Just another WordPress.com site

სტიგმატური ხელოვნება/ჟურნალი – “არტ-ხომლი”, 2013, მარტი/

ოთხმოცდაათიანების ნანგრევებად ქცეული თბილისი და თბილისურიცხოვრების ახალი წესი: “რიგის კულტურა”, გასტრონომების მტვრიანი თაროები ასანთით, ძმრითადა თაგვებით, თითქოს ძალიან ცუდი ფონი და შეუსაბამო ატრიბუტიკაა ხელოვნებისთვის. უფროსწორად, არა ხელოვნების “კეთებისთვის”, არამედ “გაკეთებული” ხელოვნებისდაფასებასა და შეფასებისთვის. თითქოს ყველას მხოლოდ კუჭისთვის სცალია, რადგან ფიზიკურიარსებობა ერთ ჩვეულებრივ, ნივთიერ და არაპოეტურ ორგანოზე: კუჭზე გადის, მაგრამ:

“პერფორმანსსადა აქციონიზმში 1993 წლიდან ვმუშაობ. ეს იყოთბილისური სახელოვნებო ცხოვრებისთვის ყველაზე ნაყოფიერი წლები. ამასთანავე, ეს იყო ცარიელი მაღაზიების პერიოდი, ჩვენ კი შევდიოდით დაცარიელებულ გასტრონომებში და ვკითხულობდით ლექსებს. შემდეგ დათოჩიხლაძეს “დადა მეფე– პრეზიდენტის” არჩევის იდეა გაუჩნდა და ჩვენც ავიტაცეთ. დათო ბარბაქაძემშემოგვთავაზა, ჩვენი იდეა ზოოპარკში განგვეხორციელებინა და გამარჯვებული გალიაში24 საათით ჩაგვესვა, თუმცა ადმინისტრაციასთან ვერ შევთანხმდით და ისევ ქარვასლას სივრცეგამოვიყენეთ. ეს იყო პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი დადაარჩევნები საქართველოში. ამ აქციის ორგანიზებამ და დიზაინმა ჩემს კისერზე გადაიარა. საერთოდაც, ოთხმოცდაათიანიწლების, ჩვენი თითქმის ყველა არტ თუ პოეტური აქციის თაქნაორგანიზატორი და ხშირად ორგანიზატორიცმე გახლდით, რადგან თავადვე საკმაოდ ორგანიზებული და თანამიმდევრული ვარ. დადა არჩევნებშიზურა რთველიაშვილმა გაიმარჯვა. ეს ერთგვარი არტისტული თამაშიგახლდათ,დადა გვირგვინიც ასე, თამაშით დავადგით თავზეგამარჯვებულს. ჩვენ აქციამდეერთი კვირით ადრე გამოვაკარით აფიშები, რომელსაც შავოსანი ქალები ხევდნენ და ამბობდნენ,რომ ჰყავთ ერთადერთი პრეზიდენტი, ზვიადიდა აპროტესტებდნენ სხვა ყველა არჩევანს. ამფონზე გაიმართა ჩვენი პერფორმანსი: ქარვასლის დაცვა ძლივს აკავებდაამ ქალებს, დარბევას გვიპირებდნენ.ბადრი გუგუშვილმა გამარჯვებულს ალუბლის ნერგი გადასცა, რომელიც ზურამ შემდეგ გრიგოლცეცხლაძის *ქართველი დადაისტის) საფლავზე აიტანა და დარგო. საინტერესო პერიოდი იყო.იმ დროს სულ ნოსტალგიით ვიხსენებ, ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაკლებად ხდება. ქალაქშისაშინელი გაჭირვების პარალელურად ხალხი დიდ მზაობას გამოხატავდა ხელოვნების ყოველგვარიგამოვლინებისადმი. ახლა კი, ”დალაგებულ”პერიოდში ადამიანები ნაკლებად ინტერესდებიან ხელოვნებით”,– ამბობს პოეტი და მულტიმედია არტისტიგიორგი ბუნდოვანი.

მის გულისტკივილს კი არც წუწუნის და არც პესიმიზმისელფერი დაჰკრავს, მითუმეტეს, რომ გიორგი ახლაც აქტიურად არის ჩართული ვიზუალური თუარავიზუალური ხელოვნების ნაწარმოებების შექმნაში. დადა მეფე მას შემდეგ აღარ აურჩევია,თუმცა ოსტატურად შეარჩია სფერო, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და რომელიც, სპონტანურობის მიუხედავად, საკუთართავში მოიცავს გარკვეულ იდეას, კონცეფციას, ვიზუალურ გამოსახულებას – კადრებს, ბგერას– მუსიკას და თავად პოეზიას. ეს არის გიორგის კინო-პოეზია:

“თავიდან, 2006 წლიდან ჩვენ ვქმნიდით ფილმებს,გადაღებულს მობილურით და მობილურშივე ვამონტაჟებდით. არ გვქონდა კომპიუტერი და თანამედროვეტექნიკა. ასე გაკეთდა ოცდაორი მინი-ფილმი, რომელიც ვეღარ გავადიდეთ საეკრანოდ და შემოვდეთთაროზე. 2010 წელს მე და მიხეილ გისტმა გადავახალისეთ ჯგუფის შემადგენლობა , ლიტერატორმამარსიანმა კი შემოგვთავაზა, ჯგუფისთვის დაგვერქმია “სტიგმატი”, ფაქტიურად,ჩვენი ფილმები არის ერთგვარი გამონაყარი ჩვენი შიდაბუნებისა საკუთარ სხეულზე. ეს საზოგადოებისთვისსტიგმაა.

სახელი საბედისწერო აღმოჩნდა – რატომღაც მარგინალურჯგუფად მოვიაზრებით. თანაცჯგუფის შემადგენლობა ნონკომფორმისტულია. სამი წლის წინ ჩვენმა იტალიელმა გულშემატკივარმადა დიდმა მეგობარმა – მანანა ბერუაშვილმა ფული გადმოგვირიცხა, ვიყიდეთ ვიდეოკამერა და ჯგუფმა შედარებით მაღალრეზოლუციაში დაიწყო მუშაობა. ხანდახანთავადვე საგანგებოდ ვაგდებ ხარისხს, რომ ასეთი გამოსახულება დაჯდეს”.

2006 წლიდან დღემდე გადაღებული 57 მინი არტ-ფილმი ცოტანამდვილად არ არის. შიდა სამზარეულო კი ძალიან განსხვავდება ჰოლივუდური ბრწყინვალებისადა სიმდიდრისაგან. ფილმები უბრალო და არანაყიდი “ინგრედიენტებისგან” შედგება:არტისტები დათქმულ ადგილას, მაგალითად, ქუჩაში იკრიბებიან. სახლიდან მოაქვთ ძველი, არასაჭირო ნივთებიდა ეძებენ ურბანულ გარემოს, ვთქვათ, ნანგრევებს, ძველ ქარხნებს, აყრილ გზებს, გარკვეულლანდშაფტს და იქ გიორგი ბუნდოვანისა და მიხეილგისტის მოკლე სიმბოლური მითითებებით იწყებენ მოქმედებას. წინასწარი სცენარი არ არსებობს. შემდეგ კი, სამონტაჟო მაგიდასთან გიორგი ჯდება,რომელიც, ამასთანავე რეჟისორი, ოპერატორი და ჯგუფის დამფუძნებელიც გახლავთ და გამოჰყავსფილმი:

“დღეს ჯგუფი ფაქტობრივად დაშლილია, რადგან არ გამაჩნიაიმის სახსრები, რომ გზის ფული მაინც ავუნაზღაურო არტისტებს, ან ვკვებო დღის განმავლობაში.ისინი უმუშევრები, სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფნი არიან. ასეთი ჯგუფი ადრე თუ გვიან,ბუნებრივია, დაშლისათვის იყო განწირული. თუმცა, სანამ მე ცოცხალივარ, სტიგმატი ცოცხალი იქნება!

ამ მიმდინარეობაში საქართველოში მგონი არავინ მუშაობს.შესაძლოა, ლექსზე ააწყონ ფილმი, მაგრამ ეს უკვე სხვა რამ გახლავთ. ვისაც არ უნახავსჩვენი ფილმები, გვეუბნებიან: თქვენ ალბათ ტექსტებზე აგებთ ფილმებს. არა, ჩვენ არანაირიტექსტი არ გვაქვს. ერთი გამონაკლისია მხოლოდ: შარშანწინ ლიტერატურის მუზეუმის, ლაშაბაქრაძისა და არტკურატორ მაგდა გურულის მიერ გამოცხადებული კონკურსი “ინსპირაციაპოეზია”. პირობები ასეთი იყო: 50 ქართველი პოეტის ლექსებიდან უნდა ამოგერჩია ერთიან მეტი ლექსი და შეგექმნა ხელოვნების ნიმუში, ქანდაკება, სურათი, ფოტო, მუსიკა, ვიდეოარტი… მე ავირჩიე ტერენტი გრანელი,რადგან ის ჩემთვის განსაკუთრებული პოეტია და გავაკეთე კიდეც ფილმი მის ერთ ერთ ლექსზე.სამწუხაროდ, კონკურსი ვეღარ შედგა კონკურსანტთა არააქტიურობის გამო. საკონკურსო ლიმიტიექვსი წუთი იყო და რადგან დამრჩა ფილმის მასალები, თერთმეტწუთიანი სრულყოფილი ფილმი ავაწყე,რომლის პრეზენტაციაც შარშან საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა. ეს გახლდათ ჩემს მიერ მოწყობილი დიდი სინთეზურისაღამო, მიძღვნილი გრანელისადმი”.

არტისტების სპონტანური, იმპროვიზაციული განწყობებისგანაგებული ფილმები არ არის ვიდეოარტი, არც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არც მხატვრული თუ დოკუმენტურიკინო. ის აცდენილია ყოველგვარ კინოგაგებას და არის ფაქტიურად ცოცხალი პერფორმანსების ვიდეოდოკუმენტაცია. (ვიდეო-აქციონიზმი).ამ დოკუმენტაციის ნახვა ხშირად რთულიცაა და დამთრგუნველიც, ხანდახან კი ძალიან სევდიანი სხვადასხვა დეტალის გამო. ეს დეტალები, შესაძლოა,იყოს მძიმე მუსიკალური გაფორმება, დამღლელი ვიდეოეფექტები თუ კადრები, რომლის დაჭერათვალით რთულია. სწორედ ამიტომ:

“სულ ახლახანს მამა გარდამეცვალა და ორმოციც არიყო გასული, მის სახლში გადავიღე ფილმი და სიმბოლურად მამას პიროვნებას მივუძღვენი.მარსიანმა მამაჩემის გვამის როლი საკმაოდ შთამბეჭდავად ითამაშა. ასევე, ამ ფილმში მწერალმადა მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ ითამაშა და მუსიკაც მისი დავადეთ ფილმს. საკმაოდ მძიმედა არაორდინალური ფილმია.

ცოტა ხნის წინ მწერალ მაკა მიქელაძესთან ერთად ბახტრიონზე, ”წიგნის სახლში” საღამო გავმართე.მაკა “სტიგმატის” მოღვაწეობაში აქტიურად ჩაერთო, უკვე ორი ფილმი შევქმენითერთად. თითქმის ნახევარი დარბაზი (ძირითადად მანდილოსნები!) წავიდა მხოლოდ იმიტომ,რომ ეს ფილმი ძალიან მძიმე საყურებელი იყო. მე მქონია სხვა შემთხვევებიც, როცა რამდენიმეადამიანი გასულა ჩვენებიდან, (2010 წლიდან უამრავი ჩვენება-პრემიერები მაქვს გამართულისხვადასხვა არტ-სივრცეებში), რადგან ჩემი პროდუქტი მისთვის გაუგებარი და მიუღებელიიყო. ადამიანი თუ არ არის შემზადებული, მას ვერ აიძულებ, გაგიგოს. მაგრამ ახლა, როცაფეისბუქსზე ც გვაქვს ჩვენი ჯგუფის ოფიციალური გვერდი, აქტიურ მოყვარულთა და მაყურებელთაგარკვეული, დაახლოებით ორმოც-ორმოცდაათ კაციანი ჯგუფიც ჩამოგვიყალიბდა, და ეს ნამდვილადარ არის ცოტა. ერთი ადამიანიც რომ მოვიდეს და დაინტერესდეს, ეს უკვე მნიშვნელოვანია.ყველა განწყობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორი სპონტანური და იმპროვიზაციაზე აწყობილიჯგუფიც არის, დარბაზშიც ასევე, სპონტანურად იბადება შთაბეჭდილებები”.

მე კი, რა თქმა უნდა, არსადაც არ გავქცეულვარ, როცაგიორგიმ თავისი ორი ფილმი მაჩვენა. ვერც გავიქცეოდი, რადგან მზად ვიყავი, მეტირა, როცა”ვარდნას” ვუყურებდი. თითქოს არაფერი: აი, ადამიანები. აი, თვითმფრინავი.აი, სამყარო უკუღმა და აი, სამყარო წაღმა. აი, მათი ციური მანანა: ციდან (თვითმფრინავიდან)ჩამოცვენილი სამოსი. აი, მავთულის ღობე. ეს “არტისტერიუმი– 2011″– ის ფარგლებშინაჩვენები ვიდეო გახლავთ, მაშინდელი ფესტივალის თემატიკა “თავისუფალი ვარდნა”გახლდათ. ფილმში ასახულია უფუნქციო ადამიანების არაფორმალური ყოფა და მათი საბოლოო”განაჩენი”: რკინის მარწუხები, ჩარჩოები, რომელიც კლავს. “უნიტაზისეპოქა” კი კომიკურობის მიუხედავად ძალიან სევდიანი ფილმია და შეუძლებელია, წარბებშეჭმუხნულმაარ შეხედო კაცობრიობის მთელ დაგროვილ ცოდნას, გაფენილს ფილაქანზე წიგნების სახით.

ფილმები მისი უფრო ახალი საქმეა. ოთხმოცდაათიან წლებშიპოეტ და არტისტ – ზურაბ რთველიაშვილთან ერთად აყალიბებს – ”ქართველ პოეტთა ორდენ-“ქრონოფაგებს”. ეს ორდენი იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო, „ცისფერყანწელთაორდენის“ შემდგომ საქართველოში,თავისი ლიტერატურულიტრადიციული არტ-მანიფესტით, ღერბით, დროშით, ბეჭდითა და თავშეყრის სალონით.სიმბოლისტურ ტრადიციებში გადაწყვეტილი მანიფესტის მიუხედავად ესარ გახლდათ ტრადიციული პოეტების გაერთიანება და საკმაოდ ეკლექტიკურ პოეზიას ქმნიდნენ. გამოსცეს ორი წიგნი “ქრონოფაგები” და “ანომალიური პოეზია”. როგორც ერთგვარ “არქივარიუსს”, გიორგის ეს მასალებიც შენახული აქვს. ამის გარდა, სამი “არტისტერიუმი”, 2011 წლის ყაზახეთის საერთაშორისო არტ-ფესტივალი ”არტბატფესტი” და 2011 წლის გარიყულას საერთაშორისო არტფესტივალი”ფესტ ი ნოვა”, საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს. ყველაამ ფესტივალის კატალოგშია ”სტიგმატი”. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს ყველაფერი, შესაძლოა,ერთხელაც არაფრის კეთების სურვილი გაგიჩნდეს, კონკრეტულად კი:

“2007–ში დათო ჩიხლაძე ამერიკიდან ჩამოვიდა და გამოაცხადა,რომ მისთვის პოეზია მკვდარი იყო და აღარცერთ ლექსს აღარ წაიკითხავდა, მისთვის მოწყობილპოეზიის საღამოზე. თავადაც უკვე ამ აზრამდე ვიყავი თითქმის მისული, რადგან აქ თუ ტელევიზიებიარ გწყალობენ ან ოცდაოთხი საათი პრესაში არ ხარ, შენი შრომა სიზიფეს შრომას ემსგავსება.ჩემი ბოლო წიგნის, “ანტიყოფის მანიფესტის” პრეზენტაციაზე, 2009 წელს, ”კავკასიურსახლში” კი პანაშვიდი გავუმართე პოეზიას. ეს გახლდათ რეალური პანაშვიდი: შავხავერდგადაკრულტახტზე ეწყო ჩემი წიგნები, უკრავდა სამგლოვიარო მუსიკა, იჯდა ძაძებში ჭირისუფალი დაშესანდობარს ვამბობდი – ლექსებად, ტრაგიკული პერფორმანსი იყო. ეს განცდა, იქნებ, ინდივიდუალურიცაა და პროცესი, იქნებ, არცაა მკვდარი.ფაქტი კი ისაა, რომ ზუსტად წელიწადნახევარი ვინახავდი პოეტურ მარხვას. შემდეგ, როცა კავკასიურ სახლში ლიტერატურული საღამოებისციკლი დაიწყო, რომელიც ბექა ქურხულს მიჰყავდა, ჩემი მარხვაც დამთავრდა. რა თქმა უნდა,ხასიათის ფენომენიც გასათვალისწინებელია, დეპრესიული მომენტები ხშირად მაქვს ხოლმე,თუმცა, ვცდილობ, არ ჩავიკეტო საკუთარ თავსა და სივრცეში. ისევ და ისევ ხელოვნებითადა ბუდიზმით ვცოცხლობ. ოთხმოცდაჩვიდმეტი წლიდან მყავს საკუთარი ტიბეტელი მოძღვარი,რომელიც მეცამეტე წელია ყოველ წელს თბილისში ჩამოდის. ტოტალურ გაჭირვებაში ამით ვძლებ.საერთოდ, პოეზია რელიგიაა, თუ ხარ პოეტი, ხარ ღმერთთან ახლოს. შინაგანად უნდა იყო პოეტი,მტვრის მარცვალშიც უნდა ხედავდე პოეზიას. როცა ხელოვნების ნიმუში მომწონს, მბურძგლავს.ეს არის ჩემი პირველი ინდიკატორი შეფასებისას, სხეულის დონეზე ვგრძნობ… აი, ასეთიმიდგომა მაქვს მე. ეს ერთგვარი კარმაა”.

პოეზია თუ რელიგიაა, ჩვენ, ალბათ, პატარ – პატარა ღმერთებიგვყავს ლექსების სახით და ლექსთაყვანისმცემლობის რომელიმე რიტუალისას პირჯვრის ნაცვლადრითმას ან მეტაფორას ვიწერთ.

სალომე შენგელიძე

945657_512120338835833_1970491519_n

934693_512121908835676_1996959118_n

944258_512120492169151_1925581799_n

428515_512120415502492_390903989_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s