Just another WordPress.com site

გალურჯებული მარტოობა

ეს მონატრება ქარგავს მარწუხებს,

ჩემში ბობოქრობს მძლავრი სტიქია…

შენი სუნთქვა და სითბო მაწუხებს

შენი სხეულის წყობა მიქია!

ახლა რომ შორით, სადღაც კიაფობ,

ვით ნაღვერდალი იოტ იმედის;

ემოციების კასკადს მივაპობ…

არ მაქვს მუდმივი, შენსკენ ბილეთი.

ჩემო ფერიავ, სიზმრების დარო!

ჩემო ქარბუქო და გადარევავ!

არის მსუბუქი, შენით, ეს მთვარე

გალაქტიკურო ჩემო გარებავ!

ნიავს სულ მოაქვს, კამკამი თვალთა,

წყალში სულ არის ბაგეთა გემო!..

გადმომაფარე ეგ ვნების კალთა,

შემომეთრთოლე, არსებავ ჩემო!

სად გაგიცანი, რად გაგიცანი?

რისთვის გამოჩნდი, ცისსარტყელურად?..

მაგ ლურჯ ტუჩების მკრთალი ნიშანი

დამღად დამადე, მუდმივ მეგზურად!

ამ ფორიაქმა უკვე მიმსხვერპლა,

ეს ცეცხლოვანი, გიჟი მამალი!..

და პოეტურად გადაიფერფლა

ჩვენი, ტყეებში, ჩუმი წანწალი!

დილა იწყება შენზე ტკივილით

დაღამებამდე სიმშვიდე არ სჩანს…

ჩამომიფრინდი, შლეგურ კივილით,

ეს მოლოდინი სადამდე გასტანს?…

…12.2012.

rrreeeee

rrreeeee

1314092541_snegovik-2

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s