Just another WordPress.com site

მეექვსე გრძნობით…

შენი ფიქრების სქემა, როგორც ჰოლოგრამა
ვირტუალური სიფაქიზის შტორმით აციფრული,
მინდა ჩავიკეცო იმ სითბოს წინაშე,
რომელსაც ალბად გაიღებ, მაგრამ ვისთვის?

შენი თმების ელექტრონული სურნელით ჰკვეთ მირაჟებს-
და მგონი მეც გამკვეთე, ღიმილის დენთით!
თან ხარ ყოველგან ერთდროულად, ოღონდაც ერთი!..

შენთან შეხებისას ჩემი სხეულის თითოეულ სისხლძარღვში
როგორც სადენებში
იფანტება ეგ მფატრავი ძაბვა, რომელიც მუდმივ კანკალში მამყოფებს…
და მეექვსე გრძნობას დანერგავს ჩემში!

ამ შეგრძნების დინამიკას გჩუქნი სახსოვრად,
თანაც არ მინდა, ძაბვის გათიშვა, მოხდეს, უნებლიედ.
მინდა ამოგწურო და გიგრძნო ხშირად!
ელვის სისწრაფით იჭრები ყველას აურაში,
ჩემში კი რაღაც აუხსნადი ბზარი შეჰქმენი;

-რომელსაც მინდა, ძალზედ მინდა, რომ საკუთარი ბზარი ვუწოდო, მხოლოდ!

მაგ იარებით ამოგიცნობ, ტრამალებს მიღმაც…
ამკობენ რადგან, იარები, ეთერულ ნაკვთებს შენსას!
და ვით ცის კიდეს-ჰორიზონტი, გიხდება ისე!
თუნდაც მომკალი, მხოლოდ ის ძაბვა არ გამითიშო, გემუდარები,
ძაბვა, რომელიც შეგნებულად მოუშვი ჩემთან!..

მაგნიტურ ველში გამოფხიზლება – ვალად დამადე!
თანაც შეცვლა ხომ არც კი ძალგვიძს, ორივეს, ვიცი..!

უცხო ვნების აპოგეა, სიხარულის სანათურებად, ჩავნერგო შენში,
რომ მაგ მთვლემარე ნიადაგში, ახალმა გრძნობამ იყვავილოს, ციურო ჩემო!..

2001

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s