Just another WordPress.com site

ჰაერის უჰაერობა

ადამიანი, სანამ შენს გვერდითაა, იმდენად ძვირფასობს, რამდენადაც, როცა მოგწყდება, როგორც ხეს, შემოდგომით, გამხმარი ფოთოლი და მისი ადგილი შენს გვერდით დაცარიელდება…
– თუ რამდენად ამოავსებს ამ დამდგარ სიცარიელეს მისი აჩრდილი!…
მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ სიცარიელეს ავსებენ, საფუარივით!
გადაავსებენ კიდეც!
გადმოიღვრებიან ამ დამდგარი სიცარიელეების საზღვრებიდან!..
ვერ ეტევიან მათში…
და შენს კუთვნილ ჰაერს ავსებენ
საბშვინველის თავისეული ჰაერითვე;
და არიან ადამიანები, რომლებიც, ფოთოლთცვენის დარად მომწყდარნი შენგან, უფრო გამსუბუქებენ თავიანთი მოწყდომით,
თითქოს ხელს გიშვებენ,
გათავისუფლებენ…
ასეთ ადამიანებზე ნაკლებად დარდობ!
თუმცა როდესაც დგება შენი მოწყვეტის ჟამი,
სიცოცხლის ხიდან
ხვდები:
ორივეგვარი ადამიანებით ინარჩუნებდი, მხოლოდ,
შენს ეულ და ერთადერთ ადგილს ამ არსის ხეზე…
და არის გვიან უკვე, სასტიკად გვიან…
რადგანაც შენს ჩამქრალ ნაკვალევებს, შენივე სახლთან
უკვე მოხუცი მეეზოვეები გვიან
და ყრიან მარადიულ სიფერმკრთალეში!…

მორჩილი გიორგი
21.09.2016.
00:05 წუთი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s