Just another WordPress.com site

ტერენტი გრანელის საღამო “კავკასიურ სახლში” 10/07/2009

9 ივლისს “კავკასიურ სახლში” გაიმართა დიდი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის პოეზიის საღამო. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა პოეტის ცხოვრება, შემოქმედება.
მწერალმა მარსიანმა ვრცლად მიმოიხილა პოეტის რთული შემოქმედებითი გზა. პოეტმა გიორგი ბუნდოვანმა ისაუბრა ტერენტი გრანელის პოეზიის მისტიურ საწყისებზე, გაიხსენა ის წინააღმდეგობები, რაც პეტრე-პავლეს სასაფლაოზე პოეტის ნასაფლავარის შენარჩუნებასთან იყო დაკავშირებული. პოეტმა შოთა იათაშვილმა წაიკითხა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები.
საღამოს ესწრებოდა მამანტი როგავა (ზოზიას შვილიშვილი), რომელმაც ისაუბრა ფართო საზოგადოებისათვის ტერენტი გრანელის ცხოვრების ჯერაც უცნობ ფაქტებზე.
დასასრულს გაიმართა მწერალ თენგიზ ვერულავას ახალი წიგნის – “გრანელი” – პრეზენტაცია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s