Just another WordPress.com site

ჩემს შესახებ

როგორ ვწერდი და ვწერ ლექსებს 

არასოდეს მიმუშავია ლექსზე! ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით ვწერდი, ჩემი თაობის მეგობრებისა და კოლეგებისაგან განსხვავებით! ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ლექსი და მისი წერა–ესაა მომწიფებული ნაყოფი და მისი მშობიარობა! ბავშვს რომ აჩენს დედა, თუ არ მოეწონება გარეგნულად, ხომ ვეღარ გადააკეთებს? ამიტომაც ყველა ჭეშმარიტი პოეტი მიმაჩნია მშობიარე გმირ დედად, რადგანაც პოეტზე მეტ შვილებს, ანუ ლექსებს, ვერც ერთი დედა ვერ შობს! :)) ლექსზე მუშაობა, გადაკეთებ-გადმოკეთება, გაშალაშინება და ასე შემდეგ… სადურგლო სამუშაოს მაგონებს და თავს შევუძახებ ხოლმე–დურგალი ვარ თუ პოეტი, თქო?! აი პროზის შემთხვევაში კი აბსოლუტურად საპირისპიროს ვფიქრობ! უნდა გაშალაშინდეს კი არა და, ძალიანაც უნდა გაშალაშინდეს, თანაც არაერთ სადურგლოში! :)) ასევე ვარ ჩემს მინი-ფილმებშიც, ვისაც გინახიათ, რადგანაც ჩემი კინო არის–“კინო-პოეზია”, ანუ იგივე ლექსებია ჩემთვის და ჩემი, ამიტომ ძალიან იოლად ვიღებ და უფრო იოლად ვამონტაჟებ! უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ლექსი 7000 მდე მაქვს დაწერილი და ფილმი-ლექსი, ჯერ მხოლოდ 41… :)) პოეტი, ჩემის სუბიექტური აზრით, არ უნდა იყოს–მაგიდის პოეტი! პოეტი უნდა იყოს–ზეცისა და მზის! მთვარისა და ვარსკვლავების ბინადარი, და არა მაგიდისა და სადურგლოების ხელოსანი..! (ყველაფერი რაც აქ დავწერე და იგივე არაერთ ინტერვიუში მითქვამს ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავზე!!) აი, მაგალითად: – როცა 1987 წლის ერთ-ერთ ღამით, პეტრე პავლეს სასაფლაოზე, ახლადგადასვენებული ტერენტი გრანელის ნასაფლავარში ჩავწექი და იქ, შიგნით დავწერე ლექსი, თანაც მარტომ, ღამით, და საფლავიდან მხოლოდ მთვარეს ვხედავდი, ან და როცა დეზერტირის ბაზარში, ხორცის რიგში, სადაც წუთში 20 კაცი მეჯახებოდა აქეთ-იქედან და ათასგვარი ღრიანცელ-გინება-ხმაური იდგა ირგვლივ და იქ დავწერე ლექსი… აი ამ ლექსებს რა გადაკეთება უნდოდა ნეტავ? აბსურდია!და ასეთი და უფრო გიჟური სიტუაციები უამრავი მქონია!…  გაიხარეთ, პოეტებო!!! თავისუფალი და გიჟი პოეტი და არტისტი–გიორგი ბუნდოვანი :))


———————————————————————

ბიოგრაფიის მე-2, ძირითადი ვარიანტი:

გიორგი ბუნდოვანი—პოეტი, მულტი-მედია არტისტი

1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ალმანახებსა და სხვა სახის პერეიოდიკაში. (“რუბიკონი”, “მესამე გზა”, “ალტერნატივა” და სხვა…). 1991 წელს, პოეტ და არტისტ- ზურაბ რთველიაშვილთან ერთად აყალიბებს – ”ქართველ პოეტთა ორდენ-“ქრონოფაგებს”, ეს ორდენი იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო, „ცისფერყანწელთა ორდენის“ შემდგომ, საქართველოში, თავისი ლიტერატურული არტ-მანიфესტით, ღერბით, დროშით, ბეჭდითა და თავშეყრის სალონით…
“ქრონოფაგების” ეგიდით გამოიცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული: 1). ”ქრონოფაგები”-1992 წ; 2). ”ანომალიური პოეზია”-1993 წ. ორდენმა გამართა არა ერთი ლიტერატურული საღამო-ღონისძიება, გასვლითი შეხვედრები მსმენელთან, პრეზენტაციები….
1987 წელს, გიორგი ბუნდოვანი აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის—ტერენტი გრანელის პეტრე-პავლეს სასაფლაოდან დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენების, ისტორიულად ცნობილ პერიპეტიებში (რაზეც არაერთხელ დაიწერა იმ დროინდელ და შემდგომ პრესაში, წერილებისა და ინტერვიუების სახით), მანმადე კი, გ.ბუნდოვანი 6-7 წლის მანძილზე უვლიდა და პატრონობდა ტერენტი გრანელის, ფაქტიურად მიტოვებულ საფლავს! იმავე, 1987 წელს, იგი მიწვეული იყო წალენჯიხაში (გრანელის სამშობლოში) საპატიო სტუმათა შორის, ტერენტი გრანელის 90-წლის იუბილესა, გრანელის სახელობის ქუჩისა და სახლ-მუზეუმის გახსნაზე! ხოლო 1992-93 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა შეინარჩუნა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტერენტი გრანელის ყოფილი საფლავი და იქ დადგა მარმარილოს მემორიალი, რომლის წყალობითაც ეს ნასაფლავარი დღემდეა შენარჩუნებული…. 2009 წლის 10 ოქტომბერს, გიორგი ბუნდოვანი, 22 წლის შემდგომ, ისევ გახლდათ მიწვეული საპატიო სტუმრად წალენჯიხაში, გრანელის პირველი ძეგლის გახსნაზე და საიუბილეო ღონისძიებებზე, სადაც, სამეგრელოს საზოგადოების წინაშე წარსდგა ვრცელი სიტყვით და სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა რამოდენიმე რელიქვია, მათ შორის, 1924 წელს გამოცემული გაზეთი-“ტერენტი გრანელი”, ორიგინალი!!
გ.ბუნდოვანის ლექსების ნაწილი თარგმნილია რუსულ ენაზე და გამოქვეყნებული რუსულ ჟურნალებში…. ასევე იგი წერს ლექსებს რუსულადაც. იგი შესულია რამოდენიმე, თანამედროვე ქართული ანთოლოგიის კრებულში და მისი ლექსები გამოქვეყნებულია რამოდენიმე ცნობილ ლიტერატურულ პორტალზეც…
1993 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, თავის კოლეგა პოეტებთან და არტისტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პოეტურ, არტისტულ საღამოებსა, თუ სხვა პერфორმენსებში, იგი არის ამ არტ-აქციების ავტორი, თანაავტორი, და ორგანიზატორი (განსაკუთრებით აღსანიშნავია—“დადა-მეფე პრეზიდენტის პირველი და უკანასკნელი არჩევნები”, ქარვასლა, თბილისი 1993 წლის 10 აპრილი, რომლის წამყვანი და ორგანიზატორი გახლდათ, ასევე იყო პოეტური მსვლელობის თანაავტორი და მონაწილე—“გასტრონომია და სიყვარული”, პოეტების სპონტანური მსვლელობა თბილისის ცენტრალურ, მაშინ დაცარიელებულ გასტრონომებში-ლოზუნგით-“გადავაქციოთ გასტრონომები ესტრადებად!”, და- “ ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში”….) და სხვა მრავალი ლიტერატურული და არტ აქციისა, 90-იან და 2000-იან წლების ჩათვლით.
1996 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი ხდება დირექტორი და არტისტი-საქართველოში პირველი-“მარგო კორობლიოვას სახელობის პერфორმანსის თეატრისა” (დამაარსებელი-მულტიმედია არტისტი, პოეტი, დავით ჩიხლაძე) და ამ თეატრში აქტიურად მოღვაწეობს, ინტერვალებით, 2009 წლამდე….
2000 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი მუდმივად მონაწილეობს ხელოვნების ფესტივალ—“მზიურში”, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართებოდა მზიურ- ქალაქში. ასევე მონაწილეა ერთადერთი, ხელოვნების ფესტივალისა-“მატარებელი”, რომელმაც მოიარა მთელი საქართველო და სხვადასხვა დარგის ხელოვანები გააერთიანა…. 2000, 2001-2002 წლებში, გიორგი ბუნდოვანმა მიიღო აქტიური მონაწილეობა, თავისი კოლეგისა და მეგობრის, მულტიმედია–არტისტისა და პოეტის–მიხეილ გისტის პერфორმანსების სერიაში—“ფენიქსია”,”კულინ-არტი”, “დარგვა-გორურა”, “კრემი” და ამ სერიის კულმინაცია იყო 2001 წლის 11 სექტემბერს, მიხეილ გისტის ცოცხლად დამარხვის კონცეპტუალური აქცია!—ყველა ეს არტისტული ღონისძიება ტარდებოდა მზიურ-ქალაქში, რაზეც არაერთხელ დაიწერა პრესაში და გაშუქდა მას-მედიით. ასევე სხვადასხვა ხელოვანთა და არტისტთა ერთობლივ აქციებსა და სეიშენებში—დანგრეულ აბრეშუმის ფაბრიკასა და ქარვასლაში (2001-2002 წლები, “ინტერდისციპლინარული სეიშენი”, “GASTROLOJI-A”, და სხვა მრავალი……)
გიორგი ბუნდოვანს, გარდა ზემოთხსენებული 2 პოეტური, ერთობლივი კრებულისა, გამოცემული აქვს კიდევ 3 პოეტური კრებული (გამომცემლობა – კავკასიური სახლი), “სიწყნარის დაკანონება”, პერსონალური, “ათვლის წერტილი”–მეუღლესთან, პოეტ-მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად და პერსონალური რჩეული-“ანტიყოფის მანიфესტი”, რომლის პრეზენტაცია-პერფორმენსი „გამომშვიდობება მკვდარ პოეზიასთან“ შედგა „კავკასიურ სახლში“ 27.03.2009.
გ.ბუნდოვანი, კავკასიურ სახლში მუდმივად აწყობს სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-საღამოებს…. მიცემული აქვს ათობით ტელე თუ პრეს-ინტერვიუ…. მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ რადიო და ტელე გადაცემებში.
2006 წელს, გიორგი ბუნდოვანი კრავს არტისტებისგან არტ-ჯგუფს და იწყებს მინი-არტ-ფილმების გადაღებებს. ჯგუფს, 2010 წელს ეწოდა—“STIGMAT” -ი. გ.ბუნდოვანმა, 2006 წლიდან, მეგობარ და კოლეგა არტისტებთან ერთად თანაავტორობითა და მათი იდეური მხარდაჭერით უკვე გადაიღო 48 მინი არტ-ფილმი („კინო-პოეზია; “FILM-POETRY”). ესაა გამიზნულად, დაბალი რეზოლუციით (ანუ დაბალი ტექნოლოგიით) გადაღებული და დამონტაჟებული, უკიდურესად არაორდინალური, ანდერგრაუნდული, ღრმა ფსიქოლოგიური, ეკლექტური ფილმები. ამ ფილმების გადაღება ხდებოდა და ხდება სპონტანურად, იმპროვიზირებულად, ყოველგვარი წინასწარ დაგეგმვისა და სცენარების გარეშე!
ფილმების არსი მდგომარეობს შემდეგში: ანტიყოფა, ანტიესთეტიკა, ანტიკულტურა და არაფორმალობის მუდმივი განცდა, რაც ვერ მოდის შესაბამისობაში დაწესებულ კლიშეებთან!!.. არტ-ჯგუფი მუდმივ შემოქმედებით ძიებაშია!
გ.ბუნდოვანმა თავის არტ-ჯგუფ-“STIGMAT”-თან ერთად (14 მინი-პოეტური ფილმით-“FILM’S POETRY”) მონაწილეობა მიიღო მე-3 საერთაშორისო არტ-ფესტივალში “ARTISTERIUM -2010” (საქართველო) რაც ფესტივალის კატალოგშიც დაფიქსირდა! ასევე ჯგუფმა მონაწილეფობა მიიღო საერთაშორისო არტ-ფესტივალზე -„ARTBATFEST-2011” (ყაზახეთი-ალმაატა) და გარიყულაში (საქართველო) მესამე საერთაშორისო არტ-ფესტივალზე „FEST I NOVA-2011”. ასევე არტ ჯგუფი „STIGMAT“-ი მონაწილეობდა „ARTISTERIUM -2011“ ზე (ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, საქართველო)…
2011 წლიდან, გიორგი ბუნდოვანი, მწერალ და საზოგადო მოღვაწესთან, ქართული პენ-ცენტრის ბორდის წევრთან–ნაირა გელაშვილთან ერთად ”კავკასიურ სახლში” ხსნის ლიტერატურულ არტ-კაфე–”D .N. M.”-ს, რომლის ერთ-ერთი მხატვრული ორგანიზატორიც და ერთ-ერთი წამყვანიც იყო…
ამჟამად მისი ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-ანალიტიკურ ალმანახ „აფრაში“, ასევე მუდმივად ქვეყნდება სხვადასხვა გაზეთებსა და ლიტერატურულ ინტერნეტ-პორტალებზე…
გ. ბუნდოვანი კიდევ აპირებს პოეტური და სხვა სახის ლიტერატურული საღამოების გამართვას, ასევე თავის გადახალისებულ შემოქმედებით არტ-ჯგუფთან ერთად, მსგავსი არაორდინალური ფილმების გადაღებას და შემდგომში მათ მუდმივ პრეზენტირებას სხვადასხვა კულტურულ და არტ-სივრცეებsსა თუ ფესტივალებზე..!

P.S. 15.06.2012. დიდი ქართველი მისტიკოსი პოეტის – ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი დიდი, გაფართოებული სინთეზური ხელოვნების საღამო, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოწყობილი და ორგანიზებული გიორგი ბუნდოვანის მიერ!…

ასევე, გ.ბუნდოვანი ეწევა საქველმოქმედო ინტერნეტ-მოღვაწეობას. ფეისბუკში შექმნილი აქვს ჯგუფი, სახელით “ნიჭიერ შემოქმედთა გადასარჩენი ფონდი-თანაზიარი”.

2013 წლის დასაწყისიდან გიორგი ბუნდოვანი წერს მხოლოდ ქრისტიანული თემატიკის ლექსებს…

POET, MULTIMEDIA ARTIST – GEORGE BUNDOVANI (CREATION BIOGRAPHY)

Since 1990 is published in various literary magazines and newspapers, anthologies and other types of papers and magazines.
In 1999, with submission poet and artist Zurab Rtveliashvili, created – “The Georgian Poets Group – Qronofagus -” This group was the second official poetic brotherhood after “symbolic group blue horns”, in Georgia. By the editorial of ” Qronofagus” were published two books of collection authors: 1). “Qronofagus” – in 1992, 2). “Anomaly Poetry” – in 1993. The group organized not single literary events – visits, meetings with the audience, the presentations…
In 1987, George Bundovani was actively involved in historically famous peripatetic that is known as re-obsequies of the great Georgian mystic poet -Terenti Graneli (this news was written about in newspapers and letters, in the form of interviews). In 1992-93, George Bundovani vindicates Terenti Graneli’s former cemetery, and stood there the marble memorial. This place exists till now.
The part of Bundovani’s of poems are translated into Russian and are published in Russian magazines … He writes poems in Russian as well. Bundovani’s poetry includes a number of modern Georgian anthologies pages and several of his collections are also published in well-known Georgian internet literary portals.
Since 1993, together with his colleague, in group of poets and artists, takes active participation in poetic and artistic variety events and some other performances.
Bundovani is the art-author, organizer of the events, also cooperated with some of friends. The most important named-“Dada – King’s election” only performed in Georgia: Tbilisi, Caravanserai, 10th April, 1993. – Bundovani: the host and the organizer.
Also, he was co-author and performer in another project -“gastronomy and Love”. It was poets spontaneous course with slogans “Replace gastronomies to scene”, as well as Urbanism in modern Georgian poetry. They rushed in, empty Gastronomies, by that time.
In 1990-2000 also were other literature – art actions where Bundovani took actual participation through.
In 1996, Bundivani became the director and artist of the first “Performances Theatre” in Georgia named Margo Korobliova (founded by David Chikhladze, – Artist) and was taking great activity until 2009 ….
Since 2000, George Bundovani is taking part in regular Art Festivals – “Mziuri”, which holds in Garden “Mziuri”, Georgia, every summer. Also Bundovani took part in the Art-Festival – “The Train”, in the same year, which trained all over Georgia, and gathered the various artists.
During 2000, 2001-2002, Bundovani took an active part in the art creation actions submit his colleague and friend, multimedia -artist and poet – Michael Gist’s. Performances series: “Phoenix” “Culinary- Art”, “Planting – “Gorura’”, “Cream” and the culmination of this series was alive buries, were artists Gists in his conceptual action was being buried alive, on September 11, 2001
Bundovani also took part in various creator art-seasons, co-operate with artists and actors: such were in 2001-2002 “The Interdisciplinary season”, in destroyed Silk Fabric, “Gastrology” in Caravanserai and many more…
George Bundovani also published his three complete poetry books (publisher -Caucasian House), “Legalization of Quiet” – as Personal work, “Starting Point” – submit his wife, the poet – Marika Zhorzholiani. Also, he worked on the project – “Manifest against of being” as favourite personal book, which was later presented as a performance named “saying good bye to dead poetry”. It was created in “Caucasian House”, 2009, march 27.
Bundovani’s poems and works are in row of contemporary Georgian avant-garde poetry. In various years were written and published by a literary critics, the critical letters about his poetry, poet – David Chikhladze, poet – Marsiani and poet – Rusudan Kaishauri.
Bundovani regularly organizes a variety of literary and art events in Caucasian House, casts in dozens of interviews in TV news. Bundovani participated in various literary, radio and television shows. His extensive work can be viewed online…
Since 2006, Bundovani gathering the follower artists founds art group making mini – Art-films. The group named “STIGMAT” in 2010. It essences on: the world against being, the soul against aesthetic, anti culture and antifoaming constant feeling that I can not come in compliance with established themes. (Movie – Poetry; “FILM-POETRY”)… Art in the group is in constant creative search!
In 2011, with the famous writer and public figure, together with Naira Gelashvili, which by the same time is Georgian PEN board member, founded literary art cafe D. N. M. in “Caucasian House” and Bundovani was one of the organizer as well and was one of the leader…

P.S.

In 15.06.2012, The National Parliamentary Library of Georgia entertained a great synthesized event, dedicated to Terenti Graneli. The event was organized by George Bundovani, current time was also shown the new mini art film “Somewhere, faraway the mist visited to cleft…”,(About Great Georgian poet – Terenti Graneli) created by Art group “Stigmat”.

His poems are published in the literary and social – analytical almanac “Afra” as well as they are regularly published in various newspapers and literary Internet – portals …

Bundovani continues art and literary activities in various cultural areas…

Advertisements

One response

  1. Continued my English Art-Cv:

    In 2015 was invited in TV and Radio programs as poet and artist
    Giorgi Bundovani took part in project “Live Books” organized by Ministry of Culture and Monument Protection of Georgia, on June 23-27. 2015
    After interval, continued at least two years, on July 10th , 2015, in Junior Centre of Church Sameba Giorgi Bundovani’s Art Creature was performed. Beside of self poems, three mini art-films (film-poerty) were shown by author.
    Giorgi Bundovani also is known as philanthropist in internet-social-web. He has own web-group in “facebook” that is found as “ნიჭიერ შემოქმედთა გადასარჩენი ფონდი-თანაზიარი” (“Sociable Fund of Rescuing Talented Creators”).
    From the beginning 2013 Giorgi Bundovani writes poems principal on Christian thematic. From 2014 he is Obedient to Priest Guram Otkhozoria.

    ივლისი 8, 2015, 7:21 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s