Just another WordPress.com site

სხვა ენის გემო

სიცივე ხერხივით დახრიალებს სხეულის ყველა კუნჭულში
ნორმატიული აქტივითაა ეს სიცივე, ჩემთვის;
მოსჯილი მაქვს ამტანობა; ქვა და რკინობაა ჩემი სტატუსი.
როგორც ლახტი, მიწისპირს ამათრახებს ეს ენა ურჩი…
ბევრი დამპირდა ჩიკორს, ჯილას და ზარის კენჭებს,
ბევრმა იმედის ჩისბურგერი ნაცრად მიქცია!..
არის არარა, ილუზია, მხოლოდ ფიქცია –
საამაყო-სამყარო მთელი!
ეს, სულთა რთველი, უმაღლესი მაჭარი ზეცის, განა ღვინდება,
მთვარემ მუხლუხო, მუზარადად აიკრა გარსზე,
მრეში ხველებით დედამიწას სურდო გადმოსდო.
ჩვილურ ნდობისებრ გამოვიშვერ მოხერხილ ხელებს,
ცრუ იავნანას წავუმღერებ კეთროვან ნერვებს.
როცა ხეებზე ბუდეები კოკრებად სხედან… ვიშვები მედან!
იქ ყაისნაღით ქსოვენ ხავსებს ჩუმი წვიმები.
როგორ მოვუყრი, თავს, ფიქრების სხარტ კოლექციას,
როგორ მინდოდა ეს ფიქრები ლექსად მექცია!
სისხლის სვეტებად აშოტილან ანცი ვნებები,
გავხდები გვამი, დახვეწილი, პათოგენური,
ამ პედისტალზე, ყავარჯნებით, მაინც შევდგები!
სოკოსპირულად დიდ კოკებში ჩააფსამს ღმერთი, თან იკრიჭება…
ღრუბლის მურაბა იხარშება და იწრიტება.
ლითონის გემო, გემო ჟანგის, გემო ყინვისა;
მტვრიანი გემო. გემო მიწისა!
სხვა ენის გემო.

2013.02.

legoman1

images (1)

215429_208250569192967_199097736774917_775693_7745633_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s