Just another WordPress.com site

მე ვიჭერ – სირებს… (ანუ ფრინველებს!!)

მანქანების მეტალურგიულ ღრიალში
-მე ვიჭერ – სირებს!..
პროსპექტების ქვაფენილოვან ზანზარში
-მე ვიჭერ – სირებს!..
მაღაზიების აღსავსე სიცარიელეში
-მე ვიჭერ – სირებს!..
ამინდების ციკლონურ მონაცვლეობაში და
ეკოლოგიურ უკუღმართობებში
-მე ვიჭერ – სირებს!..
თავის ტკივილებში, გულის სპაზმებში და
ნევროზულ სტატიკაში
-მე ვიჭერ – სირებს!..
გაუთავებელ და უსაფუძვლო ისტერიაში
-მე ვიჭერ – სირებს!..
უსაგნო სიზმრებში, სხვადასხვა ბინებში, უბნებში
-მე ვიჭერ – სირებს!..
მეზობლების ყაყანსა და ბავშვების ჭახჭახში
-მე ვიჭერ – სირებს!..
მუდმივ დისკონФორტსა და ურწმუნობაში
-მე ვიჭერ – სირებს!..
თავბრუსხვევებში, სიგჟეში, მისტერიაში
-მე ვიჭერ – სირებს!..
მუშების ოფლში, მშობლების დარდში
-მე ვიჭერ – სირებს!..
იმუნიტეტის ცვეთაში და იმედების მსხვრევაში,
აღთქმების ნგრევაში
-მე ვიჭერ – სირებს!..
სასაფლაოების თავზე თუ სველ სარდაფებში,
სახურავებზე თუ სკვერებში
-მე ვიჭერ – სირებს!..

–და ვხვდები უეცრად, რომ ჩემი ხაფანგი, კაკანათი
უმისამართოდ დაგებული,
სინამდვილეში უნდა ბინძურ ვირთხასავით კლავდეს
ჩემსავე საზარ ეგოცენტრიზმს!
რომელსაც ვერ ვამწყვდევ გალიაში, ვერ ვთოკავ!..
და ამიტომ,
-მე ვათავისუფლებ – სირებს!!!

2003

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s