Just another WordPress.com site

“ვაჯრას სიმღერა”, “OM – ლექსი”, “პრაჯნია-პარამიტა სუტრა” – მაჰაიანა ბუდიზმის მარგალიტი! (ჩემი თარგმანი)…

ვაჯრას სიმღერა

 

ვაჯრა გულის

ვაჯრა გურუ

ვაჯრა ზეცის

იმ ტიბეტის

ვაჯრა ძოგჩენ

ვაჯრა ქარმა

ვაჯრა დჰარმა

ვაჯრა სანგჰა

ვაჯრა კარმა

ვაჯრა ბერი

ვაჯრა შტერი

ვაჯრა ბომჟი

ვაჯრა სონჯეი

ვაჯრა ბუდა

ვაჯრა სუტრა

ვაჯრა კატა

ტატჰაგატა

ვაჯრა იოგა

ვაჯრა ქოლგა

ვაჯრა მალა

და მანდალა

ვაჯრა დორჯე

ვაჯრა დილბუ

ვაჯრა მანტრა

ვაჯრა ის ბუ

ვაჯრა ცხენი

ვაჯრა ვეფხი

ვაჯრა მერუ

ვაჯრა ფეხი

ვაჯრა ხელი

ვაჯრა ქუდი

ვაჯრა თვალი

ვაჯრა ქურქი

ვაჯრა ფურბა

ვაჯრა ბოდჰი

ვაჯრა არსი

მხარე ოთხი

ვაჯრა ფიქრი

ვაჯრა ლოცვა

ვაჯრა მიჰქრის

ვაჯრა მლოცავს

ვაჯრა ტანტრა

ვაჯრა ტანკა

ვაჯრა არტხა

ვაჯრა ვირთხა

ვაჯრა ჩაკრა

კალაჩაკრა

ვაჯრა დჰარმა

კაია

ვაჯრ – ნირმანა

კაია

ვაჯრ – სამბჰოგა

კაია

ვაჯრა სატვა

ბენდზა სატო

ბოდჰისატვა

ვაჯრა ლუნგი

ვაჯრა ენა

ვაჯრაიანა

ვაჯრა ზენა

ვაჯრა სვეტი

ვაჯრა სტელა

ვაჯრა კვერთხი

ვაჯრა ღელვა

ვაჯრა ტორმა

ვაჯრა კენტი

ვაჯრა ნორმა

არს  ტიბეტი

არს შამბალა

ვაჯრა ტულკუ

ვაჯრა რეგენტ

ვაჯრა მარპა

ვაჯრას ენდეთ

ვაჯრ-ტილოპა

ვაჯრ-ნაროპა

ვაჯრ-განპოპა

მილარეპა

ვაჯრ-კარმაპა

ვაჯრ-ლონგჩენპა

ვაჯრ-შარმაპა

ვაჯრა ლინგპა

ვაჯრა ცოგიალ

ვაჯრა ტრუნგპა

ვაჯრა ქიენცე

ვაჯრა სტუპა

ვაჯრა კალუ

მაჰამუდრა

ვაჯრ-ცონკაპა

ვაჯრა მუდრა

ვაჯრა ტერტონ

ვაჯრა იოგინ

ვაჯრა ტარა

ვაჯრა ოდენ

ვაჯრა კალა

მაჰა კალა

ვაჯრა მაია

და სამაია

ვაჯრა კალპა

ვაჯრა რუპა

ვაჯრა სკალპი

ვაჯრა დაკი

ვაჯრა დჰარა

ვაჯრა ტიტა

ვაჯრა სარვა

ვაჯრ- ამრიტა

ვაჯრა ჩოდი

ვაჯრა ნონდრო

ვაჯრა მოდის

ვაჯრა ქჰანდრო

ვაჯრა ლოტოს

ვაჯრა ტუმო

ვაჯრ- მაუნა

ვაჯრა უხმო

ვაჯრა ბრაჰმა

ვაჯრა ვიშნუ

ვაჯრა შივა

ვაჯრა კრიშნა

ვაჯრა ცოკი

ვაჯრა დოქი

ვაჯრა მენლა

ვაჯრა ყველა

ვაჯრა მეხი

ვაჯრა ელვა

ვაჯრა წნეხი

ვაჯრა ღელავს

ვაჯრას მჭერი

ვაჯრას მღერის

ვაჯრა დროშა

ვაჯრა მხარე

ვაჯრა გესარ

ვაჯრა მყარი

ვაჯრა ლამა

დალაი ლამა

ვაჯრა მამა

ტაში ლამა

ვაჯრა ნორჩი

გაუტამა

რინპოჩე

გურუ-სამბჰავა

ვაჯრამ გაჭრა

ვაჯრამ კერა

ვაჯრამ შესთხზა

ეს სიმღერა…

 

                                 ომ – ლექსი

 

როცა სხეულის, ფორმის თუ სხვა საგანთა არსის…

სიცარიელის სრულ შეგრძნებას განვავითარებ,

როცა სამყაროს უსაწყისო დასაბამს ვნახავ

და როცა აზრთა მდინარებას ცხადად გავხედნავ;

იქნება გონის თარეშისგან მღვრიე ქაოსი,

იქნება ფიქრთა სიბნელისგან მრუმე ტაროსი.

სანსარის ბორბალს ვაფრიალებ, ვით დიდ ბაირაღს,

არ არის ესე, და არც ისე… მხოლოდ უარსოდ,

მხოლოდ უფორმოდ ცარიელი, გარსის  შუნიატა

და ბოდჰიჩიტა – ოკეანე თანამგრძნობ გულის!

ყველა ბუდათა გამოხედვა სიკეთეს სრულჰქმნის!

ბოდჰისატვათა ასიათას სახებას ბადებს!

და დაკინების აუწერელ დახვეწილობას!…

მილიარდ კალპთა წიაღებში ცოდვათა საწურს

უშლის ნიადაგს, გააქარწყლებს, მათი დიდება!

ისევ ტარტაროზ აზრებშია მკვლელი დინება

უბადრუკ ზრახვებს ემატება გამოვლინება

საზარელ ხედვის!

ომ – ერთი ლექსის!

ომ – ერთი ლექსის!

და ეგოს ცელავს, ჰკვეთს და აშთობს ტანტრა მარადი!

და ჩაკრებს ავსებს, შიდა არხებს, მანტრა ტანადი!

როდესაც სკალპი, ვით სასმისი სუფთა ამრიტით

კვლავ შეივსება, დაიღვრება, გადმოიღვრება…

ის განწმენდს ყველას და ყველაფერს, როგორც მირონი!..

ტრამალებს მიღმა გადასცდება, ნიაღვრის დარად,

ვაჯრულ ნათებას შეერწყმება სიკეთის ფარად!

და მერუს მთაზე, მანდალათა ტრილიარდ ფერებს

გურუ ტო ტრენგ ცალ აცისარტყლებს ვარსკვლავურ მითად!..

ვიყავი ერთ დროს მდაბიო და უღირსთა მგვანი

სანამ ჩენრეზის არ განვბანე ალმასის ტანი!..

სანამ მენლაში არ დავლანდე წამალი სულის,

იყო პარპაში სანსარეთის, ვითარცა წარღვნა,

მეწყერთა ვარდნა, ცეცხლთა ფრქვევა დრაკონის ხახის;

ო, ამიტაბჰა, დევაჩენი გახსენ, გვედრებ შენ!

ო, პარამიტა, სიდჰი, ბოდჰი მომეც მე მაშვრალს,

მომეც დალოცვა, ღვაწლის მიძღვნა, სუფთა კურთხევა

სამ სხივ-ფერ შუქად, მომასხურე, ვიგრძნო სუფევა!

— ლამავ ნატიფო, ყოვლისმძლეო, ლამავ მშობელო

იფიქრე ჩემზე, გთხოვ გახსოვდე, ვაჯრას მპყრობელო!..

მომეცი ძალი, შენს სწავლებას ას წელს მივსდიო

მედიტაციის სიტკბოება – ციურ მანანად

გადავიქციო!..

ო, ლამავ ჩემო! მეგობარო, მამავ და ბუდავ

გახსოვდე გვედრებ, მლოცე გულში, წარმტაცო, მუდამ!

— ტიბეტის ცაზე, აკიაფდეს მშვიდობის სხივი,

პოტალას ირგვლივ, შამბალიდან ნასროლი მძივით!..

ბუტანის, ლჰასას, ლადაკჰის და ყველა სხვა მხარის

იყოს დალოცვა, სიუხვითურთ, მწვანე ტარასი,

რამეთუ ენთოს კელაპტარი არ, სანსარასი!

შენს მთებში, კლდეში, ნაფეხურებს, ხელების ბეჭდებს

ვინ არ ტოვებდა, სხივოსანი, ათასი ბუდა…

რომელთა თერმებს კიდევ, ისევ… მოძებნა უნდა!

შენს იოგინებს დღესაც სტუმრობს ზღვა მოწაფეთა,

შენს მონასტრებში დღესაც დაჰქრის, გესარი ცხენზე!..

და ტულკუს ისევ, სხვა რეგენტი, სხვა სოფლად ეძებს!..

ლონგჩენ-ნიინგტიკის ხაზის მჭერო, გრგვინვავ მეხისავ!..

რადგან შეხვედრა, მე, უმეცარს, შენთან მეღირსა,

პატრულ რინპოჩევ, მოვლენილო მეოთხედ, მიწად,

დაატრიალე ამ სწავლების დიდი ბორბალი!

შენ ჰინიანას, მაჰაიანას და ვაჯრაიანას

ხარ შეუდრეკი, მთების დარი, ძოგჩენ-მოძღვარი!

სამ განძეულად – ბუდა, დჰარმა,  სანგჰა შევიცან!

ო, ოქროს ლამავ, ტახტრევანზე, ჩემს თავზე გიცან!

განრთხმევით ასით, შენს ტერფებთან დავტკეპნი მიწას,

შენი ღვთიური სიყვარული მარადჟამს მიცავს!..

 

 

 

 

                            პრაჯნია-პარამიტა სუტრა

 

„გულის სუტრა განმამარჯვებელი, ზღვრისმიღმიერი  სიბრძნისა“

 

 

“პრაჯნაპარამიტა – ჰრდაია სუტრა”

ვერდაუფლებადი, ვერგამოხატვადი პრაჯნიაპარამიტა

დაუბადებელი, უდაბრკოლებო, ციური არსი,

სიბრძნის საცნაურყოფის  განმასხვავებელი,

სამი დროის განმამარჯვებელი დედის წინაშე განვირთხნევი.

 

„ბჰაგავატი პრაჯნია პარამიტა ჰრიდაია“ სანსკრიტზე

„ჩომ-დენ-დე-დე-მა შე-რაბ-ჩი პა-როლ-ტუ ჩინ-პე ნინგ-პო“ ტიბეტურად

 

ბჰაგავატი პრაჯნიაპარამიტას წინაშე განვირთხმევი.

— ასე გამიგონია ოდესღაც: კურთხეული იმყოფებოდა რაჯაგრიხეში, სვავების მთაზე,

ბერებისა და ბოდჰისატვების დიდებულ კრებულთან ერთად.

მაშინ კურთხეული შევიდა, უღრმეს სინათლედ წოდებულ, დჰარმების მკვლევარ  სამადჰიში.

ამავ დროს, კეთილშობილმა ბოდჰისატვა-მაჰასატვა ჩენრეზიმ, რომელიც განჭვრეტდა პრაჯნიაპარამიტას ღრმა პრაქტიკას,  ხუთი სკანდჰის სრულყოფილი შემოწმებით, დაინახა მათი ბუნებრივი სიცარიელე.

შემდგომ, ბუდას ძალმოსილებით ანთებულმა, ღრმადპატივცემულმა შარიპუტრამ ჰკითხა ჩენრეზის:

„როგორ იმეცადინონ იმ კეთილშობილმა ვაჟებმა და ქალიშვილებმა, რომელთაც სურთ აპრაქტიკონ ღრმა სიბრძნის ზღვრისმიღმიერი პრაქტიკა?“

ძლევამოსილმა, უკეთილშობილესმა ბოდჰისატვა-მაჰასატვა ჩენრეზიმ უპასუხა შარიპუტრას, ღრმადპატივცემულ შარიპუტრას:

„ო, შარიპუტრავ, კეთილშობილი წარმოშობის იმ ვაჟმა ან ქალიშვილმა, რომელსაც სურს აპრაქტიკოს პრაჯნიაპარამიტას ღრმა პრაქტიკა, უნდა განჭვრიტოს და დაინახოს, რომ ხუთი სკანდჰა ცარიელ არს, თავისი ბუნებით:

–         ფორმა სიცარიელეა, სიცარიელე ფორმაა

–         ასევე, ფორმა სხვა არაფერია, თუ არა სიცარიელე

–         და სიცარიელე, სხვა არაფერია, თუ არა ფორმა (რუპა)

 

ამის მიხედვით, წარმოდგენები (ვედანა), შეგრძნებები (სამჯნია)

გონისმიერი წყობანი (სამსკარა), ცნობიერება (ვიჯნიანა) – არის სიცარიელე!

ასე რომ, შარიპუტრავ, ყველა დჰარმა არს სიცარიელე!

მათ არ გააჩნიათ ნიშნები, ისინი არც დაბადებულან, არც შეწყდებიან!

არც ჭუჭყიანნი არიან, არც სუფთანი!

არც მცირდებიან, არც იზრდებიან!

ასე და ამგვარად, შარიპუტრავ, სიცარიელეში არ არის ფორმა!

არ არის შეგრძნებები, არ არის წარმოდგენები, არ არის გონისმიერი წყობანი და არ არის ცნობიერება;

თვალი არ არის, ყური არ არის,

ცხვირი არ არის, ენა არ არის,

სხეული არ არის, გონი არ არის,

ფორმა არ არის, ხმა არ არის,

სუნი არ არის, გემო არ არის,

შესაგრძნობი არ არის, დჰარმები არ არის,

თვალის ელემენტი არ არის,

გონის ელემენტი არ არის,

გონების  შეცნობა არ არის,

უმეცრება არ არის,

უმეცრების შეწყვეტა ასევე არ არის,

აგრეთვე სიბერე და სიკვდილი არ არის,

სიბერის და სიკვდილის შეწყვეტა არ არის!..

ამის და გვარად, ტანჯვა, ტანჯვის მიზეზები,

ტანჯვის შეწყვეტა არ არის,

გზა არ არის, სიბრძნე არ არის,

მიღწევები არ არის, ვერმიღწევებიც არ არის!..

ასე და ამგვარად, შარიპუტრავ,

ბოდჰისატვებისათვის, მიღწევები არ არის,

რადგანაც ისინი მყოფელობენ, განმამარჯვებელ, ზღვრისმიღმიერ სიბრძნეზე დაყრდნობით!

გონებითა და შიშით დაბინდულობის გარეშე!

ნირვანას მიღწევით, ისინი სავსებით აღემატებიან ყალბ ხილვებს!

სამი დროის ყველა ბუდამ

პრაჯნიაპარამიტაზე დაყრდნობით

სრულიად მიაღწიეს უმაღლეს გასხივოსნებას!

აქედან გამომდინარე, პრაჯნიაპარამიტას მანტრა,

უდიადესი საცნაურყოფის მანტრა,

უმაღლესი მანტრა,

უსწორმასწორობათა განმასწორებელი მანტრა,

ყველა ტანჯვათა დამთრგუნველი მანტრა,

და რადგანაც ეს ტყუილი არაა, იგი იქნება ცნობილი, ვითარცა ჭეშმარიტება!

პრაჯნიაპარამიტას მანტრა ასე ჟღერს:

 

„ტედიათჰა ომ გატე გატე პარაგატე პარა სამ გატე ბოდჰი სო ჰა“

 

შარიპუტრა,

ასე, ბოდჰისატვა-მაჰასატვებმა უნდა აპრაქტიკონ პრაჯნიაპარამიტას უღრმესი სწავლება!“

 

შემდეგ, განმამარჯვებელი გამოვიდა სამადჰიდან და დალოცა ბოდჰისატვა-მაჰასატვა, კეთილშობილი ჩენრეზი:

„ კარგია, კარგი!

ო, კეთილშობილო შვილო! ეს ასეა! ჭეშმარიტად ასეა!

ზუსტად ასეა, როგორც შენ გვიჩვენე, ასე უნდა შეასრულო პრაჯნიაპარამიტას უღრმესი სწავლება! და ტატჰაგატები განიხარებენ!“

 

და ღრმად პატივცემულმა შარიპუტრამ, ბოდჰისატვა-მაჰასატვა ჩენრეზიმ ,  მათივე გარემოცვით და სამყაროთი – ღმერთებით, ადამიანებით, ასურებით და განდჰარვებით, განიხარეს და განადიდეს კურთხეულის ქადაგებანი!

 

ასე აღსრულდა მაჰაიანას უმაღლესი სუტრა:

 

„გულის სუტრა განმამარჯვებელი, ზღვრისმიღმიერი  სიბრძნისა“ 

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s