Just another WordPress.com site

ციკლიდან – ”მიძღვნები შეყვარებულთათვის…”

* * *

ცისკარია, კარნი-კარნი, მიხარია ჟამნი ჩქარნი
დღე იწყება, როგორც ზარნი, მომწიფდება ნიავ-ქარნი,
ნიავ-თარნი, თმანი – ლარნი, სახის ალნი, ვითარც ლალნი
და ეს თვალნი, შენი თვალნი, ვერავისთან შესადარნი…

2014

ჩემო კამკამა სინანულო…

ისევ დაზამთრდა. და ქრისტეა, მხოლოდ, მეგზური,
ისევ ტკივილით, ისტერიით ვიხოკავ სახეს…
მე უმაქნისი, მე უძლური, წამით გესტუმრე,
არ განმიკითხო, შემიბრალე, ნუ მიგებ მახეს.
მე მხოლოდ მინდა, ამ სტროფებით, ჩუმად გეფერო,
სხვა არსად არც რა, არაფერი, ამ ლექსის გარდა…
ჩემს არსებაში შთანერგილო, ლოცვის მეწყერო,
თვით საფლავამდე გამომყვები უშრეტელ დარდად!
ო, როგორ ვვედრებ მაღალ უფალს, მავიწყოს შენი
სითბოს ცუნამი, უსიერი და შლეგი ვნება…
მე უბადრუკმა, უსუსტესმა, განვხეთქე ბჭენი,
იმ სიყვარულის, რომლის დამრთო, გამჩენმა, ნება.
ნუ შემიზიზღებ, დამივიწყე, ნუ დამივიწყებ…
ამ ბოდიალში ამერია გზა-კვალი ისევ;
მწველ ხსოვნის მორევს მაძლევინა, როგორმე, იქნებ,
რომ ჩემი სისხლი გაგეყინოს ძარღვებში მყისვე.
წიხლს ფიქრში ნუ მკრავ, მე სიზმრებით ვსაზრდოობ ოდენ,
ვით სარეველა ამომძირკვე, გამანადგურე!..
საკურთხეველშიც ამ სიგიჟით ნაცრემლი ვგოდებ,
ღმერთო ძლიერო, ამოსუნთქვის ყლუპი მაპკურე!..
შენ თუ გამიშვებ, თუ კი მომკლავ შენს ციცქნა გულში,
თუ კი შანთებით ამოშანთავ ჩემს საზარ სახელს…
თუ მოახერხებ მაცამტვერო უმალ და წუთში,
ვით მიცვალებულს, თუ დამინთებ ხსენების სანთელს.
მე მაშინ წავალ, მაშინ გავკვეთ, გავარღვევ საზღვრებს,
რაც რომ შენამდე გავლებული, აქამდე მქონდა;
ნუ მომიძულებ, მომიძულე… ებრძოლე აზრებს,
ეს ბოლო ლექსი, სნეულ სულში ცრემლივით მომწყდა…
ჩემო კამკამა სინანულო, ცინცხალო სევდავ…
ჩემო ნამქერად გაბნეულო, წვიმავ რითმების…
დღეა თუ ღამე, უსაშველოდ, მუდმივად გხედავ
– გხედავ სიმშვიდედ უზღაპრულეს, ღვთიურ ნიმფების…

2013

* * *

უშენობა ბორგვაა, ღამით ძილი გაიქცა
უშენობა შფოთვაა, სული ჩემი წაიქცა
ჩემო მონაპოვარო და სიცოცხლის ნუგეშო
მაგ პატარა ხელებით მომეჭიდე, ნუ მიშვებ…
მთელი ჩემი არსება ღამემ გამოიგლოვა
უფლის სისხლად მეღვრები! მაგ თვალებმა მიპოვა…
დასაკლავი კრავივით ვდგავარ შენს წინ უჩუმრად,
ბაგე–მინანქრიანო, მტოვებ ასე უძლურად?
რაც ტკივილმა დაგსერა, წუხელ ცრემლით გაგბანე
შენ ხარ მხოლოდ სამოთხე, ედემი და სავანე!
ჩემო ციცქნა იმედო, ნუ ჩაქრები მალულად
უფლისაკენ ბილეთო, ნუ მექცევი წარსულად!
მე ისედაც წამიყვანს ცელოსანი შავ–ბნელი
სამსჯავროზე წარვსდგები, არვინ მყავდეს დამცველი!..
ჩემო ჭიამაიავ, ნამქერივით გამქრალო
გევედრები დაბრუნდი, არაფრით არ წამშალო!..
ამ ტკივილმა ლოცვებით აღმა–დაღმა გატარა
დაიღალა ეგ გულიც, ვიცი, შენი პატარა…
რაც ღამ–ღამით ცრემლებით გინამია ბალიში,
ჩემო ჰაეროვანო, ამის გამო გამიშვი?
რომ შემეძლოს სიცოცხლეს მოგართმევდი ლანგარით,
რომ შემეძლოს სულსაც კი დავიფლეთდი სკანდალით…
მაპატიე, შემინდე, რაც გამჩნიე იარად;
ჩემო ხსოვნის ნარცისო, მერგე ღმერთის ზიარად!
შენ ხომ ასე გიყვარდი, მოფრინავდი, მოსჩქეფდი…
მე ხომ ასე გელოდი, ჩუმად კუდში მოგდევდი…
შენი თლილი სხეული ჩამოქნილი სადაფად
მე უფალმა მაჩუქა სასოების ქადაგად!
როგორ დაგთმო, დაგტოვო, როგორ მოგისაკლისო?
უშენობამ ისედაც გული ნაცრით ამივსო…
ჩემო, წვიმად ნაკურთხო, ქალღმერთო, თვალ–ფიფქებავ
შემომქმედის ხელიდან ნაბოძებო მიგნებავ!
– უშენობა მატარებს, ბორგვით, შფოთვით, კანკალით,
– ჩემო ცითმონაფერო, დავიღალე წანწალით…

2013

179373_453518214684674_596293985_n

1bcc87241

579b29b4d8fc

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s