Just another WordPress.com site

დიაკონ – გურამს!

მთის ჩრდილში, ტიალ მინდვრის ქარბუქი ღვივის
მრავლად ნავალი, ნიავების და სიოთა ნამყენი ძალა,
კარებებს, დარაბებს მიღმა, მიღმა ზეცათა…
როცა სითბოა ვით თილისმა, ან ავგაროზი
როცა ხარ მშვიდი, სულ ნატიფი – სულის ჩაროზით!
შავი კაბებით, მეჩხერ თმებით, მტევანთა ბირთვით…
ვაზის მტევანთა, ნატერფალთა, სიტყვათა, ფიქრთა;
ლოცვის ტატნობზე, ჰორიზონტად არწივურ ფრთების –
არის გადაშლა, კურთხეული, კეთილი სისხლის!
გამოვლილ გზების სიათასე – ათასჯერ ხსნილი,
ნათევ ღამეთა, ბალდახინთა, საფლავთა ჩრდილი…
– მძიმეა ჯვარი!
– გიპყრია კვარი!
და ქრისტეს თვალი, უმკაცრესი, სათუთად მზვერი,
რა სიხარული იბადება, რა თანაგრძნობა?
შენი მზერიდან – უფლის ჯვარცმის ტკივილთა მჭერი!
ღვთიურ კანტატებს მატება აქვთ, ხარობენ ზემოთ,
მე მომიტევე, ვერ ავხსენი, აზრებით ვკოჭლობ,
– ვარ ხეიბარი…
და როცა მეხად, ელვად ხარჯავ განცდების მარაგს –
მაშინ ვით აღწევ ზე–ზეციურ, უმწიკვლო ალაგს!
ხურდაა ყოფა!
ყოფნა – სალოსი!
ამ წუთი–სოფლად სულ სიკვდილს ველით!
„MEMENTO MORI“, ჩემი მანტრა მხოლოდ ესაა…
გარიჟრაჟების უხსოვარი, პრეისტორია!
რა სონორებით, პრელუდიით გიმღერო ფიცი?
მხოლოდ შენ იცი, სადაცაა კვლავ დაბადება!
და მონაგარის, შენის იყოს, მარად მატება!…

27.04.2013

428178_471502729576407_419527208_n

297747_497083460303122_2113661754_n

394866_148145465335396_881187504_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s