Just another WordPress.com site

“ARTISTERIUM-2011” – (FREE FALL/თავისუფალი ვარდნა.) “სტიგმატის” ახალი პერფორმანსი-“DE-Фორმაცია” (კონცეფცია)

პერფორმანსის პრეზენტაცია თავისთავად გულისხმობს:
1. ჩვენებას, წარმოდგენას
და
1. საჩუქარს
სწორედ ამ უკანასკნელი კონტექსტით „სტიგმატი“ ცდილობს წარადგინოს ერთგვარი საჩუქარი აუდიტორიისათვის და თავადაც იქცეს საჩუქრის ტოპონიმად.
მოქმედების განვითარება ფორმისაგან დაცლილ გალერეაში განტვირთავს „სიტყვის“ მინიშნების ალბათობას და ხელახლა წარსდგება მისი მოზომვის აუცილებლობა (უკვე ტანისამოსის სახით). აქ სიტყვაც ტრანსფორმირდება და საგნის, არსებულის ფუნქციას შეიძენს.
„ფორმის“ სიგნაცია კი მისი შემდეგი მნიშვნელობებით ფიქსირდება:
1. სივრცობრივი და ამავდროულად მონუმენტალური ხელოვნება, რაც წამიერად აჩერებს ყოველ ქმედებას და ცალკეულ კადრებად გვაწვდის მას.
2. სრულიად გარკვეული საგანი, რომელიც არსებულისაგან (ცოცხალისგან) გა-ფორმირდა და მიიღო ფუნქციური დატვირთვა.
3. ფორმა, როგორც სამოსი რომელიც იმავე არსებულმა (ცოცხალმა) მოირგო და აუცილებლობიდან გამომდინარე გაითავისა.
ამ კონსტრუქციის მთლიანი დენოტაცია მოხდა არტ-ჯგუფში. შემდეგ ეს უკანასკნელი გაშიშვლდა და ახლა უკვე ამ გახდილი სამოსის მიწაზე დაშვება დაიწყო. კანზე შეხებით და მისი (კანის) პრეზენტირებით „სტიგმატი“ უფრო ნათლად წარადგენს თავს. ამ მორიგი პერფორმანსით მისი სახოვანება გამოვლინდა ახალ მორფოლოგიურ წინადადებაში. ეს წაიკითხება ამ „ფორმის“ ჩამოვარდნის, აკრეფის, მისი პოლიტიკურ რუქებში შეხვევის შემდეგ გარეცხვის, გაწურვისა და ხელმეორედ იმავე ადგილას უკვე ახალშობილად გადაფენის სტილიზაციაში. ეს არის ერთგვარი წინადადე, რის დაწერასაც ანბანური თანმიმდევრობით ცდილობს ჯგუფის თითოეული წევრი და ამით გრამატიკის წესების განახლებას ახდენს.
ეს პრეზენტაცია (არტ-აქტი) ეხმიანება „სტიგმატის“ ფილმების სტილისტურ მრავალფეროვანებას და აქცენტს აკეთებს „თავისუფალი ვარდნის-FREE FALL“ თავისებურ კონცეფციაზე ახალი არტ-ფილმით-„FALL-11“. მასში ასახული ამერიკის 2001 წლის რუბრიკა ჯგუფის მიერ გადაღებული იქნა ზუსტად იმავე რიცხვში (11 სექტემბერი). მან იმდენად ასახა იმ დროის რეალობა რომ ზუსტად (10 წლის შემდეგ!) 2011 წელს, 11 სექტემბერს, 11 წუთად გა-„ფორმდა“. პერფორმანსში კი ყოველივე სიფრიფანა თვითმფრინავების მაკეტურ ვარდნად წარმოგვიდგა და ამით თავისებურად დაამსხვრია რეალური გმირის კონცეფცია. გმირი იქცა მთლიან ქმედებად თავისი პერსონაჟებითა და დინამიური განვითარებით.
„თავისუფალი ვარდნის“ ახალი სემანტიკა საქართველოს დანაწევრებულ რეგიონებში ახდენს თითოეული სიტყვის აკრეფის ფიქსაციას. ეს არის ნაგლეჯებად ქცეული რუქა, (საქართველოს ნაწილები), რაც თავის მთლიანობით ისევ გაერთიანებას აფიქსირებს. ახვევს ფორმას და ფორმირდება უკვე დე-კონსტრუირებულ დე-ფორმაციად ახალ სამყაროში. ფორმის ხელმეორე გადმოკიდება და მისი გაწურვა წვეთ-წვეთად ახალი „თავისუფალი ვარდნის“ გუბეებს შექმნის სამომავლოდ…

მარიკა ჟორჟოლიანი (“სტიგმატის” არტისტი)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s