Just another WordPress.com site

ოსანა შენდა!

მომეცი ძალი, მოგცნე ეს გული,
მომეცი ძალი, სულიც დაგითმო.
გუამი უარვყო, ვნებათა კალო,
დღე და ღამ ლოცვით უფალი ვღალო.
მომეც შეძლება უარვყო რაც კი
დაბადებიდან მომდევს ამ კანში.
რაც რამ ვათრიე აქამდე, ამოდ
უმალ გავცვალო იესოს მადლში!
მომეც, მარგუნე, მაღირსე ღმერთო
შესაშინებო, რიდით და კდემით…
მე რას შეგწვდები, უბირი ენით?
ვერც რას მოგაკლებ, შენ, ერთად-ერთო.
უზეშთაესად მარტვილო ცათა,
თუნდაც მიწათა უდაბნოდ თლილო…
დაჰკალ, შეგვედრებ, სამკალი ჩემში!
არ შემომაცვდე ნაკურთხო ფსკვნილო!..
წმინდა ტრაპეზზე ვაპკურო ცრემლნი,
რწმენით გავხედნო ასპიტნი, გველნი,
(ვთრგუნო ეს ეგო, რომელიც მერგო,)
ამ ცრუ სიამის ხიბლისა მთლელნი!
ანგელოზებრივ წიაღთა შინა
უკიდეგანო გიპყრია ”ბინა”…
შენ, დედუფალო, ფრთოსანთა მნათო!
თავდამხობილმა ცრემლებით გხატო.
მომეცი მამავ, ძეო და სულო…
სულო წმიდაო, მტრედისა თრთვილო,
მიბოძ კურთხევა კარიბჭით ცათა –
ვიქმნე მსახურად იესოს თვალთა!
ამ განტოტვილთა, ხრიოკთა დღეთა,
ენა-ცერბერი, შიგნიდან მრყვნელი…
ღმერთო, დიადო, განაპე ბნელი!
ღმერთო უწვდომო, მთესველო ხეთა!..
მომკვეთე მხრებში, მუხლებში მტეხე,
თმებით ავხვეტო ფერხთ შენთა მტვერი…
ოსანა შენდა! ოსანა შენდა!
ალილუიას ნიადაგ ვმღერი…

26.11.013.eec7e7365797

639145695

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s