Just another WordPress.com site

კომენტარები, გიორგი ბუნდოვანის გახმაურებული თემიდან-“გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან!”, 2009 წლის, ლიტ-საიტ “literatura.ge”-დან

დათო ბარბაქაძე “თეზისები პოეზიაზე”.

***

ისევე როგორც ერთ ზღაპარშია – ჩიტს თუ ფასკუნჯს საკუთარი ხორცი უნდა აჭამო რომ ბოლომდე აგაფრინოს!
ეს ლამაზი ზღაპარია, მაგრამ მაინც სოფიზმებია…
სინამდვილეში პოეზია ყოველთვის განიცდიდა და განიცდის კიდეც კვდომას. ეს მისი განვითარების ლოგიკაა და მისი პროგრესირების მთავარი წყარო. მით უმეტეს ახლა, როცა სადემარკაციო ხაზი პოეზიასა და სხვა “ხელოვნებებს” შორის თითქმის წაშლილია. აი ეს წაშლა, ვიღაცისთვის მოხუცებულის კვდომაა, ვიღაცისთვის კი ახალი, უფრო ლამაზი და ჯანსაღი, სექსუალური ენერგიით აღსავსე პოეზიის დაბადება…
პოეზიის კონტექსტში ნათქვამ “სიკვდილს” და “დაბადებას” შორის მხოლოდ სემიოტიკური განსხვავებაა. პოეზია დინამიურია. იგი წარსული სახით ყოველ წამს კვდება. გააჩნია ამ მომენტის ავტორისეულ განცდას.
… და ამ კვდომა და დაბადებას შორის სინამდვილეში სემიოტიკური სხვაობა არცაა. უბრალოდ აღმნიშვნელები იცვლება. ვიღაცისთვის ეს “დაბადებული” პოეზია – პოეზია არ იქნება და მის არქეტიპულ აზროვნებაში დაიბადება ისეთი ცნებები როგორიცაა “ჭეშმარიტი პოეზია” და ა.შ. და გააკეთებს კიდეც ამ “ჭეშმარიტ პოეზიას”, მაგრამ ეს პროდუქტი მკვდარი იქნება, რადგან კიჩი იქნება. ზოგადად პოეზია კი რა თქმა უნდა მისთვის ისევ ცოცხალია, მაგრამ უბრალოდ მას პოეზიად უკვე აღარ მოიხსენიებს.

Morrison
***
პოეზიის სიკვდილი აპოკალიფტური ეპოქის ერთ-ერთი კონკრეტული დარგობრივი (ანუ პოეზიის, ამ შემთხვევაში) დიაგნოზი და გამოძახილია! ეს სინამდვილეში ტრაგედიაა უფრო, ვიდრე უბრალოდ ფაქტი, რადგანაც თუ ადამიანებში პოეზია და პოეტურობა კვდება – ის ერი განწირულია ყოველმხრივ! სამწუხაროა, მაგრამ ეს უდავოა!!!
ჩემი ახალი კრებულის წინათქმაში, რედაქტორს – პოეტ რუსუდან კაიშაურს, დასაწყისშივე მოჰყავს შემდეგი სიტყვები დიდი პოეტისა: – “არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე, შენ გაიარე სიცოცხლის ახლოს…” – აი ასე ემართებოდათ და ემართებათ ჭეშმარიტ პოეტებს მუდამ!…

გიორგი ბუნდოვანი

პოეზია მკვდარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მე ცოცხალი ვარ, მაგრამ საშინლად არაპოეტურ ქვეყანაში მიწევს არსებობა, სადაც მხოლოდ შური, ღვარძლი და ურთიერთქიშპობა მეფობს!
პოეზია მკვდარიააააააააააააააააა!!!!
გალაკტიონიც მკვდარია! მისი პოეზიაც და რუსთაველისაც!!!
ეს ყოველივე ჯართია ჩემი თამადობით და ახალი კი არაფერი ჩანს!
საქართველო ნეხვის ჭაობში იძირება!!!

salvatore

ხელოვნებაზე უნდა იყო დაქორწინებული, პოეზიაზე! (პოეზია ხომ მარტო ლექსის წერა არაა…), რომ მერე, ეჭვიანი მეუღლის სტატუსით მოკლა იგი, დაასამარო…
ყველა გვამები ვართ სინამდვილეში, მეტ-ნაკლებად ცოცხლები, მეტ-ნაკლებად მკვდრები… ნუ ცხედრები რა, ბოლო-ბოლო, იმიტომაც ჩვენს მეორე ნახევრებს, ვისაც გვყავს, ქართულად – თანამეცხედრეები ჰქვიათ…

salvatore
***

“რა არის პოეზია?
ამ კითხვაზე პასუხი პოეზიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ესთეტიკურ კონტექსტში – სხვადასხვაგვარია, და არასოდეს – ამომწურავი, რაც განაპირობებს კიდეც პოეზიის მრავალფეროვნებას, სიცოცხლისუნარიანობას და ზოგჯერ ,”დასვენების” ფაზებში – მისი კვდომის ილუზიასაც კი”.

ჩემი ტავტოლოგიური პარადოქსებიდან:

პოეზია ოხერი ჩიტია.
ვინც ამბობს, რომ იგი მოკვდა, პოეზია მის ხელში მართლაც თავს იმკვდარუნებს, რათა როგორმე თავი დააღწიოს და სხვის ხელში იცოცხლოს.

ნინო დარბაისელი
***

ჩემი აზრით დღეს ძალიან დროულია ანდერგრაუნდული განცხადება პოეზიის გარდაცვალებისა.
უნდა ჩატარებულიყო თბილისში დიდი სარკის კუბოს ჩამოტარება, რათა მთელ ქალაქს დაენახა საკუთარი დახაზული და დახრილი სახე ამ სარკეში, ნიშნად პოეზიის გარდაცვალების პერფომანსისა, რადგან ხელოვნება პირველად იღებს საზოგადოების მტკივნეულ მაჯას და პირველ ყოვლისა, მან უნდა აიღოს წინამძღვრობა, საკუთარი ხერხით დაანახოს სიმბოლურად ის, რის გააზრებასაც წლები სჭირდება!

FUNIX
***

პოეზია და ხელოვნების დარგები საერთოდ დროს და გარემოს ექვემდებარება… ჭეშმარიტად ჩემთვის პოეზია გარდაიცვალა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლო დროს ან საკმაოდ პრეტენზიული გავხდი ან და აღარ მჭირდება, ან კიდევ არ მცალია… წერ მაშინ როდესაც რამე გაწუხებს, ანუ უპრობლემობას და კარგად ყოფნას პოპი და ჰალსტუხიანი როკი მოაქვს… ჩემთვის პირადად საქრთველოში ყოფნის დროს პოეზია პირდაპირი გადმრჩენი, თავშესაფარი იყო…

ნინო ნიშნიანიძე
***

პოეზიის დასასრული ჩემი ტერმინია, როცა ჩემს პოეზიის საღამოზე ლექსები არ წავიკითხე 2 წლის წინ.
პოეზიის დასასრული უფრო კულტუროლოგიურ ტერმინად არის გათვალისწინებული და არა ჟურნალისტურ კონსტატაციად რაიმე ფაქტის.

2124
***

21-ე საუკუნეს უკვე სხვანაირი პოეზია სჭირდება… ასე მგონია, რომ ეს უნდა იყოს უფრო მშვიდი პოეზია, მაგრამ ამავე დროს ტკივილზე კიდევ უფრო მძაფრად ორიენტირებული, ვიდრე მე-20 საუკუნის… თუნდაც, ბუნდოვანისეული “პირქუში” სახეები უნდა გარდაიქმნან ტკივილიან, მაგრამ ნათელ და მშვიდ სახეებად – წარმოიდგინეთ, თითქოსდა ადამიანი ხეა და უნდა დაბრუნდეს უკან, ფესვებთან და რეალურად ცდილობს ამას. როგორ ფიქრობთ, ხეს შეუძლია ეს? აი, 21-ე საუკუნის პოეზია ამ შესაძლებლობას უნდა გამოხატავდეს და არა შეუძლებლობას.
არის კრიზისი, არა ცალკეულად ბუნდოვანის, იათაშვილის, ჩიხლაძის, ან ქევანიშვილის, არამედ ზოგადად კრიზისია.
21-ე საუკუნეში 20-საუკუნის პოეზია აღარ უნდა იწერებოდეს. ხოლო ვიდრე ვისწავლით, როგორ იქმნება 21-ე საუკუნის პოეზია, მანამდე ალბათ უნდა გქვონდეს ჩვენ-ჩვენი დუმილის წელიწადები.
მე ეს ძალიან კარგად მესმის, რადგან 2 წელია, ლექსი არ დამიწერია. ახლახანს თითქოს რაღაც დავწერე, მაგრამ მივხვდი, რომ ესეც ის იყო, რასაც 2 წლის წინ ვწერდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კიდევ 2 წელი უნდა დავიცადო, შეიძლება _ ოთხიც, ოციც… თუ არ აღმოვაჩინე, როგორ უნდა ვწერო აქ და ახლა.

namdvili masai

***

საქართველოში “პოეტი” ყოველთვის ნიშნავდა გარკვეულ სოციალურ სტატუსს და სხვა მოქალაქეებზე ზემოქმედების და საკუთარი ეგოს განმტკიცების ფსიქოლოგიური იარაღივითაა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ რომ “მგოსნების ქვეყანა” აღარაა მგოსნების ქვეყანა. ბევრად უფრო საინტერესო და შემოქმედებითია თეორიული ფიზიკა, პორნო ინდუსტრია, პროფესიონალი საპოჟნიკი და ა.შ.
ასე რომ ჯასთ რელაქს, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება.

GameBoy
***

უნდა მოკვდეს ყველანაირი ჭეშმარიტი პოეზია და რაც უფრო მალე მოხდება ეს,მით უკეთესი.
რაც უფრო მალე მოხდება დეკოსნსტრიქცია პოეტის, როგორც პოეზიისათვის აუცილებელი პერსონიფიკაციის, მით უკეთესი.
რაც უფრო მალე წაიშლება ზღვარი პოეტურსა და არაპოეტურს შორის მით უკეთესი.
რაც უფრო მალე მოხდება … დეგენერატების დესაკრალიზაცია, მით უკეთესი.
რაც უფრო მალე გადაეჩვევა ხალხი ვერბალურ ანანიზმს და გონს მოეგება, მით უკეთესი.

პოეზია თავისთავად ყოველთვის იყო და იქნება, პოეზიისათვის არ არის საჭირო არანაირი პოეტი. როცა მოკვდება ბოლო პოეტი, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ პოეზიაზე, დგეს კი მისით ტკბობა ნეკროფილია უფროა.

ყველაფერი რაც იწერება კვდება…
პოეზია სისულელეა…

მინაწერი ავატარზე: “თქვი, რომ თოვს; ისე თქვი როგორც თოვს და როგორიც თავად თოვლია და თქვი თოვლი და მოთოვს და ჰოი, როგორ ითოვებს და სხვა გზა არ იქნება, ოღონდ თქვი, რომ თოვს და აი, მიწა თოვს და თოვს სამყარო… და თოვენ გულები ცისკენ…”

iosif b
***

მე არ ვაპირებ არც კამათს, არ დათანხმებას, არც შეწინააღმდეგებას, მით უფრო, რომ დღეს (დროის თვალსაზრისით), მსგავსი “აზრთწყობა” და ე.წ. პოზა/პოზიცია, ფრიად აქტუალურ/მოდურია “ვიწრო” (ინტერნეტ-ინტელექტუალური) საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ დავსძენ, რომ ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც ხელმოწერად უყენია:

“თქვი, რომ თოვს; ისე თქვი როგორც თოვს და როგორიც თავად თოვლია და თქვი თოვლი და მოთოვს და ჰოი, როგორ ითოვებს და სხვა გზა არ იქნება, ოღონდ თქვი, რომ თოვს და აი, მიწა თოვს და თოვს სამყარო… და თოვენ გულები ცისკენ…” აი ეს “პოეტური” ხელმოწერა, ყოველგვარი სიცილაკის გარეშე…

zenoni
***

– შეყვარებულზეც იტყვიან ხოლმე, ჩემთვის მოკვდაო, მაგრამ ასე არ არის ყოველთვის.
– აბა შეყვარებულის სიკვდილი ვის გაუგია ბატონო, შეყვარებული მარადიულია.

***

პოეზია მუდამ გარდაცვალებას განიცდის. გადადის საგნებში, გადადის სიტყვებში, რომლებიც იკარგებიან; გადადის მოდიდან, გადადის სცენიდან, გადადის ცხოვრებიდან, გადადის ფურცელზე და იკარგება ვიღაცის ჯიბეში.
გადადის საიქიოში და ტოვებს პოეზიას, რომელიც მუდამ გარდაცვალებადია და განახლებადი მარადიული მოძრაობით.
მონაწილე ვარ მწუხარების გარდაცვალების გამო და მონაწილე ვარ სიხარულის ამავე გარდაცვალების გამო.
ამიტომ მომწონს ეს არქეალური პანაშვიდი

hades
***
– თუ კამასუტრა და სექსი არ იქნა, ახალი ბაღანა-ლექსებიც ვერ გაჩნდებიან და მართლა საბოლოოდ მოკვდება პოეზია…
– აბსოლუტურად გეთანხმებით. უკამასუტრო პოეზიის არასოდეს მჯეროდა.

**************************************

ფინეგანური დიალოგები

– ხვალ ყველას გეპატიჟებით პოეზიის პანაშვიდზე… მოდით ხვალ და იგლოვეთ ჩემთან ერთად… ჭირისუფალს ხომ მორალური და სულიერი პადდერჟკა უნდა…!
– შენთან ვარ მარად!
– ხო, ყვავილების მოტანა არ დაგავიწყდეთ, ვინც აპირებთ მოსვლას! რეალურ პანაშვიდზე…!
– მოვალ და ყვავილებსაც დაგიყრი ბლომად rose-ად.
– უფროსი თაობაც მოვა გასვენებაში?
– ისე შეიძლება მოვიდნენ კიდეც, თუ მიაწვდენთ ხმას, იქირქილებენ და ბოლოს კაი სასაცილო ლექსებსაც წაიკითხავენ საფლავთან, პოეტესები რომ სახეებს დაიხოკავენ, სწორედ მაშინ…
– ყველა მობრძანდეს, ყველა, ვისაც სურს! ეს სევდიანი-ზეიმი ყველასთვისაა!!!!! (რათქმაუნდა ვინც იზიარებს!)
– არ მოვლენ და თუ მოვლენ…
– არა, არ მოვლენ.
– ღვინო იქნება ქელეხში? ან თევზი, ცოცხალი?
– ხო, პატარა ქელეხიც რეალურად მექნება ალბად!
– მარხვაა და ალბათ სოკოს ჩაქაფულზე გაგვარონიებენ.
– ძვედელიხე, ისე შენი გვარი ალიტერაციულად ძეხვს მაგონებს, მაგრამ მარხვა რომაა, რა ვქნათ, დავარღვიოთ და შეგჭამოთ თუ არა?
– რა დროს მარხვაა?? დამარხვა დღეს ნახეთ…! მარხვა არა ჭოტი.
– თამადა იასნია შენ ხარ… შოთის პურად შოთა წავა. ყურძენი – რთველიაშვილი.
– ქელეხზე აუცილებლად დავრჩები.
– 6-ზეა? კიდევ ერთხელ თუ შეიძლება.
– –5 ზეა, 5-ზეეეეეეეეეეეეეეე !!!!!!!!!!!!!
– ხვალ ვინც არ დაესწრება გასვენებას, ის არის ქართული კულტურის მოღალატე, მტერი და უნდა საჯაროდ განიკიცხოს ხმამაღლა, ყველას გასაგონად. ეს არის დიდი სახალხო დღესასწაული, ამიტომ, როგორც ყოველთვის, არ გაუშვათ შანსი და მობრძანდით.
– დიდი მადლობა დათო, ასეთი გაგებისა და მხარდაჭერისათვის! გაიხარე!!!
– კაცო, შენ რაღა დაგემართა?! დაასვენე ეს პოეზია მკვდარი მაინც, ვახ. დაიტირე ერთხელ და ვსო…
– რაო, რაო?? რომელი ხარ??? მოვასვენო და დავიტირო კი არა, 27-ში მოდი კავკასიურ სახლში, 5 საათზე და იქ ნახავ პოეზიის გასვენებას…
_ მოვალ კაცო, რას იმუქრები?
_ არა ტო, რა მუქარა? რის ტოლმა?… უბრალოდ ვერ გავიგე რას გულისხმობდი…?
_ ტოლმაც კაია. პოეზიის გასვენებაში იმედია იქნება. ისე, პოეზიის ჭირისუფლობა არაა სახუმარო ამბავი.
_ მე, ამავე დროს “ყველა ხის და ადამიანის ჭირისუფალი…”-ც გახლავართ.
_ კაცო, შენა ძაან კი მხიარული ჭირისუფალი ხარ და რა გიხარია ერთი ახსენი ჩვენი ძმა, მოკლედ, ჰა?!
_ ის მიხარია, რომ, როგორც იქნა მოვიშორებ და გავასვენებ…!
– დავტირით არა პოეზიას? ვიტიროთ!!!!!!!!!!!!! მითუკეთესი, მეტირება ახლა.
– რით ვერ გამოემშვიდობეთ.
– რა იყო, ბიჭებო, გასვენების წინ ნოსტალგიები მოგეძალათ?
– მომსვლელებმა უნდა დაარტყან დარბაზში გლოვის წრე და მიუსამძიმრონ აქციის მთავარ ჭირისუფალს!! ამით მომსვლელი გამზიარებლები უბედურებისა, თავად ერთვებიან ამ პერფორმანსში… დანარჩენი კი ადგილზე…
– კიდევ კარგი, მხოლოდ გვირგვინი მოვიტანე, წრე შემოვარტყი მიცვალებულს და გავედი.
– და იმას რატომ არავინ კითხულობს, სად დაასაფლავებენ ნაადრევად გარდაცვლილ პოეზიას? მთაწმინდაზე, კავკასიური სახლის ეზოში, თუ მუხათგვერდში?
– ვინც ნამყოფია კავკასიურ სახლში, უთუოდ ეხსომება ეზოში რომაა პატარა აუზი, ხოდა ეს აუზი განიცდის ავარიას და ჩადის ნელ-ნელა მიწაში, ამიტომ უქმდება აუზი და მის ნაცვლად საფლავდება პოეზია, კავკასიურის ეზოში…
– ჰო, საიდან უნდა გასვენებულიყო პოეზია, თუ არა გალაკტიონის ქუჩიდან….
– თუ იქვე ვმარხავთ ჩავაყოლოთ ვინმე დაცვის ბიჭებიდან… კაი უჭკნობი მარცხენა მკერდი ქონდა მახსოვს ჩემსას… აი, მაგათი ჩაყოლება მადლი იქნებოდა…
– ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.
– ისე, ყველა როგორ დაბერდა.
– სიბერეს სიკვდილი მოსდევს, ნუთუ არ იცოდი ეს?!
– არავითარი სიბერე, ხვალ კარგ ენერგიას გისურვებ!
– წესი რომელმა პოეტმა აუგო?
– გამოსამშვიდობებელ რეჩს არავინ მოარტყამს? მღვდელი არ იქნება?
– დასაფლავების წინ უცებ რომ გაცოცხლდეს პოეზია? ხომ არ შეგეშინდებათ?
– ფრთხილად, მეგობრებო, ფრთხილად.
– არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს.
– მთვრალი იყო და ეძინაო?
– არა, მძინარე მზეთუნახავივითაა და პრინცის კოცნა ჭირდება, მაგრამ პრინცი ვინ იქნება, საკითხავია…

*******
– უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და მომისამძიმრა 27-ში…! მადლობა გამზიარებლობისათვის და თანადგომისათვის, მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობდით და ფიქრობთ გულში…
– ვერ მოვედი და გებოდიშებით. მქონდა გასამართლებელი მიზეზიც.
– საღამო კარგი იყო. დანარჩენი იყო ბუნდოვანება, დიდი ბუნდოვანება (?)
– სასიამოვნო ბუნდოვანება კავკასიურ სახლში.
– მე ყველაფერი ნათლად გავიგე და მომეწონა. ვფიქრობ, რომ პოეზიის პანაშვიდი შედგა. სხვამ როგორც უნდა, ისე იფიქროს.
– მაგარი გასვენება კი გამოგსვლიათ და…
– ხო, თითქმის რეალური პანაშვიდი იყო, შავი ტახტით, შავი სურათით კედელზე, რომელზეც ეწერა – “გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან”, წითელი მიხაკებით სურათთან, კედლების გაყოლებაზე სკამებით და ჭირისუფლებით ამ სკამებზე, მე ტახტის თავთან, შავ ტუმბოზე მდგარ, ჭიქებში – ხორბალთან, სანთელთან და ზეთის კანდელთან… სურათის ქვეშ მდედრი ჭირისუფალი შავი თავშალით… უკრავდა სამგლოვიარო გალობა მთელი საღამოს მანძილზე, ხალხი თავიდან შემოვიდნენ, ტახტს კრუგი დაარტყეს, თან მისამძიმრებდნენ… სკამებზე იდო თითო ჭიქა, მე ვლაპარაკობდი ხსოვნის სადღეგრძელოებით… და ვუსხამდი ღვინოს გამზიარებლებს… შავსაფრიან ტახტზე დავასვენე ყველა ჩემი კრებული და იქ წაკითხული ყველა ლექსიც!…
მერე კი იყო ქელეხის სუფრა ბუფეტში…
– ვაააააააააააააააააააა. ეს რა მაგარი ჭირისუფალი გყოლიათ. კარგად გამოიგლოვა ნეტა პოეზია? ხო არ გადაყვა, საწყალი?
– არა, ძალიან შევიდა როლში მარიკუშა და მართლა გლოვობდა მგონი, ასევე პერიოდულად შავ ტახტზე რო ვალაგებდი წაკითხულ ლექსებს… მოიჭრებოდა ამ ტახტთან, იჩოქებდა და ამ ლექსებს (მკვდარ ლექსებს), როგორც ცხედარს ეამბორებოდა ხოლმე… ეს არ იყო წინასწარ ჩაფიქრებული ნამდვილად!

– დასასრულის მცდელობა, მაგრამ საყურადღებოა, რომ ეს დასასრული არა მხოლოდ კლასიკური ან დოგმატური ფორმების დასასრულია. პარადოქსულია, მაგრამ ყველაზე მეტ თავდასხმას სწორედ მეამბოხე, პოეტიკის ახალი ფორმები განიცდის და არა ე.წ. ფორმალისტური რუტინა ან დოგმები.

“პოეზია მოკვდა,
საქართველო გვამი!
ივერიავ კოხტავ,
მეორდება წამი!

ფორუმიდან – ლიტერატურა.გე – გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან..!, პოეზიის პანაშვიდი

2124
***

21-ე საუკუნეს უკვე სხვანაირი პოეზია სჭირდება… ასე მგონია, რომ ეს უნდა იყოს უფრო მშვიდი პოეზია, მაგრამ ამავე დროს ტკივილზე კიდევ უფრო მძაფრად ორიენტირებული, ვიდრე მე-20 საუკუნის… თუნდაც, ბუნდოვანისეული “პირქუში” სახეები უნდა გარდაიქმნან ტკივილიან, მაგრამ ნათელ და მშვიდ სახეებად – წარმოიდგინეთ, თითქოსდა ადამიანი ხეა და უნდა დაბრუნდეს უკან, ფესვებთან და რეალურად ცდილობს ამას. როგორ ფიქრობთ, ხეს შეუძლია ეს? აი, 21-ე საუკუნის პოეზია ამ შესაძლებლობას უნდა გამოხატავდეს და არა შეუძლებლობას.
არის კრიზისი, არა ცალკეულად ბუნდოვანის, იათაშვილის, ჩიხლაძის, ან ქევანიშვილის, არამედ ზოგადად კრიზისია.
21-ე საუკუნეში 20-საუკუნის პოეზია აღარ უნდა იწერებოდეს. ხოლო ვიდრე ვისწავლით, როგორ იქმნება 21-ე საუკუნის პოეზია, მანამდე ალბათ უნდა გქვონდეს ჩვენ-ჩვენი დუმილის წელიწადები.

თანხმობა…..ჰოდა კიდე რა? პოეზიამ ტკივილები უნდა ამოიღოს ჩვენი ცნობიერების ყველა სიღრმიდან და ცრემლებად წაიღოს რომ მოხდეს კათარზისი…. მერე კი იქნება სიმშვიდე…სიჩუმე….ბავშვობა…ნეტარება…….. ახლა რაც არის არის კათარზისი… ანუ წერენ ყველა იმ სიმახინჯეზე სულში რომ დაილექა…..ყველა იმ არაესთეტიურ ტკივილებზე და კომპლექსებზე სულს რომ ღრღნის…. საჭიროა დუმილისა და სიმშვიდის პოეზიაც….. მალამოსავით პოეზია….ნელი სიო ქარიშხლის შემდეგ ან სულაც სიოს გარეშე სიმშვიდე….

By: Anonymous on 31/07/2009
at 12:50

2124
***

21-ე საუკუნეს უკვე სხვანაირი პოეზია სჭირდება… ასე მგონია, რომ ეს უნდა იყოს უფრო მშვიდი პოეზია, მაგრამ ამავე დროს ტკივილზე კიდევ უფრო მძაფრად ორიენტირებული, ვიდრე მე-20 საუკუნის… თუნდაც, ბუნდოვანისეული “პირქუში” სახეები უნდა გარდაიქმნან ტკივილიან, მაგრამ ნათელ და მშვიდ სახეებად – წარმოიდგინეთ, თითქოსდა ადამიანი ხეა და უნდა დაბრუნდეს უკან, ფესვებთან და რეალურად ცდილობს ამას. როგორ ფიქრობთ, ხეს შეუძლია ეს? აი, 21-ე საუკუნის პოეზია ამ შესაძლებლობას უნდა გამოხატავდეს და არა შეუძლებლობას.
არის კრიზისი, არა ცალკეულად ბუნდოვანის, იათაშვილის, ჩიხლაძის, ან ქევანიშვილის, არამედ ზოგადად კრიზისია.
21-ე საუკუნეში 20-საუკუნის პოეზია აღარ უნდა იწერებოდეს. ხოლო ვიდრე ვისწავლით, როგორ იქმნება 21-ე საუკუნის პოეზია, მანამდე ალბათ უნდა გქვონდეს ჩვენ-ჩვენი დუმილის წელიწადები.

თანხმობა…. კათარზისული პოეზია იღებს სიმახინჯეს სულიდან მაგრამ ეს არაა საკმარისი…საჭიროა დუმილის პოეზია, სიმშვიდე….. პოეზია რომელიც არის ახლა ტკივილებს იღებს ცნობიერების სიღრმეებიდა და ცრემლებად მიაქვს, ამის შემდეგ უნდა მოვიდეს დუმილის, სიმშვიდის პოეზია…. ჰოდა კიდე რა? სიახლე, სიახლე, გაბედულება – ესაა პოეზია….

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s