Just another WordPress.com site

ჰოი…

მიყვარს იმდენად, რამდენადაც მიყვარდეს მძალმიძს…
მტკივა იმდენად, რამდენადაც უნდა მტკიოდეს…
ღმერთო, წმინდაო, შემეწიე და მეტად დამიც,
რათა რწმენაში ვერა განვძღე, მუდამ მშიოდეს!

გარნა ეს ჯვარი მსუბუქია, ან გარნა მძიმე?
მე ჩემსას ვზიდავ, რასაც მარგებ, ანუ მარგუნებ…
ფიქრების ურცხვის ჭაობია, გონების მღვიმე,
მაგრამ ვერაგნო, ამოდ იღწვით, ვეღარ მაცდუნებთ!

ტორტმან–ტორტმანით, ფორთხვა–როკვით ავივლი აღმართს…
სად თვალთა შენთა კოსმიური სიმხურვალეა;
ხელ მომიშვირე, შემეხიდე მრუშსა და წარმართს,
უფალო ჩემო, მოწყალება შენი მძლავრია!

ამ ნაგოგმანებ მარგალიტთა მირონი–სვეტი,
ამ ცის ალმასთა, ამ ლოცვათა ცრემლად კურთხევა…
იესუ ტკბილო, არღა მინდა არარა მეტი,
მხოლოდ შემინდე, მაპატიე ჩემი სულთნთხევა..!

როს წარვიწყმინდე, წარვიხოცე სულისა ბჭენი,
გავაქვესკნელე დასაბამით, რაც გიბოძია…
და ესე ჩემნი, უბადრუკნი, თახსირი დღენი,
როგორც ბუზები, უმიზეზოდ დამიხოცია!..

ჩემო მოძღვარო, ღმერთო, მწყემსო, სამებავ ერთო!
ამდენი ხანი სად გეძებდი თვალებდათხრილი?..
ბრმას აღმიდგინე მკვდარი ჩინი, ანთე სახმილი,
რომ სულიწმინდით დაოსილი ქაოსი ვკვეთო!…

15.11.013.

jesus

Jesus-Walking-On-the-Beach-Picture

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s