Just another WordPress.com site

ვუძღვნი ბადრი გუგუშვილის (ტრიფონ მონანიეს) ნათელ ხსოვნას!


იყო ხეთა მდუმარება, თან სიცივე, როგორც ელდა
გლუვ კედლების მწუხარება, უძრაობით თითქოს სდევდა.

გრადაცია ნეტარების დაეკონკა კანზე ჭორფლად,
და აღლუმი კენტავრების სიზმრებიდან წვეთდა ოფლად.

სიფაქიზემ ინავარდა, ონავრულად ქროდა ფიქრში,
პოეტური მარტვილობა მიექარგა სახის ფითრში.

ვიტრაჟებში ბრჭყვიალებდა ანარეკლი კლდეთა სიბრძნის,
ამ კლდეების ჭარმაგობა – ყავარჯენი გენის, სისხლის.

უჩუმარი ჩურჩულია, ურჩხულია თითქოს სახლი,
ეს გვამური სიმეჩხერე საწყისია რაღაც ახლის!

ამოიცვა ამ სიბნელემ შიშისფერი მისი სევდა,
სუდარაა ცისსარტყელა, გადაშლილი ხსოვნის ხედად.

ზიგზაგებში ლანდავ ხელებს, თან გახველებს და გახელებს…
ცივ ხელების ძვალთა რემა აჩრდილებით დაგასველებს.

საფლავების მეჯლისია, იქ ზეიმობს ხროვა სულთა…
ყველაფერი მერმისია… მყოობადი რადგან გხუთავს.

იყო ტრიფონ მონანიე, თეთრ ადესას ბაღში თესდა,
მიწას, ვენახს და ტილოებს აზვირთებდა ღვთიურ ლექსად.

ხორცს და მუზას ერთ ქორწილში უთამადა, ყელზე თოკით,
იყო ბადრი, გახდა ტრიფონ, ხელში ჯვრით და ღვინის დოქით!

ბუმბერაზი, მთათა მწყემსი, ბობოქრობდა ურბანეში…
და სხეული ჩამოჰკიდა მარადიულ მდუმარეთში.

იყო ხეთა სახრჩობელა, ვით გოლგოთა, ვაზად თლილი,
ცივ კედლებზე ტალავერად საბოლოოდ გადაშლილი…

20.04.2013.

/ 1996 წელს, წითელ პარასკებს, ბადრი გუგუშვილმა თავი ჩამოიხრჩო თავის აგარაკზე, ყურძნის ტალავერზე! :(( მე მას ამ წლების მანძილზე 2 დიდი ხსოვნის საღამო გავუმართე! ერთ–ერთი მწერალთა კავშირში! მისივე ნახატების გამოფენითურთ და მისი აქციების და საღამოების ვიდეო–კადრებით!… ასევე უნივერსიტეტში, 90–იან წლებში!.. ბადრიმ თავისი პოეტური სკოლა შეჰქმნა!! ეროვნული მოძრაობის ყველა მიტინგზე და შიმშილობაზე იდგა მთასავით, მერაბის და ზვიადის გვერდით! 9 აპრილის ცნობილ წიგნში მისი ფოტოა, მიტინგზე, შლიაპით, მიკროფონთან! მწერალთა კავშირში შიმშილობდა კიდეც… ჟურნალ – ”იახსარის” დამფუძნებელი გახლდათ. სახლში მიყავდა ქუჩის ბომჟები, ლოთები, ბანდა, ტანისამოსს აძლევდა, აპურებდა! თანაც არაერთხელ… მისი აგარაკი, სოფელ დიღომში, გადაკეთებული ქონდა ერთგვარ “არტ–ვილად”, მუზეუმად, სახელად “ნატბეურა”… სადაც მუდმივად კრებდა და უმასპინძლდებოდა პოეტებს, ლიტერატორებს, არტისტებს. მის გასვენებაში, კუბოს საფლავში ჩადების წინ, მხოლოდ მე წარმოვთქვი გამოსათხოვარი სიტყვა! /

aaaaa_15

28829_125387884139350_754652_n

271157_250126684998802_2429311_n

190050_205296529481818_4121841_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s