Just another WordPress.com site

მულტიმედია არტ-ჯგუფ “STIGMAT” ის პოეტურ-არტისტული მანიфესტი!

-“მსოფლიოში, თანამედროვე არტი, ბოლო წლების მანძილზე, მაქსიმალურად მიუახლოვდა მეცნიერებას, ცდას, კვლევას, ხანგრძლივ მუშაობას და მაქსიმალურად ცივი კონცეპტუალიზმის პარამეტრები შეიძინა!..” ესაა შეუქცევადი პროცესი! როგორც ეტყობა, ტექნოლოგიური უსწრაფესი განვითარება, ყველა სფეროზე აისახა, რათქმაუნდა-არტზეც და ხელოვნებაზე ზოგადად! მაგრამ ცივი, მეცნიერული თუ სპორტულ-სამედიცინო და ფანტასტიკური არტი, ჩვენის აზრით, არ და ვერ გაუძლებს დროს… კლასიკური ხელოვნება ვერ იქნება მოსროლილი ისტორიის სანაგვეზე! ღირებულებების გადაფასების პროპაგანდისა და დროის უკუღმართად დინების და მიუხედავად! თუმცაღა მასზე შეჩერებას არავინ აპირებს! ამიტომ მიგვაჩნია, რომ არტისტი, მხატვარი, ხელოვანი… არ უნდა გახდეს კომპიუტერული ჰოლოგრამა! არ უნდა გახდეს ყინულის ქანდაკება! სპორცმენი, რომელიც შეჯიბრშია საკუთარ თავთან და გარემოსთან! ექიმი, რომელიც მხოლოდ თვითმკურნალობითაა დაკავებული! თანამედროვე არტისტმა უნდა შეინარჩუნოს ვიზუალური, მხატვრული მგრძნობელობა, რომელიც გადის და ლახავს პოეზიისა და ემოციების რუბიკონს! ზღვარს!… ამის გარეშე, უბრალოდ ვერ დატოვებს, მარადიულთან ოდნავ მაინც მიახლოებულ კვალს… ეშაфოტზე არ ასვლით, არ იქმნება ხელოვნება!
მულტიმედია არტ-ჯგუფი “სტიგმატი” პოეტებისგან შემდგარი ჯგუფია! ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია– პოეზია, ფერები, თბილი ფერები! ასევე პეიზაჟი, ამინდი, სუნთქვა, სიზმარი, სეასუალობა, როგორც კინო-ფერწერა და ჰაეროვნება! ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსთან თამაში ჩვენივე შიდაბუნების მუდმივი მანიфესტაციის ხარჯზე! მაყურებლისთვის ჩვენი ნორმალურობისა თუ სიგიჟის და თუნდაც სიმახინჯის გაზიარება, თუნდაც არაადექვატური და მიუღებელი სიგნალებით… მაგრამ “სტიგმატისათვის” მთავარი, მაინც სიყვარულია! მარგინალური შესაძლებლობების ფონზე, ჯგუფი ქმნის “კინო-პოეზიას”, ფერების პალიტრა არ ძველდება! ხელოვნება ტვინის ხვეულებში იბადება და სამყაროში გადმოდის ისე, როგორ დინებასაც მას, მისცემს ფიქრი, აზრი და გარემო… იმპროვიზაციული და სპონტანური კადრირებებით ვქმნით იმ მასალას, რომელსაც შემდგომ ჩვენივე კინო-პოეზიად ვაქცევთ! ჩვენში მუდამაა თამაშის და ზიარება-გაზიარების მუხტი! სამყარო და გარემო ძირითადში მტრულია, მაგრამ ჩვენ ის მაინც ძალიან გვიყვარს! ჩვენ ცოცხლები ვართ!… ჩვენ აქ ვართ!…

გიორგი ბუნდოვანი
მიხეილ გისტი
მარიკა ჟორჟოლიანი
ალფრედ კარკლინისი
მანანა დარსალია

22.09.2011. თბილისი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s