას,
განერიდები სიახლოვეს, განაწყენდები…
თავში ვერ არკვევ ნაკლებობას, თუნდაც მეტობას,
შენ არც არასდროს დაწყებულხარ, აღარც შეწყდები!

ქვაში ზრდილია მაგ განცდების ცივი დუმილი,
ვით კაბადონზე განფენილი გამოღვიძება _
გამოცოცხლების გებადება მძლავრი წყურვილი
და ამ წყურვილში დაპკურებაც წარმოიშვება!

ჰაერთა ფარდებს გააშეშებს ციკლური ტემბრი,
როცა ზვავივით გადაგთელავს უსასოება _
როცა მტვერივით იფანტება ჰავერდის ფერფლი,
რადგან ფერფლშია გაბნეული უმანკოება!

2004

კონტრ-მონოლოგი

დაღდასმული, დაწნეხილი, როგორც დარტყმა მიზანში,
გართხმულია წარბებს გასწვრივ ნაოჭების ზიგზაგი…
ვერ შევხედავ სახალისოდ, მანტიების ფარფატში
გამოწყობილ ნაძირალთა სილუეტებს, წვიმაში!
_ რომ მოვაშთო, ელიტური უსახობა, ვერაგი
და ჩავბეჭდო გამარჯვება ინდუსტრიულ მანდატში,
ვერ გაჩნდება, ჭეშმარიტი განმარტება, კამათში;
_ შემომაკვდა, ვით წარსული, უშედეგო ლოდინი,
სიზმრებისგან დაცხრილული _ გამგუდველი ლოგინი…
სადაც ვებრძვი კონვულსიით _ ყოველ შემოღამებას,
ნეტარ მათი, ვინც გაუძლებს წნეხებისგან წამებას!
მტყორცნეთ თქვენი სიძულვილი, თუნდაც მიუღებლობა,
დაკანონდეს თქვენს სულებში დებოში და შეტევა!
_ ვეღარაფრით პატიება, ფიქრში ვეღარ ეტევა.
დაეწაფეთ ჩანჩქერივით ამოფრქვეულ ტკივილებს,
ჩემი ლოცვა, ხომ თქვენდამი ვერასოდეს მოწვდება,
ჩემი სიტყვა, ალესილი საჭრისივით იწივლებს.
_ აქ მოხდება ყველა ჯანყი და შეუგუებლობა,
დაიმტვრევა მონუმენტთა ცივი შეუღწევლობა!..
_ გადავითლი ხელის თითებს სტრიქონების ზელვაში,
დავისერავ ფეხის ტერფებს კილომეტრთა თელვაში.
განფენილა თვალთა გასწვრივ დაეჭვების მანტია
_ აღმოიფხვრეს ეს ბურუსი! _ ზედმიწევნით მწადია!

2004

ღვთიური განაცხადი

უბადრუკი მოქმედების კვალი
და ძაღლების მაწანწალა ყოფა…
გაუცხოვდა ჰორიზონტი მკრთალი,
ცის თუ მიწის დედოფალი, ქორფა!

დაღეჭილი სიხალვათე წლების,
_ წარხოცილი შეცდომების დარი…
გადახლართვა საჩოთირო გზების,
დანთებული უადგილოდ, კვარი!

სამართებლის გაელვება, ბასრი,
ვით ბოდვაში გაწყვეტილი ძარღვი…
შემომქმედის გამოხედვა, მკაცრი _
ხელყოფაში დადგენილი მარხვის!

უკუგდება მოწოლილი ელდის,
განტევება უბადრუკი ვაცის…
ვერმოგრეხვა ამპარტავან ქედის,
მიტევება ცოდვით სავსე კაცის!

დამარცხებით ზეაღსვლისკენ, ჟინი
ისადგურებს დამდაბლებულ ნერვში.
იხლიჩება გადატვირთვით, ტვინი,
იზილება მყოობადი ნეხვში!

მოკალათდეს, გინდაც სადმე, ღმერთი,
აღასრულოს ვინმემ, თუნდაც, მცნება…
ფიანდაზად დაეფინოს ფერხთით _
საუფლოს და სააქაოს ნება!

მხილებული აჩრდილების ხვედრი,
უსასყიდლოდ ნაჩუქარი სული…
გარდატეხვა, გრძნობიერად მკვეთრი,
თავზე ეკლის მოხვეული წნული!

მობიბინე, მორონინე ხიბლი,
მატყუარა, უნამუსო კდემა…
თვალებზეა გადაკრული ლიბრი _
განცხრომაში ჩამალულა გვემა!

უშედეგო მოქმედების კვალი
და ძაღლების ქეციანი ყოფა…
დარცხვენილი ჰორიზონტი, მკრთალი _
ცის თუ მიწის დედოფალი ქორფა!

2004

აწრიალება

ქარიშხლების თარეში ამ უსახურ მხარეში,
უმეცრების არეში გადაგვრეკავს განგება.
ნაწყვდიადევ თვალებში სუნთქვის სიმხურვალეში
ჩვენი სასოწარკვეთა ნაადრევად ჩაწყდება.

წალეკილი ნიმфების, უწონადი ნივთების
ვარსკვლავური ხილვების მზარდი სინანულია.
ცოდვიანი ტვირთების, მეწამული ფიქრების
მოცილება, განდევნა, რა ხანია გვწყურია.

დაიქუხებს მარშები როგორც ფარშავანგები,
გადაშლიან ხაზები ყივილიან სონეტებს.
განწირული ბავშვების დანთებული ხანძრებით
ეწაფება სამყარო შემოწირულ მონეტებს.

არის შემოვედრება და პლანეტებს შესწვდება
წარსულიდან შეკრთება საოცარი წუთები
ჩვენთან შემოერთება ღმერთებისგან შეწყდება,
დაიღვრება ცრემლებად რწმენის სამკაულები.

2004

ადამიანები და ხეები (ბადრი გუგუHშვილის ხსოვნას!)

ხეები კრთიან და იცვლებიან
გაუმჟღავნებელი ფირის ნეგატივებივით…
სახლები სდუმან, როგორც სდუმან მრავალი წლის უკან
მათი აღმშენებელი ადამიანები _ მრავალგზის დახოცილნი.
მძიმე ქვებით დახუნძლული ტერიტორიების უხმაურო კვნესით
ითრგუნება ბუნება.
ხეებთან მწყობრად დგებიან მარტივი ადამიანები,
რომლებიც თავიანთი იოლი მცდელობებით სხლავენ თავიანთ
ბერწ იმედებს.
ნაკურთხი წყლებით ირწყვებიან _ მკვდარი პოეტებისაგან
და მათი ცოდვილი სულებით ეჟღინთებათ ფესვები _
მივიწყებული სამარეებიდან…
რომლებზეც უხმოდ ამოსულნი, ხმაურიანად და ამაყად ჰყვავიან!
დაცემული ანგელოზებივით მოთქვამენ, როცა ბოროტი მეტყველნი,
ცულებით ხელში ულოცავენ უკანასკნელი წუთის დადგომას.
დაბნეული და გაბნეული თესლების ჰაერში ფარფატი,
_ აქედან იწყება ყოველი ახალი ნერგის ასწლოვანი ისტორია…
თანაც ოდესღაAც, ასკეტი მორჩილნი, დოქებით ხელში
აპკურებდნენ მათს წინამორბედთ, მათთან ერთადვე გადაშენებულთ!
მრავალი ჩრდილი უძღვნიათ სიცხეში და მრავალი გზააბნეული
მგზავრისათვის იავნანა უშრიალებიათ ხმელი ფოთლების ქვითინით.
მე ვიცი, ხეების უსიტყვო სევდა,
მე მჯერა მათი ცოცხალი არსების და იმის, რომ ტკივილის
გამჭოლი გრძნობა, მათთვის უფრო მძიმედაა ასატანი,
რადგანაც არ შეუძლიათ შეკივლება და ოხვრა…
რადგანაც ყოველი ადამიანის დაუწერელი მოვალეობაა _
_ ერთი ხის დარგვა და მრავალის მოჭრა,
_ ერთი ადამიანის მოკვლა და ათასის შერისხვა.
თუნდაც ხეთა რიგს, გინდაც ჯარს, რკალად ხრიდეს
შემტევი ქარების სუსხიანი განმარტოება…
ეს ქარები ხომ ჩვენ შეგვმუსრავენ და აღგვგვიან
მიწის პირიდან!
ამიტომ რთულია კუნძებს მიუსამძიმრო, თუ მათი უხმო ენა არ იცი,
ამიტომ ადვილია მათზე ჩამოჯდომა ან სუფრის გაწყობა.
მით უმეტეს, თუ ყოფილი ხეების და ყოფილი ადამიანების სულთა მოსახსენიებელს
არც კი შესვამ, არც კი გაგახსენდება!
და საუკუნეების კოლექციონერი-ვერაგი დრო ხარბად იტევს მილიარდობით ხეთა
და ადამიანთა უსახელო ბიოგრაფიებს, რადგან საფლავებშიც ხომ ხის სასახლეებია
ჩაშვებული და ადამიანები, როხროხითა და გრიალით,
ხეებთან ერთად მიედინებიან უკანასკნელ, უთავბოლო მოგზაურობაში…
რომელსაც სიკვდილის ერთიანი საზრისი საზღვრავს!
ადამიანები და ხეები გვანან ერთმანეთს _ თავიანთი ურთიერთსაჭიროებით,
ურთიერთგარდუვალობით და ურთიერთშეზრდით!
და, რადგანაც ხის თუ რკინის ლოგინებში ადამიანები აკეთებენ
თავისნაირ არსებებს, უსასრულო რწევებითა და ღრჭიალით,
ამისდა გამო, ხისსავე სარკოфაგებში (ზოგჯერ რკინისებში…)
ასრულებენ თავიანთ მიწიერ არსებობას…
რკინის ხერხებით და ცულებით კლავენ ხეებს და რკინის დანებით
და ტყვიებით კლავენ ადამიანებს _ ადამიანები და რკინის უკმარისობა
სისხლში, აჩენს უამრავ ავადმყოფობას, ხის ყავარჯნიან, ხეიბარ
სინამდვილეში, რომელსაც ასევე მათი თანაარსებობა ჰქვია!
_ მე ყველა ხის და ადამიანის ჭირისუფალი ვარ!

2004

რეზინის სიყვარული (მარიბელის)

რამდენად უსაფრთხოა რეზინის სიყვარული?
ის არის წელვადი, დრეკადი და კონфორმისტული…
რეზინივით მოხელთებადი გრძნობები,
მანიპულირებადნი ჩემგან.
მიზერული ტრამვების ფასად… ნახეთქები გულის ფსკერზე, მიკრო-ინфარქტი;
რამდენად ვნებიანია რეზინის კოცნა?
ის არის ბუტაфორია ანდა რეალობა, კეკლუცი…
მზარდი განზომილების მატარებელი ნეირონები.
ტევადია და უძირო, გუბურაში არეკლილი ნახევარმთვარესავით…
რეზინის საყდარი, ჰო, ერთხელ მინახავს სადღაც…
რეზინის, თუ პოლიმერის მოძღვარი გვწერდა ჯვარს!
რეგულარული შეერთებების შემდგომ _ შენთან…
შენგან გადმოღვრილი, ჩემში, ელექტრო-იმპულსური
ორგაზმის რხევები!..
რეზინის რევმატიზმი და რეზისტენტულობა;
მე ამ კანს, რომელშიც ვცხოვრობ, გავწელავ შენამდე..
_ სადაც არ უნდა მეგულებოდე!..
_ სადაც არ უნდა იხატებოდე ტოტალურ სიზმრად, ძვირფასო!
მაცალე მოგირგო რეზინის სამყაროსავით, ჩაგიტიო…
რამდენად უხარვეზია დნობადი სილიკონის фაქტორი, შენს უზომო მკერდში?
გამაგონე მდუღარე სუნთქვის პერიმეტრული ჟღერა,
დამანახე სუსხი გუგების, გუნდების წყლად ქცევა-უკუქცევადი…
მუდმივად განვაახლებ ღვთიურ რეესტრში შენი წებოვანი სხეულის
პრივატიზაციას! _ დამერწმუნე…
დადგება დრო, როდესაც საშლელი რეზინით
ავაცლი შენს ანარეკლს, იმ დესპოტ მთვარეს, დედას შენსას…
მაჩუქე რეზინის კდემა და კაუჩუკის სათნოება, კვლავ მარად მორგებადი, ჩემთვის…
მაჩუქე უთავბოლოდ მსრბოლი სიჩქარე,
მოლეკულური ურთიერთშერწყმით რომ დასრულდება უთუოდ…
მიწილადე რეზინის სიყვარულის პრელუდია, როგორც სიზმარი,
უფორმოვ, ჩემო…

2005

გახმობა ხეთა

დააგეთ მზერა, აპნიეთ შფოთი,
გზებზე დაღვრილა სიშიშვლე ხეთა…
გარდუვალია ცვლილება კოდის,
უსათუოა გახმობა ხეთა.

მინები ორთქლში ირეკლავს თვალებს,
წელავს საათი სირუხეს დღეთა…
ვისტუმრებთ ერთად კარმიულ ვალებს,
სამკალს მოვიმკით, ასევე, ერთად!

აბაზანაში სისხლიან შხეფებს,
სახეზე ივლებს მაშვრალი სევდა…
_ დიზინфექცია _ ბაღებს და მერხებს!
პირბადით დაძრწის _ კლასებში მედდა.

ფრინველთა გვამებს _ ცეცხლი და ნავთი!
კაცთა ნარჩენებს _ ხრეში და მიწა!
სასაფლაოებს არ შერჩათ ფართი,
გამჩენი პირმშოს ნიადაგ კიცხავს!

შეაკვდით მკერდით პირტიტველ მავრებს.
ეს რისხვა სხვაა – განგაშის მრეკი…
შუბლით მიასკდით მაგიურ კარებს,
რიგში გადათვლით _ ენკი და ბენკი…

მათრახით აპობს მედროგე _ სივრცეს,
მედროვე ენით მტვერს აცლის მეფეს…
ვიღაცა ახდენს ეშმაკურ სინთეზს,
ვიღაცა უცდის, ღრეობას, შემდეგს…

ურცხვი ტონია, საგზალი მათი
და სიასმაგით ნიღბების შეცვლა…
ახდა არ უნდათ უმძიმეს ფარდის,
უსინდისობის თვალებში შეხლა!

გრაфულ სიმხნევით მივარღვევ ცუნამს,
გრაфულ სიდინჯით მოველი სასრულს;
ლექსების ზღვაში ადეპტურ ცურვას
_ შევხვდები როგორც ოცნებას _ მაცდურს!

2005

აზრთა ქარაგმა

აქ, მობილურ შეგრძნებებს აფრქვევს ტვინთა ნაკადი,
მანქანებად ქცეულა დინამიკა სხეულის…
შემართული თითებით, ვწყვიტავ ციურ მნათობებს,
დავარღვიე _ სამყაროს სუბსტანციის სტანდარტი!
დავანგრიე კედლები, რომ საზღვრავდნენ მანძილებს,
რომ კლდეების სიმაღლით _ ღრუბლებს ანავარდებდნენ…
დავიზეთე სახსრები, ზეაღსვლისკენ მზადყოფნით _
მოვწყდი მიზიდულობას, გავუტოლდი არწივებს!
ოკეანთა ცრემლებში აირეკლოს ნათება
იმ ღვთიური თვალების, რომ პლანეტას ათენებს;
საუცხოო წვიმებით კრატერები გაივსო
ამოფრქვევა კი მათი, აღარავის აღელვებს!
დავახეთქებ ზემოდან ჩამოგლეჯილ მანტიებს,
სარდაფული ფიქრებით, დასველებულ სილაზე…
ვეგებები ცვლილებებს ილუზიით სიახლის,
დავაორთქლებ ცხელ სუნთქვას გალაქტიკის მინაზე!
უფსკრულების ქვითინში ისმის ტალღის ცეცება:
შეასკდება, შერჩება, ვით _ ელექტროსიზმარი…
კოდირებულ სიუჟეტებს გამოვიწერ ზეციდან,
ჩამომივა ხომალდით ილუზია ცისმარი!
დღეს კვირტივით გადაშლის, სული, თავის ინტიმებს,
ვარაუდთა კაზუსებს _ ჰოლოგრამულ გრაალში…
მისწრაფება იქუხებს, დაოკების, სურვილთა,
გადაჩრდილავს ხილვების აფეთქებას, ხანძარში!
სამოთხიდან დეპეშებს დაგვიგზავნის მეუფე _
მწყემსი აღმოცენების, რაც თესლიდან გაღვივდა.
თანაგრძნობით _ სიყვარულს დაარიგებს ფერებად,
ამ უფერულ მიწაზე, სადაც ასე აცივდა!

2005

შეძახილი სააღდგომო!

მოსჩანს, როგორც მინარეთი, ანდა მაიას პირამიდა,
ან სატურნის ხულახუფი, ბალერინის `პაჩკის~ დარი…
მოსჩანს, ვით პოსეიდონი, აღმართული მდინარიდან,
დედამიწის თლილი ღერძი, ორბიტათა მონაგარი.

მოსჩანს ნაღმზე გაწოლილი ამ პლანეტის ცხელი ბირთვი,
აფეთქდება დაბადებად, სხვა სიცოცხლის კონსტრუქცია…
ჩაყინული უკვდავებად, ორგანიზმთა ჯარი _ კირქვის,
_ აპოკალიფსურად დავსძენ, სამყარო ხომ მოხუცია!

მზის სხივებში ირუჯება გალაქტიკის ოაზისი,
როგორც აპკი საქალწულე _ ოზონის შრე გახეთქილი…
არსებობის საიდუმლო, ეს ღიმილი მონა-ლიზის,
მოსჩანს სახე შემომქმედის, ბარდ-ეკლისგან დაჩეხილი!..

კუბოების ლეგიონებს კუჭში იტევს მიწის ფაშვი.
სარკოфაგებში მუმიებს, ეონები სიზმრად ღალავს…
და ბეთლემში მოვლენილი, ხარებიდან ქმნილი ბავშვი
_ თვისი მეორედ მოვლენით _ არმაგედონს გადაფარავს.

2006

ანტიყოფის მანიфესტი

_ გახდება მკვეთრი, რაც იყო მდარე,
რაც ჭამა ხავსმა უიმედობის…
სიცივე რკინის, უმოქმედობის
გახდება ბასრი, როგორც საჭრისი,
გაჰკვეთავს ფოლადს, ალმასს და ტიტანს,
გაცვეთს კბილანებს წივილით მძლავრით.
_ მე მოგიტანეთ დაკანონება და დატირება
შეწირვის ხათრით!
მოვზომავ თქვენთვის ადგილს თუ კუთხეს,
სადაც იქუხებთ უმანკო ბრძოლით…
ამბოხად აქცევთ სამყაროს თაღებს,
დახვდებით მძებნელს _ ქარების ხოცვით!
ანტისიმშვიდე გაგიწყვეტთ ძარღვებს
ფსევდოსიკეთე ცრუდ დაგაპკურებთ _
პარანოიად იქცევა ჟამი, ჟამი ამ წუთის
ამაოების,
მზარდი სიმძაფრის, ბერწი დროების…
შეჰქმენით ჯანყი, მე მოგიწოდებთ,
აქამდე ძილით რომ ღლიდით ღაწვებს!
იშიშვლეთ გული, ვით დანის პირი
_ ზედ დაგტვიფრიათ ხანძრის ფორმულა,
გახეთქავს, გახსნის თავისუფლება
კარებს სიმართლის, რომ არ მოსულა!
ნაოჭებს _ ოფლი შრომის და ტანჯვის,
ვით ვერძის, კუროს მჭიდი ტერფები…
დაალბობს, აზელს საათებს, ძახილს
არმოღწეული ჩვენი მეწყრები;
ომი ბაცილებს, ვირუსებს მოსპობს,
ხორცმეტებს მოჭრის, მოცელავს ძირში;
პაციфიზმიდან დავანთებთ კოცონს _
რომ შეწყნარება აგვენთოს ტვინში!
იდგმება დადგმა, იდგამს ღრმად ფესვებს,
იწყება კინძვა ფორმალურ დღეთა,
მოჰკვეთავს რკინა აზიდულ ვერხვებს,
რომ კვლავ აზვირთდეს ნერვების წყვეტა.
მზეზე იელვებს ენა, ვით სახრე,
ბნელი ტორსების რაზმული ცვენა.
აჩეხეთ შუბლით, რაც იყო ადრე _
მადროვეთ, სულში ჩავიკლა წყენა!
ეს ბრძოლის ველი დავლაშქრე ბევრჯერ,
ლექსების თესვით შევიკალ მიწა _
სისხლიან წყაროს გავუხსენ პირი,
ყოველთვის ვფხიზლობ, ყოველთვის მღვიძავს!
ყვავილთა შტორმებს, ნიავთა ღვარებს,
გაჩუქებთ, როცა შეჯდებით ცხენზე _
როცა გაარღვევთ ურჩხულის ჯავშანს,
და გაგაცოფებთ წყლულები ხელზე…
ვიმღეროთ ერთად ბალადა ჰიპთა,
თავისუფლების წყურვილით _ ძღომა;
და ამაზრზენი პარპაში ღიპთა
შეწყდება, როგორც ფოთოლთა კვდომა!
მკვეთრად ინათებს ჩამქრალი სხივი,
საუფლოს გახსნის ამბოხი რწმენის…
გახდება მკვეთრი, მდორედ ნათელი _
სხივი, რომელიც სიბნელეს დევნის.

2006

შიდა-ხსნა

წამიდან-წამზე, ტერფების მსხვრევით
ვაბიჯებ მიზანს, გახედნილს ჩემგან…
ჩვილების ქვითინს, წოვით და რწევით,
მიცემულ სიტყვას, გატეხილს ერთგან.

წუთიდან-წუთზე, ქოშინით, მკერდით
მივარღვევ, შტორმში, წამომდგარ ღობეს…
გაგერთხმეს ყველა ყვავილი ფერხთით,
ყველა ამბორი ბაგიდან მოგწყდეს!

საათით-საათს ვაბრუნებ უკან,
კვირეებს, თვეებს გავწეწავ ქარში…
ავაწყობ რითმად, ამ აზრებს _ უღრანს,
იმედთა წარღვნა მაციებს ტანში!

გავწირავ მრავლად _ იუგებს, კალპებს,
ეონებს ცეცხლში შევუნთებ შეშად…
მსურს შენი ვნების უბიწო ატმებს _
შევაკვდე ისევ, უსუსტეს ლეშად!

წლებიდან-წლებში ვანაცვლებ ეგოს,
საუკუნეებს _ მხედრული მარშით…
რომ ჩემი სიტყვა, ქვეყანას ეყოს,
რომ ჩემი სტროფი დამკვიდრდეს ტაშით!

2007

ქარების საყვარელი

ქარებში ვატევ უსაზღვრო განგაშს
ქარებით ვანგრევ კოსმიურ საზღვრებს…
ქარებში შენთან фლირტსა და თამაშს
ქარივით ვიწყებ, გიკითხავ მანტრებს.

ქარიშხლებს ვაგლეჯ შენს მსახვრალ სახელს
ქარში ვპოულობ სიცოცხლის ნიშანს…
ქარტეხილს ვუძლებ, ძვალ-ხორცის გამტეხს
ქროლვის სისწრაფე მაგდებს და მიტანს!..

აქერცლილ კანზე, გაყინულ მკერდზე
სუსხისგან კვალი, ტვიფრივით გაზის
პაემანს გიდებ სამყაროს სხვენზე _
მინდიხარ, მბურძგლავს, მიგიკრავ ასგზის…

2007

იცურავე ოფლში

გაიწურე ოფლში
დაანთხიე სისხლი
გაიხედე შორს
შეამჩნიე მტერი
შეაკალი თავი
არ დაზოგო სული
ნუ ემსგავსე მძორს
იმუშავე გამრჯედ
ამოიღე ხმალი
გადასერე ცა
ანავარდე გულის
მეამბოხე ხმა
გაიხადე ტანზე
ჩაუყარე ხელში
შესთავაზე ხილი
შეიკავე თავი
დაანარცხე ტორსი
ნუ იხრები წელში
შენ გასწიე ჯაფა
დაიღალე დაიღალე
დაიღალე დაიღალე
დაიღალე…
იყავ სუფთა დაფა
წაგაწერო სიტყვა
საკრალური სიტყვა
საკნდალური სიტყვა
მიუღები სიტყვა
ენდე თავს
დამანახე სახე
დაჭორფლილი სახე
დასეტყვილი სახე
დაღარული სახე
დაღდასმული სახე
დაკორძილი სახე
მენდე მე
სურვილების ქსელი
და საგნების ხროვა
აღტკინება მოვა
ამოიღე ხმა
გაარღვიე სივრცის
უსასრულო სივრცის
უარსებო სივრცის
სტერილური ზღვარი
დამიწერე ლექსი
ეს თოფივით ლექსი
ეს მეხივით ლექსი
ეს ქვემეხი ლექსი
მომაწოდე ხელი
მომაწვდინე სუნთქვა
გიწილადებ ამბორს
მოგცემ ხმას
დააწესე ლოცვა
დაამყარე წესი
დაადგინე ზუსტად
შინაარსი ყოფის
რისთვის ხარ
იცურავე ოფლში
ამ ცრემლების ღვარში
ამ ტკივილთა შტორმში
ამ სისხლიან ქარში
დაიმკვიდრე სახლი
რადგან უკვე გესმის
რისთვის, რატომ ხარ
და მაცოცხლე როგორც
მეკადრება როგორც
მეხატება როგორც
მევასება როგორც
მაშინ მოგცემ ხმას!!!

2003

* * *

უსიერი წარმოსახვის ზღვარზე
კაშკაშდები გეიზერად _ ზეცის
ჰორიზონტის მოლივლივე ხაზზე _
ილანდები მახარობლად ღმერთის;

ილანდები და გაჰქრები უმალ,
ვით ფოთლიდან აორთქლილი ნამი…
ნაზმანები აჩრდილებით ვწუხვარ,
კონვულსიით ჩამემსხვრევა გვამი.

ჰაეროვან პირამიდებს ამკობს
დედოფალის ჩრდილოური სუსხი…
ნატერფალში წვიმა ღაწვებს აწობს,
რომ სველდება _ ვეღარაფრით უწყის.

ამოფრქვევით გაანათებს შორით
ირეალურ სურვილების წყება…
მე არ ვიცი, არ არ არის სწორი?
მე არ მესმის, იმედი სად კვდება?!

ფორიაქში მშობიარობს განცდა
თან სილუეტს წარმოვსახავ _ დაღლილს…
სადღაAც გულში, როგორც ტრომბი, ჩაწყდა
ეს ტკივილი, თითქოს ვევნე მახვილს.

დაკონკილი წარმოსახვის წრედზე
ატომური სოკოსავით დგახარ…
სვირინგივით ამოგტვიფრავ მკერდზე _
შემოგწირავ სიყვარულის სამხარს!

2008

ხსოვნის ტბა

თეთრი მუხტი, წითელი ტბა, ხრიოკი გზა,
პარალელები უთვისტომო განზომილებით.
არარსებული ნარცისიზმის იმიტირებით,
განმეორდება უვარსკვლავოდ ტირანი ცა.
არის ავდარი, მოდრეკილი ჩაჩოქვით, ნაზად
შემოპარული მანკიერი თვითაღსარება,
წითელი ტბების უჰაერო გარდაცვალება,
დარჩება სივრცე, უბგერებო სიყრუით _ სახტად.
სასომიხდილი გუნდრუკთცემა, კმევა თუ ფარსი
ძალ-ღონით სავსე ნაკლოვანი, მშრალი კოსმოსი.
ტანთშეფენილი, ობიანი, წმინდა სამოსი
მცველი აურის, დარაჯივით ფხიზელი გარსი,
მოსხლეტილ წნულებს და კუნჭულებს უღრანი არსის
შემოგარენში მიმოფანტვა სენთა კრებულის _
მიძღვნა ტრიადის, ვიღაAცისთვის, აღამატებულის
მიძღვნა ლაქლაქის, დატკბილულის და მასლაათის.
მუხტი _ ფერმკრთალი, ტბა _ წითელა, გზა _ კრატერული
და მარცხი მჩატე, როგორც მძიმე სასახლე მხრებზე.
სისხლი-მელანი, როგორც ტატუ ნაივურ მერხზე,
სისხლი-მირონი _ ავ ღამეში, განათებული…

2008

ქალაქი-კიბო!

ფანჯრების ირიბი პრიზმებიდან არეკლილი ჰაერის ზღუდეები,
წელში გადამტყდარი სხივები, ეტლებზე მიჯაჭვული ხეიბრებივით
ძალისძალით მოიწევენ, ზანტად, რათა შემოაღწიონ ჩემში.
გარეთ მტვრიანი ამინდის გამა და სველი ხრეში
_ მარადიული მშენებლობების ისტერიული კაკაфონია,
და ჯიუტი მუშების ოფლიანი კეფების ჯარი…
ქალაქის დაღუპვა, ქალაქის რექვიემი _ ჩარხების ნოტებით,
ექსკავატორების გალობით და ამწეების გრუხუნით,
როდესაც ჩემს ხელში, როგორც ტვირთმზიდავში, ცლიან დიდ, მიწიან პეშვებს
და უკან ამოღების ძალას აღარ მიტოვებენ, ვიხრჩობი!..
ლიანდაგების ხლართებში დამყარებული სექსუალური აქტები
ინაზება ქვიან იდილიაში, წარმოსახვების ქაფში…
პირტიტველა ბღარტები და მურიანი დედები _ მათხოვრები,
ხელგაწვდილი სასოწარკვეთის ნიშნებით დაღდასმულნი _
ღრღნიან ქალაქის ქვეშეთის ტრასებს.
ასфალტი ტირის და ფისიანი ცრემლებით გვეწებება ფეხსაცმელებზე…
მინდა ვიცოდე, საითაა გასაქცევი, ან შესაქცევი თავის?
საითაა მიკედლება, ან მისვენება, მუხრუჭი?!
_ რომელიც ვეღარ მიჭერს კაი ხანია
და ხრინწიან, ბრონქიტიან დედაქალაქში
უმისამართოდ დავქრივარ, პირბადიანი ექიმის იმიჯით,
_ თავბრუდასხმული…

2008

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s