Just another WordPress.com site

დეკემბერი

მოდის დეკემბერი, როგორც დე-ცერბერი
ზანტად იზლაზნება სუსხი და სიცივე,
მოდის ფორიაქით, შიშით შენაფერი
მოაქვს შესაზარი, არყოფნის ინტიმი.

ისევ იჭყიტება პლაზმა მზედნათლული
თუმცა დაზამთრების ორთქლმა იაღლუმა…
სადღაც, სიხალისის ქურქით შეკაზმული –
ვიღაც ბერიკაცმა სითბო მიაჩუმა!

ან და რას ველოდო, ან და რად ველოდო…
როცა მიწაზეა წნეხთა ვარვარება;
მოდის არნახული, კავი რომ ვერ მოსდო
ნაფლეთ მწუხარებას; მოხნავს გახარება!..

ნაოჭთა ბილიკებს მისდევს ფეხაკრეფით
ცხელი მდუმარების კვართად გარდაქცევა…
-აწმყოს უდროობავ, ხურდად მეხარჯები!
მომავლის სიყალბემ მეტად გამამხნევა!

ნიბლია სპეტაკი თეთრობს კაბადონზე,
სადაც ქარბორბალა ხატავს აბსტრაქციებს…
კვლავ მიმეჩქარება ყინვის მარათონზე
და ეს დეკემბერი ძვლებში გამაციებს…

2012 დეკემბერი 1

222

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s