Just another WordPress.com site

Shua gamis expromti… (and other poems … 2014)

Me shen miyvarxar, rogorc teneba,
Dgis gateneba, gadateneba..
Me shen mchirdebi, rogorc is game,
Sadac leqsebi cremlebit vname…

Zamtris piria da bediscera
Jiut pasianss Gvetamasheba…
Tan yvelaperi, qveknad tavdeba –
Am siyvarulis rcheba simgera…

Chemi grdznobebi zecis himnebad,
Gvtiur cvimebad mogepereba…
Da saocrebad mogechveneba,
Rasac aqamde tvlidi mignebad…

Me shenshi vketav yvela sisustes,
Shen chemshi aprqvev Gvtiur silurjes…

* * *

მოვიდა ღამის მწველი სიბნელე, ძილქუშმა უმალ გადამიარა,
სადღაც შორიდან ვგრძნობ შენს არომატს, გიძახი ჩუმად…
ჩემში ძლიერმა სევდის შტორმმა ისევ იხარა
ცისკრის ნათებავ, ჩრდილოეთის, შეგნატრი უტყვად…

ისევ ცრემლებად რომ დამშალე, გისველე თმები
ეგ სახე შენი, ყინულივით ცხელი და სავსე…
ამ ღამეს მოსდევს გათენება და ქუჩის ხმები,
ამ ღამეს მოაქვს კატასტროფა გრძნობების არხზე.

იცი, მაგ ფიქრთა- ასე ძვირთა და ასე რთულთა,
შიგნიდან გარეთ რომ ასხივებს ბუნებას მალულს…
მზისაო ქნარო, განაბულო, ნარ-ნარო წუთთა
როდისღა განვლი, ჩემამდე გზებს, ოდეს გაკვალულს?..

მინდა ნატიფად დაგაფარო საბანი სუფთა,
მინდა ფიფქებად მაგ თვალებზე გეფინებოდე…
რადგან შენშიაგულის ფეთქვა და მხსნელი სუნთქვა,
ქარ-ცეცხლო სულის, მენატრება, შენთვის ვკვდებოდე…

* * *
ცისკარია, კარნი-კარნი, მიხარია ჟამნი ჩქარნი
დღე იწყება, როგორც ზარნი, მომწიფდება ნიავ-ქარნი,
ნიავ-თარნი, თმანი – ლარნი, სახის ალნი, ვითარც ლალნი
და ეს თვალნი, შენი თვალნი, ვერავისთან შესადარნი…

10487468_727133924031050_733920218402557313_n

10527801_727134000697709_3848704729916376554_n

1546123_727133867364389_7549868761339747201_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s