Just another WordPress.com site

სუნელი / ზედაპირი | Spice / Surface – 23.12.2011

Center of Contemporary Art – Tbilisi | თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი, დ. აბაშიძის #10 [პლეხანოვი, მტკვრის მარცხენა სანაპირო]| 10 D. Abashidze str. , Tbilisi, Georgia
Description
სუნელი / ზედაპირი | Spice / Surface

პარასკევს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში,
გამოფენის გახსნა.

კურატორები: ირინე ჯორჯაძე [‘ზედაპირი ‘]
ბესა ქართლელიშვილი [‘დაიკავე CCA’]

მონაწილეობენ: ირინე ჯიბუტი [‘ზედაპირი’]

The Fleetgroup; გიორგი მაღრაძე; გურამ წიბახაშვილი; ჰანს ჰაინე ბური; კოტე ჯინჭარაძე; კშიშტოფ ვენგელი; მულტიმედია არტ ჯგუფი „სტიგმატი”

გამოფენის კონცეფცია

დაიკავე CCA
ტექსტი: ბესა ქართლელიშვილი

„იმას, რასაც თქვენ ახლა წაიკითხავთ, ფასებისა და საკვების შესახებ ჩემი კურატორული პროექტის კონცეფტია.

ზოგადად, იმ აგრიკულტურულ ქვეყანაში, რომლის თვით სახელიც კი მიწათმოქმედაებასთან არის დაკავშირებული, არა მარტო საკმაოდ იაფი და მრავალფეროვანი საკვები უნდა მოიპოვებოდეს, არამედ ამ თემასთან დაკავშირებული კულტურული, ინდუსტრიული, კომერციული თუ სხვა მრავალი აქტივობებიც უნდა შეინიშნებოდეს. ამ თემაზე მუშაობის გადაწყვეტილება, ამავე საკითხზე ერთი დიალოგის (ოდნავ მოგვიანებით) შემდეგ მივიღე. გამოფენა იხსნება 23 დეკემბერს და გაგრძელდება ერთი თვე, შესაბამისად წინასწარვე განსაზღვრულია, რომ მასსაშობაო და საახალწლო განწყობაექნება, მაგრამ ამასთანავე ის საკმაოდ მკვეთრი, ინტენსიური, საინტერესოდა ოდნავ სასაცილო იქნება.
კონცეფციის სტარტაპი
– შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ვენეცია იმაზე გაცილებით იაფი აღმოჩნდა ვიდერე წარმოვიდგენდი, მაგალითად, მაკარონი სულ რაღაც 0.45 ევრო (1ლარი) ღირდა!
– თბილისში რომ ცხოვრობ, ეს იმიტომ გგონია იაფი, თორემ ამსტერდამში ორჯერ ნაკლები ღირს და შეიძლება 20 ცენტადაც (45თეთრი)შეგხვდეს…
ჩემს მეგობართან ამ საუბრის შემდეგ გავაცნობიერე, თუ რატომ გვაწვდიან ყოველი სატელევიზიო ახალი ამბების ბოლოს ინფორმაციას, საზღვარგარეთ რამდენიმე მილიონად გაყიდული რაიმე ნივთის შესახებ და მტკიცედ რატომ სწამს ხალხს, რომ რაღაცაში მაინც გაუმართლათ, რადგან სხვა თუ არაფერი, საკვები მაინც იაფია აქ, მაგრამ ჩემთვის ისევ გამოცანად რჩება ვინ ან რა აწესებს ფასებს საკვებზე „გეორგიაში“ – არის ეს შედეგი კორპორაციების არარსებობისა, თუ გლეხთა და ფერმერთა შეთქმულებასთან გვაქვს საქმე?
პირდაპირი ქმედება
ამ გამოფენით ჩვენ ვიკავებთ თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეს, რათა სოციალურ–მისტიცისტურ დონეზე გავაანალიზოთ ამბავი მწარე ფასებისა და ტკბილი საკვებისა; 2011 წლის შემოდგომა/ზამთრის ფერებითა და ფაქტურით დავამყაროთ გრძნობითი ურთიერთობა აუდიტორიასთან და ამ გზით მივიდეთ ვანილოვან ახალ წლამდე.
დაიკავეთანამედროვე ხელოვნების ცენტრი!
მოდი და შემოგვიერთდი!
ჩვენ ვართ 0.99%!”

კურატორი: ბესა ქართლელიშვილი

„ზედაპირი“
გამოფენა ზედაპირის მნიშვნელობას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს.
თიხის ქანდაკებები ასახავს ზედაპირთან მიმართების განსხვავებებს, იკვლევს მის მნიშვნელობას და ფორმირების მიზეზებს.
თიხა არაერთგვაროვანი მგრძნობიარე მასალაა, რომელიც გამოფიტვის, სხვადსხვა მინერალებთან თუ ჰაერთან შეხების დროს რთული პროცესების შედეგად მიიღება და მუდმივად სხვადასხვა კომბინაციებს გულისხმობს.
ნამუშევრების ცოცხალი ზედაპირი მიუთითებს შეხებაზე, პერსონალურ გამოცდილებებზე, რომლებიც შემდეგ მგრძნობელობას და ხედვის კუთხეს განსაზღვრავს. ფარული შინარრსის ნაცვლად, ხილულ, ორგანულ და ხელშესახებ ზედაპირზე კონცენტრირება ზედაპირულობის ცნების გავრცელებულ ნეგატიურ კონტექსტს გამორიცხავს და ამგვარად, ნებისმიერ პირად სოცილაურ პოლიტიკურ თუ კულტურულ სივრცეში ხილულ ზედაპირს წარმოადგენს, როგორც პირველად და მნიშვნელოვან მინიშნებას. ამგვარად შესაძლებელი ხდება ზედაპირის წაკითხვა, შეგრძნება და დანახვა იმის რაც ხილულია. „

ირინე ჯიბუტი

კურატორი: ირინე ჯორჯაძე

Spice / Surface
Friday, On December 23, 06:00 pm,
Exhibition opening at CCA – TBilisi
Curators: Irine Jorjadze [Surface]; Besa Kartlelishvili [Occupy CCA]

Participants: Irine Jibuti [Surface]

The Fleetgroup; George Maghradze; Guram Tsibakhashvili; Hans Heiner Buhr; KoteJincharadze; Krzysztof Wegiel; Multimedia Art Group Stigmat [Occupy CCA]

OCCUPY CCA
What you’ll read below is the concept of my curatorial project about food and price.
Generallyin agricultural country, which derived even a name from agriculture, has to be not only a diversity of food products in a quite reasonable price, but also cultural, industrial, commercial and much more other activities connected to this theme. The subject I’ve choose came to me after one dialogue (bit later) regarding this topic.Working on this delicate theme, I’m understanding that it has to be some intensive, interesting, bit funny, with enough sharpness, but also somehow softly merging with the winter holydays, as the show will start at 23rd of December and will last one month.
CONCEPT STARTUP
– I’m impressed, Venice was much cheaper than I could imagine, let’s say,pasta cost me only €0.45!
– You live in Tbilisi and that’s why you feel so, because it’s two times more than inAmsterdam and you can even findpasta even at 20 cents…
That was a conversation between me and my friend, after which, I’ve realized why always at the end of TV news they are informing us about how something abroad was sold at several millions and people strongly believe, that are lucky bustards, as they can at least shop cheaper products here, but steel unclear what/who fixes the prices on food inGEOrgia – is that a peasants and farmers conspiracy orlack of corporations?
DIRECT ACTION
By this show, we want to occupy CCA exhibition space to analysechili prices and sweet foodonthe social-mystical level, sensibly communicate with audience by colors and textures of fall/winter 2011 and via this intensity achieve vanilla happy new year.
Occupy CCA!
Bring yourself and join us!
We are the 0.99%!

The Fleetgroup
George Maghradze
GuramTsibakhashvili
Hans HeinerBuhr
KoteJincharadze
Krzysztof Wegiel
Multimedia Art Group Stigmat

Curator: BessaKartlelishvili

Surface
This Exhibition shows the importance of surface from different angels.
Clay sculptures reflect different relations to surface, investigate its meaning and reasons of forms.
Clay is sensitive not homogeneous matter which is born due to complex combinations after weathering or contact with minerals and air and involves many combinations.
The “living” surface of these objects points at touch, personal experience, which define sensitivity and way of seeing and instead of hidden meaning it concentrates on visible organic and feasible surface. It denies the negative context of superficiality and thus, in any private, social, political or cultural spaces the visible surface is defined as primary and essential sign.
Therefore it is made possible to read the surface to feel it and see the visible.
Irine Jibuti

curator Irine Jorjadze

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s