Just another WordPress.com site

„ფრი­ად ბუნ­დო­ვა­ნი“ ბუნ­დო­ვა­ნი

ეეეეეე

გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი სახელია. დღეს მკითხველ­თა უმე­ტე­სობამ არც კი იცის, რომ მი­სი ნამ­დვი­ლი გვა­რი კახიძეა.

რა­ტომ აირ­ჩია ეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მი?

„დაახლოებით 1984-ში და­ვირ­ქვი, რად­გა­ნაც მე მა­ში­ნაც სა­ზო­გა­დოების თვალ­ში ბუნ­დო­ვა­ნი ტი­პი ვიყავი, ანუ ნონ­კონ­ფორ­მის­ტი. სა­ზო­გა­დოების­თვის უკ­ვე „ბუნ­დო­ვა­ნი“ მცნებაა, ეს მი­ნი­მუმ.“ – ასე გვიხსნის თა­ვად.

გზა პო­ე­ზი­ა­ში

ლექ­სების წე­რა ექ­ვსი წლის ასა­კი­დან და­იწყო და, რო­გორც ამბობს, ახლაც აქვს შე­მო­ნახული „იმ პე­რი­ო­დის ბავ­შვუ­რი ნაჯღაბნები“ (დას­ძენს: „მე, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზებული ადა­მი­ა­ნი ვარ და ყვე­ლა­ფერს ვი­ნახავ, ვა­არ­ქი­ვებ… მთე­ლი ჩე­მი და ჩე­მი მე­გობრების არ­ქი­ვიც კი მაქვს შე­ნახული, რო­გორც სა­გა­ზე­თო, ისე – ვი­დე­ო, აუ­დიო და აფი­შები სხვა­დასხვა აქ­ციებისა თუ სა­ღა­მოებისა…“).

ამ არ­ქი­ვის მიხედ­ვით, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია მი­სი თით­ქმის 25 წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დებითი გზის გახსე­ნება.
1990 წლი­დან აქ­ტი­უ­რად იბეჭ­დება ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებში, ალ­მა­ნახებსა და სხვა სახის გა­მო­ცე­მებში („რუბიკო­ნი“, „მე­სა­მე გზა“, „ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“ და სხვა). 1991 წელს პო­ეტ და არ­ტისტ ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­მოაყალიბა „ქარ­თველ პო­ეტ­თა ორ­დე­ნი – „ქრო­ნო­ფა­გები“. რო­გორც ბევ­რი თვლის, ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ე­ტუ­რი საძ­მო („ცის­ფერყან­წელ­თა“ შემ­დგომ), – თა­ვი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი არტ-მა­ნი­ფეს­ტით, გერბით, დრო­შით, ბეჭ­დი­თა და თავ­შეყრის სა­ლო­ნით… „ქრო­ნო­ფა­გების“ ეგი­დით გა­მო­ი­ცა ორი ერ­თობლი­ვი პო­ე­ტუ­რი კრებული – „ქრო­ნო­ფა­გები“ (1920) და „ანო­მა­ლი­უ­რი პო­ე­ზია“ (1993), რო­მელ­საც ფარ­თო გა­მოხმა­უ­რება მოჰყვა. იმ პე­რი­ოდ­ში ორ­დენ­მა გა­მარ­თა არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო, გას­ვლი­თი შეხვედ­რა მსმე­ნელ­თან, პრე­ზენ­ტა­ციები…

ბუნ­დო­ვანს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ის მოყვა­რუ­ლები,­ზე­მოთხსე­ნებული ორი ერ­თობლი­ვი კრებულის გარ­და, ასე­ვე იც­ნობენ „კავ­კა­სი­უ­რი სახლის“ მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი კი­დევ სა­მი პო­ე­ტუ­რი კრებულით: „სიწყნა­რის და­კა­ნო­ნება“, „ათ­ვლის წერ­ტი­ლი“ (მე­უღ­ლეს­თან – პო­ეტ მა­რი­კა ჟორჟოლი­ან­თან თა­ნა­ავ­ტო­რობით) და „ან­ტიყოფის მა­ნი­ფეს­ტი“ – პერ­სო­ნა­ლუ­რი რჩე­უ­ლი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია-პერ­ფორ­მან­სიც – „გა­მომ­შვი­დობება მკვდარ პო­ე­ზი­ას­თან“ – 2009 წლის 27 მარტს შედ­გა „კავ­კა­სი­ურ სახლში“.
ბუნ­დო­ვა­ნის ლექ­სები თარ­გმნი­ლი და გა­მოქ­ვეყნებულია რუ­სულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებში. იგი ლექ­სებს რუ­სულ ენა­ზეც წერს.

აქტიური შემოქმედი

„ვიმ­ღე­როთ ერ­თად ბალა­და ჰიპ­თა,

თა­ვი­სუფ­ლების წყურ­ვი­ლით! – ძღო­მა

და ამაზ­რზე­ნი პარ­პა­ში ღიპ­თა

შეწყდება, რო­გორც ფო­თოლ­თა კვდო­მა!

მკვეთ­რად ინა­თებს ჩამ­ქრა­ლი სხივი,

სა­უფ­ლოს გახსნის ამბოხი რწმე­ნის…

გახდება მკვეთ­რი, მდო­რედ ნა­თე­ლი

-სხივი, რო­მე­ლიც სიბნე­ლეს დევ­ნის.“

– ეს ნაწყვე­ტია გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნის ლექ­სი­დან „ან­ტიყოფის მა­ნი­фეს­ტი“ და, ალბათ, ზუს­ტად მი­ე­სა­და­გება ამ სა­ინ­ტე­რე­სო ხელო­ვა­ნის არა­ორ­დი­ნა­რულ სა­ზო­გა­დოებრივ-შე­მოქ­მე­დებით აქ­ტი­უ­რობას.

გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი, თა­ვის კო­ლე­გა-პო­ე­ტებთან და არ­ტის­ტებთან ერ­თად, 1993 წლი­დან მო­ნა­წი­ლეობს სხვა­დასხვა სა­ღა­მოებსა და პერ­ფორ­მან­სებში. არის ამ არტ-აქ­ციების ავ­ტო­რი, თა­ნა­ავ­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია „და­და-მე­ფე პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნები“ (1993 წლის აპ­რი­ლი), რომ­ლის წამყვა­ნი და ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც იყო. ასე­ვე გახლდათ თა­ნა­ავ­ტო­რი და მო­ნა­წი­ლე პო­ე­ტუ­რი მსვლე­ლობისა „გას­ტრო­ნო­მია და სიყვა­რუ­ლი“ (პო­ე­ტების სპონ­ტა­ნუ­რი მსვლე­ლობა თბილი­სის ცენ­ტრა­ლურ, იმჟამად და­ცა­რი­ე­ლებულ გას­ტრო­ნო­მებში, ლო­ზუნ­გით „გა­და­ვაქ­ცი­ოთ გას­ტრო­ნო­მები ეს­ტრა­დებად!“), „ურბანიზ­მი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში“ და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა.
1996 წლი­დან გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი დი­რექ­ტო­რი და არ­ტის­ტი ხდება „მარ­გო კო­რობლი­ო­ვას სახელობის პერ­ფორ­მან­სის თე­ატ­რი­სა“ (და­მა­არ­სებელი – მულ­ტი­მე­დია არ­ტის­ტი, პო­ე­ტი და­ვით ჩიხლა­ძე). ეს იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ტი­პის პირ­ვე­ლი თე­ატ­რი, სა­დაც ბუნ­დო­ვა­ნი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წეობდა ინ­ტერ­ვა­ლებით, 2009 წლამ­დე.
2000 წლი­დან მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლეობდა ხელოვ­ნების ფეს­ტი­ვალ „მზი­ურ­ში“, რო­მე­ლიც მზი­ურ ქა­ლაქ­ში ყოველ ზაფხულს იმარ­თებოდა. ასე­ვე აქ­ტი­უ­რი „მგზავ­რია“ ხელოვ­ნების ფეს­ტი­ვა­ლი­სა „მა­ტა­რებელი“, რო­მელ­მაც მო­ი­ა­რა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო და, რო­მელ­შიც ხელოვ­ნების სხვა­დასხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლები იყვნენ გა­ერ­თი­ა­ნებული. 2000, 2001, 2002 წლებში გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლი იყო მი­სი კო­ლე­გი­სა და მე­გობრის – მიხეილ გის­ტის პერ­ფორ­მან­სების სე­რი­ა­ში „ფე­ნიქ­სია“, „კუ­ლინ-არ­ტი“, „დარ­გვა-გო­რუ­რა“, „კრე­მი“. ამ სე­რი­ის კულ­მი­ნა­ცი­ად იქ­ცა 2001 წლის 11 სექ­ტემბერს მიხეილ გის­ტის ცოცხლად და­მარხვის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ცია. სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა პო­ეტ­თა და არ­ტის­ტთა ერ­თობლი­ვი აქ­ციები და სე­ი­შე­ნები დან­გრე­ულ აბრე­შუ­მის ფაბრი­კა­სა და ქარ­ვას­ლა­ში (2001-2002 ).

2011 წლი­დან გი­ორ­გი ბუნ­დო­ვან­მა ცნობილ მწე­რალ და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს­თან, ქარ­თუ­ლი პენ-ცენ­ტრის ბორ­დის წევრ ნა­ი­რა გე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად „კავ­კა­სი­ურ სახლში“ გახსნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი არტ-კა­ფე „D.N.M.“, რომ­ლის ერთ-ერ­თი მხატ­ვრუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და წამყვა­ნიც იყო. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და არტ-სა­ღა­მოები, რო­მელ­თაც გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი ატა­რებს, ყოველ­თვის ანი­ჭებს სი­ა­მოვ­ნებას ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყვა­რუ­ლებს.

არ­ტის­ტი

2006 წლი­დან შე­საძ­ლებლობები „კი­ნო­პო­ე­ზი­ა­შიც“ მო­სინჯა და აქაც – ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დოებისათ­ვის „ფრი­ად ბუნ­დოვ­ნად“, თა­ნა­მო­აზ­რე ხელო­ვან­თათ­ვის კი – გა­მოკ­ვე­თი­ლი ხელ­წე­რით.

მან არ­ტის­ტებისა­გან შეკ­რა ჯგუ­ფი და და­იწყო მი­ნი არტ-ფილ­მების გა­და­ღებები. ამ ჯგუფ­ში, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნებით (2010 წელს) „STIGMAT“ – „სტიგ­მა­ტი“ ეწო­და, მა­შინ შე­დი­ოდ­ნენ: პო­ე­ტი მა­რი­კა ჟორჟოლი­ა­ნი, პო­ე­ტი და მულ­ტი­მე­დია-არ­ტის­ტი მიხეილ გის­ტი, მწე­რა­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კო­სი და თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი მარ­სი­ა­ნი (გია ბენი­ძე), ბალე­რი­ნა და ფო­ტო­არ­ტის­ტი ირი­ნა ხუციშ­ვი­ლი, ფი­ლო­სო­ფო­სი, პო­ლი­ტო­ლო­გი, პუბლი­ცის­ტი და პო­ე­ტი ელიზბარ ელიზბარაშ­ვი­ლი. ამჟამად, თა­ვად ბუნ­დო­ვა­ნის გარ­და, ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლობაში არი­ან არ­ტის­ტები: მა­რი­კა ჟორჟოლი­ა­ნი, მიხეილ გის­ტი(თა­ნა­და­მა­არ­სებელი), ალ­ფრედ კარ­კლი­ნი­სი, მა­ნა­ნა დარ­სა­ლი­ა, რეჟისო­რი ელე­ნე ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი.

ნი­ჭი­ერ შე­მოქ­მედ­თა თა­ნა­ავ­ტო­რობით და იდე­უ­რი მხარ­და­ჭე­რით ბუნ­დო­ვან­მა დღემ­დე 54 მი­ნი­ფილ­მი გა­და­ი­ღო. რო­გორც თა­ვად ამბობს, „ესაა გა­მიზ­ნუ­ლად, დაბალი რე­ზო­ლუ­ცი­ით (ანუ დაბალი ტექ­ნო­ლო­გი­ი­თა და ხარისხით) გა­და­ღებული და და­მონ­ტაჟებული, უკი­დუ­რე­სად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი, ან­დერ­გრა­უნ­დუ­ლი სუ­ლის­კვე­თების, ღრმად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ეკ­ლექ­ტი­კუ­რი ფილ­მები, ოდ­ნავ დეპ­რე­სი­უ­ლიც, ში­ზოფ­რე­ნი­უ­ლიც და სად­ღაც – მა­ზოხის­ტუ­რიც. ამ ფილ­მების გა­და­ღება ხდებოდა და ხდება აბსო­ლუ­ტუ­რად სპონ­ტა­ნუ­რად, იმ­პრო­ვი­ზებულად, ყოველ­გვა­რი წი­ნა­სწა­რი და­გეგ­მვი­სა და სცე­ნა­რების გა­რე­შე.“ მი­სი თქმით, პირ­ველ­მა 22-მა ფილ­მმა ოთხი წე­ლი გა­ა­ტა­რა თა­როებზე და მხოლოდ 2010 წლის 8 აპ­რილს, რუს­თა­ველ­ზე მდებარე „როკ-კლუბში“ წა­რად­გი­ნეს მა­თი მცი­რე ნა­წი­ლი. კა­მე­რულ წრე­ში გა­მარ­თულ­მა ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ამ, ფაქ­ტობრი­ვად, პირ­ვე­ლად მი­აწ­ვდი­ნა სა­ზო­გა­დოებას ხმა „სტიგ­მა­ტის“ ან­დერ­გრა­უნ­დულ ფილ­მებში ჩა­დებულ ან­ტიყოფა­ზე, ან­ტი­ეს­თე­ტი­კა­ზე, ან­ტი­კულ­ტუ­რა­ზე და არა­ფორ­მა­ლუ­რობის მუდ­მივ გან­ცდა­ზე, რაც „ვერ მო­დის შე­საბამი­სობაში და­წე­სებულ კლი­შეებთან.“

ბუნ­დო­ვან­მა, „სტიგ­მატ­თან“ ერ­თად, 14 მი­ნი-პო­ე­ტუ­რი ფილ­მით მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლეობა მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ-ფეს­ტი­ვალ­ში „ARTISTERIUM -2010“ (სა­ქარ­თვე­ლო). ჯგუ­ფი ასე­ვე მო­ნა­წი­ლეობდა სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ-ფეს­ტი­ვალ­ზე „ARTBATFEST – 2011“ (ყაზახეთი, ალ­მა-ატა) და მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო არტ-ფეს­ტი­ვალ­ზე „FEST I NOVA – 2011“ – გა­რიყულა­ში (სა­ქარ­თვე­ლო), პერ­ფორ­მან­სით „კონ­სერ­ვა­ცია.“ 2011 წელს არტ-ჯგუფ­მა „სტიგ­მატ­მა“ ხელოვ­ნების სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე „ARTISTERIUM – 2011“ (სა­ქარ­თვე­ლო) წა­რად­გი­ნა 12 უახლე­სი მი­ნი-არტ ფილ­მი და დი­დი ცოცხალი პერ­ფორ­მან­სი „დე-Фორ­მა­ცია“. 2012 წელს კი „სტიგ­მატ­მა“ მე­სა­მედ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლეობა „ARTISTERIUM –2012“-ში, უახლე­სი 5 მი­ნი-არტ-ფილ­მით (კი­ნო-პო­ე­ზია!).

არტ-ჯგუ­ფი „სტიგ­მა­ტი“ შე­სუ­ლია ზე­მოთ­ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა არტ-ფეს­ტი­ვა­ლის კა­ტა­ლო­გებში.

მი­სი ტე­რენ­ტი

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „Face­book“-ის მრა­ვალ­რიცხოვა­ნი მომხმა­რებლი­სათ­ვის კარ­გა­დაა ცნობილი Гоша Туманный-ის არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ფო­ტოები, სა­დაც იგი, არც მე­ტი და არც ნაკ­ლები, ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის საფ­ლავ­შია ჩა­წო­ლი­ლი. გო­შა ტუ­მან­ნი – იგი­ვე გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნია („თარ­გმნი­ლი“), ტე­რენ­ტი კი მი­სი სუ­ლის ნა­წი­ლი გახლავთ. ამა­ზე ცალ­კე უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ.

მას უამ­რა­ვი ლექ­სი აქვს მიძ­ღვნი­ლი დი­დი პო­ე­ტი­სად­მი. ერთ-ერთ მათ­გან­ში ამბობს: „კო­რი­ან­ტე­ლი ბობოქ­რობით შენ­ში მო­ექ­ცა, მი­მო­ასხურე სა­ა­ქა­ოს გან­ცდის წვე­თები… ამ წუ­თი­სოფ­ლად დაწყნა­რება არ­სად მო­გე­ცა და სულ­ში ჩაგყვა ცრემ­ლი­ა­ნი ტრი­ო­ლე­ტები.“

1987 წელს 18 წლის ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლეობდა დი­დი ქარ­თვე­ლი მის­ტი­კო­სი პო­ე­ტის ნეშ­თის პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­დან დი­დუბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში გა­დას­ვე­ნების ის­ტო­რი­უ­ლად ცნობილ პე­რი­პე­ტიებში. იგი, დიდ­ძალ მომხრეებთან ერ­თად, ეწი­ნა­აღ­მდე­გებოდა გრა­ნე­ლის ნეშ­ტის დი­დუბის პან­თე­ონ­ში გა­დას­ვე­ნებას და ყვე­ლა იმ­დრო­ინ­დელ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­სტან­ცი­ა­ში ითხოვ­და გრა­ნე­ლის ნეშ­ტის ან ხელ­შეუხებლობას, ან­და მთაწ­მინ­და­ზე გა­დას­ვე­ნებას, გა­ლაკ­ტი­ო­ნის გვერ­დით! მა­ნამ­დე კი, იგი, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე, 6-7 წლის მან­ძილ­ზე უვ­ლი­და და პატ­რო­ნობდა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის, ფაქ­ტობრი­ვად, მი­ტო­ვებულ საფ­ლავს!

იმა­ვე, 1987 წელს, გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით მი­იწ­ვი­ეს ტე­რენ­ტის მშობლი­ურ წა­ლენჯიხაში, სა­დაც პო­ე­ტის სახელობის ქუ­ჩა და სახლ-მუ­ზე­უ­მი გაიხსნა. 1992-93 წლებში გი­ორ­გი ბუნ­დო­ვან­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ყოფი­ლი საფ­ლა­ვი და იქ დად­გა მარ­მა­რი­ლოს მე­მო­რი­ა­ლი, რომ­ლის წყალობითაც ეს ნა­საფ­ლა­ვა­რი დღემ­დეა შე­მო­ნახული. 2009 წლის ოქ­ტომბერ­ში გრა­ნე­ლის ძეგ­ლი გაიხსნა წა­ლენჯიხაში და გა­ი­მარ­თა სა­იუბილეო ღო­ნის­ძიებები. კვლავ, სა­პა­ტიო სტუმ­რად მიწ­ვე­ულ­მა გი­ორ­გი ბუნ­დო­ვან­მა ვრცე­ლი სიტყვა წარ­მოთ­ქვა და სახლ-მუ­ზე­უმს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა რე­ლიკ­ვია – 1924 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი გა­ზე­თი „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი.“

სა­ი­დან მო­დის შე­მოქ­მე­დი?

გი­ორ­გი ბუნ­დო­ვა­ნი თა­ვად ასე გვი­ამბობს:

„და­ვიბადე 1969 წლის 12 აპ­რილს, თბილის­ში. სო­ფე­ლი არა­სო­დეს გვქო­ნია. ისე, დე­დის მა­მა (პა­პა­ჩე­მი) იყო მეჯვრისხევი­დან (გო­რის რა­ი­ო­ნი), ხოლო მა­მა­ჩე­მის დე­და (ბებია­ჩე­მი) გახლდათ ქვე­მო­ჭა­ლა­დან, სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თი­დან. მოკ­ლედ, სუფ­თა ქარ­თლე­ლი ვარ…

დე­და – ცი­ა­ლა და­ვი­თის ასუ­ლი ლო­ლა­ძე, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რებათა დოქ­ტო­რი, პე­და­გო­გი­უ­რი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, მსოფ­ლიო მეც­ნი­ერ­თა ენ­ციკ­ლო­პე­დია „ჰუ იზ ჰუ“-ში შე­ტა­ნი­ლი; 45 წლის პე­და­გო­გი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო სტაჟით და მსოფ­ლი­ოს მას­შტაბით უამ­რა­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ფი­ზი­კუ­რი ნაშ­რო­მი­სა და არა­ერ­თი სახელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი და თა­ნა­ავ­ტო­რი გახლავთ… სამ­წუხაროდ, დე­და­ჩე­მი, ისე­ვე რო­გორც თით­ქმის მთე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა, წი­ნა მთავ­რობამ „ჩა­რეცხა“…

მა­მა – რობინ­ზონ კახიძე, ინჟინე­რი, პო­ე­ტი, პრო­ზა­ი­კო­სი (ფსევ­დო­ნი­მით რე­ვაზ უჩი­ნო), 70-იან, 80-იან წლებში აქ­ტი­უ­რად იბეჭ­დებოდა ჟურ­ნა­ლებში: „დრო­შა“ „ცის­კა­რი“. 1982 წელს „მე­რან­მა“ გა­მო­უ­ცა ერ­თა­დერ­თი პო­ე­ტუ­რი კრებული „და­უ­ვიწყარი ყვა­ვი­ლები“, ხოლო წელს, უკ­ვე მა­მის გარ­დაც­ვა­ლების შემ­დგომ, მა­მი­და­ჩემ­მა და მე გა­მო­ვე­ცით მი­სი სრუ­ლი პო­ე­ტუ­რი, დი­დი კრებული „ღვთი­უ­რი პა­რა­დოქ­სი“, რო­მე­ლიც მა­მამ თა­ვად შე­ად­გი­ნა და ააწყო ცხოვ­რებაში და, სამ­წუხაროდ, გა­მო­ცე­მა ვერ დას­ცალ­და. ეს იყო მი­სი უკა­ნას­კნე­ლი ოც­ნება!… მა­მა, ასე­ვე, გახლდათ ჭე­დუ­რი ხელოვ­ნების უზა­დო ოს­ტა­ტი! ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჩუ­ქურ­თმის ოპი­ზა­რებისე­ულ დო­ნეს მა­მამ სრუ­ლი­ად მი­აღ­წია (ეს ცნობილ­მა ქარ­თველ­მა მხატ­ვრებმა და­ა­დას­ტუ­რეს ად­რე!). მა­მა იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აბსო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ეხერხებოდა ცხოვ­რებაში: ხელოვ­ნება, ტექ­ნი­კა, მეც­ნი­ე­რება, სპორ­ტი, ეზო­თე­რი­კა…

ხუთი წლის ვიყავი, რო­ცა მა­მა წა­ვი­და ოჯახიდან, ხოლო 1987 წელს დე­და და მა­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაიყარ­ნენ. სი­ცოცხლის ბოლომ­დე მა­მას აღარ შე­უქ­მნია ოჯახი და მე­ტი შვი­ლი არ ჰყოლია. მუდ­მი­ვად მქონ­და ურ­თი­ერ­თობა და გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­ში მი­მოს­ვლაც. რა­მე თუ მცხია ხელოვ­ნებაში, ეს მა­მის გე­ნების დამ­სახურებაა! მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა აბსო­ლუ­ტურ სი­ღა­ტა­კე­ში, უე­ქი­მობასა და უფუ­ლობაში, 2012 წლის 21 იან­ვარს, გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ით და ურო­ლო­გი­უ­რი მძაფ­რი პრობლე­მებით.

დე­და 76 წლი­საა და ამჟამა­დაც სახლში ამ­ზა­დებს აბიტუ­რი­ენ­ტებს. ის და მა­მა ტო­ლები იყვნენ…

მე და­ვიბადე და ვცხოვ­რობდი პლეხანოვ­ზე, 107 ნო­მერ­ში, „არ­ტოს ბაღის“ გვერ­დით. ეს ეზო, სამ­წუხაროდ, და­ან­გრი­ეს პლეხანო­ვის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას, რი­თაც ჩა­მიწყვი­ტეს ბავ­შვობას­თან შეხების ბოლო ძა­ფი…

1986 წელს, დგებუა­ძის ქუ­ჩა­ზე, რკი­ნიგ­ზის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ღა­მის დას­წრებული და­ვამ­თავ­რე (საქ­ვეყნოდ ცნობილი და ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი დი­რექ­ტო­რი გვყავ­და – ალი­ო­შა ცინ­ცა­ძე).

15 წლის ასა­კი­დან ვმუ­შაობდი ქარხანა­ში ზე­ინ­კლად, შემ­დეგ, სა­მი წლის მან­ძილ­ზე – ქა­ლა­ქის მე-9 სა­ა­ვადმყოფო­ში, ზო­გად ქი­რურ­გი­ა­ში, სა­ნიტ­რად (ვაბარებდი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ვერ მოვხვდი). მე­რე ჩა­ვაბარე პუშ­კი­ნის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუტ­ში, ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რების შემ­დგომ, 1993 წლი­დან დღემ­დე, ვმუ­შაობდი სხვა­დასხვა ორ­გა­ნი­ზა­ციებში, პე­რი­ო­დუ­ლად და პერ­მა­ნენ­ტუ­ლად…

პირ­ვე­ლი ოჯახი შევ­ქმე­ნი 1992 წელს, მე­უღ­ლე გახლდათ ლე­ლა წიკ­ლა­უ­რი, რო­მელ­თა­ნაც მეყოლა ქა­ლიშ­ვი­ლი – ნი­ნი­კო კახიძე (ამჟამად 19 წლი­საა). ეს ოჯახი და­ინ­გრა 2004-ში და ეგ­რე­ვე შევ­ქმე­ნი მე­ო­რე ოჯახი, შე­მე­ძი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი – თე­ო­ნა კახიძე. რო­მე­ლიც ახლა 7 წლი­საა).

მე­ო­რე მე­უღ­ლე გახლავთ პო­ე­ტი, არ­ტის­ტი – მა­რი­კა ჟორჟოლი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი. მა­რი­კა აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წეობს ჩემს მი­ერ და­ფუძ­ნებულ მულ­ტი­მე­დია არტ-ჯგუფ „სტიგ­მატ­ში“, მას­თან ერ­თად გა­მო­ცე­მუ­ლი მაქვს ერ­თობლი­ვი პო­ე­ტუ­რი კრებული „ათ­ვლის წერ­ტი­ლი“.

უკ­ვე მე­ექ­ვსე წე­ლი­ა, რაც ვმუ­შაობ „კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თობათა ცენტრ – კავ­კა­სი­ურ სახლში“ წიგ­ნების დის­ტრიბუტო­რად და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ათობით კულ­ტუ­რუ­ლი და არტ-ღო­ნის­ძიება მაქვს ჩა­ტა­რებული… ასე­ვე, წლების მან­ძილ­ზე, სხვა კულ­ტუ­რულ სივ­რცეებშიც…

მუდ­მი­ვად ვმოღ­ვა­წეობ ხელოვ­ნებაში, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტში და ეს ჩე­მი მოღ­ვა­წეობა უკ­ვე თით­ქმის 25 წელს ით­ვლის. რამ­დე­ნა­დაც დაუჯერებელი არ უნ­და იყოს, ამ­დე­ნი ხნის და ამ­დე­ნი არტ-მოღ­ვა­წეობით, ერ­თი თეთ­რიც კი ვე­რა­სო­დეს ვი­შო­ვე დღემ­დე!…

და ბოლოს: ხასი­ა­თით ნონ­კონ­ფორ­მის­ტი, პირ­და­პი­რი, ზო­მა­ზე მე­ტად ერ­თგუ­ლი და სა­შინ­ლად ემო­ცი­უ­რი გახლა­ვართ! ეს, ალბათ, ჩე­მი ზო­დი­ა­ქუ­რი წყობის დამ­სახურებაცაა: ვერ­ძი და ცეცხლო­ვა­ნი მა­მა­ლი გახლა­ვართ… რაც ძა­ლი­ან მიშ­ლის ხელს ცხოვ­რებაში.“

ბოლო შტრიხი პორ­ტრე­ტი­სათ­ვის

ხელო­ვა­ნის მი­ერ ხელო­ვა­ნი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი უან­გა­რო ძმობისა და ერ­თგუ­ლების მა­გა­ლი­თი:

Face­book-ზე, ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე – სად და რა ფორ­მით არ სცა­და ამას წი­ნათ გი­ორ­გი ბუნ­დო­ვან­მა სა­ზო­გა­დოების ყურად­ღების მიპყრობა ორი ხელ­მოკ­ლე, ფრი­ად ცნობილი შე­მოქ­მე­დის და­სახმა­რებლად. თა­ვად არ­ცთუ ყოფა-დალხინებული, სხვის ბედ­ზე ალა­ლად სწუხს, მა­თი სატ­კი­ვა­რი ადარ­დებს.

უბრა­ლოდ, ის ასე­თია – სხვაგ­ვა­რად ვერ იცხოვ­რებს.

ბუნ­დო­ვა­ნია და… ემო­ცი­უ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი.

ნანული ცხვედიანი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s