Just another WordPress.com site

ცელოსანს… (ჩვენს მიცვალებულებს!)

მიდიან, მიდიან… აღარ მოდიან… მხოლოდ მიდიან, მეტად და მეტად…
მეტნი და მეტნი! ისე მიდიან, არც კი გვკითხავენ, არც გვაფრთხილებენ…
გვტოვებენ კენტად;

სულს გვიფლითავენ, მხრებს გვკვეთენ თითქოს… საით მიდიან? გეზი, მარშრუტი?
მოუსავლეთის ქარიშხლებს რთავენ მძიმე ცოდვებით. ავგაროზებად ცრემლების წვიმა…

აქ ვრჩებით მარტოდ, ან და კვლავ ერთად… აქ რჩებათ სითბო, ცივად მიდიან
ყინვით შემკულნი, ( – მრუმე მანტიით…) ყოფა ბრძოლაა, ომია კოცნა, ის ბოლო კოცნა!
– მათზე იტყვიან…

რაღას იტყვიან? რისთვის იტყვიან? სიტყვები შრება! შრება კანკალიც… ხმება!
ტრამალებს მიღმა, განზომილებებს, მირაჟებს მიღმა… მახსოვხართ ყველა!
და ხსოვნა ცვდება!…

კუბოებისგან რონოდებს წნიან, ელმავლურ ორთქლში სუდარებს ხევენ…
ხრიალ-როხროხით, გრიგალ-ჯახჯახით… თავისქალები ჰაერებს ფცქვნიან!
ჭირისუფლები ძვლებს ვეღარ ტევენ!..

და ჯიბეებშიც იწყობენ ამ ძვლებს, ჩანთებშიც დებენ… უკუნეთამდე წამები რჩება!
ზარი და მოთქმა, ვიშ-ვიში, გლოვა… იწყება სისხლის ლოცვებად თოვა!
სამყარო კვდება!..

სად, ღმერთის კვალში ნაბუდებ ჭიას, ეხსნება ფაშვი, გვამები შია…
ბალდახინების ხორუმში ვდგავართ, ჩვენ, ეს „ცოცხლები“ სააქაოსი,
გული კი გდია…

ჭაობში გდია; მოცვარულ ტოტებს ასხიათ სევდა, კვირტებად შლილან პანაშვიდები,
სასაფლაოთა აღლუმებს მივსდევთ! მიქელ-გაბრიელს ფორთხვით ვემონვით…
არა-ცოცხლები! არა-მშვიდები!…

დრაკონი ენას ვარდებად არწყევს, მისტერიულად ხით-ხითებს ეშმა!
დანაგროვები, შენაგროვები… ავლადიდება გათელა ფეხმა…
– ნეკნებს დავითვლი;

წავალთ, გავყვებით, კი, დავეწევით… იმ მარადიულ გზებზე ჯირითით,
როს კარებებთან, ბნელ-ჩონჩხოსანი, არ ჩოხოსანი, მანტიით მოვა…
და ცელით დაგვფხანს მოკუზულ ზურგებს!..

რადგან სიკვდილი – სიცოცხლეს უტევს! მისი მძლეველი მაღლაა მხოლოდ…
სასუფეველი ეგება ვპოვოთ, ეგებ გვეღირსოს მიწის აკვანი, არ ცივი, თბილი!..
თვალთა უპეებს ჩინი დაევსოთ!..

მიდიან, ისევ, ისევ, ყოველდღე… და სიყვარულებს მარხავენ თავად, თვის აკლდამებში…
ვხედავთ, მივსტირით და თმების წეწვით, წარსულში ქექვით ქელეხებს ვშთანთქავთ!
მერე კი წავალთ, ხო, ჩვენც იქ წავალთ!…
ამ საწუთროდან მორჩილად გავალთ…

შეგვინდე მამავ!!…

სექტემბერი 2012

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s