Just another WordPress.com site

“ბოზი” ავტორი – ლიკა ყიფშიძე / “PROSTITUTE” AUTHOR – LIKA KIPSHIDZE


–მამა,შენი ,,ბენტლი” სადაა?
–სახლში დავტოვე!
–მოგეწყინა უკვე?
–არა,რას ამბობ!უბრალოდ,დღეს სხვა გეგმები მაქვს!
–მაინც?
–ქალაქელების უმეტესობა ჩემი,,მერსედესებით” დადის და,მინდა ვნახო,რამდენად კომფორტულია საღამოს საათებში!
–კაი,რა?!რამდენჯერ მჯდარხარ!ეტყობა გლახუნა ავშანიძეობა მოგინდა!
–სადმე კარგი ,,ვარდისახარი” რომ მეგულებოდეს…
–სავსეა,,ვარდისახარებით”,ქალაქი!…
ბიჭი სატრანსპორტო კომპანიის,მრავალსართულიანი ოფისის,ხელმძღვანელის კაბინეტის ,ფართო ფანჯარიდან იყურებოდა და თან მამამისს,ანუ თავად უფროსს,ესაუბრებოდა….მამამისიც გვერდზე მიუდგა და ძირს გადაიხედა:
–და შენი,,ბმვ” რატომაა მიჭეჭყილი?–კითხა შვილს.
–რატომ იქნება?
–მოკლედ იმ გოგოს შემხედვარე,სადაცაა გაფრინდე….მოიგე მაინც?
–რას მოიგებ,ლევანი აფთარია!–წყენამ გაჟონა ბიჭის ხმაში…
–კარგი,რა,გიო!ფრთხილად იყავი,დედაშენს ვერ გადავურჩები,ხომ იცი…გამთენიისას მოხვედი სახლში,სანამდე ვატყუო,ძინავს,აბაზანაშია….–უთხრა კაცმა და კვლავ მაგიდასთან დაჯდა,კომპიუტერს რომ ჩახედა,სწორი,დაუმორჩილებელი ,თმა შუბლზე ჩამოეყარა,გრძელი თითებით გადაიწია,მაგრამ,თითებს შორის კვლავ ჩამოეშალა და შეთვალული ყურძნისფერი, თვალები დაუჩრდილა….
–მამა,მე წავალ სახლში,შენს თავს ვფიცავარ,დავისვენებ!–ბიჭიც შემოტრიალდა,მამისაკენ წამოვიდა და წინ დაუდგა:
–კი,როგორ,არა!ახლა სახლში ამოიყვან შენებს,რა გაგაჩერებს მარტოს,არ გიცნობდე მაინც…
–არა,არა!კაი,წავედი…–თქვა,გატრიალდა და თან გაიყოლა,აწურული მხრები და ჩამოჩაჩული ჯინსები…
–ბატონო,დიმა,თქვენი მძღოლი მოვიდა!–გაისმა ქალის ხმა დინამიკში.
–წავიდეს,დღეს აღარ დამჭირდება!–თქვა კაცმა და თხელი სხეული წამოწია.თეთრი პერანგი ეცვა,სპორტულ–კლასიკური,შარვალიც ასეთივე!ზაფხული იყო და თავისუფალ სტილისთვის მიენიჭებინა უპირატესობა…მაღალი იყო,ბავშვობაში ეროვნულ ცეკვებზე დადიოდა და დღემდე ეტყობოდა მის სხეულს სილაღე,მხრებში გაშლილი იყო,ოდნავ აწეული,კაცურად,ლამაზი საჯდომი ქონდა….
კაბინეტიდან გამოვიდა.საქმის მმართველ,ლილის,დაემშვიდობა და სწრაფი ლიფტით უეცრად აღმოჩნდა ეზოში,სადაც ფარეხის მმართველი ელოდებოდა:
–აი,ეს მანქანა გაგიმზადეთ,ბატონო,დიმა!
–ტაქსის ემბლემის გარეშეა,ხომ?
–რა თქმა უნდა!
–კარგი,აბა!–თქვა კაცმა და მანქანა მოირგო…
ქალაქის ქუჩაში გავიდა,დღეს იგი საბილიარდოში მიდიოდა,მეგობრები ელოდებოდნენ….თავისუფალი საღამო ქონდა,ოფიციალური ვახშმების და შეხვედრების გარეშე და თავს ლაღად გრძნობდა….რადიო ჩართო,ახალგაზრდები თანამედროვე მუსიკის ფონზე,ღალატისა და ერთგულების თემებს იხილავდნენ!ნეტავ,ამათ,მოსცლიათო გაიფიქრა და ტალღა შეცვალა,მსუბუქი საფორტეპიანო მელოდია გაისმა….
გაეღიმა,იმ ქუჩას მიუახლოვდა,იმ დღეს,მისმა ძმაკაცმა,მიშამ რომ უთხრა,აქ მაგარი ბოზები დგანან ხოლმეო.გაფიქრებაც ვერ მოასწრო,რომ გზის კიდეზე, ლამაზად მოჩითული,ჩაღილული, კაბა აფრიალდა და ჯიშიანი,თეთრად მოელვარე,ბარკლები გამოჩნდა…ეს ინსტიქტი იყო,ახლა რომ დაამუხრუჭებინა მანქანა…ქალი მოუახლოვდა,ჩაწეულ მინაში თავი შეწია და მიბნედილი თვალებით მიაშტერდა მძღოლს.
–რამდენი?–კითხა კაცმა…
–ღამდენიც გიღირთ!–არამკვეთრად უპასუხა ახალგაზრდა,შავ,ხუჭუჭთმაჩამოყრილმა,შავთვალა,ვნებიანტუჩება ქალმა,რომელზეც ვერ იტყოდით,გამხდარიაო!ქალი ოცდათვრამეტ წლამდე იქნებოდა…
რას ვეკითხები,ნეტავ,განა რამდენი უნდა მთხოვოსო და კარი გამოუღო.
ქალი ჩაჯდა თუ არა მანქანაში,კაცმა მაშინვე ინანა,მას სასმელის სუნი ასდიოდა,თუმცა არც თუ ისე,იაფფასიანის…არც სუნამო ჩანდა მდაბიური,,შანელის”დაჰკრავდა…
–არა,ჩემი ცოლი რომ იყოს,უცებ მიხვდებოდა,რა მარკის სასმელი აქვს დალეული და რომელი სუნამო ასხია!–გაიფიქრა კაცმა და ქალს გადახედა,რომელსაც შავი,ლამაზი თვალები უკვე მიელულა და მიფრესკოდა სავარძელს.
–სად წავიდეთ?–კითხა და თანამგზავრს გადახედა.ქალს არაფერი ესმოდა,მშვიდად ეძინა,თმები სახეზე ჩამოყროდა,ტუჩები აებზუებინა და საოცრად მიმზიდველი იყო.დაჯდომისას კაბა აწეოდა და არც გაესწორებინა,უჩანდა თეთრი ბარკლები და კაცს იწვევდა…დიმას უნებურად გაეღიმა,თუმცა რატომ,არ იცოდა!
ბოზს დაჩაზე ვერ აიყვანდა,სასტუმრო გამორიცხული იყო,დაკეტილ ბინაშიც ვერა–სიარულს შეძლებდა თუ არა ქალი,არ იცოდა,ჯერ იფიქრა,არაფერი მინდა ,თავის სახლში მივიყვანო,მაგრამ ქალი ახლა მისამართსაც ვერ ეტყოდა. ქალაქგარეთ გადაწყვიტა გასეირნება…თვითონაც სიამოვნებდა და თან ფიქრობდა,იქნებ ცოტა გონზე მოვიდეს,სახლის მდებარეობა მაინც მითხრასო!
გეზი მცხეთისაკენ აიღო,თან გულში ახალგაზრდობის დროინდელ ბუჩქებს და მყუდრო ადგილებს იხსენებდა,ეღიმებოდა,ორმოცდახუთის იყო და ოც წელზე მეტია,ასეთ სიტუაციში არ აღმოჩენილა…
მცხეთას ორჯერ დაარტყა წრე,ქალს მშვიდად ეძინა,მერე მყუდრო შესახვევი მოძებნა და მანქანა შეაყენა:
–სახელი მაინც მითხარი!–მიმართა ქალს.
მას ისევ არ ესმოდა…რადიოში კვლავ გაისმოდა მელოდიის ხმა….
კაცმა ხუთასი ლარი ამოიღო და ქალს ჩანთაში ჩაუდო,ასე ერჩივნა,ამ მშვენიერებას თანხას ხელში ვერ ჩაუთვლიდა…მეტსაც მისცემდა,მაგრამ,არ უნდოდა,ზედმეტად დაეინტერესებინა იგი!
მსუბუქი სიო უბერავდა…მზე ვარდისფერი ტუჩებით,აბეზარა ქალივით არ ასვენებდა მთებს და კოცნით თავს აბეზრებდა…ღამდებოდა…ცას თვალის სინათლე ელეოდა…
კაცი კი უყურებდა ქალის ატკარცალებულ სახეს,მზე რომ თავის ჩამავალ სხივებს აყრიდა,ჩამოშლილ კულულებს და მკერდს,სუნთქვისას რომ იბერებოდა თითქოს…არა,ახლა თავს ვერ შეიკავებდა,ჯერ კულული გადაუწია,მერე ყელზე ჩაუცურა თითი,ქალის სახისკენ დაიწია და ქალს დაეწაფა….ქალი აყვა,ისევ ეძინა,მაგრამ კოცნაზე პასუხობდა…
–რა გემრიელი ქალია!–ფიქრობდა კაცი და ვნება ეხსნებოდა,უკოცნიდა თმებს,სახეს,ტუჩებს….როცა კაბას ღილები ჩახსნა,თითქოს იფეთქეს ძუძუებმა,ასეთი მკვრივი,ლამაზი მკერდი ჯერ არ ენახა….ქალი ნახევრადბურუსში იყო და მაინც პასუხობდა კაცს,მერე გამოფხიზლდა თითქმის,ახლა მან დაუწყო კოცნა,შეეშველა პერანგის გახსნაში…უკან სავარძელზე მოისურვა გადასვლა…ისეთი ვნებით იყო სავსე,თითქოს ათი წელია კაცს არ მიკარებიაო…დიმას ზემოდან ეყარა ქალის თმა,მერე კი მისი სხეულის წახნაგები დღის ბოლო სინათლესთან ერთად ჩააკვდა კაცის სხეულს…
–ახლა,მაინც მითხარი რა გქვია?–კითხა კაცმა ქალს…
–რა მნიშვნელობა აქვს!–უპასუხა ქალმა და თვალები დაუსევდიანდა,ცრემლიც კი მოადგა…
–სენტიმენტალური ბოზი!–გაიფიქრა კაცმა და კითხა–სად მიგიყვანო?
–საიდანაც მომიყვანე!
დიმამ მანქანა დაძრა….ქალი ჩაფიქრებული იყო,ხმას არ იღებდა…
–მე მომეწონა შენთან,იქნებ ტელეფონის ნომერი მომცე…–დაარღვია სიჩუმე კაცმა…
–მეც მომეწონე,ძალიან მომეწონე…–უთხრა ქალმა…
–არასოდეს დარჩები ჩემთან ურთიერთობით უკმაყოფილო!–გაუღიმა კაცმა–მომეცი ნომერი!
ქალმა პომადა ამოიღო და ნომერი მანქანის ფანჯარას მიაწერა,შიგნიდან.მერე მანქანიდან გადავიდა და თან გაიყოლა კაბის ბოლოების ფრიალი.კაცმა კი სახლისაკენ დაძრა მანქანა.
…..დიმას არ უყვარდა ჩამობნელებულ ფანჯრებში ძილი,ღამით ეზოს ლამპიონებიდან შემომავალ შუქთა ციალი პატარა ბავშვივით უციაგებდა გულს,დილით კიდევ დილის ფანჯარაში შემოჭყიტინება ახალისებდა…გამთენიისას,ერთიანი,დიდი ფანჯარა,მობილურის ეკრანივით ცისფრდებოდა,მერე კი,მზე,სხივებით,ახალი დღის დაწყებას უმესიჯებდა მას!
მოკლედ,გაეღვიძა და რაღაც სასიამოვნო განცდამ შეიპყრო.ჯერ ვერ მიხვდა,მერე ნელ–ნელა გაახსენდა თავისი გიჟმაჟი,ვნებააწყვეტილი ,ბოზი.მთვრალი და მძინარე რა ვნებიანი იყო და ფხიზელი და მღვიძარე რა იქნებაო!ჯერ ისევ მკერდზე გრძნობდა მისი კულულების ლაციცს…ნეტარებამ შეიპყრო,თუმცა,ვინ დააცალა:
–ბატონო,დიმა!მომეცით, რა წავიღო გასარეცხად?–თამამად შემოაღო კარი შინამოსამსახურემ,რადგან იცოდა,ამ დროს დიმას ყოველთვის ეღვიძა…
სამოცს მიტანებული,ჯინსებსი გამოკვართული,ქერა,სიმპათიური ქალი ოთახში შექანდა და დიმას ტანსაცმელს დაწვდა…
–უი,ეს რა გცმიათ,ბატონო,დიმა!ესრომ თეამ ნახოს!
თეა დიმას დიზაინერი ცოლი იყო,რომელიც თვეობით პარიზში მუშაობდა და ცხოვრობდა…
–და,რა მცმია?–კითხვა შეუბრუნა დიმამ…
–ეს პერანგი ხომ შარშანდელი,,არმანია?”
–ჰმ…–ჩაიცინა დიმამ,მისი ცოლი იმდენს ურეკავდა და ესაუბრებოდა,ჩემს ბიჭებს ამას ვუგზავნი,ეს არ ჩაიცვან,ის ჩააცვი,ეს ეს მოდელია,ის,ისააო,რომ ქალი მოდაში კარგად ერკვეოდა უკვე…
–ხოოო,დიდი შეცდომა მომსვლია!
–ხოდა,ამას გავრეცხავ და ჩემს ვახოს წავუღებ,თქვენ ახალი მოდელები გამოგიგზათ თეამ…–ვახო მისი ქმარი იყო…
–ვერა,ვერააააააა!აი,მაგ მაისურს ვახო ვერ ჩაიცვამს!მომეცი აქ!
–გავრეცხავ,მაინც…
–არა!ჯერ არ მინდა,რომ გარეცხო და ჩემი ნებართვის გარეშე ამას ხელს ნუ ახლებ,გაიგე,თინი?
–კარგი,გენაცვალე,როგორც გენებოს და სხვები გადავარჩიე შარშანდელი მოდელები და ის?
–დანარჩენი,თუ გინდა, წლევანდელებიც!
–გაგიჟდით?წლევანდელ მოდელებს ხელს როგორ დავაკარებ,მომკლავს თეა!ხო,მართლა,იმიჯმეიკერი აიყვანოსო!
–რაო?
–იმიჯმეიკერი,ჩაცმაშიც დაეხმარება და სხვა რამეებშიცო….
–და რას მიწუნებს?ან ვინ შეიტანა საჩივარი ჩემს გარეგნულ,თუ ბიზნეს–იმიჯზე მასთან?
–რა ვიცი,ბატონო,დიმა,მე რაც მითხრა,იმას გეუბნებით…
–მოკლედ,თეას ვერ გამოცვლი რა?რაცაა,ისაა…
თინის ხმა აღარ ამოუღია და ოთახიდან გავიდა…დიმა პერანგს დასწვდა და ყნოსვა დაუწყო,ჯერ კიდევ ასდიოდა მას მსუბუქად,,შანელი”,მერე ზედ შერჩენილი კულულის ერთი ღერიც იპოვნა და ესიამოვნა,თან გაიფიქრა,მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები,თორემ თინი ,,ამბებს”მიმიხვდება და ,,აგენტობასაც” მიხედავსო…
მერე ისევ ფიქრმა წაიღო,რაა მოკლედ ცხოვრებაო,ფიქრობდა.ეს თითქმის დედისხელა ქალი ბატონობით უნდა მომმართავდესო?ათასნაირ საფეხურს გადიხარ კაცი ცხოვრებაში ,რომ რაიმეს მიაღწიო და რისთვის,ადამიანებს რომ დაშორდე და ფორმალურობა დაიმკვიდროო!
მიხვდა,ზედმეტი ფიქრის დრო აღარ ქონდა,წამოდგა და აბაზანაში შევიდა…
მერე,თავი მოიწესრიგა და ქვემოთა სართულზე ჩავიდა სასაუზმოდ,გიო უკვე მაგიდასთან იჯდა:
–მამა,სად იყავი?შემიკლა მიშამ,საბილიარდოში არ მოსულაო!მობილურზეც არ მპასუხობსო…
–ოჰ!კაი,ერთი,დიდი ამბავი…
–წუხდა,სადააო?
–საქმეზე ვიყავი და ბოდიში,რომ ვერ გავაფრთხილე!
–რატომ არ აწყებინებ შენთან მუშაობას?
–არ დავაწყებინებ,მეგობრის დაკარგვა თუ გინდა,შენთან უნდა ამუშაო!მე კი ძალიან მიყვარს…ვეუბნები,მოგცემ ფულს და შენი საქმე დაიწყე–თქო და ეზარება,რა ვუყო!
–ეტყობა მაგის ნიჭი არ აქვს!–უთხრა გიომ.
–მერედა როგორ აქვს,ნიჭიერია,ეზარება…არა უშავს,მალე მოეგება გონს….შენ,არ გაგვიანდება?
–კი,მივდივარ!პრაქტიკები მაქვს მორგში!–გიო სამედიცინოზე სწავლობდა….
–იმედია,შენი მოკლული არაა ვინმე!
–კაი,რა,მამა,რა ბოროტი ხუმრობაა!
–აბა,რა ვთქვა,ასე გამეტებულად რომ დათარეშობ?
–ეს სპორტია!
–კარგი,მე გავდივარ!–ყავის სმა დაამთავრა დიმამ და ეზოში გავიდა!ორსართულიანი სახლი ქონდა ზემო ვაკეში დიდი ფარეხით…წუხანდელი,,მერსედესი” ეზოში ეყენა…ჩაჯდა და კვლავ თავისი კულულა გაახსენდა.პომადით მინაწერ მობილურის ნომერს შეხედა,ამას მერე გადავიწერო,თან ისიც გაიფიქრა,ამ ციფრებსაც კი ეტყობათ მისი ქალურობა და ვნებაო!
….დილის თათბირზე გამოიკვეთა,რომ გერმანიაში უნდა წასულიყო,რეგიონებშიც ხსნიდნენ სატრანსპორტო საწარმოებს და ახალი მანქანები უნდა შემოეყვანა…მთელი დღე თათბირებმა და შეხვედრებმა წაიღო…მერე,საღამოს კვლავ გაახსენდა თავისი ბოზი და ფარეხში ჩაქანდა,ტელეფონის ნომერი ამოვიწეროო,მაგრამ,მანქანა გარეცხილი და გასუფთავებული დახვდა…

დიმას არ უყვარდა ჩამობნელებულ ფანჯრებში ძილი,ღამით ეზოს ლამპიონებიდან შემომავალ შუქთა ციალი პატარა ბავშვივით უციაგებდა გულს,დილით კიდევ დილის ფანჯარაში შემოჭყიტინება ახალისებდა…გამთენიისას,ერთიანი,დიდი ფანჯარა,მობილურის ეკრანივით ცისფრდებოდა,მერე კი,მზე,სხივებით,ახალი დღის დაწყებას უმესიჯებდა მას!ხო,ეს მისი წარმოსახვა იყო,ხანდახან,პოეტურადაც უყვარდა ფიქრი,ოღონდ,ხანდახან…ეღიმებოდა,ფანჯარას რომ მობილურის ეკრანს ადარებდა,ეს რომ ,თავის ძმაკაც,მიშასთვის ეთქვა,დასცინებდა,ამაში დარწმუნებული იყო…ან რად უნდა ეთქვა!
მოკლედ,გაეღვიძა და რაღაც სასიამოვნო განცდამ შეიპყრო.ჯერ ვერ მიხვდა,მერე ნელ–ნელა გაახსენდა თავისი გიჟმაჟი,ვნებააწყვეტილი ,ბოზი.მთვრალი და მძინარე რა ვნებიანი იყო და ფხიზელი და მღვიძარე რა იქნებაო!ჯერ ისევ მკერდზე გრძნობდა მისი კულულების ლაციცს…ნეტარებამ შეიპყრო,თუმცა,ვინ დააცალა:
–ბატონო,დიმა!მომეცით, რა წავიღო გასარეცხად?–თამამად შემოაღო კარი შინამოსამსახურემ,რადგან იცოდა,ამ დროს დიმას ყოველთვის ეღვიძა…
სამოცს მიტანებული,ჯინსებსი გამოკვართული,ქერა,სიმპათიური ქალი ოთახში შექანდა და დიმას ტანსაცმელს დაწვდა…
–უი,ეს რა გცმიათ,ბატონო,დიმა!ესრომ თეამ ნახოს!
თეა დიმას დიზაინერი ცოლი იყო,რომელიც თვეობით პარიზში მუშაობდა და ცხოვრობდა…
–და,რა მცმია?–კითხვა შეუბრუნა დიმამ…
–ეს პერანგი ხომ შარშანდელი,,არმანია?”
–ჰმ…–ჩაიცინა დიმამ,მისი ცოლი იმდენს ურეკავდა და ესაუბრებოდა,ჩემს ბიჭებს ამას ვუგზავნი,ეს არ ჩაიცვან,ის ჩააცვი,ეს ეს მოდელია,ის,ისააო,რომ ქალი მოდაში კარგად ერკვეოდა უკვე…
–ხოოო,დიდი შეცდომა მომსვლია!
–ხოდა,ამას გავრეცხავ და ჩემს ვახოს წავუღებ,თქვენ ახალი მოდელები გამოგიგზათ თეამ…–ვახო მისი ქმარი იყო…
–ვერა,ვერააააააა!აი,მაგ მაისურს ვახო ვერ ჩაიცვამს!მომეცი აქ!
–გავრეცხავ,მაინც…
–არა!ჯერ არ მინდა,რომ გარეცხო და ჩემი ნებართვის გარეშე ამას ხელს ნუ ახლებ,გაიგე,თინი?
–კარგი,გენაცვალე,როგორც გენებოს და სხვები გადავარჩიე შარშანდელი მოდელები და ის?
–დანარჩენი,თუ გინდა, წლევანდელებიც!
–გაგიჟდით?წლევანდელ მოდელებს ხელს როგორ დავაკარებ,მომკლავს თეა!ხო,მართლა,იმიჯმეიკერი აიყვანოსო!
–რაო?
–იმიჯმეიკერი,ჩაცმაშიც დაეხმარება და სხვა რამეებშიცო….
–და რას მიწუნებს?ან ვინ შეიტანა საჩივარი ჩემს გარეგნულ,თუ ბიზნეს–იმიჯზე მასთან?
–რა ვიცი,ბატონო,დიმა,მე რაც მითხრა,იმას გეუბნებით…
–მოკლედ,თეას ვერ გამოცვლი რა?რაცაა,ისაა…
თინის ხმა აღარ ამოუღია და ოთახიდან გავიდა…დიმა პერანგს დასწვდა და ყნოსვა დაუწყო,ჯერ კიდევ ასდიოდა მას მსუბუქად,,შანელი”,მერე ზედ შერჩენილი კულულის ერთი ღერიც იპოვნა და ესიამოვნა,თან გაიფიქრა,მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები,თორემ თინი ,,ამბებს”მიმიხვდება და ,,აგენტობასაც” მიხედავსო…
მერე ისევ ფიქრმა წაიღო,რაა მოკლედ ცხოვრებაო,ფიქრობდა.ეს თითქმის დედისხელა ქალი ბატონობით უნდა მომმართავდესო?ათასნაირ საფეხურს გადიხარ კაცი ცხოვრებაში ,რომ რაიმეს მიაღწიო და რისთვის,ადამიანებს რომ დაშორდე და ფორმალურობა დაიმკვიდროო!
მიხვდა,ზედმეტი ფიქრის დრო აღარ ქონდა,წამოდგა და აბაზანაში შევიდა…
მერე,თავი მოიწესრიგა და ქვემოთა სართულზე ჩავიდა სასაუზმოდ,გიო უკვე მაგიდასთან იჯდა:
–მამა,სად იყავი?შემიკლა მიშამ,საბილიარდოში არ მოსულაო!მობილურზეც არ მპასუხობსო…
–ოჰ!კაი,ერთი,დიდი ამბავი…
–წუხდა,სადააო?
–საქმეზე ვიყავი და ბოდიში,რომ ვერ გავაფრთხილე!
–რატომ არ აწყებინებ შენთან მუშაობას?
–არ დავაწყებინებ,მეგობრის დაკარგვა თუ გინდა,შენთან უნდა ამუშაო!მე კი ძალიან მიყვარს…ვეუბნები,მოგცემ ფულს და შენი საქმე დაიწყე–თქო და ეზარება,რა ვუყო!
–ეტყობა მაგის ნიჭი არ აქვს!–უთხრა გიომ.
–მერედა როგორ აქვს,ნიჭიერია,ეზარება…არა უშავს,მალე მოეგება გონს….შენ,არ გაგვიანდება?
–კი,მივდივარ!პრაქტიკები მაქვს მორგში!–გიო სამედიცინოზე სწავლობდა….
–იმედია,შენი მოკლული არაა ვინმე!
–კაი,რა,მამა,რა ბოროტი ხუმრობაა!
–აბა,რა ვთქვა,ასე გამეტებულად რომ დათარეშობ?
–ეს სპორტია!
–კარგი,მე გავდივარ!–ყავის სმა დაამთავრა დიმამ და ეზოში გავიდა!ორსართულიანი სახლი ქონდა ზემო ვაკეში დიდი ფარეხით…წუხანდელი,,მერსედესი” ეზოში ეყენა…ჩაჯდა და კვლავ თავისი კულულა გაახსენდა.პომადით მინაწერ მობილურის ნომერს შეხედა,ამას მერე გადავიწერო,თან ისიც გაიფიქრა,ამ ციფრებსაც კი ეტყობათ მისი ქალურობა და ვნებაო!
….დილის თათბირზე გამოიკვეთა,რომ გერმანიაში უნდა წასულიყო,რეგიონებშიც ხსნიდნენ სატრანსპორტო საწარმოებს და ახალი მანქანები უნდა შემოეყვანა…მთელი დღე თათბირებმა და შეხვედრებმა წაიღო…მერე,საღამოს კვლავ გაახსენდა თავისი ბოზი და ფარეხში ჩაქანდა,ტელეფონის ნომერი ამოვიწეროო,მაგრამ,მანქანა გარეცხილი და გასუფთავებული დახვდა…

…გერმანიაში ისეთ გაწამაწიაში იყო დიმა,საქმეების გარდა არაფერზე საფიქრელად ეცალა,მართალია,თან ეკონომისტებიც ახლდა,მაგრამ,ძირითადი შეხვედრები და მოლაპარაკებები მასზე გადადიოდა…თეამ დაურეკა საფრანგეთიდან,ჩამოვალ,გნახავო,და მერე იმანაც მოუცლელობა მოიმიზეზა,ვერ შეხვდნენ…
მოკლედ,ძალიან გადაღლილი დაბრუნდა.კიდევ კარგი,შაბათი საღამო იყო,კვირას შეეძლო სული მოეთქვა,სხვა დროს მიშას დაურეკავდა,ერთად ისიამოვნებდნენ,ზაფხულს აუზით და ლუდით გაიგრილებდნენ,მაგრამ,ახლა მარტოობა ერჩია.მთელი კვირა დღე სახლში,მარტომ გაატარა,ეძინა,იცურავა,ტელევიზორის ყურებით და ლუდის სმით გაერთო….მერე კვლავ შემოეპარა ვნება და თავისი კულულა გაახსენდა….ნომერი აღარ ქონდა,სად უნდა ეპოვნა?
მეორე დღემაც საანგარიშო თათბირებში ჩაიარა,ერთი სული ქონდა სამსახურიდან იმ გზაზე გამოევლო, თავისი ბოზი რომ ნახა…
თუმცა,ტყუილად,ქალს თვალი ვერ მოკრა…მერე ,,ბენტლი” სხვა ქუჩებზეც გაასეირნა,ცნობისმოყვარე მზერა ქუჩებს,გამზირებს ისრუტავდა…დიმა ფიქრობდა,ხან რა პატარაა ეს ქალაქი და ხანაც რა დიდი გეჩვენება ადამიანსო…დაიღალა,ძებნამ დაღალა…
ის დღეები სულ იმ ქუჩით ბრუნდებოდა სახლში,მაგრამ,ამაოდ!
პარასკევს,შუადღით,მიშამ გამოუარა სამსახურში,აქეთ ვიყავი და შემოგიარეო…ახოვანი,მაღალი,ცისფერთვალება,ოდნავ დახრილი წარბებით,პატარა ღიპით და შევერცხლილი,სწორი,აჩეხილი თმით–ასეთი იყო მიშა!დიმამ რესტორანში დაპატიჟა სასადილოდ…
მიყვნენ,მოყვნენ,გაიხსენეს…
–კაი,რა,მიშა!ასე ჯიუტი ნუ ხარ,თუ ექიმობა აღარ გინდა,რაიმე ბიზნესს მოკიდე ხელი,ნუ ცდები,გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება!–მიმართა დიმამ მეგობარს.
–ხო,ვაპირებ,დიმა!ცოტა გამიარა იმ ტკივილმა, რაც მაშინ გადავიტანე!
–კარგი,მაშინ შენი ბრალი არაფერი ყოფილა,სამედიცინო კომისიამაც ხომ გააკეთა დასკვნა,რომ შენ ყველაფერი სწორად გააკეთე…
–რად მინდა დასკვნები,ვერ ვამართლებ თავს,გვიან დავიწყე ოპერაცია…
–არც ეგ იყო შენი ბრალი…
–როგორმე უნდა გადამერჩინა,ჩვენი ბიჭების ტოლი იყო,დიმა,ჩვენი ბიჭების!
–გეყოფა!თავს ნუ იტანჯავ…საქმეში ჩაები,რაიმე მოიფიქრე…ან დაუბრუნდი მედიცინას…ხომ ხედავ,შენს ლეგენდებზე გაზრდილმა,გიომაც ქირურგობა ისურვა…შენ კარგი ქირურგი იყავი…
მერე დიმამ თემა შეცვალა და თავისი რომანტიკული საღამოს შესახებ უამბო….
–…და ვეღარ პოულობ?–კითხა ცნობისმოყვარედ,მართალია მიშას ძალიან უყვარდა თავისი ცოლი,ნანა,მაგრამ ასეთი თავგადასავლების დიდოსტატად ითვლებოდა,ღალატს ფიზიოლოგიური განახლებების დადებითობით ამართლებდა,არგუმენტირებულად შეეძლო დაესაბუთებინა სამედიცინო თეორიებით.
ნანა,რაღაც სხვანაირი ქალი იყო, თავისებურად უყვარდა მიშა,მის ასეთ თავგადასავლებს არაფრად აგდებდა,მხოლოდ ეცინებოდა,რას მის საახლობლოს გაოცებას იწვევდა,ან ძალიან ჭკვიანია,ან ძალიან სულელიო,სამაგიეროდ ქმართან შესაშურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა….
–ვერა,ვერ ვპოულობ!–დანანებით უპასუხა დიმამ…
–შენ რომელ ადგილზეც ამბობ,მანდ,საერთოდ ვულგარული ქალები დგანან,ერთს ვიცნობ–კიდეც,მაგრამ როგორსაც აღწერ,ეგ უფრო,ელიტარულ ბოზს გავს,ნაზი მაკიაჟით,შანელის სურნელით…და შენ ფხიზელი იყავი?
–აბსოლიტურად!
–დაივიწყე…მასეთი ინტერესით კარგი ამბავი არ იწყება,თეა კიდევ ნანა არაა,რომ გაპატიოს!მართლა,როგორაა?
–კარგადაა,უნდა მენახა გერმანიაში და ვერ მოიცალა!კარგი,რა?თვეობით ველოდები,დავიღალე,ახლოს მინდა ქალის სითბო…
–გასაგებია,ამ სიტუაციაში გამართლებულიც კია,მეგობარი ქალი გყავდეს,მაგრამ,მაინცდამაინც ბოზი?
–არ ვიცი,ვერ ვივიწყებ,უეცრად და თავისით ჩამივარდა ხელში….
მიშას გაეღიმა და ისეთი სითბო დაეხატა სახეზე,მარტო ბავშვობის მეგობრებს რომ ჩვევიათ!
–კარგი,ახლა შენ სამსახურში გაგვიანდება ალბათ,მაგ საქმე მე მომანდე,დღეს მაგ ქუჩის გოგოებს ,ყველას მაგრად ვაგრიალებ რესტორანში,შენს კულულას ამბავსაც გავიგებ…–ნეტარებით გაეცინა მიშას,წარმოიდგინა რა ამბავს ატეხდა…
–კარგი,აი ეს აიღე!–და დიმამ მეგობარს ბანკის პლასტიკური ბარათი გაუწოდა…–მაგრადაც აგრიალე და ფულებიც დაურიგე,ერთი ბედნიერი დღე აჩუქე გოგონებს ჩემგან!
…იმ საღამოს მიშას დიმასათვის არ დაურეკავს–ვერ დაურეკა!
მეორე დილით კი სამსახურში მიაკითხა:
–არა,ძმო!შენი,,კონკია”დაიკარგა,სულ არაფერი დაგრჩა მისგან?იქნებ ცალი ქოში დარჩა მანქანის სალონში,ან სხვა ნივთი?
–პომადის მინაწერი და ისიც გაქრა…–დანანებით თქვა დიმამ!
–წამოხვალ?მაგარ,,პახმელიაზე”ვარ…დიდი მადლობები და კოცნები გოგოებისგან ინკოგნიტო ქველმოქმედს!
–ვერა,მიშა!აუარებელი საქმე მაქვს…
–კარგი,აბა,წავედი!–თქვა მიშამ და კაბინეტის კარი გაიხურა…
კვლავ განვლო რამდენიმე დღემ…
ერთ დილით კი ,თათბირზე,ფარეხის გამგემ დიმას კითხა:
–ბატონო,დიმა,ის ერთი მანქანა რომაა,ემბლემის გარეშე დარჩენილი,ისიც ხომ არ გაგვეშვა ხაზზე?
–არა,რა საჭიროებაა?
–ტყუილა დგას…
–არა,იყოს,ხანდახან მჭირდება!!!
–ხო,მართლა,მანქანის მრეცხავი რომაა,ძია ვანო,აი,ეს ფურცელი გამოგიგზავნათ….–და დიმას გაკეცილი ფურცელი გადასცა..
ფურცელზე ტელეფონის ნომერი ეწერა!

…თავის კაბინეტში მარტო დარჩენილი დიმა სამუშაო მაგიდასთან,სავარძელში იჯდა და ფურცელს ხელს არ უშვებდა,თითქოს ეშინოდა,ნომერი ისევ არ დაეკარგა.გაოცებულიც იყო,რამ მოაფიქრა ძია ვანოს ამის ამოწერა,ალბათ გამოცდილი აქვს,რა დაუდევარი ვართ კაცები,ერთ წუთში რომ რაღაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნია,შეიძლება მეორე წუთში საოცრად ღირებული გახდეს ჩვენთვისო!იხსენებდა ამ მოხუცის სიკეთით გადაპენტილ სახეს და უნდოდა,რაიმე კარგით, ამაგი დაეფასებინა,თუმცა ისიც იცოდა,ამაზე ახლა არ ღირდა ყურადღების გამახვილება და ამის დროც მოვიდოდა!
იმ ღამით საოცრად მშვიდად ეძინა…
დილა კი კვლავ თინის ენერგიულმა ხმამ გამოუცოცხლა:
–ახალი ამანათი გამოაგზავნა თეამ,ჩემს ბიჭებს საუკეთესოდ უნდა ეცვათო,გუშინ მივიღეთ…
–გახსნა გიომ?
–აბა,რას იზამდა!ყველაფერს ეწერა,რომელი ვისია…ვენაცვალე თეას,რა გულის გოგოა,ჩემი ვახოც რომ არ დავიწყნია და არც მე?
–აუფ!ვახოსაც ერგო წლევანდელი საფირმო კოლექციიდან?–გაიხუმრა დიმამ!
–ვახოსაც და მეც…რა კაბაა,ბატონო,დიმა!რა კაბა!ეჰ!…ეს მქონოდა ორმოცი წლის წინ და…–და თვალები მილულა თინიმ…
–არ თქვა ახლა ვახოს კი არ წავყვებოდიო?
–არა,ბატონო,დიმა!მიყვარს ჩემი ვახო,უშვილობა ერთმანეთის სიყვარულმა გადაგვატანინა…უბრალოდ,მეტად გავაგიჟებდი,თუმცა ისე გვიკერავდა პლეხანოველი ნინა ჩითებით,რომელი პარიზელი მკერავი შეედრება….–თინი ოცნებებში წავიდა,მერე ერთბაშად გამოფხიზლდა :
–ეხლავე შემოგიტანთ !-თქვა თინიმ და დიმას საძინებლიდან გავიდა.
დიმას არ უნდოდა თეას შერჩეული ახალი სამოსით გაპრანჭოდა თავის კულულას,მაგრამ ტანსაცმელს სულ ის უგზავნიდა და რა უნდა ექნა?
ტელეფონის ნომერი კი ქონდა,მაგრამ,გულს მაინც უსიამოვნო განცდა უღრღნიდა,ამხელა ლტოლვა და ისიც ბოზისადმიო?თუმცა მერე უმადურადაც ჩათვალა თავი,ასეთები ვართ ადამიანები,რას არ მივცემდი,მისი ნომერი რომ გამეგო.ახლა მაქვს და ეჭვები შემიჩნდაო!
მიუხედავად მოდაში შემოსული ახალი ბრენდებისა,რატომღაც უპირატესობას,,არმანს”ანიჭებდა,ახლაც თეას გამოგზავნილი ახალი კოლექციიდან მუქმწვანე, თეთრ ზოლებიანი პერანგი შეარჩია,შარვალს ასე ადვილად ვერ ირგებდა ახლს,ამიტომ კარადიდან ნახმარი გამოიღო…
–მამა,რომელ საათს იკეთებ დღეს?–ოთახში შემოიჭრა გიო.
–ხომ იცი,ჩემი ,,ფავორიტი”ომეგაა..
–კაი,რა,მამა?ახლა,,ბენტლიმ” საათების ხაზიც შექმნა და მაგარია!
–ჯერ თეას არ გამოუგზავნია,ეგ როგორ მოუვიდა…–ჩაეცინა დიმას.
–ვინ,თქვა?აბა მე რომ მიკეთია,რა არის?
–ეგაა?!მაჩვენე!
გიომ საათი აჩვენა:
–ვა,მაგარია!დადე ჩემს კოლექციაში…–უთხრა დიმამ.
–რას ამბობ?დღეს ჩემს გოგოს ვხვდები…
–და წუხელ სად გაიპარე?
–აუ,მამა!ტელევიზორს ვუყურებდი,მერე ვერ მოვისვენე…ადრენალინი მომინდა,ეს ნარკოტიკივითაა,ერთხელ თუ მიეპარე,ვეღარ გადაეჩვევი!
–ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას ეფექტურად მკურნალობენ უკვე…
–ხოოო,მაშინ ეს მეტი ყოფილა…ხოდა,ღამის ორ საათზე ავდექი და….
–ქეთი იქ იყო?
–კი,ლევანს ეპრანჭება მგონი….მალე ვაჯობებ და ნახოს!
–რა,პრიზად ეგ გოგო გყავთ,თუ რაშია საქმე?
––მოკლედ,წავედი,საათი–მე!დღეს!
–კარგი…–უთხრა დიმამ და ისიც მალე გავიდა სახლიდან….
სამსახურში დიდხანს იწრიალა,საქმეებს იმიზეზებდა,დარეკვა უნდოდა და უხერხულობა ბოჭავდა,რას გამიხსენებს,მთვრალი იყო,თანაც,მორიგი კაცი…ითრგუნებოდა,მაგრამ,სურვილი იმდენად დიდი იყო..
მაინც დარეკა:
–გამარჯობა!
–გამარჯობა!–უპასუხა სასიამოვნო,მოთენთილმა ხმამ!
–როგორ ხარ?–დიმამ იცოდა,რატომ ელაპარაკებოდა შენობით!არა,სიახლოვის,არამედ,მისი პროფესიის უპატივცემულობის გამო…
–რომელი ბრძანდებით?–ქალს ისეთი ხმა და დიქცია ქონდა,გეგონება ,,კეთილშობილი ქალბატონების” უნივერსიტეტი აქვს დამთავრებულიო.
–მე ვარ,გახსოვს,მაშინ,ნასვამი…
ქალმა კარგა ხანს ხმა არ ამოიღო,მერე კი,თითქოს ხმა ჩაეხლიჩაო,ჩაახველა და უპასუხა:
–მახსოვს…
–როგორ ხარ?–კითხა დიმამ.
–მადლობა,თქვენ?
–კარგად!შენი ნახვა მინდა…
–ხო,მაგრამ…
–დღესვე…
–ვერ შევძლებ,გადატვირთული ვარ!
დიმამ გაიფიქრა,ნეტავ არ დამერეკაო,გულზე მოხვდა ეს სიტყვები…
–აი,ხვალ,მთელი დღე თავისუფალი ვარ და რა დროსაც გინდა…
–რა დრო გირჩევნია?
–თქვენ თქვით…
–მე,საღამოს!ექვსისათვის იყავი მზად და დაგირეკავ…
–კარგი,შევთანხმდით!–უთხრა ქალმა,დიმა დაემშვიდობა….
…მეორე დღეს ზუსტად ექვსზე დაურეკა,შეხვედრა ნაცნობ ადგილზე დათქვეს…
დიმას თეთრი პერანგი ეცვა,ოდნავ დაკრავდა სალათისფერი,ღია ჭაობისფერი შარვალი შეარჩია,საზაფხულო…,,ალურის”მსუბუქი,გრილი სურნელი ასდიოდა…
ქალს თეთრი,ჩაღილული ტილოს კაბა ეცვა,კარგად ეკვეთებოდა წელი და ხორციანი ბარკლები,კაბა თითქოს გადასკდომას ლამობდა მკერდზე…თეთრი ფერი შავი კულულების ბზინვარებას ხაზს უსვამდა,მსუბუქი სიო ულივლივებდა თმას და ისეთი ვნებიანი იყო….
ჩაწეულ ფანჯარაში ჩაიხედა,კაცს გაუღიმა და მიესალმა:
–გამარჯობა!
–გამარჯობა!–კაცი მანქანიდან არ გადმოსულა,გვერდზე გადმოიწია და ისე შეუხსნა მანქანის კარი…
ქალი დაჯდა..
–როგორ ხარ?–მოიკითხა დიმამ….
–კარგად,თქვენ?
–მეც კარგად…
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,კაცს ვნება შეენთო,კვლავ ის პირველი შთაბეჭდილება აწვალებდა–აფრიალებული კაბა და თეთრი ბარკლები,რომელიც ახლა გვერდს უწვავდა..
–მოდი,რესტორანში წავიდეთ!–უთხრა კაცმა.
–არა,არ მინდა გამოვჩნდე!უხერხულია….–თქვა ქალმა.
–რა თქმა უნდა,უხერხულია,ათასი იცნობს!ეს ჩემთვის უნდა იყოს უხერხული და…–გაიფიქრა დიმამ და გაღიზიანდა…
–რა განათლება გაქვს?–კითხა ქალს.
–ექიმი ვარ!და თქვენ?
დიმას გაეცინა,კარგად ხუმრობსო!
–მე ორი დიპლომი მაქვს….–უნდოდა დაეკონკრეტებინა აქაური და უცხოო,მაგრამ,გადაიფიქრა,თანამედროვე ტაქსის მძღოლებივით გამომდისო!–…და აბა სად წავიდეთ?
–გნებავთ,ბუნებაში გავისეირნოთ!–უთხრა ქალმა…
–ბინა რომ შემოგთავაზო?
ქალი ჩაფიქრდა,დაიმორცხვა და უპასუხა:
–კარგი!
დიმას დაკეტილი ბინა ქონდა და იქ ავიდნენ..
ქალმა დივანზე მოიკალათა,ერთმანეთზე გადაიწყო ჯიშიანი ბარკლები და ვნებიანად მიეყრდნო საზურგეს…
დიმამ ცივი,შავი ღვინო,ფუჟერები,ხილი,შოკოლადის ფილები დაუწყო წინ მდგარ,პატარა მაგიდაზე…მერე თვითონაც გვერდზე მიუჯდა…შეთვალული ყურძნისფერი თვალები გაუმწვანდა–აუბრჭყვიალდა ზურმუხტი!
–მოდი,გაგვიმარჯოს!–უთხრა ქალს და სასმისი აწია..
–გაგვიმარჯოს…–თქვა ქალმაც და ჭიქა მიუწკაპუნა..
თვალები ერთმანეთს აფასებდნენ,მოლოდინი ვნებას ამძაფრებდა…
–მომიყევი რამე,შენზე!–უთხრა დიმამ ქალს და მიეხუტა…
–რა მოგიყვე,ვიღლები ძალიან…
–იღლები?…ძალიან?…დაიღალე…დაიღალე…–უთხრა და თმა მხრიდან გადაუწია,მერე ალერსით ჩაყვა მხარს,ქალს ამოხედა, მას თვალები მიელულა,ვნებისგან გამომშრალ ტუჩებს კი ენით ისველებდა…
ახლა ტუჩებს დაეწაფა…კვლავ იფეთქა ქალმა,ვერა,კაცი მას ვერ აჯობებდა…უკოცნიდა კაცს თვალებს,ყელს,მწყურვალივით ეწაფებოდა…თრთოდა,ცახცახებდა,კანკალებდა,კვნესოდა ქალი….ეკვროდა,სხეულით სურდა თითქოს მთელი ენერგია წაეღო მისგან…ყველაფრის უფლებას აძლევდა კაცს,რაც მას უფრო ათამამებდა,მაგიდა,სკამები,იატაკი…ახლა ყველაფერი ვნების საგანი იყო,აგიჟებდა,აგიჟებდა კაცს….
–აი,რას ნიშნავს პროფესიონალიზმი!–ფიქრობდა კაცი და ამის გახსენება უფრო უხეშს ხდიდა მას,ქალს კი ეს ძალიან მოწონდა…
მერე დაღლილი კულულები საწოლზე ეყარა….
კაცი უყურებდა და ვეღარ იხსენებდა,საწოლძი როგორ,ან რატომ აღმოჩნდნენ!

..დიმა წამოდგა და ღია კარებთან მივიდა,რომელიც აივანზე გადიოდა.სექტემბერი მთავრდებოდა,გარეთ კი ისევ,თბილი,სასიამოვნო ამინდი იდგა…ჩამოშლილი,ოდნავ ჭაღარაშეპარული თმა ხელით,უკან გადაიწია…ჩამავალმა მზის სხივებმა მის თვალებში ჩაილივლივა…არ ეწეოდა,მაგრამ სიგარეტი მოუნდა…ქალისკენ გახედვა უჭირდა,იდგა,გაყურებდა სივრცეს და გულს უსიამოვნო განცდა უღრღნიდა,ახლა ის ძლიერტალღადარტყმულს გავდა,წყლის ჭავლი მის ზღვაში შეთრევას რომ ლამობდა…
ქალისაკენ გახედვა არ უნდოდა,ზიდება ქონდა,უზომოდნაჭამ ადამიანებს რომ ჩვევიათ,იქნებ ეს გადამეტებული ვნებების ბრალი იყო.მაგრამ,არა,მას ქალის პროფესია ტანჯავდა,კალეიდოსკოპის ნაწილაკი ეგონა თავი…
დიდხანს ვერ იდგებოდა ასე,შემოტრიალდა.ქალი საწოლზე აღარ იწვა,აბაზანაში შესულიყო,მალე პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა უკან,თმა სარჭით ქონდა აწეული კეფაზე…თმააწეულიც ისეთი ხიბლიანი იყო…დიმას გული მოეწურა.
ქალმა ჩაიცვა და კვლავ აბაზანაში შებრუნდა მაკიაჟის გასაკეთებლად,კაცმა კი ჩანთის რომელიღაც ჯიბეში ხუთასი ლარი ჩაუდო….
მხოლოდ სახლში მისულმა გააცნობიერა,რომ მისი სახელი კვლავ არ იცოდა..
–არც მაინტერესებს და არც აღარასოდეს ვნახავ!–მყარად გადაწყვიტა მან და ცოტა დამშვიდდა…
მეორე დღეს მიშამ გამოუარა და სასადილოდ წავიდნენ.
მეგობარს უთხრა,რომ შეხვდა ქალს:
–არა,მიშა!ამას მე ვერ გავუძლებ!აღარ ვნახავ…
–კარგი,რა?რატომ განიცდი ასე,დატკბი ცხოვრებით,შეირგე,წლები მოდის,კი არ მიდის…
–არა,ძმო!ეგ ფილოსოფია ჩემი არაა,მე ქალი ბედნიერებისათვის მინდა,სრულყოფილების განცდისათვის,
ათასკაცგაყოფილ გრძნობას კი ვერასოდეს ვიგუებ…
–შენ პატიოსან ქალს უფრო ვერ იგუებ,სინდისი გაგტანჯავს თეას წინაშე….
–ხო,მართალია!თეა ძალიან მიყვარს…
–ისე,არ გეწყინოს და,მაკვირვებს თქვენი ოჯახი,თვეობით ცალ–ცალკე ხართ!მიუხედავად ჩემი ხასიათისა,ნანა ამას ვერ აიტანდა,ნანა ჩემს ღალატს კი არა,ჩემს სიცოცხლეს განიცდის,არაფერი დაემართოსო,უნდა ნახო მისი თვალები,როცა სახლში მივდივარ,თითქოს წლობით ომშიწასული უბრუნდებოდეს…
–რა ვიცი,მის ნიჭს წინ ვერ დავუდექი…ნანა სხვაა,საოცრებაა!
–კარგი,არ ნახავ და არც არაფერი გაქვს სანერვიულო….–უთხრა მიშამ მეგობარს.
დიმა გრძნობდა,რომ მისი სიმშვიდე სიცარიელეს უფრო გავდა,სიცარიელე კი სურათიდან ამოჭრილ ადგილს,საყვარელი სახე რომ გაექრო….მოკლედ,განიცდიდა თავის გადაწყვეტილებას და არ ტყდებოდა….
სამსახურს ბევრი დრო მიქონდა,განცდებისათვის ადგილი თითქოს აღარ რჩებოდა,მაგრამ ღამით,მობილურს რომ შეხედავდა,ან ხელში დაიჭერდა,მასზე ფიქრობდა,რა ახლოსაა და რა შორსო!
დღეები გადიოდა,ერთი კვირაც,ორიც…ახალგაზრდობაში თუ საყვარელი გოგოს გარეშე საათებს ითვლიდა ,ახლა კვირეებს უმკლავდებოდა,თუმცა ახლა სიყვარულსაც ვეღარ არქმევდა ადვილად გრძნობას.
გულის სიღრმეში იმედი ქონდა,იქნებ თავად მოვენატრო და დარეკოსო,მაგრამ ქალი არ ჩანდა…
ვეღარ მოითმინა,მაინც დაურეკა:
–როგორ ხარ?–კითხა ქალს..
–მეგონა აღარასოდეს დარეკავდი…
–ვერ მოვიცალე,შევხვდეთ?
–კი!
შეხვედრა ნაცნობ ადგილზე დათქვეს…
ქალს ახლა თეთრი,მოტკეცილი შარვალი ეცვა,მოღეღილ მაისურზე,ღია ვარდისფერი ჟაკეტი მოეცვა…მანქანაში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო,ლამაზი,მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმელი ეცვა…მოკლედ,მშვენიერებად იღვრებოდა…
კაცს სევდიანი ეჩვენა:
–რა გჭირს?
ქალმა თვალებში ჩახედა და უპასუხა:
–მომენატრე!
ამ მზერამ გაათბო კაცის სული და ხელი ხელზე მოუჭირა,მერე გაკვირვებულმა დახედა ზედ..
–ბეჭედი?
–კი!
კაცმა ხელი ააწევინა და მისი ხელი,ახლოს,სახესთან მიიტანა:
–ბრილიანტი?თანაც საკმაოდ დიდი…
–კი!
–ვინ გაჩუქა?
–ქმარმა!
–ვინ?
–ქმარმა !–და ქალს გაეღიმა…
–კარგად ხუმრობს,ნამდვილად,,ელიტარულია”,ჩემს ხუთას ლარებს,ალბათ,არც არაფრად აგდებს!–გაიფიქრა კაცმა…–სადმე ხომ არ დავსხდეთ?–შესთავაზა ქალს.
–არა,მაგდენი დრო არ მაქვს!
–პირდაპირ ბინაში?
–კი,ამჯერად ასე სჯობს!
ავიდნენ…ახლა ქალი იდგა აივნის კართან და სევდიანად იყურებოდა გარეთ…
კაცი მიუახლოვდა…კისრიდან დაუწყო კოცნა…
ქალი მშვიდად იდგა,კვლავ ზურგით…
მერე კაცმა ჯაკეტი მოაძრო,მკლავებიდან მაისურის ბრეტელები ჩაუცურა და ორივე ხელით მისი მკერდი მოიქცია მუჭებში,თან კვლავ ზურგს უკოცნიდა ნაზად..მერე მთლიანად გახადა ზედა სამოსი,შარვალი ნელ–ნელა ჩააძრო და ,,ტანგას” ზონარს დაუწყო თამაში….
ქალი მოტრიალდა,ახლა მან დაუწყო ნაზად კოცნა,თვალები დაუცვარა,ცხვირს ელაციცა,ტუჩებს დაწვდა…კოცნიდა ყველგან,ისე ეფერებოდა კაცს,თითქოს მის მეტი არავინ იყო დარჩენილი ამ ქვეყნად…მერე,საიდანღაც კვლავ მოვარდა ველური ვნება….
ყველაფრის შემდეგ დიმას კვლავ,,ზიდება” დაემართა.
– მაკოცე!–სთხოვა ქალმა..
–არა!
–რატომ?
–იმიტომ,რომ ბოზი ხარ!
–ვინ ვარ?
–ბოზი!–გაუმეორა კაცმა.
–მერე,ბოზებს კარგად უხდიან!
–ხოო??რამდენს მაინც….
–ბევრს,ბევრს!–ქალი იღიმებოდა..
–კაცმა საფულედან კუპიურები დაუყარა,სულ მსხვილი!
–აი,შენი იყოს,რაცაა!
–ამდენი საიდან,მადლობა!–თქვა ქალმა..
კაცი აბაზანაში შევიდა….
–მაკოცე!–მთელი გზა სთხოვდა ქალი…
–არა!–მკაცრად და ჯიუტად უმეორებდა კაცი…
ქალი გაბუტული გადავიდა მანქანიდან,დიმას არც კი დაემშვიდობა….

…საკუთარ თავთან ბრძოლა,ყველა ბრძოლაზე უფრო ძნელია!ეს იცოდა დიმამ.ისიც იცოდა,რომ ან ზავი უნდა დაედო თავის თავთან,ან არადა უარი ეთქვა ცხოვრების გამოწვევაზე.ქალი ან ისეთი უნდა მიეღო,როგორიც იყო,ჯერ–ჯერობით მაინც,ან არადა,მიეტოვებინა.ვერ მიატოვა,ვერ შეძლო…ადამიანს ქვეცნობიერი ყოველთვის ისეთს აყვარებს,როგორიც მას მიესადაგება,ნუთუ ბუნებამ ისეთი შეცდომა დაუშვა,რაც გამონაკლისი იყო!–არა,ამას დიმა ვერ დაიჯერებდა!მაშ,რა ხდებოდა?რატომ შეუყვარდა ბოზი?
საკუთარ არსებაში სიყვარულის მუტაციას და მონსტრად ქცევას დიმა ვერ დაუშვებდა,ამიტომ გადაწყვიტა ქალს ნორმალურად მოქცეოდა– გაღიზიანება და სიუხეშე მიეტოვებინა!
გადაწყვეტილების მიღება,როგორიც არ უნდა იყოს იგი,ამშვიდებს ადამიანს–ეს ცნობილია,ხოდა დიმამაც შვებით ამოისუნთქა!ხვალვე დავურეკავ,სადმე დავპატიჟებ და ბოდიშს მოვუხდი,როგორიც არ უნდა იყოს მისი ცხოვრება,თავად ის,ჩემთვის უძვირფასესია და ეს არის მთავარიო!
მეორე დილით გამონახა თუ არა დრო სამსახურში, დაურეკა,მაგრამ ქალმა არ უპასუხა.კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა ზარი,მაგრამ,უშედეგოდ…
მომდევნო დღეებში და კვირეებშიც ქალს ტელეფონი გამორთული ქონდა…
სამი ნახვის მერე,მისი სახელი რომ კვლავ არ იცოდა,ეს ფანტასტიკური ჟანრის სფეროს თუ განეკუთვნებოდა,მაგრამ ფაქტია–არ იცოდა…
გადაღლილ–დაძაბული იყო,მიშამ დაურეკა:
–შაბათ–კვირას, ოჯახით,წყნეთში ავდივართ და ამოდი,ნანამ უარს არ მივიღებო!თან სალაპარაკო მაქვს…
–კარგი,მეც მინდა თქვენი ნახვა და მეგობრული გარემო,გადამღალა ამ ოფიციალურმა შეხვედრებმა და საქმემ,აუცილებლად ამოვალ!–დაპირდა დიმა…
მიშას მოკრძალებული,პატარა,ერთსართულიანი,მანსარდიანი სახლი ქონდა ლამაზი ეზოთი,ბილიკებით და ყვავილებით.ტალავერიც ქონდა,რომელიც ადესის სურნელს აფრქვევდა,არადა ოქტომბერი მთავრდებოდა….
მზიანი დღე იყო და სანამ ნანა სუფრას გაშლიდა,,ბიჭები” ეზოში დასხდნენ ნახევრადგასაშლელ სკამებზე,
ლუდს ღვინო არჩიეს და ნელ–ნელა ,,შეეფიცხნენ” სასმელს.
–კაცო,რას ერჩით ამ ყურძენს,რატომ არ კრეფთ!–შეწუხდა დიმა.
–კაი,რა?!იყოს,ამისთანა სურნელი აქვს,თან მოგინდება,მოწყვეტ,მერე ქიშმიშად მიირთვი…
–კი,თუ დაგიტოვეს ჩიტებმა…რა ხდება,რის თქმას აპირებ?
–არ ვიცი,მაქვს თუ არა ნათქვამი,ჩემი კურსელი იყო,ბესო,ძალიან კარგი ბიჭი,სამი კვირის წინ დავკრძალეთ,სიმსივნე ჭირდა ცხონებულს,გადაყვა ცოლი,რას არ უკეთებდა,რომ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე,ბოლო ხუთი წელი მაგრად იწვალა,მაგრამ …
–ვაა,ვწუხვარ!არ ვიცნობდი…
–ცოლი ჩვენზე გაცილებით პატარაა,ქირურგია ისიც,პროფესორი,ხოდა რომ ჩაიარა ამ ამბებმა,დამიკავშირდა,კვალიფიკაციას ნუ იფუჭებ და მოდი ჩვენთან,ადგილი გამოჩნდაო,ხოდა ასისტენტობაზე დავთანხმდი,ჯერ დამოუკიდებლად მიჭირს…ფსიქოლოგიურად,ხომ გესმის?
–მომილოცავს,კარგი ამბავია პროფესიას რომ დაუბრუნდი,რომელი კლინიკაა?
–ახალია,ძალიან მაღალი დონის..ორშაბათიდან გავალ.
–კარგია,მიხარია…
–შენი ამბები როგორაა?აღარ შეხვედრილხარ ხომ იმ ქალს?
–კი,შევხვდი და ისევ დავკარგე,უზომოდ მიზიდავს!
–მესმის,მაგრამ,როგორღა დაკარგე,გადამრევ,ოცდამეერთე საუკუნე მაინც არ იყოს,ათასგვარი კომუნიკაცია….
–მობილური გათიშულია სხვა კიდევ არაფერი ვიცი…
–რა ქვია?
–არ ვიცი!
–რააააააააააა?????????ასე დავთვერი,რომ მომესმა?–გაოგნდა მიშა…–კი,მაგრამ,ქალს რომ დაუახლოვდე,არ იცი,რომ სახელით უნდა მიმართო ხშირად?რომ ეს ხსნის ბარიერს და ურთიერთობას უფრო უშუალოს ხდის?
–იმდენად გაღიზიანებული ვიყავი მისი პროფესიის გამო,რომ ვეუხეშე კიდეც….
–ყველა ქალი ზედმეტ–ნაკლებად მაგ პროფესიისა და ასე რომ არ იყოს,წასული იქნებოდა კაცების საქმე!
–კაი,ერთი,კაცო!–დიმამ სკამის ზურგს მიაყრდნო თავი,სხივები მისი თვალების ოაზისებზე ალიცლიცდა,ვეღარ გაუძლო და სათვალეები გაიკეთა…
–შენ ვეღარ უძლებ მზეს,თუ პირიქით?–ეს ნანა იყო,გარეთ გამოვიდა და მათთან მივიდა.ცხვირაპრეხილი,ქერა,ნორმალური აღნაგობის ქალი იყო,საოცრად თბილი გარეგნობის…–შემოდით,ბიჭებო,სუფრა მზადაა,შიგნით გავშალე,მალე მოსაღამოვდება და არ გამიცივდეთ,თეას ვერ გადავურჩები,ხომ იცით?
–ნანა,მალე შემოვალთ,გიოს ველოდებით,ამოვალო.–უთხრა დიმამ.
–კარგია,დათუნაც გზაშია!–გაუხარდა ნანას,დათუნა მათი შვილი იყო…
–ხოდა,ძალიან კარგი!
ნანა გავიდა…
–რაო,რაო?ქალს სამჯერ შეხვდი და სახელი არ ვიციო?–სიცილს ვერ იკავებდა მიშა,–შენ რა გითხარი!არა,რა?დაუჯერებელია!
–ხო,მეც მიკვირს,მაგრამ,მას რომ ვხედავ,აღარაფერი მახსოვს….
–აბა,ახლა, რა უნდა ქნა?
–არ ვიცი,რა დიდიც თბილისია,რაიმეს მოვიფიქრებ…
ცოტა ხანში გიო და დათუნაც მოვიდნენ და ყველა სუფრას მიუსხდა,ბიჭები ერთმანეთში ,,გონკაობაზე”საუბრობდნენ,მერე ღამის კლუბებით შეცვალეს თემა.
–გიო!გაფრთხილებ,ნასვამი არასოდეს დაჯდე საჭესთან,თორემ დარჩები უმანქანოდ!–გააფრთხილა დიმამ…
იმ ღამეს იქ დარჩნენ…
ორშაბათს დიმამ კვლავ დარეკა ქალთან,ამჯერად გაუმართლა…
–როგორ ხარ?–კითხა.
–რა ვიცი…
–რატომ გქონდა გამორთული..
–არ მინდა მაგაზე საუბარი…
–მეგონა გამებუტე რომ არ გაკოცე…
–არა!
–ხო მაპატიებ,მერე ისე ვინანე…–ახლა დიმა უკვე თავის თავს მიენდო,ბუნებრივ,სულიერ მდგომარეობას დაუბრუნდა,ის ხომ ძალიან თბილი იყო…
–გაპატიებ!
–შემხვდი და ძალიან,ძალიან ბევრს გაკოცებ…
–კარგი!–ქალი სევდიანი ჩანდა..
იმ საღამოს რესტორანში წავიდნენ..ქალს შავი ფერის კაბა ეცვა,სილუეტზე მომდგარი,თითქოს ცოტა გამხდარიყო,სევდიანი და განაზებული ჩანდა….
როცა დარბაზში შევიდნენ,ერთი მაგიდიდან მამაკაცების სიხარულის შეძახილი გაისმა,ქალმა კაცს ხელი მოკიდა და მაგიდასთან მიიყვანა,კაცები წამოდგნენ,გადაკოცნეს ქალი,დიმასაც ხელი ჩამოართვეს…
დიმა მაინც გაღიზიანდა,ბოდიში მოიხადა და გასვლა მოიმიზეზა,ქალი მამაკაცებს ესაუბრებოდა ინგლისურად…
დიმა მალე დაბრუნდა , ქალი დაემშვიდობა უცხოელებს და კაცს მაგიდისკენ გაყვა….
–ენებიც კი იცის და რისთვის?–ფიქრობდა კაცი და კვლავ ეჭვი უღრღნიდა გულს…
თუმცა მალე თავს ძლია,დალია ქალთან ერთად და ათასგვარ სისულელეზეც ისაუბრა…
სიმთვრალემ ქალიც გაახალისა….
უკანა გზაზე,მართალია,მძღოლთან ერთად იყო,მაინც შეუსრულა ქალს დანაპირები,არ მოერიდა სხვისი და უამრავი კოცნა აჩუქა…
–ავიდეთ?–ჩასჩურჩულა ქალს…
–დღეს,არა,საყვარელო!–უპასუხა ქალმა….
–დარწმუნებული ხარ?
–კი!
–ვაი,ვაი…–იყვირა კაცმა..
–რა მოხდა?–შეეშინდა ქალს.
–დღესაც არ მიკითხავს რა გქვია?–და სიცილი აუვარდა….
–ხოდა,არ ხარ ღირსი,იცოდე!–უპასუხა ქალმა,კიდევ ერთხელ აკოცნინა გემრიელად დიმას და ჩვეულ ადგილზე მანქანიდან გადავიდა….

…დიმა თავისი კაბინეტის ფანჯარასთან იდგა და დაბლა იყურებოდა,ამ მხრიდან ქალაქის ხედი მოჩანდა კარგად,თან ათას რამეზე ფიქრობდა–როგორ განევითარებინა ბიზნესი,დაემატებინა თუ არა თავისი სატრანსპორტო კომპანიისათვის სატვირთო გადაზიდვებიც,როგორ განემტკიცებინა მოძრაობის უსაფრთხოება,რა თათბირები დაეგეგმა…კი,მართალია ამას კომპანიის შესაბამისი სამსახურები აგვარებდნენ,მაგრამ,ფიქრი მაინც უწევდა…
ამ დროს კომპიუტერიდან ზარის გაისმა–სკაიპში ურეკავდა ვიღაც,ეს თეა იყო…
–როგორ ხართ?–,,თქვენობითში” ქმარ–შვილს გულისხმობდა.
–რა გვიჭირს,შენ,თე…?
–კარგად ვარ,მენატრებით ძალიან…გიო რას შვრება?დაძვრება ისევ მანქანების რბოლაზე?
–ხო,მეპარება შიგადაშიგ…
–ხომ იცი,როგორ ვნერვიულობ მაგაზე!
–მე არ ვნერვიულობ?
–სწავლობს?
–კი,დადის!
–ჩემი ბიჭი,მეოთხე კურსზეა უკვე,არც მჯერა….
–ხოოო,მეეც…შენსკენ რაა ახალი?
–ჩამოსვლას ვაპირებ უახლოეს მომავალში,არის ახალი,რაღაც ხდება,ამაზეც ვნერვიულობ ძალიან…
–ნუ მაგიჟებ!ხომ ჯანმრთელად ხარ?
–კი,კი,პირადულია…მინდა არ ინერვიულო…
–უკვე ვნერვიულობ!მიმანიშნე მაინც,რა ხდება?
–არა,ასე არა!ჩამოვალ და მერე…
–კარგი,ძვირფასო!ისე მშვენივრად გამოიყურები…
–კარგი,დიმა,გკოცნიიიიიიიიი,გიოს მიმიხედეეეეეეე….
–კარგიიი!–დაამშვიდა დიმამ ცოლი…–და როდისთვის გეგმავ ჩამოსვლას?
–მალე და შეგატყობინებ!გავიქეცი ახლააააა…
–კარგი,თე…ბედნიერად,მენატრები…
თეა ულამაზესი იყო,დიმას თანაკლასელი,ბევრ ბიჭს ეწვოდა გული ამ კაფანდარა,მაღალ,ქერა,ნაზ გოგოზე,დიმა ირჩია…უგზავნიდა წერილებს,რაღაცებს ხლართავდა,დიმას ეცინებოდა,რატომ მეო,მაგრამ თვითონაც მოსწონდა და აყვა თამაშში,მერე,სკოლის დამთავრების შემდეგ, მალევე დაქორწინდნენ…
ახლა ცოლზე დაიწყო ფიქრი,სიყვარულით კი უყვარდა ძალიან,მაგრამ ისეთი ვნება და ლტოლვა თავისი ბოზისადმი რომ ქონდა,მის მიმართ არასოდეს განუცდია…ახალი გრძნობა გაზაფხულზე,ადიდებული მდინარეებივით,უჩქროლებოდა ვენებში და გადმოხეთქვას ლამობდა…ამის დამალვას თეასთან როგორ მოახერხებდა არ იცოდა.არც ის იცოდა,რა მიმართულებას მიიღებდა მისი ურთიერთობა.თუმცა ჯერ ნაადრევი იყო ყველაფერზე ფიქრი,ჯერ ქალის სტატუსიც ვერ განესაზღვრა–პარტნიორი?საყვარელი?ვინ,ვინ იყო მისთვის?
დღემ ჩვეულებრივ,მუშაობაში ჩაიარა,ირბინა შესაბამის სტრუქტურებში საქმიან შეხვედრებზე,მოკლედ დაიღალა….
საღამოს გიო მოიკითხა,ჩვეულებისამებრ,დაურეკა:
–სად ხარ?
–ბარში ვარ მამა და მალე მოვალ…–უპასუხა ბიჭმა.
–გიო,დედაშენი ნერვიულობს,თორმეტს არ გადააცილო,გთხოვ და თუ მაინც დალიე,მანქანა სადგომზე დატოვე და ტაქსით წამოდი,ნუ დამიწყებ ეხლა არ დავლევ,არ დაგიჯერებ და რაც გითხარი,შეასრულე!
–კარგი,მამა!არ ინერვიულო..
კულულას მესიჯი გაუგზავნა,მენატრები,გკოცნიო!შეეძლო დაერეკა,მაგრამ,იქნებ ბევრჯერ დახედოს და არ დავავიწყდეო,გაიფიქრა.შეყვარებული ადამიანები ხომ ბავშვებს ემსგავსებიან…
შუაღამით მობილურის გაბმულმა რეკვამ გამოაღვიძა,მიშა იყო:
–დიმა…–და ხმა ჩაუწყდა…
–ხოო,მიშა,გისმენ…–უპასუხა ნამძინარევმა დიმამ..
მიშამ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო,მერ გაბედა:
–დიმა,დათუნა მოვა და გამოყევი ჩემთან კლინიკაში!ფაქტიურად უკვე უნდა გელოდებოდეს…
–არა,მიშა!!!არააააააააააა………–მიხვდა დიმა და აღრიალდა..
–დამშვიდდი,ცოცხალია,დათუნას ვფიცავარ,ჩვენს ძმობას ვფიცავარ,ღმერთს ვფიცავარ!–საფიცარ არგუმენტებს აძლიერებდა მიშა,მეგობარი რომ თავის ნათქვამში დაერწმუნებინა.
დიმა იქვე მიყრილ ტანსაცმელს ეცა და წამებში უკვე დათუნას მანქანაში იყო.
–დათუნა,მითხარი,რა მოხდა?გთხოვ,არ დამიმალო….
–დიმა ბიძია,ცოცხალია,მამა ამბობს,კარგად იქნებაო,დეტალები არ ვიცი..
–ავარია,ხომ?
–ხო,ბარში ეგ და ლევანი ერთმანეთს შეხვდნენ დალიეს,იკამათეს და ,,საგონკაოდ” წავიდნენ…
–ქეთის გამო?
–არ ვიცი…გვერდულად მიდიოდნენ და ერთმანეთს შეელეწნენ….
–ლევანიც?
–ლევანიც ცუდადაა,კლინიკაშია ისიც…ორივე საოპერაციოშია უკვე,მამამ გაუკეთა ყველანაირი გამოკვლევა ორივეს.ყველაფერს თავად გეტყვით….
მართლაც,მიშა საოპერაციოს კართან იცდიდა,პირდაპირ დაიწყო:
–მოკლედ,დაზიანებული აქვს ხერხემლის მალები,გამოკვლევებმა აჩვენა რომ,აქვს მოტეხილობები ხელზე და ფეხზე,ამას მერე მივხედავთ,მთავარია ხერხემლის დროული ოპერაცია,ჰემატომა რომ არ გაიზარდოს..–უთხრა დიმას და მერე ლევანის მშობლებს მიუბრუნდა:–რაც შეეება ლევანს,გამსკდარი აქვს ელენთა,აქვს მოტეხილობები,სასწრაფოა სწორედ ელენთის ამოკვეთა,მოკლედ,ბიჭები გადარჩებიან.ოპერაციას აკეთებს პროფესორი ანასტასია და მე,თქვენზეა დამოკიდებული,რომელს აირჩევთ…ეხლავე გაგაცნობთ მეორე ქირურგს…–თქვა მიშამ და საოპერაციოში ანიშნა მეორე ექიმს გამოსულიყო…
კარებში ქალი გამოჩნდა–ეს დიმას ბოზი იყო!თმებაწეული,თეთრ ქუდსა და ხალათში….
დიმა გაოგნდა,იფიქრა მეჩვენებაო,მაგრამ მიშას ხმამ გამოაფხიზლა:
–დიმა,დროზე გადაწყვიტე,უნდა შევიდეთ!
–მიშა,ეს შენი ვალია!–უთხრა ძმაკაცს და მტკიცედ ჩახედა თვალებში.
ლევანის მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პრეტენზია,ისინი თანახმა იყვნენ მათი შვილისათვის ქალს გაეკეთებინა ოპერაცია.
ანასტასია მოუახლოვდა მათ და უთხრა:
–ყველაფერი კარგად იქნება!– მერე დიმას ლოყაზე აკოცა,ეს მიშას არ დაუნახავს,უკვე საოპერაციოში იყო შესული!

…თეა რეკავდა.დიმამ გაიფიქრა,ეტყობა გაიგო გიოს ამბავი,მაგრამ ნეტავ ვისგანო?
–გისმენ!–უპასუხა…
–დიმა,როგორ ხართ?რა ხდება?
–რატომ მეკითხები?–დიმას უნდოდა შეემზადებინა ცოლი და მერე ეთქვა გიოს ამბავი…
–გიომ დამირეკა,ეძინა თუ რა იყო,არ ვიცი,უცნაური ხმა ქონდა..
–გიომ?როდის?
–ცოტა ხნის წინ!წრიალმა ამიტანა,შენთან მინდოდა უფრო ადრე დამერეკა და მომერიდა გაღვიძება,მგონი ნასვამი იყო…
–რა გითხრა,რა?–ნერვიულად კითხა დიმამ.
–დედა,იცოდე და ყოველთვის გახსოვდეს,რომ ძალიან,ძალიან მიყვარხარო!მეტი არაფერი,ესაც რაღაცნაირად ამოილუღლუღა,მერე ვრეკავდი და ვერაფრით გავედი მასთან!
დიმას ცრემლები მოადგა თვალზე,ეტყობა უცებ არ გაითიშა და მოასწრო დედას დამშვიდობებოდა,იფიქრა,ვკვდებიო!
–თეა,გთხოვ,მშვიდად მომოსმინო,ისეთი არაფერია..
–რა მოხდა?–ხმა შეეცვალა თეას.
–ისეთი არაფერია,მხოლოდ ფეხი აქვს მოტეხილი,ავარიაში მოყვა!
–არა!მიმალავ რამეს?
–არა!დამშვიდდი…
–გამაგონე,ხმა გამაგონე!
–ხო დაგირეკა,ახლა ოპერაციაზეა!
–დაიფიცე,გიოს თავი დაიფიცე,ტყუილად,ვიცი,არ დაიფიცებ!
–ვფიცავარ,თე!
–კარგი,მოვფრინავ,ჩათვალე უკვე წამოსული ვარ,ისედაც მოვდიოდი,გიომ რომ დამირეკა ავიბარგე და გზაში ვარ,ნახევარ საათში მოფრინავს ჩემი თვითმფრინავი…
–კარგი,მძღოლი დაგხვდება და პირდაპირ კლინიკაში მოგიყვანს…არ ინერვიულო!
…დერეფნის ბოლოში მდებარე დარბაზი თანდათან ივსებოდა გიოს და ლევანის მეგობრებით,ქეთიც გამოჩნდა,მაღალი,შავგვრემანი,თხელი,მულატკას ტიპის გოგო იყო.ეტყობოდა,მასაც ეხლა გაეგო,ხან ვისთან მიდიოდა,ხან ვისთან ამბის გასაგებად…
მაინც რა არის ადამიანის გონება,როგორ სხლტებიან აზრები,იმის მიუხედავად,გინდა თუ არა ეს.ხოდა,დიმამ გაიფიქრა,ნეტავ,რომელი მოსწონს ამ გოგოსო?
გაფიქრებაც ვერ მოასწრო,რომ გოგონას თბილი მზერა მიშას დათუნას შემოეხვია…
დიმამ პატარა ბავშვივით აიბზუა ქვემო ტუჩი სინანულის გამომხატველი გრიმასით:
–ეჰ!ბიჭებო!თქვენ კი იხოცავდით თავებს და ეს თურმე ვისი ყოფილა!–და თბილად ჩაეღიმა–…რაა ცხოვრება,ტკივილშიც კი აგდებს იუმორის მარცვალს!
ოპერაცია კვლავ გრძელდებოდა–ერთი,ორი,სამი საათი…
თეაც გამოჩნდა,უკვე მოესწრო გამოტირება,თვალები ამოღამებული ქონდა,მოვიდა, დიმას ჩაეხვია და კვლავ აქვითინდა…ცოტა რომ დამშვიდდა,თვალით ანიშნა ქმარს,ესენი ვინ არიანო,ლევანის მშობლებზე.
–ესენი გიოს მეგობრის,ლევანის მშობლები არიან..
–და?აქ?–თითქოს მიხვდა თეა..
–ხო,მათი ბიჭიც საოპერაციოშია…
თეა ახლა მათთან მივიდა და ამბების გამოკითხვა დაუწყო,დიმაც ჩაერთო საუბარში და ცოლს თანდათან შეაპარა,რომ გიოს ხერხემალი ქონდა დაზიანებული…ქალი კინაღამ გაგიჟდა!განვლო კიდევ საათნახევარმა და საოპერაციო ბლოკის კარი გაიღო,მიშა და ანასტასია გამოვიდნენ.
–ტაისია,ეს გიოს მამაა,დიმა,ჩემი ბავშვობის მეგობარი,ხომ ნახე წეღან,ეს კიდევ –თეა,გიოს დედა!ლევანის მშობლები კი იცი…მოკლედ,ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა!გართულებები მოსალოდნელი არაა,ახლა ორივე ნარკოზშია…და დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი,მშობლები რომ დაემშვიდებინა….
დიმას ტაისიასკენ გაურბოდა თვალი და გაბრაზებას ვერ მალავდა,თუმცა ამისათვის არ ეცალა…
მერე დიმა და თეა სახლში წავიდნენ ცოტა ხნით,დიმა წინ იჯდა მანქანაში,მძღოლის გვერდით,მობილურს ჩახედა,წუხანდელ მესიჯზე პასუხი იყო მოსული–,,მიყვარხარ და მენატრები!”,ამოიოხრა და უნებურად ტუჩი მოიკვნიტა…

…დიმამ და თეამ, სახლში, ცოტა სული მოითქვეს,შხაპი მიიღეს,უფრო,გამოსაცოცხლებლად,თორემ ვიღას ახსოვდა ჰიგიენა…თავის ოთახში მიყრილ ბარგს შორის თეამ,პირველად ცხოვრებაში,რაღაც კაბა ამოაძვრინა და ჩაიცვა,იქნებ ეს სანათესაოსთვის გამზადებული წინა წლის მოდელიც იყო,მაგრამ უკვე აღარ დაეძებდა…ულამაზესი იყო,მანეკენს გავდა!
დიმაც მოწესრიგდა,ორმოც წუთში, უკვე, საავადმყოფოში იყვნენ…
ბიჭების მეგობართა რაოდენობა გაზრდილიყო…
–როგორ,ბიჭო,რა მოხდა?–კითხულობდა ერთი.
–რა ვიცი,ბარში ვისხედით,დავლიეთ,მერე გიო ლევანს აუშარდა,ორივეს ერთი გოგო მოსწონთ,თურმე!
–ოო,ვიცი,ეგ ვინცაა,ქეთი..–თქვა ვიღაც გოგომ გაპრანჭული ხმით.
–რომელი,გოგო,ჩარკვიანი?–გაიოცა მეორე გოგომ,თორემ,ბიჭებს ავარიის დეტალები უფრო აინტერესებდათ.თავად ქეთი და დათუნა მოშორებით იდგნენ.
–კი,ეგ!–ეს ისევ პირველი გოგონას ხმა იყო…
–ხოდა…–გააგრძელა ბიჭმა–მერე გინდა თუ არა,,ვიგონკაოთო!”–ორივემ,–ტრასაზე წავედით,გიოს უნდოდა ,,ზანოსით”შესულიყო,თითქოს ერთ მონაკვეთში ასწრებდა კიდეც,მაგრამ,როცა უკვე მანქანა უნდა გაესწორებინა,,კონტრაზე”წაუღო და საჭე ვეღარ დაიმორჩილა,გვერდულად შეეჯახა!
დიმა და თეაც ყურადღებით უსმენდნენ ახალგაზრდებს…
–ვერაფერიც ვერ გავიგე,შენ?–მიუბრუნდა თეა ქმარს.
დიმას გაეღიმა:
–გავიგე,ჩვენი ბრალი ყოფილა!წავიდეთ…
მათ საოპერაციოსაკენ გასწიეს…
ქირურგებმა ბიჭების მდგომარეობა მძიმედ,მაგრამ სტაბილურად შეაფასეს:
–მალე ნარკოზიდან გამოვლენ!–აუხსნა მიშამ მშობლებს…
დიმას ურთიერთობა მის ,,ბოზთან”მზერის დონეზე მიმდინარეობდა.კაცს დარეკვის სურვილიც არ ქონდა,არა იმიტომ,რომ არ ენატრებოდა,არამედ, სულიერად დაძაბული,დაღლილი,განერვიულებული და გამოფიტული იყო…ახლა თეას და მისი სასაუბრო თემა გიოს ჯანმრთელობას არ ცილდებოდა.
ბიჭებს სხვა ოპერაციებიც გაუკეთდა,მომჯობინების გზაზე იდგნენ…
ერთ დღეს კი,ცოტა,გიოს მდგომარეობა რომ გამოსწორდა,დიმამ ცოლი რესტორანში დაპატიჟა:
–წამო,თე…ცოტა განვიტვირთოთ,ვისადილოთ და ვისაუბროთ,თან გახსოვს,მაშინ რომ მითხარი,სალაპარაკო მაქვსო….
–კარგი,წავიდეთ..
–მომიყევი,თე…რა არის ახალი შენს ბიზნესში….
–რა ვიცი,მიიწევს წინ,მგონი ყველაფერი ნორმალურადაა,არანორმალური რეჟიმი,როცა ახალ კოლექციაზე ვმუშაობ,მაშინ მაქვს…
–ვიცი,როგორ გიყვარს საქმე,წარმომიდგენია….
–რაღაც მინდა გითხრა და არ ვიცი,როგორ,თან ახლა იქნებ არცაა ამის დრო?
–რა ხდება,თეა,ნუ დამიმალავ…
–იცი,ამ ხანგრძლივმა განშორებებმა,როგორც ქალი,შენ თავს დამაშორა..–თეას ლაპარაკი უჭირდა,თვალები ცრემლით გაევსო…–უძვირფასესი ხარ ჩემთვის და ასე დარჩები…ვიცი,ქალები რას არ აკეთებენ და რას არ უძლებენ ოჯახი რომ შეინარჩუნონ,მაგრამ თუ ურთიერთობაში ვინმე დგას,არც ოჯახის შენარჩუნებას აქვს ფასი….
დიმამ იფიქრა,ნეტავ როდის,სად გაჟონა ჩემმა გრძნობამო და გაკვირვებით შეხედა ცოლს:
–თე…რისი თქმა გინდა?რა ხდება?
–იცი,ერთხელ,გაზეთში,ცხონებულ კოტე მახარაძის სტატია წავიკითხე,კორესპონდენტი ეკითხებოდა,რატომ დაანგრიეთ ოჯახიო?მან კი უპასუხა,მე ოჯახი კი არ დავანგრიე,უბრალოდ,ცხოვრებაში შემხვდა ჩემი მენტალიტეტის,ჩემი სულის და ჩემი სხეულის ტემპერატურის შესაფერისი ადამიანი და შანსი არ გავუშვი ხელიდანო!
–თეეეე…–დიმა ისევ თავის თავზე ფიქრობდა…
–დიმა,მოკლედ,სხვა მიყვარს!–თქვა და გაფართოებული მზერით დიმას მიაჩერდა…
დიმა გაოგნდა,ამდენწლიანი,ასეთი მეგობრული,თბილი ურთიერთობის მერე ,ეს მისთვის მოულოდნელი იყო.
–ჩვენ ვიწვევთ ცხოვრებას თუ,ის გვიწვევს ასეთი მოულოდნელობებით!–რაღაცნაირად,უცებ წამოსცდა დიმას….
დიმა ამისათვის მზად არ აღმოჩნდა,ეს კატასტროფას გავდა,გიოს ავარიას გავდა,ოღონდ,გულში!ნეტავ თვითონ როგორ მოიქცეოდა,მალე ხომ ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა,ტყუილში ხომ ისიც ვერ შეძლებდა ცხოვრებას,იქნებ სიყვარულის შელეოდა და ამდენხნიან თანაცხოვრებას ვერა?
–მაპატიე,დიმა,მაპატიე…–იმეორებდა თეა.
დიმა კვლავ გაოგნებული იყო,თეას კი ეტყობოდა,ამაზე ბევრი ქონდა უკვე ნაფიქრი და მხოლოდ სინანული ეხატა სახეზე…

…საღამო იყო.დიმა თავის სამუშაო კაბინეტში იჯდა,სამეულის სავარძელზე.მართალია,ფეხით არ უწევდა სიარული,მაგრამ დღის რეჟიმი მაინც დამღლელი იყო.ფეხები წინ მდგარ,პატარა მაგიდაზე შემოეწყო,თავი სავარძლისათვის მიეყრდნო და ფიქრობდა.
–დავიღალე,დავიღალე,დავიღალე…–იმეორებდა გულში და ამ სიტყვებში სულიერ გადაქანცვას უფრო გულისხმობდა,ვიდრე ფიზიკურს–ორი ძლიერი დარტყმა და თან მოკლე მონაკვეთში,გაუსაძლისად ეჩვენებოდა.
–რა უცნაურები არიან ეს ქალები,არავითარ კანონზომიერებას არ იცავენ,არაპროგნოზირებადნი…საფეხბურთო მატჩის დროს, მოულოდნელი მხრიდან ,ბურთს რომ ჩამოგაწოდებენ,იმას გავს მათი საქციელი, ზოგჯერ…მოიცა,ასეთი რაიმე ხდება ნეტავ?– ჩაფიქრდა,ახლა ერთი კარგ მატჩზე ყოფნა,მაგრად განმტვირთავდაო,მაგრამ არაფერი ასეთი არ ელოდებოდა,უყვარდა ფეხბურთი და მასზე ფიქრმა წაიყოლა…
მერე,რა დროს ფეხბურთიაო და გიოსთან გასწია,საავადმყოფოში…
ტაისიას მოკრა თვალი შორიდან,დერეფანში მიარხევდა თავის ლამაზ თეძოებს,გააჟრიალა.
–არა,არა,არა!მაინც ბოზია,რაც არ უნდა თეთრი ხალათი ჩაიცვას,ერთხელ მაინც ეთქვა ფულზე უარი!–გაახსენდა ყველაფერი და გაეღიმა…
გიო უკეთ იყო,ცოტა ხანს მიეფერა და პალატიდან გამოვიდა.დღესვე უნდა ენახა ის ქალბატონი,მომახსენოს ასე რატომ გამამაიმუნაო!
საპროფესოროში შეიხედა,ანასტასია ფანჯარასთან იდგა,ზურგით:
–ქალბატონო,ანასტასია!–დაუძახა..
–გისმენთ!–მოტრიალდა,სახე გაუნათდა,როგორც ბავშვს ტკბილეულის დანახვისას და დიმასკენ წამოვიდა,–როგორ ხარ,დიმა?–კითხა და აკოცა..
–ოჰ!–ტუჩები მოკუმა დიმამ გაბრაზების ნიშნად–აქ არ ვიყო,ახლა!
–რას იზამდი?–თვალები მოუჭუტა ქალმა…
–ვიზამდი…
–რას?–ხმა დაულბა ანასტასიას,–წავიდეთ?
–საააად?
–იიიიქ!
–ვეღარ ეღირსები!
–რატომ?მხოლოდ სასაუბროდ!
–მხოლოდ!
–მხოლოდ!–დათანხმდა ქალი…
….გაბრაზების ნიშნად,ბინაში,პირველი კაცი შევიდა და ოთახის სიღრმისკენ წავიდა.ტაისია შეყვა და გაჩერდა,ჩანთა იატაკზე დააგდო და კედელს მიეყრდნო,თვალები მილულა…კაცი მოტრიალდა,არა,ამას ვერ გაუძლებდა,მივიდა და ტუჩებში აკოცა,დიდხანს და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს,მერე ხელები ააწევინა და კედელზე,,მიაწება”,ახლა ასე ეფერებოდა…
მოუთმენლად დაიწყეს ერთმანეთის გახდა,კარებთან პიჯაკი და ჯაკეტი ეგდო,მერე პერანგები ეყარა,მერე შარვალი და ქვედაკაბა,მოკლედ ტანსაცმლის ბილიკი გააკეთეს საწოლამდე…
–მომენატრე!–ეუბნებოდა ქალი.
–მეეეეეეეეეც!!!!!–პასუხობდა კაცი….
–მიყვარხარ!
–მეეეეეეეც!!!!!ჩემი ბოზი ხარ!
–ვინ ვააარ!
–ბოზი!
–შენი!
–ჩემი….
მერე,როცა ვნებები დაცხრა,ქალმა კითხა:
–ბოზს რატომ მეძახი?
–ხარ და იმიტომ!
–რატომ ვარ?
–იმიტომ,რომ პირველად რომ გნახე იქ იდექი,სადაც ბოზები დგანან…
–მოიცა და ეგ ქუჩა პრივატიზირებული აქვთ?–იხუმრა ქალმა…
–რა გინდოდა მანდ?
–ჩემო ძვირფასო,მანდ დედაჩემი ცხოვრობს,იმ დღეს დაბადების დღე ქონდა ,დავლიე,კარგად ვიყავი რომ გამოვედი,მერე უცებ მომეკიდა,მანქანა დავტოვე და ტაქსის გაჩერება გადავწყვიტე,ხოდა გაგაჩერე….
–ფულზე რატომღა შემითანხმდი?
–რა ფულზე?–აკისკისდა ქალი…
–მე ბოზი მეგონე და გკითხე,რამდენი?შენ მიპასუხე,რაც გიღირთო!
–ესეიგი,აზრზე ვყოფილვარ,მასე კითხულობენ სულ ტაქსის მძღოლები და მეც სულ მასე ვპასუხობ,მეგონა მეკითხებოდი,რამდენს მომცემ წაყვანაშიო!–ქალი ახლა შეუჩერებლად იცინოდა…
–მოიცა,მოიცა და ასე უცებ რომ დამთანხმდი?
–ოჰ!მომეწონე,თან ვერ ვაზროვნებდი,ის კი მახსოვს,რაღაც ძაან მაგარი სურნელი გდიოდა და რა მოვლილი მძღოლია–თქო,ვიფიქრე….
–მერეც მძროლი გეგონე?
–მერე,აღარ!ტანსაცმლის საფირმო მარკებზე მივხვდი,თან ყველა წლევანდელი მოდელი იყო…
–ოჰ!შენც ერკვევი?
–მეც,ვითომ რატომ?
–ჩემი ცოლია მოდელიორი…
–ხოოოოოოოოო!!!!!!–და ტაისიამ ტუჩები აიბზუა…–ალბათ დაშორება მოგვიწევს!
–მაგაზე სხვა დროს….ახლა ის მითხარი,ფულს რომ იღებდი სულ?
–რა ფულს?
–ჩანთაში რომ გიტოვებდი ,როგორც ბოზს!
–არ მინახავს…ალბათ იქვეა,მიყვარს ჩანთები,ბევრი მაქვს და,ალბათ ისევ იმ ჯიბეებში დევს!და რამდენიანი ვიყავი…–კვლავ კისკისებდა ტაისია.
–იმ დღეს აქ რომ მოგეცი?
–სულელო,ჩაიხედე,კომოდის უჯრაშია….
–მოკლედ,დებილი გამომიყვანე!და მაშინ რატომ დამეკარგე დიდი ხნით…
ქალი გაჩუმდა…უცებ დასერიოზულდა,თვალზე ცრემლი მოადგა,ნიკაპი აუთრთოლდა…კაცს მიეხუტა,მიეკრო.დიმამ მხარზე სისველე იგრძნო,ქალი ტიროდა..
–რა მოხდა,ჩემო სულელო,მითხარი…–ანერვიულდა კაცი…
–დიმა,მე….მე…
–ხო,საყვარელო!
–მე ქმარი დამეღუპა….ბევრი იავადმყოფა…მინდა დამიჯერო,არასოდეს მიღალატია,მითუმეტს ბოლო წლებში…ხომ გესმის…მაშინ ასე რომ არ მომხდარიყო,სასმელს რომ ამის უფლება არ მოეცა ჩემთვის,ალბათ დიდხანს ვერ გავბედავდი ამას….
–მჯერა,ძვირფასო…შენ ალბათ ბესოს მეუღლე ხარ,მიშას მეგობრის..
–ხო…სლუკუნებდა ქალი…
დიმამ გულში ჩაიხუტა ქალი,ისე ფაქიზად,თითქოს თოთო ბავშვი ყოფილიყო…

Advertisements

3 responses

  1. კარგი საქმე კი გაგიკეთებია სეხნიავ, მაგრამ ცოტა კორექტურისთვის გადაგეხედა კაცო! ლიკას კი ჩემი თაყვანისცემა – მშვენივრად დააბოლოვა ეს ჩახლართული ამბავი 🙂

    ვინაა ლიკა?? რა ამბავი? რას გულისხმობ, სეხნიავ?? :)))

    ააა, ყიფშიძემ? :)) მაგის კორექტურას მე ხომ არ გავაკეთებდი? რაც იყო, დავაკოპირე და ეგაა ;))

    დეკემბერი 28, 2011, 9:27 AM

    • vinaa lika????? ra ambavi?? ras gulisxmob, sexniav?? 🙂

      იანვარი 5, 2012, 8:07 PM

    • გიორგი ალავერდაშვილი

      სასვენი ნიშნების შემდეგ “ჰარი”-ს ჩაყრა ვიგულისხმე მხოლოდ, ეგ თავის დროზე ლიკასაც მივწერე, მაგრამ ჰა-პააა 🙂

      იანვარი 9, 2012, 1:06 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s