Just another WordPress.com site

მწყემსო კეთილო

მწყემსო კეთილო, მიჩვენე ის გზა
სადაც გივლია და გითქვამს სიტყვა,
სიტყვა იგავი, სიტყვა ჟანგბადი
კეთილო მწყემსო, მიჩვენე ის გზა.

შენ შემეწიე, აღვიღო ჯვარი
ჰქმენ გულიე ჩმი წრფელ და უბიწო
ცოდვების ხნული ვერ მოვილიე.
ვარ დავარდნილი, ცოცხალი–მკვდარი…

არ ვარ ღირს შენდა, არც ღირს ხსენების,
არც დაღამების, არც გათენების…
მქყემსო კეთილო, დიდება შენდა!
მასწავლე ძლევა მავან ღელვების.

დედით ნაჟურო სისხლო ბარძიმის
ხორცად პასექო, სულით წმიდაო…
დაბნეულ ფარის სითბოვ მთოვარო
მწყემსო კეთილო, ცრემლო წადილის…

მე უბადრუკი, მაშვრალ–თახსირი…
უმწეო ხვედრით მძიმედ დაჭრილი…
მწყემსო კეთილო, ტკბილო იესოვ
არ მიმატოვო, შენდა განხსნილი.

კურთხეულია სახელი შენი
სად ჩაბეჭდილან საუკუნენი…
სად გოლგოთამდე მეც ვზიდე ჯვარი
მწყემსო კეთილო, განგიღე კარი!

წარმავალ გუამის სიმძიმე მღალავს,
შენ შემოგცქერი, ცათაშინ ალალს…
შენ შემიწყალე და მომიტევე,
თუმც, გული შენი ისედაც მფარავს!..

მწყემსო კეთილო, მოძღვარო, რაბი..
ოსანა შენდა! არ შეკრა წარბი…
318460_140936686003839_100002625255315_177041_467026382_n

ieso

Jesus-Pictures-2

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s