Just another WordPress.com site

დუმილი ჩემი პერфორმანსია! (ვუძღვნი-კობა ჭუმბურიძეს!)

ჩემი მდუმარება შენთვის მომიძღვნია
სადაც სიმეჩხერე თმებში გიჩონჩხდება…
ფერნი ავგაროზთა წვიმად მომიხმია
თვალთა ჰავერდები ბლანტად მიოსდება!

გიწვდი ამ კიდურებს, დარად გადარჩენის
ჩემი პერфორმანსი – ჩემი დუმილია!
და შენი ბრგე მხრები, ღვთიურ განაჩენის
უზადო სამართლის ნოტთა ყურმილია!

წინ როს აღუდგები ყველა ჟამთა მარშებს,
მეც ამიყოლიე, შენთან ვარ კვლავ ერთი…
ლექსთა ჯადოქარო, სიტყვა ათამაშე,
როგორც უსასრულო ათვლა ვარსკვლავეთის…

და როცა სოფელი უმალ მოგვიყირჭებს,
სეტყვად აღვლენილი – ლავად დავიწვები!
ჩვენი პერфორმანსი – ჩვენი დუმილია –
მიღმა ეონების, მიღმა დავიწყების!..

11.11.2011

Advertisements

One response

  1. (ამ ლექსის სათაური ექსპრომტად მომაწოდა კობამ, ალეკო ჩაჩანიძის წიგნის პრეზენტაციაზე, ”დეჟავიუში” და მთხოვა–დამეწერა მისთვის ლექსი, რაც სიამოვნებით აღვასრულე!! :)) )

    ნოემბერი 17, 2011, 8:09 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s