Just another WordPress.com site

შემოქმედებითი და არტ-ბიოგრაფია…

ბიოგრაფიის მე-2 ვარიანტი, ძირითადი:

 

გიორგი ბუნდოვანიპოეტიმულტიმედია არტისტი 

  

1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალგაზეთებში, ალმანახებსა და სხვა სახის პერეიოდიკაში. (“რუბიკონი”, “მესამე გზა”, “ალტერნატივა და სხვა…). 1991 წელს, პოეტ და არტისტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად აყალიბებს – ”ქართველ პოეტთა ორდენ-“ქრონოფაგებს”, ეს ორდენი იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო ცისფერ ყანწელთა ორდენის შემდგომ, საქართველოში, თავისი ლიტერატურული არტმანიфესტით, ღერბით, დროშით, ბეჭდითა და თავშეყრის სალონით

ქრონოფაგების ეგიდით გამოიცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული: 1). ”ქრონოფაგები”-1992 ; 2). ”ანომალიური პოეზია”-1993 . ორდენმა გამართა არაერთი ლიტერატურული საღამოღონისძიება, გასვლითი შეხვედრებიმსმენელთან, პრეზენტაციები….

1987 წელს, გიორგი ბუნდოვანი აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტისტერენტი გრანელის პეტრეპავლეს სასაფლაოდან დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენების, ისტორიულად ცნობილ პერიპეტიებში (რაზეც არაერთხელ დაიწერა იმ დროინდელ დაშემდგომ პრესაში, წერილებისა და ინტერვიუების სახით), მანამდე კი, .ბუნდოვანი 6-7 წლის მანძილზე უვლიდა და პატრონობდა ტერენტი გრანელის,ფაქტიურად მიტოვებულ საფლავს!  იმავე, 1987 წელს, იგი  მიწვეული იყო წალენჯიხაში (გრანელის სამშობლოში) საპატიო სტუმათა შორის, ტერენტი გრანელის 90-წლის იუბილესა, გრანელის სახელობის ქუჩისა და სახლმუზეუმის გახსნაზე! ხოლო 1992-93 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა შეინარჩუნა პეტრეპავლეს სასაფლაოზე ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი და იქ დადგა მარმარილოს მემორიალი, რომლის წყალობითაც ეს ნასაფლავარი დღემდეა შენარჩუნებული…. 2009 წლის 10 ოქტომბერს, გიორგი ბუნდოვანი, 22 წლის შემდგომ, ისევ გახლდათ მიწვეული საპატიო სტუმრად წალენჯიხაში,პირადად, წალენჯიხის გამგებლის მიერ, გრანელის პირველი ძეგლის გახსნაზე და საიუბილეო ღონისძიებებზე, სადაც, სამეგრელოსსაზოგადოების წინაშე  წარსდგა ვრცელი სიტყვით და სახლმუზეუმს საჩუქრად გადასცა რამოდენიმე რელიქვია, მათ შორის, 1924 წელს გამოცემული საიუბილეოგაზეთი-“ტერენტი გრანელი“, ორიგინალი!!

.ბუნდოვანის ლექსების ნაწილი თარგმნილია რუსულ ენაზე და გამოქვეყნებული რუსულ ჟურნალებში…. ასევე იგი წერს ლექსებს რუსულადაც. იგიშესულია რამოდენიმე, თანამედროვე  ქართული ანთოლოგიის კრებულში და მისილექსები გამოქვეყნებულია რამოდენიმე ცნობილ ლიტერატურულ პორტალზეც

1993 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, თავის კოლეგა პოეტებთან და არტისტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პოეტურ, არტისტულ საღამოებსა,თუ სხვა პერфორმენსებში. იგი არის ამ არტაქციების ავტორი, თანაავტორი, და ორგანიზატორი (რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია—“დადამეფე პრეზიდენტის, პირველი და უკანასკნელი არჩევნები( ქარვასლა, თბილისი 1993 წლის 10აპრილი), რომლის წამყვანი და თანაორგანიზატორი გახლდათ, ასევე იყო პოეტური მსვლელობის თანაავტორი და მონაწილე—“გასტრონომია და სიყვარული(პოეტების სპონტანური მსვლელობა თბილისის ცენტრალურ, მაშინ დაცარიელებულ გასტრონომებში, ლოზუნგით-“გადავაქციოთ გასტრონომები ესტრადებად!”) და შეხვედრისა– “ ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში”…ასევე სხვა მრავალი ლიტერატურული და არტ აქციისა, 90-იანი და 2000-იანი წლების ჩათვლით.

1996 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი ხდება დირექტორი და არტისტისაქართველოში პირველი-“მარგო კორობლიოვას სახელობის პერфორმანსის თეატრისა” (დამაარსებელიმულტიმედია არტისტი, პოეტი,დავით ჩიხლაძე) და ამ თეატრში აქტიურად მოღვაწეობს, ინტერვალებით, 2009წლამდე

2000 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი მუდმივად მონაწილეობს ხელოვნების ფესტივალ—“მზიურში”, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართებოდა მზიურქალაქში. ასევე მონაწილეა ერთადერთი, ხელოვნების ფესტივალისამატარებელი”, რომელმაც მოიარა მთელი საქართველო და სხვადასხვა დარგის ხელოვანები გააერთიანა… 2000, 2001-2002 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა მიიღო აქტიური მონაწილეობა და განახორციელა თანაავტორობა, თავისი კოლეგისა და მეგობრის, მულტიმედია არტისტისა და პოეტისმიხეილ გისტის პერфორმანსების სერიაში: ფენიქსია“,”კულინარტი”, “დარგვაგორურა”, “კრემი.  ამ სერიის კულმინაცია იყო 2001 წლის 11 სექტემბერს, მიხეილ გისტის ცოცხლად დამარხვის კონცეპტუალური აქცია! ყველა ეს არტისტული ღონისძიება ტარდებოდა მზიურქალაქში, რაზეც არაერთხელ დაიწერა პრესაში და გაშუქდა მასმედიით.  ასევე სხვადასხვა ხელოვანთა და არტისტთა ერთობლივ აქციებსა და სეიშენებშ, დანგრეულ აბრეშუმის ფაბრიკასა თუ ქარვასლაში (2001-2002 წლები, “ინტერდისციპლინარული სეიშენი”, “GASTROLOJI-A”, და სხვა მრავალი)

გიორგი ბუნდოვანს, გარდა ზემოთ ხსენებული 2 პოეტური, ერთობლივი კრებულისა, გამოცემული აქვს კიდევ 3 პოეტური კრებული (გამომცემლობა კავკასიური სახლი), “სიწყნარის დაკანონება (პერსონალური), “ათვლის წერტილი(მეუღლესთან, პოეტმარიკა ჟორჟოლიანთან ერთად) და პერსონალური რჩეულიანტიყოფის მანიфესტი”, რომლის პრეზენტაციაპერფორმენსიგამომშვიდობებამკვდარ პოეზიასთანშედგაკავკასიურ სახლში“ 27.03.2009.

.ბუნდოვანი, კავკასიურ სახლში მუდმივად აწყობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტსაღამოებს მიცემული აქვს ათობით ტელე თუ პრესინტერვიუ. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ რადიო და ტელე გადაცემებში.

2006 წელს, გიორგი ბუნდოვანი კოლეგა  არტისტებისგან კრავს არტჯგუფს და იწყებს მინიარტფილმების (კინო-პოეზია!)  გადაღებებს.  ჯგუფს,  2010 წელს ეწოდა—“STIGMAT”-. ეს გახლავთ კრეატიული არტ-ჯგუფი. .ბუნდოვანმა, 2006 წლიდან, მეგობარ და კოლეგა  არტისტებთან ერთად , მათი თანაავტორობითა და მათი იდეური მხარდაჭერით უკვე გადაიღო 51 მინიარტფილმი („კინოპოეზია; “FILM-POETRY”).  ესაა გამიზნულად, დაბალი რეზოლუციით (ანუ დაბალი ტექნოლოგიით) გადაღებული და დამონტაჟებული,უკიდურესად არაორდინალური, ანდერგრაუნდული სულისკვეთების, ღრმად ფსიქოლოგიური, ეკლექტური ფილმებიამ ფილმების გადაღება ხდებოდა დახდება აბსოლუტურად სპონტანურად, იმპროვიზირებულად, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვისა და სცენარების გარეშე!

ფილმების არსი მდგომარეობს შემდეგშიანტიყოფა, ანტიესთეტიკა,ანტიკულტურა და არაფორმალობის მუდმივი განცდა,

რაც ვერ მოდის შესაბამისობაში დაწესებულ კლიშეებთან!!..  არტჯგუფი მუდმივ შემოქმედებით ძიებაშია

.ბუნდოვანმა STIGMAT”-თან ერთად (14 მინიპოეტური ფილმით-“FILMPOETRY”) მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო არტფესტივალში “ARTISTERIUM -2010” (საქართველორაც  ფესტივალის კატალოგშიც დაფიქსირდა! ასევე ჯგუფმამონაწილეფობა მიიღო  საერთაშორისო არტფესტივალზე -„ARTBATFEST-2011”  (ყაზახეთიალმაატა) და გარიყულაში (საქართველო) მესამე საერთაშორისო არტფესტივალზე „FEST I NOVA-2011”, პერფორმანსით – „კონსერვაცია“.  ასევე  არტჯგუფი „STIGMAT“- მონაწილეობდა „ARTISTERIUM -2011“ ზე (ხელოვნებისსაერთაშორისო გამოფენა, საქართველო), 12 უახლესი მინი-არტ ფილმით და დიდი პერფორმანსით – „დე-ფორმაცია“… 

  2011 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, მწერალ და საზოგადო მოღვაწესთან, ქართულიპენცენტრის ბორდის წევრთანნაირა გელაშვილთან ერთად  ”კავკასიურ სახლში ხსნის ლიტერატურულ არტკაф–”D .N. M.”-, რომლის ერთერთი მხატვრული ორგანიზატორიც და ერთერთი წამყვანიც გახლდათ

ამჟამად მისი ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ და საზოგადოებრივანალიტიკურალმანახაფრაში“, ასევე მუდმივად ქვეყნდება სხვადასხვა გაზეთებსა დალიტერატურულ ინტერნეტპორტალებზე

. ბუნდოვანი მუდმივად  აპირებს პოეტური და სხვა სახის ლიტერატურული და არტ-საღამოების გამართვას, ასევე თავის გადახალისებულ შემოქმედებით არტჯგუფთან ერთად, მსგავსი არაორდინალური ფილმების  კვლავგადაღებას და შემდგომში მათ თანამიმდევრულ პრეზენტირებას სხვადასხვა კულტურულ და არტსივრცეებსა თუ ფესტივალებზე...

 

 

P.S.   15.06.2012. დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის – ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი დიდი, გაფართოებული სინთეზური ხელოვნების საღამო, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოწყობილი და ორგანიზებული გიორგი ბუნდოვანის  მიერ!…

2015 წელს მიწვეულ იქნა სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემებში, როგორც პოეტი და არტისტი…

2015 წლის 23-27 ივნისს, გიორგი ბუნდოვანი გახლდათ მონაწილე, კულტურის სამინისტროს პროექტისა — “ცოცხალი წიგნები”, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში.

2015 წლის 10 ივლისს, თითქმის2 წლიანი  პაუზის შემდეგ, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა გიორგი ბუნდოვანის დიდი შემოქმედებითი საღამო, სადაც ავტორმა საკუთარი ლექსების გარდა, საზოგადოებას წარუდგინა თავისი 3 მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია)…

ასევე, გ.ბუნდოვანი ეწევა საქველმოქმედო ინტერნეტ-მოღვაწეობას. ფეისბუკში შექმნილი აქვს ჯგუფი, სახელით “ნიჭიერ შემოქმედთა გადასარჩენი ფონდი-თანაზიარი”.

2013 წლის დასაწყისიდან გიორგი ბუნდოვანი ძირითადად წერს  ქრისტიანული თემატიკის ლექსებს. 2014 წლიდან იგი არის მამა გურამ ოთხოზორიას სტიქაროსანი და მორჩილი…

 

 

ასევე, გ.ბუნდოვანი ეწევა საქველმოქმედო ინტერნეტ-მოღვაწეობას. ფეისბუკში შექმნილი აქვს ჯგუფი, სახელით “ნიჭიერ შემოქმედთა გადასარჩენი ფონდი-თანაზიარი”.

2013 წლის დასაწყისიდანგიორგი ბუნდოვანი წერს მხოლოდ ქრისტიანული თემატიკის ლექსებს…

10986805_1015546561790140_5844413287540405278_n

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s