Just another WordPress.com site

ქანცგაწყვეტამდე…

მე ვიცი შენში კოდი სინაზის, კოდი სიგიჟის, კოდი სიმძაფრის…
შენ იცი ჩემში არსის ფორმულა, ვნების ფორმულა, სუნთქვის მინანქრის…
მიღმა ქროლვათა, მიღმა თრთოლვათა, მიღმა იდუმალ სტალაგმიტების…
გიცნობ სიშორით, გიცნობ მინორით, გიცნობ ქალღმერთად
წყვდიად მითების!..
ფართოდ გახელილ თვალთა ჩეროდან, სწვდები სამყაროს ზეცის ჭერიდან…
გადმოგფრქვევია ნამთა სუდარა ძოწის ბაგეთა სამოსელიდან!..

რამ დაგაფერთხა, ვინ დაგაფერთხა ეგზომ წარმტაცი პეწი, ღვთიური?..

გადმონაფერო კაბადონების, ქრიზანტემა ხარ, ნარატიული!..

მონგოლეთიდან ქარების ექო გესალმუნება ბაგეთა რკალზე

მარგალიტებით ამოტვიფრულხარ ჰაეროვნების სათუთ გრაალზე!

ონავარ ნავარდს მანდილ-იალქნით ეალერსება შენი დალალი

ჰორიზონტის ზღვას, ფოლიანტივით,  ჰკვეთ, ვით ფრთამალი…

წყალო, კრისტალო, ძალით ყინულო, შემოგეცვარა ღიმი სახეზე…

ეკვატორივით გადაჭიმულხარ უკიდეგანო გრძნობის განედზე!

ლოტოსის ფურცლებს გიგავს წამწამი, ორქიდეების თრიაქ-ნექტარო,

ფერით ფლამინგო, სახით ქიმერავ, სუნით ამრიტავ, ტანით კენტავრო.

რა დამრჩენია ვინძლო უსასოდ, უმისამართოდ კენარში გლანდო …

არც მისხალ არ ვარ, არც ვარ იოტად, არც წამიერად ღირსი და სანდო;

ნატერფალებში იმედებს სთესავ, იავარქმნილი მიწის ნარცისო,

წვიმის რითმებით, ლექსთა წვეთებით, მსურს ეგ არსება უხვად აგივსო!

შენ იცი ჩემში სიშლეგის კოდი; კოდი სიცელქის, კოდი სინათლის…

მე ვიცი შენში, დაუცხრომელი, ფორმულა ვნების, ეგზომ მინანქრის!..

11.2012.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s