Just another WordPress.com site

* * *

არის რაღაც, რაც მაკავებს შენთან,
რაც ლოცვისკენ მომდრეკს ისევ, ჩუმად…
იავარქმნილსა და დამზრალ ფიქრებს
გადამიქცევს სინანულის სუნთქვად.

არის რაღაც, რასაც ვერც კი ავხსნი,
ვით ვერ დავთვლი ცის მნათობთა რემას…
ამ სულიდან გამონაჟონ წვეთებს
შევუზავებ უფლისმიერ გვემას.

სად შორიდან იკლაკნება გზების
ხლართულ-წნული, ნაწნავივით წყება…
ამ გზებშია არსებობის ჰიმნი,
ამ გზებიდან ერთადერთი რჩება!

მომიტევე, შემიწყალე, ღმერთო,
რაც რამ ვცოდე, განგამწარე ოდენ…
წვიმებს მოაქვს მირონივით სევდა,
მხილებული, სიზმრებიდან ვგოდებ.

რაც რამ მწუხრად მომივლინე, მტეხე,
რაც რამ დარდად, ტვიფრად გულზე მადე…
შენ, უფალო, სამყაროთა მწყემსო
მომიხსენე, გვედრებ, შემამზადე.

უნაყოფო მიწას ვგავარ ისევ,
ოხერ-ტიალ, მიუსაფარ მაშვრალს…
ამ ცოდვების აუწონად საგზალს,
მწამს, შემინდობ! შეგღაღადებ, მართალს…

24.02.014.

მორჩილი გიორგი

2w7487n

1356629721_a765b78a19b2

181758_189603257728846_100000375188690_534966_6519072_n-300x246

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s